Social Impact Award 2022 - შეხვედრა ჟიურის წევრებთან
Social Impact Award 2022 - შეხვედრა ჟიურის წევრებთან

25 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება ონლაინ შეხვედრა პროგრამა Social Impact Award-ის ჟიურის წევრებთან და პროგრამის საორგანიზაციო ჯგუფთან. შეხვედრა დაეთმობა საკონკურსო განაცხადების წარდგენის როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი ნაწილის განხილვას. ონლაინ შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3sLcCPM.საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის საკონკურსო განაცხადების მიღება სრულდება. დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით, ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ: https://apply.socialimpactaward.net/georgia/. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 მაისი.შემოსული განაცხადების საფუძველზე დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული 6 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესს გეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე, რომელიც წელს ვენაში (ავსტრიაში) გაიმართება.Social Impact Award-ის ფარგლებში  სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 20-მდე ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეექვსე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1200+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 130-მდე ახალგაზრდამ (40 გუნდი), გამოვლინდა 20 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.პროგრამა ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და Mercy Corps-ის მხარდაჭერით. R

1653470884

ერთგული 5 წლისაა
ერთგული 5 წლისაა

ერთგული თიბისის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ძალიან მარტივად დააგროვოს და დახარჯოს  ქულები 300-მდე ერთგულ ბრენდთან. დაგროვილი ქულების გამოყენება, შესაძლებელია სხვადასხვა შეთავაზებებით სარგებლობისთვისაც. ერთგულით სარგებლობას კიდევ უფრო ამარტივებს ის, რომ 1 ქულა = 1 ლარი.წელს ერთგული დაბადების დღის ნაცვლად, დაბადების თვეს აღნიშნავს. ამ პერიოდში თავს უყრის ერთგული მომხმარებლებისთვის ყველაზე სასურველ და საჭირო ბრენდებს, რომლებთანაც ისინი განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებლებენ.5 წლის განმავლობაში ერთგულმა 750 000-ზე მეტი უნიკალური, ერთგული მომხმარებელი დააგროვა, რომელთა ინტერესებზე ზრუნვა და მათი ყოველდღიურობის გამარტივება, უმნიშვნელოვანესი საზრუნავია თიბისის გუნდისთვის. ერთგულმა მომხმარებლებმა, ამ დროის მანძილზე, 25 მლნ-ზე მეტი ქულა დააგროვა და 20 მლნ-ზე მეტი ქულა დახარჯა ერთგულის პარტნიორ კომპანიებში.ერთგულის დაბადების თვის შეთავაზებების სანახავად, თვალი ადევნეთ ერთგულის ვებ.გვერდს: https://link.tbc.ge/Ertguli-Bmonth  R

1653469624

უყუყ
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 26-29 მაისს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციულად, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართება. ფესტივალი ოფიციალურად 26 მაისს 12:00-ზე გაიხსნება.წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატსა და მასშტაბებს. შესაბამისად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და წიგნთან დაკავშირებული ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და საბავშვო აქსესუარები.ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომელიც მე-6 პავილიონის წინ პროგრამა „სტარტაპერის“  კვების სივრცეს მოაწყობს, სადაც ფესტივალის სტუმრები დასვენებას, განტვირთვას და განსხვავებული ტიპის სამზარეულოს დაგემოვნებას შეძლებენ.ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი სივრცე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine (საქართველო მხარს უჭერს უკრაინას) სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინას და უკრაინის ლიტერატურულ ფესტივალ „წიგნის არსენალთან“ პარტნიორობით, ფესტივალის ფარგლებში, უკრაინელი ილუსტრატორების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე შექმნილი ილუსტრაციების გამოფენას გამართავს.ფესტივალის გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. 2017 წელს ფესტივალის პირველი ფოკუს ქვეყანა იყო ნორვეგია. ფოკუს ქვეყნები სხვადასხვა წლებში იყვნენ გერმანია (2018) და ფინეთი (2019). 2020 წლის ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა. პანდემიიდან გამომდინარე, გასულ წელს ფოკუს ქვეყნის პროგრამა ვერ განხორციელდა, ამიტომ აღნიშნული სტატუსით თურქეთი წელს ისარგებლებს.თურქეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის სტენდზე 10-მდე თურქი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 15-ზე მეტი ავტორი გამართავს შეხვედრას, მათ შორისაა ფირატ სუნელი და ისკანდერ პალა. ისინი ქართველ მწერლებთან ერთად ქართულ-თურქულ ლიტერატურულ თუ კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ. თურქეთის პროგრამის ორგანიზატორები არიან თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო.უკვე ცნობილია, რომ ფესტივალის მომდევნო ფოკუს ქვეყანა 2023 წელს პოლონეთი იქნება. ამდენად წლევანდელ ფესტივალს პოლონელი მწერლებიც ეწვევიან და ფესტივალის ბოლო დღეს, 29 მაისს, თურქეთი პოლონეთს ოფიციალურად გადასცემს ფოკუს ქვეყნის სტატუსს.გარდა ამისა, ფესტივალს უბრუნდება პროექტი "მსახიობები ლიტერატურისთვის", რომლის ფარგლებში, მე-11 პავილიონში მოწყობილ სცენაზე ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.ფესტივალი გასული წლის მსგავსად, წელსაც ჰიბრიდული ფორმატით ხორციელდება და ფიზიკური ღონისძიების  პარალელურად, მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, წიგნების შეძენა,  ვებ-გვერდზე tbilisibookfestival.ge საფესტივალო ფასებად ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს.ფესტივალის მთავარი მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია და საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. წლების მანძილზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებას წარმატებით ართმევს თავს, რაზედაც მიანიშნებს ფესტივალის დამთვალიერებლების, მასმედიისა და ახალი მონაწილეების მზარდი რაოდენობა. ფესტივალს ყოველწლიურად 100 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, მონაწილეობს 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.ფესტივალის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და ონლაინ პლატფორმა ველი. R

