საზოგადოება
ლევან ხაბეიშვილი
"სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს!" - ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე

"სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს, თუ ოპოზიციაში იქნება და ერთი მიზანი გვექნება, ივანიშვილთან ბრძოლას ვგულისხმობ, ვითანამშრომლებთ", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში დასმული  კითხვის საპასუხოდ გააკეთა.კერძოდ, ჟურნალისტმა ხაბეიშვილს ჰკითხა, შესაძლოა, თუ არა ნიკა მელიამ ახალი პარტია ჩამოაყალიბოს და რა ინფორმაციას ფლობს თავად ამის შესახებ."ვიღაცა ვიღაცის ოპოზიციაში ჩადგა, ეს არ არის ჩემი საქმე და ამით თავს არ დავიღლი. ბიძინა ივანიშვილია ჩემი სამიზნე და მასთან ბრძოლა", - აცხადებს ხაბეიშვილი.ცნობისთვის, დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელია ახალი პარტიის შექმნას აპირებს. 

1677695433

1677669092

მარნეულში აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მშობლებმა და მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მარნეულში, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით მშობლებმა და მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.როგორც სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა, ახმეთ თუღრულმა ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში განხორციელდა მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის მიმდინარე წლის 8 მარტიდან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.მშობლების შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო. მათი განცხადებით, აზერბაიჯანულ მოსახლეობას არ ეძლევა განათლების მიღების და ენის ბარიერის გადალახვის საშუალება. თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, მშობლები საპროტესტო აქციის გაგრძელებას გეგმავენ.რესურს ცენტრის დირექტორის, ხანალი კახრამანოვის განმარტებით, არცერთი ბავშვი სკოლის გარეთ არ დარჩება და ისინი სხვადასხვა სკოლაში გააგრძელებენ სწავლას."დაკმაყოფილდება ყველა მოსწავლის მოთხოვნა და სხვადასხვა სკოლაში, ქართულ სექტორზე გადანაწილდებიან. არცერთი ბავშვი სკოლის გარეთ არ დარჩება. ყველა მშობლის მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ქალაქში არის 274 ადგილი. ავტორიზაციის პროცესი დაწყებულია და სხვა სკოლებშიც ეტაპობრივად განხორციელდება," - განაცხადა ხანალი კახრამანოვმა.

1677668855

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისიდან 62 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან დაფიქსირდა.მიწისძვრის სიმძლავრე 4,2 მაგნიტუდა იყო.

1677609000

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია."აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

მსოფლიო

სხვა სიახლეები
დაკავება
დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გაასაღა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტა."საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 20 250 აშშ დოლარის ოდენობის 202 ცალი ყალბი 100 დოლარიანი და ერთი ცალი ყალბი 50 დოლარიანი კუპიურა"- წერია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

სამართალი 1677741600

საგამოძიებო სამსახური
„სარფში" ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.„სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს 2 მოქალაქე ნ.ვ. და ხ.გ. აღნიშნული მოქალაქეების, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და ბარგის, დათვალიერების შედეგად, 608 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი მეტადონი და 112 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება (აღნიშნული აკრძალული მედიკამენტები სპეციალურ შეფუთვებში იყო დაფასოებული) აღმოაჩინეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.

სამართალი 1677740520

ლევან ხაბეიშვილი
"სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს!" - ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე

"სხვა პარტიას თუ შექმნის, ღმერთმა გაუმარჯოს, თუ ოპოზიციაში იქნება და ერთი მიზანი გვექნება, ივანიშვილთან ბრძოლას ვგულისხმობ, ვითანამშრომლებთ", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში დასმული  კითხვის საპასუხოდ გააკეთა.კერძოდ, ჟურნალისტმა ხაბეიშვილს ჰკითხა, შესაძლოა, თუ არა ნიკა მელიამ ახალი პარტია ჩამოაყალიბოს და რა ინფორმაციას ფლობს თავად ამის შესახებ."ვიღაცა ვიღაცის ოპოზიციაში ჩადგა, ეს არ არის ჩემი საქმე და ამით თავს არ დავიღლი. ბიძინა ივანიშვილია ჩემი სამიზნე და მასთან ბრძოლა", - აცხადებს ხაბეიშვილი.ცნობისთვის, დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა მელია ახალი პარტიის შექმნას აპირებს. 

საზოგადოება 1677695433

 ეკა სეფაშვილი
"როგორც ჩანს, ხათუნა სამნიძეს რეიტინგი აღარ აქვს და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ გაუგონარი ტყუილის დაბრალებით ცდილობს საკუთარი რეიტინგის აწევას" - ეკა სეფაშვილი

"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "2014 წელს, ევროსაბჭოში, თინა ხიდაშელის და ლევან ბერძენიშვილის მწვავე კრიტიკის გამო, ბიძინა ივანიშვილმა პუტინს ბოდიში შეუთვალა.""ეს არის ხათუნა სამნიძის მიერ მოგონილი ტყუილი, რომელიც ალბათ, მიმართულია საკუთარი თავის გაპიარებისკენ. როგორც ჩანს ხათუნა სამნიძეს უკვე აღარავინ უსმენს, არავითარი რეიტინგი აღარ აქვს და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ გაუგონარი ტყუილის დაბრალების ცდილობს საკუთარი რეიტინგის აწევას“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საზოგადოება 1677695033

პრეზიდენტის ადმინისტრაცია
"სამწუხაროდ მივიჩნევთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი არ ყოფილა მიწვეული" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული. ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.„განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული  უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, „უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას.უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი. ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოება 1677691523

17/03/2022
"მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც პუტინმა ომი დაიწყო" - ბლინკენი

"მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც პუტინმა ომი დაიწყო," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება."ჩვენ მივესალმებით, რომ ყაზახეთი განაგრძობს რუსეთის 200 000-ზე მეტი მოქალაქის მასპინძლობას, რომლებიც თავიანთი ქვეყნიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო.მინდა მადლობა გადავუხადო ყაზახეთის ხალხს უკრაინისათვის საკვების, ტანსაცმლის, მედიკამენტებისა და სხვა ჰუმანიტარული მარაგების მიწოდებისთვის, მათ შორის, კიევსა და ბუჩაში უძლეველობის იურტების მოწყობისთვის, სადაც უკრაინელებს შეუძლიათ, იპოვონ სითბო და ომისგან მოსვენება," - განაცხადა ბლინკენმა.  

მსოფლიო 1677689844