ვოლტი
"ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

"ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით მათ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.„25%-ით შეგვიმცირდა შემოსავალი. იმის ფონზე, რაც ტარიფებმა დაიკლო იანვრის თვიდან  და პლუს ამას საკომისიო პროცენტი გაიზარდა, რამაც გამოიწვია მინიმუმ 25%-ით მაინც შემოსავლის შემცირება.ჩვენ გვქონდა მცდელობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის. მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებმა სამწუხაროდ, არ იკადრეს. ჩვენ პროტესტი იქნება პერმანენტული“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

1675599687

პუტინი ზელენსკი
“პუტინმა მითხრა, მე არ მოვკლავ ზელენსკის” - ნაფტალი ბენეტი პუტინთან საუბრის დეტალებს იხსენებს

“პუტინმა მითხრა, მე არ მოვკლავ  ზელენსკის” -  ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი პუტინთან საუბრის დეტალებს იხსენებს. ინტერვიუს ნაფტალი ბენეტთან ებრაული მედია ავრცელებს.ბენეტი ირწმუნება, რომ 2022 წლის მარტში, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით ცდილობდა ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებას, ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე პუტინი მას დაჰპირდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა.„ზელენსკის მოშორება. ეს ყველაზე ძვირფასია, ეს ლიდერის სიცოცხლეა. ვიცოდი, რომ ზელენსკის ემუქრებოდნენ თავშესაფარში და რომ მათ არ იცოდნენ მისი ადგილმდებარეობა. რაღაც მომენტში პუტინს ვუთხარი: „მისმინე, რა ხდება ამ ამბავთან დაკავშირებით? შენ აპირებ მის მოკვლას?“ მან მითხრა: „მე არ მოვკლავ ზელენსკის“, – განაცხადა ბენეტმა.ისრაელის ყოფილი პრემიერის თქმით, კრემლიდან გამოსვლის შემდეგ, აეროპორტის გზიდან მან დაურეკა ზელენსკის და პუტინის სიტყვები გადასცა. როგორც ბენეტი ამბობს, ამის შემდეგ ორ საათში უკრაინის პრეზიდენტი ავიდა თავის კაბინეტში და გადაიღო ვიდეო, სადაც თქვა: „მე არ მეშინია“.

