ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო GTmedia დაკომპლექტებულია პროფესიონალი, გამოცდილი კადრებით.
ჩვენი მთავარი მოწოდებაა ნებისმიერ სფეროში, საზოგადოებას მივაწოდოთ მიმდინარე ოპერატიული ინფორმაცია,
ობიექტურად გავაშუქოთ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები,
აზრის გამოთქმის საშუალება მივცეთ ნებისმიერი განსხვავებული იდეოლოგიის მატარებელ პერსონას,
თუგინდ რედაქცია მას არ იზიარებდეს. ამასთან, რედაქცია მკაცრად მიჯნავს ფაქტებსა და კომენტარებს.

ჩვენ ვმოქმედებთ “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” მიერ 2000 წელს გამოქვეყნებულ “ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსით”,
რომელიც ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა.
ჟურნალისტთა პროფესიული ეთიკის დაცვით, ჩვენ მკითხველებს მივაწვდით ზუსტ ინფორმაციას,
რითაც დავეხმარებით მათ გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და მდიდარი, განსხვავებული ინფორმაციის ხარჯზე, გაუჩნდეთ საკუთარი აზრი.

ჩვენი სურვილია გაქანება მივცეთ კრიტიკულ აზროვნებას, რომელიც ემსახურება ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის,
ინდივიდის თავისუფლების და კანონის უზენაესობის დაცვას.