1653461015

თიბისის მომხმარებელს ციფრული ბანკის დახმარებით ცხოვრების გამარტივება ყოველდღე შეუძლია
თიბისის მომხმარებელს ციფრული ბანკის დახმარებით ცხოვრების გამარტივება ყოველდღე შეუძლია

თანამედროვე ადამიანისთვის ციფრული ბანკი ყოველდღიურობის ნაწილია. თიბისის ციფრულ ბანკის აპლიკაციაში სხვადასხვა ფუნქციონალი და მომსახურება ერთადაა თავმოყრილი, რაც  შესაძლებლობას გვაძლევს სულ რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან შევასრულოთ ფინანსური ოპერაციები. თიბისი, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანია ყოველდღიურად ზრუნავს ციფრული ბანკის განახლებასა და გაუმჯობესებაზე.კომუნალურების დაჯგუფება და გადახდა, IBAN სკანერის დახმარებით სხვასთან თანხის გადარიცხვა, ტელეფონის ბალანსის შევსება, უცხოური ვალუტის კონვერტაცია - ციფრული ბანკის ფუნქციონალების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ყოველდღე თიბისის 800 000-მდე მომხმარებელი იყენებს.ახალი სარეკლამო კამპანია, რომელზედაც თიბისის გუნდმა კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონთან“ ერთად იმუშავა, გვიყვება, თუ რა შეგიძლია გააკეთო აქ. ახლა, შენით, თიბისის ციფრული ბანკის გამოყენებით. „თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. ციფრული ბანკი არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც წლების განმავლობაში ვავითარებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავუზოგოთ ჩვენს მომხმარებლების დრო და საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.2019 წელს თიბისის მობაილ ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა Global Finance-მა, რის შემდეგაც აპლიკაციის გაუმჯობესებაზე და რედიზაინზე პროფესიონალთა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფები მუშაობენ. ნახეთ ახალი კამპანიის ვიდეო აქ.ახლა : გაიმარტივე ყოველდღიურობა შენით R

1653377925

EBRD-მა თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
EBRD-მა თიბისი, ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ უკვე მერვედ მიიღო. თიბისი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.ღონისძიება, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, წელს მაროკოში შედგა. დაჯილდოებაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაჭრობის დაფინანსების მნიშვნელობას, რომელიც ცვალებად გეოპოლიტიკურ რეალობაში, გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონული ვაჭრობის შენარჩუნებაში. პროგრამამ 2021 წელს 2000-მდე საერთაშორისო სავაჭრო ტრანზაქციას დაუჭირა მხარი და რეკორდულ წლიურ მოცულობას - 3,2 მილიარდ ევროს გადააჭარბა.ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სესიის ფარგლებში, სფეროს წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე ომის საერთაშორისო ვაჭრობაზე გავლენაზე და არსებულ ვითარებაში სავაჭრო ურთიერთობების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დიდი ყურადღება დაეთმო EBRD-ის მიერ ომით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირებას. ასევე, განიხილეს ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში ვაჭრობის განვითარების შესაძლებლობები.„რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენ, როგორც ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიის პარტნიორ ბანკს, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ნებისმიერ რეალობაში კომპანიების სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობა და უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. EBRD-თან პარტნიორობა საშუალებას გავძლევს, რომ კლიენტების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ გამოწვევებს წარმატებით ვუპასუხოთ და ბიზნესების განვითარებისთვის, ბაზარზე თანაბარი შესაძლებლობები გავაჩინოთ. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს, რომელთაც დროულ მომსახურებას, ბიზნესპროცესების გამარიტვებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტულ განაკვეთებში დაფინანსებას ვთავაზობთ", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. R