1675597938

ალელიშვილი
“წინააღმდეგი ვარ რუსეთთან ფრენის აღდგენის“ - დავით ალელიშვილი

პუბლიცისტი დავით ალელიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენას ეწინააღმდეგება და არგუმენტებსაც ასახელებს.მისი თქმით, ამ ფრენების აღდგენით საქართველო კარგავს ერთ მცირე ბერკეტს რუსეთზე ზემოქმედების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირების გამო."წინააღმდეგი ვარ რუსეთთან ფრენის აღდგენის.ეს რომ ემოციურ ფონზე ნათქვამად არ ჩათვალოთ, არგუმენტებს ჩამოვთვლი.1.პატივს ვცემ იმ ადამიანების მოსაზრებას, რომლებსაც რუსეთთან ფრენის აღდგენა სურთ, არგუმენტად კი რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე ზრუნვა მოჰყავთ. ამის საწინააღმდეგო არგუმენტად მოვიყვან - ფრენები შეწყდა 2019 წელს რუს გავრილოვთან დაკავშირებული ცნობილი კონფლიქტის გამო. ამ პერიოდში საქართველომ იგრძნო „დასჯის“ სიმძიმე? არა მგონია. რუსეთიდან საჰაერო გზით ჩამომავალ ქართველებს პირობითად 500 აშშ დოლარი თბილისის მაგივრად ერევნის რეისზე უნდა გადაეხადათ, ერევნიდან კი 50 დოლარად ჩამოდიოდნენ საქართველოში. აღარ ვლაპარაკობ სახმელეთო გზით შემომავალ რუსეთის მოქალაქეებზე.2.2019 წლის ზაფხულში რუსეთის ინიციატივით შეწყდა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთმა არგუმენტად ერთადერთი - საკუთარი მოქალაქეებისთვის საქართველოში არსებული საფრთხეები დაასახელა. რუსეთის გასაგონად - შემცირდა თუ არა ეს საფრთხეები მისი მოქალაქეებისადმი? არა მგონია. თუ საფრთხის შემცველობაზეა ლაპარაკი, პირიქით - გაუარესდა კიდეც, რადგან უკრაინა-რუსეთის ომში საქართველო, ისევე როგორც მთელი თავისუფალი სამყაროს უდიდესი ნაწილი, უკრაინის გამარჯვებას ისურვებს, მიუხედავად იმისა რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას აშკარად  დაუპირისპირდა და ამ დაპირისპირებას დიდი ხნის ისტორია აქვს, ორი წლის წინ არ დაწყებულა. ეს სხვა თემაა.3.რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენის აღდგენით საქართველო სავარაუდოდ მოხვდება იმ სანქციების სიაში, რომელიც თუ არ ვცდები მესამე პაკეტით დაუწესა რუსეთს ევროკავშირმა. ამ შემთხვევაში უნდა დავემშვიდობოთ პირდაპირ ფრენებს ათენში, მილანში, პარიზსა და ბერლინში. ამაზე გაგვაფრთხილეს.4. ამ ფრენების აღდგენით საქართველო კარგავს ერთ მცირე ბერკეტს რუსეთზე ზემოქმედების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირების გამო. დიდი ბერკეტები იქნება ამ რეგიონებთან ეკონომიური კავშირების აღდგენა (ისევ ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვის გამო) და რუსეთთან დიპლომატიური კავშირის აღდგენა (ისევ ჩვენ თანამემამულეებზე ზრუნვის გამო). ამ კავშირებზე ოცნებობს რუსეთი. მერე შეგიძლია იძახო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაზე და რეზოლუციები მიაღებინო სხვადასხვა დონეზე, თუ დაგიჯერებენ, რა თქმა უნდა.5.მაშ უარი უნდა ვუთხრათ რუსეთს ამ ფრენების აღდგენის გამო? არა, რა თქმა უნდა. „განვიხილავთ“, „კომისიას შევქმნით “... ეს განხილვა შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ.  მე უნდა ვლაპარაკობდე დიპლომატიის ენასა და შესაძლებლობებზე, თუ ისინი, ვინც ხელისუფლების სათავეში არიან?რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემი სუბიექტური მოსაზრებებია, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ არ გაითვალისწინოთ." - წერს ალელიშვილი. 

1675596784

გია აბაშიძე
“კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!“ - გია აბაშიძე

"კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!" - ასე ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე გიორგი ჩალაძის და გიული ალასანიას მიერ განცხადებებზე, რომ თუ ხელიუფლება მიხეილ სააკაშვილის საკითხს დადებითად არ გადაწყვეტს, ქვეყანაში მიიღებენ ომს.აბაშიძის თქმით, სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს დაუპირისპირდეს ქართველ ხალხს.„რევანშისტების სექტა ახლა მზადაა ომი გამოუცხადოს ქართველ ხალხს, რათა დაიხსნას ბოროტი კლოუნი სააკაშვილი და სცადოს ამ გზით ხელისუფლებაში მობრუნება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ სახელმწიფოს მისამართით ამ დაუსრულებელ მუქარებს უნდა გაეცეს კანონიერი პასუხი! კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა: „თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.ჩალაძის მუქარა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შეაფასა და განაცხადა, რომ მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგსკ მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.     

1675594744

14/02/2022
“ყველაფერი უნდა მოისინჯოს” - გიული ალასანია ჩალაძის მუქარაზე

"ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით," - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მუქარას,  რომ თუ ხელისუფლებას არ უნდა ქუჩაში მიიღონ ომი, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად.გიული ალასანიას თქმით, მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს.„ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით. ყველაფერი უნდა მოისინჯოს“, - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.

