FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

ბიზნესი 1652772894
ვვ

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2021 წლის FTSE 250 რეიტინგში, თიბისიმ საბანკო სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს შორის პირველი ადგილი დაიკავა მმართველ საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების 45.5%-იანი წარმომადგენლობით. ამავე წლის FTSE 250 რეიტინგში,  თიბისი ყველა სექტორის კომპანიებს შორის მერვე ადგილს იკავებს.

FTSE ქალთა ლიდერობის მიმოხილვა (Women Leaders Review) ბრიტანეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი, დამოუკიდებელ ჩარჩოა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის უმსხვილესი ინდექსის მქონე კომპანიებისთვის რეკომენდაციებს ადგენს, რომ მათ ქალების წარმომადგენლობა მმართველ საბჭოებსა და ლიდერულ პოზიციებზე გააუმჯობესონ.  მიმოხილვა 2022 წლის თებერვალში პირველად გამოქვეყნდა და ის ბოლო  10 წლის განმავლობაში  Hampton-Alexander-ის და Davies-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება. მიმოხილვა ბრიტანეთის 350 უმსხვილესი კომპანიის, 24 000-ზე მეტი ლიდერული პოზიციას მოიცავს.

„FTSE 250 რეიტინგში, ქალთა გაძლიერების კუთხით, თიბისის ლიდერი პოზიცია ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულო და საამაყოა. 2020 წლის შემდეგ, ამ მიმართულებით კომპანიის რეიტინგი  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც თიბისის გაზრდილი ძალისხმევის  და თანასწორობაზე ორიენტირებული პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია. თიბისი ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას, როგორც კომპანიის შიგნით, თანაბარი შესაძლებლობებით, თანასწორი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით, ისე ბაზარზე და ზოგადად, საზოგადოებაში“,  - ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია და მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს აერთიანებს. თიბისი FTSE 250-ს 2017 წელს შეუერთდა.

თიბისიში, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში, ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრაციას და გენდერულ თანასწორობის საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2021 წლის მონაცემებით, სხვადასხვა პოზიციაზე თიბისიში დასაქმებული თანამშრომლების 68% ქალია, ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების 33%-ს ქალები წარმოადგენენ. ამასთანავე, თიბისიში ქალები სულ უფრო მეტად დასაქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი.

ქალთა გაძლიერების მიმართულებით თიბისი არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, მათ შორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, პროექტს - „500 ქალი ტექში“, რაც ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებასა და მათ ჩართულობას გულისხმობს. გარდა ამისა, თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისი ჯგუფში.

თიბისი საქართველოში ქალთა გაძლიერების კუთხით სამაგალითო კომპანიად დასახელდა ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) მიერ, გერმანიის განვითარების ფინანსურ ინსტიტუტთან (DEG) ერთად,  2021 წელს  ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის მიზანს სამუშაო გარემოში გენდერული და ქალთა ლიდერობის საკითხების შესწავლა წარმოადგენდა საქართველოში.

2022 წელს, თიბისი პირველი კერძო კომპანია გახდა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სტრატეგიულ პარტნიორობას შემდეგი მიზნები აქვს: ქალთა პროფესიული განვითარება; ქალი მეწარმეების მხარდაჭერა რეგიონებსა და დიდ ქალაქებში; ქალების დასაქმების წახალისება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში; თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 

 

R
უახლესი
შსს
შსს ​პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს

შსს ​პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.ამასთან, შსს მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან.„პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.მიმდინარე წლის პირველ ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოება 1656755544

პოლიცია
უბედური შემთხვევა თბილისში - მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა თბილისში - მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე. სავარაუდოდ, 80 წლამდე მოხუცების გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიაკაცია გახდა.ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საზოგადოება 1656754788

მიწისძვრა
საქართველო - რუსეთის საზღვრიდან 1 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

საქართველო - რუსეთის საზღვრიდან 1 კმ-ში თბილისის დროით 12:24 საათზე მიწისძვრა მოხდა.მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

საზოგადოება 1656754431

კაცი წყალში
(ვიდეო) "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, შემდეგ კი შადრევანში ჩახტა

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლიც წაიკიდა.შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა.მისი თქმით, არ უნდა ცოდვილ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლგბტქ ადამიანებს იცავენ. ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.ცნობისათვის, დღეს გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის "ალტ-ინფოს" ლიდერები ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას - ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ.  

საზოგადოება 1656753759

აბასთუმანი
"ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და თქვა, ფული ჩემი, საქმე შენი, აბა წამოვწიოთ აქაურობა" - სოსო ტყემალაძე კურორტ აბასთუმნის განვითარებაზე

პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის, სოსო ტყემალაძის ინფორმაციით, კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე, რომლის ინიციატორი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება.მისი თქმით,  კურორტი 5,500 ადამიანზეა გათვლილი. კურორტის განვითარებისთვის 350 მილიონი ლარს სახელმწიფო ხარჯავს, რომელსაც გახსნისთანავე ამოიღებს.„ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და თქვა: ფული ჩემი, საქმე შენი, აბა წამოვწიოთ აქაურობა. სწრაფადვე შევუკვეთეთ განვითარების გეგმა, რომელიც ჯგუფმა „ჯეოგრაფიკმა“ გააკეთა. ყველაფერია გაწერილი. აბასთუმანში ახლა იდება 1.3 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით 350 მილიონი ლარი არის ის, რასაც სახელმწიფო ხარჯავს. ესა არის გზა, წყალი, გამწმენდი და ასე შემდეგ. დანარჩენ მილიარდს კერძო სექტორი ხარჯავს. ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის “პარაგრაფი”, ესა არის „რუმსი”, ესაა ხარებავების პროექტი, ასევე პაპაშვილების პროექტი, რომლებიც მძლავრ ინვესტიციას აკეთებენ, როგორც აბანოში, ასევე სასტუმროებში და ჯამში პატარა სასტუმროებიანად, კურორტი გათვლილია 5,500 ადამიანზე ერთდროულად. ის მილიარდი, რომელიც დაიხარჯება სახელმწიფო გახსნისთანავე გადასახადების სახით იბრუნებს. ასეთი ბიზნესპროექტი სახელმწიფოსთვის ბევრი არ არის“,- აღნიშნავს სოსო ტყემალაძე.

საზოგადოება 1656751771

რაკეტები
შეერთებული შტატები კიევს ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და რადარებს

შეერთებული შტატები კიევს ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და რადარებს, - ინფორმაციას  Deutche Welle ავრცელებს.დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 820 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და პირადად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. "ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ მარაგების მისაღებად", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებს და ბატარეის საწინააღმდეგო საომარ რადარებს რუსული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განეიტრალება შეუძლია.

კონფლიქტი 1656751221