საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

ბიზნესი 1652856696
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი კაპიტალი, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის, 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაასახელა.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ყოველკვარტალურად, ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების შესაფასებლად მაკროეკონომიკური პროგნოზების კვლევას ატარებს და ფინანსური ბაზრის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული პროგნოზების აგრეგირებულ შედეგებს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშებში აქვეყნებს. ამავდროულად, ყოველი წლის მეორე კვარტალში, მას შემდგომ, რაც წინა წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების სტატისტიკა ცნობილი ხდება, ეროვნული ბანკი თითოეული ორგანიზაციის მიერ მოწოდებული პროგნოზების სიზუსტეს აფასებს მათ მიერ კვარტალურად მოწოდებული პროგნოზირებული სიდიდეების ფაქტობრივი მაჩვენებლებიდან გადახრების მიხედვით. 2021 წლის მაკროეკონომიკური პროგნოზების კვლევის შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლებიდან საშუალოდ ყველაზე მცირე გადახრით თიბისი კაპიტალის მიერ მოწოდებული პროგნოზები გამოირჩეოდა. ამის შესახებ მიმდინარე წლის მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშიც აღინიშნა.

"თიბისი კაპიტალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის შეფასება. ხშირად ცვალებადი მაკროეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ანალიტიკა და პროგნოზები პრაქტიკულად გამოყენებადი იყოს იმისთვის, რომ ბიზნესებსა და ზოგადად - მოსახლეობას, სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში დავეხმაროთ." - ოთარ ნადარაია, თიბისის მთავარი ეკონომისტი.

 

R
უახლესი
შსს
შსს ​პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს

შსს ​პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.ამასთან, შსს მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან.„პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.მიმდინარე წლის პირველ ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოება 1656755544

პოლიცია
უბედური შემთხვევა თბილისში - მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა თბილისში - მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე. სავარაუდოდ, 80 წლამდე მოხუცების გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიაკაცია გახდა.ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საზოგადოება 1656754788

მიწისძვრა
საქართველო - რუსეთის საზღვრიდან 1 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

საქართველო - რუსეთის საზღვრიდან 1 კმ-ში თბილისის დროით 12:24 საათზე მიწისძვრა მოხდა.მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

საზოგადოება 1656754431

კაცი წყალში
(ვიდეო) "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, შემდეგ კი შადრევანში ჩახტა

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლიც წაიკიდა.შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა.მისი თქმით, არ უნდა ცოდვილ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლგბტქ ადამიანებს იცავენ. ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.ცნობისათვის, დღეს გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის "ალტ-ინფოს" ლიდერები ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას - ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ.  

საზოგადოება 1656753759

აბასთუმანი
"ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და თქვა, ფული ჩემი, საქმე შენი, აბა წამოვწიოთ აქაურობა" - სოსო ტყემალაძე კურორტ აბასთუმნის განვითარებაზე

პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის, სოსო ტყემალაძის ინფორმაციით, კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე, რომლის ინიციატორი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება.მისი თქმით,  კურორტი 5,500 ადამიანზეა გათვლილი. კურორტის განვითარებისთვის 350 მილიონი ლარს სახელმწიფო ხარჯავს, რომელსაც გახსნისთანავე ამოიღებს.„ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და თქვა: ფული ჩემი, საქმე შენი, აბა წამოვწიოთ აქაურობა. სწრაფადვე შევუკვეთეთ განვითარების გეგმა, რომელიც ჯგუფმა „ჯეოგრაფიკმა“ გააკეთა. ყველაფერია გაწერილი. აბასთუმანში ახლა იდება 1.3 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით 350 მილიონი ლარი არის ის, რასაც სახელმწიფო ხარჯავს. ესა არის გზა, წყალი, გამწმენდი და ასე შემდეგ. დანარჩენ მილიარდს კერძო სექტორი ხარჯავს. ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის “პარაგრაფი”, ესა არის „რუმსი”, ესაა ხარებავების პროექტი, ასევე პაპაშვილების პროექტი, რომლებიც მძლავრ ინვესტიციას აკეთებენ, როგორც აბანოში, ასევე სასტუმროებში და ჯამში პატარა სასტუმროებიანად, კურორტი გათვლილია 5,500 ადამიანზე ერთდროულად. ის მილიარდი, რომელიც დაიხარჯება სახელმწიფო გახსნისთანავე გადასახადების სახით იბრუნებს. ასეთი ბიზნესპროექტი სახელმწიფოსთვის ბევრი არ არის“,- აღნიშნავს სოსო ტყემალაძე.

საზოგადოება 1656751771

რაკეტები
შეერთებული შტატები კიევს ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და რადარებს

შეერთებული შტატები კიევს ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და რადარებს, - ინფორმაციას  Deutche Welle ავრცელებს.დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 820 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და პირადად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. "ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ მარაგების მისაღებად", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებს და ბატარეის საწინააღმდეგო საომარ რადარებს რუსული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განეიტრალება შეუძლია.

კონფლიქტი 1656751221