1675593855

ალექსეი რეზნიკოვი
ალექსეი რეზნიკოვმა, შესაძლოა, მომავალ კვირას თანამდებობა დატოვოს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა, შესაძლოა, მომავალ კვირას თანამდებობა დატოვოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.მის ადგილზე კი თავდაცვის უწყების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მოქმედი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი მოიაზრება.როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, რეზნიკოვი სავარაუდოდ იუსტიციის მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო იუსტიციის მოქმედი მინისტრი დენის მალიუსკა, შესაძლოა, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ელჩად გაგზავნონ.ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ ბუდანოვს არ სურს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რადგან ესმის, რომ ეს არის „დიდი ბიუროკრატიული მანქანა“.

1675592330

ლევან ხაბეიშვილი
“ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე დღეს ლევან ხაბეიშვილს თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურად დაამტკიცებენ

დღეს 17 საათზე პარტია „ნაციონალური მოძრაობა" ყრილობას გამართავს.ყრილობაზე ახლად არჩეული თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცებენ.ლევან ხაბეიშვილი გუნდის წევრებს მიმართავს და მათ საკუთარ გეგმას გააცნობს.დღევანდელ ყრილობაზე შესაძლოა გაირკვეს, თუ ვინ დაიკავებს პარტიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს.შეგახსენებთ, 28-29 იანვარს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის  არჩევნების შედეგად ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილმა შეცვალა. .

1675587226

დაჭრა
რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა - ქალი პოლიციამ დააკავა

რუსთავში 40 წლამდე ქალმა ქმარი დანით დაჭრა, - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.დაჭრილი კაცი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.პოლიციამ ქალი ადგილზე დააკავა.დეტალებს Gtmedia შსს არკვევს.

1675585325

კობა ხაბაზი
"თურმე მიშას ვუღალატე, თურმე ნაკაწრი რომ არ მაქვს, არ ვომობ“ - კობა ხაბაზი

"თურმე მიშას ვუღალატე;თურმე უკრაინაში უპასუხისმგებლობას ვემალები; ამ ავადმყოფურ ბრალდებებს პასუხს სათითაოდ გავცემ", ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი წერს:"ნამდვილად არ მეცალა, 2 დღით ფბ სივრციდან გასული ვიყავი, დღეს დავბრუნდი და საოცრებავ...1. თურმე მიშას ვუღალატე;2. თურმე უკრაინაში უპასუხისმგებლობას ვემალები;3. თურმე "ლელოში" გადავდივარ;4. თურმე მიშას ბანერი ჩემი თანხმობით აიღეს4. თურმე მელიას ფანი ვარ,5. თურმე ნაკაწრი რომ არ მაქვს, ე.ი არ ვომობ...6. თურმე ბევრმა ფულმა გამაფუჭა.მოკლედ ქოცებს გადაასწრეს ქოცობაში.დღეს დავისვენო მინდა, ცოტა გამოვიძინო და ხვალიდან ავადმყოფთა ამ ავადმყოფურ ბრალდებებს პასუხს სათითაოდ გავცემ. არა, ნამდვილად არ მაქვს იმედი ბრალდებების ავტორები რამეს შეიგნებენ, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ უპასუხოდ დავტოვო ეს სიბინძურეები.ვაღიარებ გული დამწყდა ბევრ ზონელზე, ვინც წაიკითხა და ხმა არ ამოიღო, სხვა თუ არა, თქვენ ხომ მაინც მიცნობთ...ერთადერთი, რასაც არ ვუპასუხებ, არის როცა მადანაშაულებენ ადრე მხოლოდ პოლიტსაბჭოში რომ ვკამათობდი და არა საჯაროდ. არ ვუპასუხებ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ  ეს საყვედური თუ კრიტიკა სიმართლეა და ამას გულწრფელად ვნანობ, ეს მე თვითონ აღვნიშნე ჩემს წინა პოსტში," - წერს კობა ხაბაზი.