1653373374

ზხ
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

გასულ კვირას, აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური სტატისტიკა გამოქვეყნდა. ფაქტობრივი მაჩვენებლები დიდწილად მოლოდინების შესაბამისია - რეალური ექსპორტის მცირედით უფრო მეტი კლების, თუმცა საინვესტიციო დანიშნულების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, რაც სენტიმენტების გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.გრძელდება ტურიზმის აღდგენა. ამ მხრივ, საყურადღებოა რომ თიბისის მაისის მონაცემებზე დაყრდნობით, ტურისტულმა შემოსავლებმა მიგრაციის ეფექტის გარეშეც მოიმატა. გზავნილები კი, ძირითადად რუსეთიდან გადმორიცხვების ხარჯზე, მოსალოდნელზე ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანს, გადმორიცხვების მნიშვნელოვანი ნაწილი მიგრაციას უკავშირდება და ტურიზმის შემოსავლებშიც აღირიცხება. აშკარაა, რომ საგარეო შემოდინებები ძლიერია და საქართველოს საგარეო ბალანსი უმჯობესდება.აპრილის საკრედიტო აქტივობა, მარტის გარკვეული შენელების შემდეგ, ძლიერი იყო. სავალუტო კომპოზიციის მხრივ, უცხოური ვალუტა ჭარბობდა. ასევე გაუმჯობესდა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები.გასულ კვირაში, საქსტატმა მწარმოებელთა ფასების აპრილის ინდექსიც გამოაქვეყნა, სადაც, წინა პერიოდთან შედარებით, ფასების ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა. ეს ასევე საყურადღებოა სამომხმარებლო ფასების კუთხითაც, რადგანაც ხშირად მწარმოებელთა ფასები, ამ უკანასკნელის წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება. თავისთავად, ინფლაციის შემცირების კუთხით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სამომავლოდ, ლარის შემდგომი გამყარების არგუმენტები კვლავაც სავალუტო ბაზარზე დოლარის ძლიერი მიწოდება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლარის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით, საშუალო კურსიდან გამომდინარე, მისი ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები უკვე სახეზეა.ბუნებრივია, დღესდღეობით ინფლაცია დიდი გამოწვევაა და ლარის შემდგომი გამყარება ამ მხრივ მხოლოდ მისასალმებელია. თუმცა, თიბისი კაპიტალის აზრით, საერთაშორისო მასშტაბით ძლიერი დოლარის გათვალისწინებით, უფრო ნეიტრალური პროგნოზის ალბათობა შედარებით მეტია. ეს სცენარი, სავალუტო ბაზარზე დოლარის გაზრდილი მიწოდების პირობებში, ეროვნული ბანკის მხრიდან, დოლარის შესყიდვის მიმართულებით სავალუტო ინტერვენციების გააქტიურებას გულისხმობს.თიბისის მთავარი ეკონომისტის 23 მაისის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე. R