1675585088

ამერიკა
“რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ ევროპის დამოკიდებულება შეერთებულ შტატებზე გაზარდა” - The New York Times

რუსეთის ფედერაციის უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ევროპის სახელმწიფოები კიდევ უფრო დამოკიდებულნი გახდნენ შეერთებული შტატების სამხედრო მხარდაჭერაზე.ამის შესახებ The New York Times იუწყება.გაზეთის ცნობით, ვაშინგტონმა გაზარდა გავლენა, გააერთიანა მოკავშირეები და მოაწყო დახმარება კიევისთვის, რაც ყველაზე დიდი რაოდენობით იარაღსა და დაზვერვას ეხება.შეერთებულმა შტატებმა ასევე ითამაშა წამყვანი როლი უკრაინაში ლეოპარდის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებაში, თუმცა გერმანია თავდაპირველად ეძებდა გზებს ამაზე უარის თქმის შესახებ.საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიზანი „სტრატეგიული ავტონომიის“ შესახებ - გადაექცია ევროკავშირი სამხედრო ძალად, რომელსაც შეეძლო ემოქმედა შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად - ცარიელი ფრაზა აღმოჩნდა.ექსპერტების აზრით, რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ შეცვალა თამაშის წესები და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მაშინვე გააცნობიერეს, რომ მათ სჭირდებოდათ შეერთებული შტატები უსაფრთხოების გარანტიისთვის."პარიზი და ბერლინი ვერ უზრუნველყოფდნენ საჭირო ხელმძღვანელობას - როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. ამიტომ, ყველა უყურებს ვაშინგტონს, როგორც მთავარ არბიტრს და არა ერთმანეთს", - დასძენენ ანალიტიკოსები.შეგახსენებთ, რომ დახმარების ახალ პაკეტში შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა 150 კილომეტრამდე შორეული რაკეტების მიწოდება, რაც უკრაინას ყირიმის გათავისუფლების საშუალებას მისცემს.

1675584133

ვოლოდიმირ ზელენსკი
“ფრონტზე სიტუაცია რთულდება, ჩვენი მეომრების სიმტკიცე ყველაფერს წყვეტს” - ვოლოდიმირ ზელენსკი

“ფრონტზე სიტუაცია რთულდება, ჩვენი მეომრების სიმტკიცე ყველაფერს წყვეტს” - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვისას განაცხადა.მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ამჟამად ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე..„ახლა ძალიან მძიმე ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. თუმცა ახლაც, ისევე როგორც ამ 346 დღის განმავლობაში, ჩვენი მეომრების სიმტკიცე ყველაფერს წყვეტს. ჩვენი სიმტკიცე. არა რუსეთის რაღაც მცდელობები და გეგმები, არამედ ჩვენი მებრძოლების სიმამაცე და სიმტკიცე, ყველას შედეგიანობა და სისწრაფე, ვინც უზრუნველყოფს და ეხმარება ჩვენი თავდაცვის ძალების უზრუნველყოფას. მათი ყურადღება და დამაჯერებლობა, ვინც უკრაინის საერთაშორისო პოზიციებს იცავს. ჩვენი ხალხის სიმტკიცე და ერთიანობა, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მუშაობს და ვინც მხარს უჭერს ჩვენს გმირებს და უკრაინის სახელმწიფოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

1675582617

დავით არახამია
“ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მოღალატეებს, შემდეგი ნაბიჯი იქნება მათი დაკავება” - დავით არახამია

რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა მოღალატეებს, რომლებიც იყვნენ იანუკოვიჩის რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი.ამის შესახებ არახამია Telegram-ზე წერს.მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი მათი დაკავება და ქონების კონფისკაცია იქნება.„მოქალაქეობა ჩამოართვეს:ანდრეი კლიუევსდმიტრო ტაბაჩნიკსალექსანდრე კლიმენკოსვიტალი ზახარჩენკოსალექსანდრე იაკიმენკოს და ნაკლები საჯარო პირები პოლიტიკური ორბიტიდან.შემდეგი ნაბიჯი იქნება მათთვის სანქციების დაწესება, მათი დაკავება და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევა მთელი მათი ქონების, კორპორაციული უფლებებისა და სხვა აქტივების“, - წერს დავით არახამია. 

1675581285