1653294708

ER
თიბისისა და ვებსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში თიბისისა და ამერიკულ უნივერსიტეტ ვებსტერს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.ორმხრივი შეთანხმება მიზნად ისახავს სტუდენტების აკადემიური და პრაქტიკული უნარების გამომუშავების ხელშეწყობას, მათი ცნობიერების ამაღლებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების გამართვას. უნივერსიტეტთან ერთად თიბისი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას, საჯარო ლექციებს, ტრენინგებსა და მასტერკლასებს დაგეგმავს და განახორციელებს. ამასთან, მემორანდუმი სხვა საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ორგანიზებასაც გულისხმობს.ვებსტერის უნივერსიტეტი 1915 წელს აშშ-ში დაარსდა და იგი ერთ-ერთი მაღალრეიტინგული უმაღლესი სასწავლებელია მსოფლიოში.  უნივერსიტეტი აშშ-ს The Higher Learning Commission (HLC) -ის მიერ არის აკრედიტებული და მას მსოფლიოს მასშტაბით, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე, 50 კამპუსი აქვს.ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი 2022 წლის 19 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. უნივერსიტეტი სტუდენტებს ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს შესთავაზებს.“ჩვენთვის სასიამოვნო და საამაყოა, რომ თანამშრომლობას ვიწყებთ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ამერიკულ უნივერსიტეტთან. ვებსტერის უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავითარებს ყველაზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებს და მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან ამ შესაძლებლობებით ქართველი სტუდენტებიც ისარგებლებენ. თიბისისთვის, როგორც ახალი თაობის მუდმივი მხარდამჭერისთვის, განათლების გავრცელება და ახალგაზრდების ხელშეწყობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია და მზად ვართ, ვებსტერის უნივერსიტეტთან ერთად არაერთი პროექტი თუ ღონისძიება განვახორციელოთ”, — განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსი ავტორიზებულია 1000 სტუდენტისთვის ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების და მედიაკომუნიკაციების მიმართულებით. უნივერსიტეტში მომავალში სხვა პროგრამების დამატებაც იგეგმება. რაც მთავარია, ქართველ თუ უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მობილობით გააგრძელონ სწავლა ვებსტერის საუნივერსიტეტო ქსელის ნებისმიერ კამპუსში მსოფლიოს მასშტაბით. სწავლის დასრულების შემდეგ, ვებსტერის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ამერიკული დიპლომი მიენიჭებათ. R

1653048226

აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად
აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

27-29 მაისს, თიბისი კონცეპტი დათო ტურაშვილთან ერთად სამეგრელოში დაუვიწყარ მოგზაურობას გთავაზობთ.ტურის ფარგლებში, თქვენ აღმოაჩენთ სამეგრელოს რეგიონს, მის ისტორიასა და მემკვიდრეობას, დაათვალიერებთ ისეთ ადგილებს, როგორიც არის დადიანების სასახლე, მარტვილის კანიონი და მონასტერი, მიურატების საზაფხულო რეზიდენცია, ნოქალაქევის მუზეუმის ტერიტორია და სხვა. ასევე, დააგემოვნებთ მეგრული სამზარეულოს უგემრიელეს და გამორჩეულ კერძებს.მთელი ტურის განმავლობაში, დათო ტურაშვილი ადგილობრივ კოლორიტ ადამიანებთან ერთად გაგიზიარებთ უამრავ საინტერესო ამბავს და შეეცდება, რომ ეს მოგზაურობა ნამდვილ თავგადასავლად აქციოს. თარიღი: 27-29 მაისირეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00 R

1652865890

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის, 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა.საქართველოს ეროვნული ბანკი, ყოველკვარტალურად, ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების შესაფასებლად მაკროეკონომიკური პროგნოზების კვლევას ატარებს და ფინანსური ბაზრის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული პროგნოზების აგრეგირებულ შედეგებს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშებში აქვეყნებს. ამავდროულად, ყოველი წლის მეორე კვარტალში, მას შემდგომ, რაც წინა წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების სტატისტიკა ცნობილი ხდება, ეროვნული ბანკი თითოეული ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროგნოზების სიზუსტეს აფასებს მათ მიერ კვარტალურად მოწოდებული პროგნოზირებული სიდიდეების ფაქტობრივი მაჩვენებლებიდან გადახრების მიხედვით. 2021 წლის მაკროეკონომიკური პროგნოზების კვლევის შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლებიდან საშუალოდ ყველაზე მცირე გადახრით თიბისი კაპიტალის მიერ მოწოდებული პროგნოზები გამოირჩეოდა. ამის შესახებ მიმდინარე წლის მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშიც აღინიშნა."თიბისი კაპიტალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის შეფასება. ხშირად ცვალებადი მაკროეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ანალიტიკა და პროგნოზები პრაქტიკულად გამოყენებადი იყოს იმისთვის, რომ ბიზნესებსა და ზოგადად - მოსახლეობას, სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმაროთ." - ოთარ ნადარაია, თიბისის მთავარი ეკონომისტი. R

1652856696

თიბისის "დამოუკიდებლობის სკოლა" ქართველი გმირების შესახებ საჯარო ლექციებს მთელ საქართველოში გამართავს
თიბისის "დამოუკიდებლობის სკოლა" ქართველი გმირების შესახებ საჯარო ლექციებს მთელ საქართველოში გამართავს

თიბისი უკვე 5 წელია, 26 მაისს,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, მასშტაბურად აღნიშნავს. 2018 წლიდან, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღიდან 100 წლის აღნიშვნის მერე, ყოველწლიურად იმართება „დამოუკიდებლობის სკოლა“, რომელიც მოიცავს საჯარო ლექციების სერიას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ. 5 წლის განმავლობაში უკვე გაიმართა 20-ზე მეტი შეხვედრა.წელს, „დამოუკიდებლობის სკოლა“ პროექტ „გმირებს“ ეძღვნება, რომელიც თიბისიმ 2019 წელს დაიწყო და ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილეს მიუძღვნა.  პროექტის ფარგლებში პირველად ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საკოლექციო ფიგურა შეიქმნა.  წელს კი კოლექციას  ათი ახალი ფიგურა შეემატება, რომლებიც იმ ქართველ გმირებს ეკუთვნის, ვინც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ქვეყნის თავისუფლებისთვის, განვითარებისა და მშვიდობისთვის დაუღალავად იბრძოდა.წელს „დამოუკიდებლობის სკოლა“, რომელიც პირველად გადის თბილისს გარეთ და დედაქალაქის გარდა, 3 სხვადასხვა ქალაქს მოიცავს, სწორედ ამ ათ ქართველ გმირს მიეძღვნება.„დამოუკიდებლობის სკოლის“ შეხვედრები 20 მაისს, ლანჩხუთიდან იწყება, აქ გმირების - ნოე ჟორდანიას, ამბროსი ხელაიასა და მარო მაყაშვილის შესახებ მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე გიამბობენ, ლექციების შემდეგ კი ჯგუფის Killages ლაივ კონცერტი გაიმართება.გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ22 მაისს „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქუთაისში გადაინაცვლებს, სადაც გმირებს - დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს, ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი და პოეტი დიანა ანფიმიადი წარადგნენ. სკოლის ფარგლებში გაიმართება ერეკლე დეისაძე & Band-ის ლაივ კონცერტი.გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ25 მაისს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ილია ჭავჭავაძის შესახებ ისაუბრებს, წელს საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. „გმირები“ ამ მნიშვნელოვან თარიღსაც აღნიშნავს.გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ„დამოუკიდებლობის სკოლა“  27 მაისს დასრულდება - სამ ღონისძიებას საქართველოს მწერალთა სახლი უმასპინძლებს. ვახტანგ გორგასლის შესახებ მწერალი ჯიმშერ რეხვიაშვილი და ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი ისაუბრებენ, ამავე დღეს ექვთიმე თაყაიშვილს და დავით სარაჯიშვილს საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური და საქართველოს პარლამენტის ეროვნული არქივის დირექტორი ირაკლი იაკობაშვილი გაგვაცნობენ, ამ შეხვედრის მოდერატორი მწერალი დავით გორგილაძე იქნება.„დამოუკიდებლობის სკოლა“ უკრაინული პოეზიის კითხვით დასრულდება, სოლიდარობის ნიშნად უკრაინელი ავტორების ლექსებს ქართველი პოეტები: რატი ამაღლობელი, პაატა შამუგია, დიანა ანფიმიადი, შოთა იათაშვილი, ეკა ქევანიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ნატო ინგოროყვა და გიორგი ლობჟანიძე წაიკითხავენ.გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქდამოუკიდებლობის სკოლის ყველა ღონისძიება ღიაა ნებისმიერ მსურველისთვის და დასწრება თავისუფალია. R

1652779405

ვვ
FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2021 წლის FTSE 250 რეიტინგში, თიბისიმ საბანკო სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს შორის პირველი ადგილი დაიკავა მმართველ საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების 45.5%-იანი წარმომადგენლობით. ამავე წლის FTSE 250 რეიტინგში,  თიბისი ყველა სექტორის კომპანიებს შორის მერვე ადგილს იკავებს.FTSE ქალთა ლიდერობის მიმოხილვა (Women Leaders Review) ბრიტანეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი, დამოუკიდებელ ჩარჩოა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის უმსხვილესი ინდექსის მქონე კომპანიებისთვის რეკომენდაციებს ადგენს, რომ მათ ქალების წარმომადგენლობა მმართველ საბჭოებსა და ლიდერულ პოზიციებზე გააუმჯობესონ.  მიმოხილვა 2022 წლის თებერვალში პირველად გამოქვეყნდა და ის ბოლო  10 წლის განმავლობაში  Hampton-Alexander-ის და Davies-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება. მიმოხილვა ბრიტანეთის 350 უმსხვილესი კომპანიის, 24 000-ზე მეტი ლიდერული პოზიციას მოიცავს.„FTSE 250 რეიტინგში, ქალთა გაძლიერების კუთხით, თიბისის ლიდერი პოზიცია ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულო და საამაყოა. 2020 წლის შემდეგ, ამ მიმართულებით კომპანიის რეიტინგი  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც თიბისის გაზრდილი ძალისხმევის  და თანასწორობაზე ორიენტირებული პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია. თიბისი ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას, როგორც კომპანიის შიგნით, თანაბარი შესაძლებლობებით, თანასწორი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით, ისე ბაზარზე და ზოგადად, საზოგადოებაში“,  - ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია და მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს აერთიანებს. თიბისი FTSE 250-ს 2017 წელს შეუერთდა.თიბისიში, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში, ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრაციას და გენდერულ თანასწორობის საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2021 წლის მონაცემებით, სხვადასხვა პოზიციაზე თიბისიში დასაქმებული თანამშრომლების 68% ქალია, ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების 33%-ს ქალები წარმოადგენენ. ამასთანავე, თიბისიში ქალები სულ უფრო მეტად დასაქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი.ქალთა გაძლიერების მიმართულებით თიბისი არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტს - „500 ქალი ტექში“, რაც ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებასა და მათ ჩართულობას გულისხმობს. გარდა ამისა, თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისი ჯგუფში.თიბისი საქართველოში ქალთა გაძლიერების კუთხით სამაგალითო კომპანიად დასახელდა ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) მიერ, გერმანიის განვითარების ფინანსურ ინსტიტუტთან (DEG) ერთად,  2021 წელს  ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის მიზანს სამუშაო გარემოში გენდერული და ქალთა ლიდერობის საკითხების შესწავლა წარმოადგენდა საქართველოში.2022 წელს, თიბისი პირველი კერძო კომპანია გახდა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სტრატეგიულ პარტნიორობას შემდეგი მიზნები აქვს: ქალთა პროფესიული განვითარება; ქალი მეწარმეების მხარდაჭერა რეგიონებსა და დიდ ქალაქებში; ქალების დასაქმების წახალისება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში; თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.  R

1652772894

ჯჯ
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში ზრდის ტემპმა იკლო, თუმცა ეს ძირითადად მაღალ საბაზო ეფექტს უკავშირდება, რაზედაც  სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, თვე-თვეზე დადებითი დინამიკა მეტყველებს. ამავე მიდგომით, იმპორტის მატება კიდევ უფრო ძლიერი იყო. საგარეო ვაჭრობის ფასების, პროდუქტებისა და ქვეყნების მიხედვით დეტალური სტატისტიკა ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობითაც შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლისთვის თიბისი კაპიტალის ეკონომიკის 5.5%-ზე მეტი ზრდის საბაზო სცენარი კვლავ ძალაშია.გასული კვირა საყურადღებო იყო ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების მხრივ. თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, განაკვეთი უცვლელი დარჩა. მართალია ინფლაცია მწვავე პრობლემაა, თუმცა ძირითადი მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებაა. ამ მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კუთხით, ქმედითი ინსტრუმენტი მხოლოდ ლარის შემდგომი გამყარებაა, თუმცა აშშ დოლარის გაძლიერებისა და რეგიონის სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის საშუალო კურსის გათვალისწინებით, ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა.კომიტეტი ასევე შეეხო ლარიზაციისა და სამომხმარებლო სესხების ბოლოდროინდელ დინამიკას. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ახლო მომავალში უცხოური ვალუტის სესხების დამატებით შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის, რადგანაც არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, აღნიშნულმა შესაძლოა ლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს. სამომხმარებლო სესხების კუთხით კი, იმ შემთხვევაში თუკი, თუნდაც რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ სეგმენტის ზრდა ეკონომიკის ნომინალური ზრდის ტემპს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს (რაც დღესდღეობით არ ფიქსირდება), დიდია იმის ალბათობა, რომ მარეგულირებელი ჩარჩო დამატებით გამკაცრდება.თიბისის მთავარი ეკონომისტის 16 მაისის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე. R

1652688186