XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების გამარჯვებული კომპანიები და ჯილდოები

ბიზნესი 1656671792
რეიტინგი

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს  რეიტინგის XXII გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“- ს კომპლექსში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია "პეტროკას ენერჯი ჯორჯია" - ივანე ნაკაიძე გახდა და მას ხელნაკეთი, ექსკლუზიური კომპოზიცია „ოქროს ბოლნური ჯვარი“ გადაეცა.

ღონისძიებაზე კომპეტენტურმა ჟიურიმ კი საკუთარი რჩეული კომპანიები დაასახელა. უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“  აირჩიეს, ხოლო უმსხვილეს იმპორტიორად - „პეტროკასი“ და „კავკასიის ავტო იმპორტი" დაასახელეს.

კატეგორიაში წლის CSR, ჯილდო კომპანია „არემჯის“ გადაეცა.

ჟიურიმ კატეგორიაში უმსხვილესი შენატანი ბიუჯეტში და საუკეთესო დამსაქმებელი -  კომპანია „სოკარი“ დაასახელა.

კომპეტენტურმა ჟიურიმ წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ და „კასს ლენდი“ დაასახელა და Investment Award -ის გარდამავალი ჯილდო („ზარაფხანას“ მიერ შექმნილი ექსკლუზიური კომპოზიცია - „მერიდიანი“) გადასცა.

ღონისძიებაზე  ტელე-რადიო კომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემების წამყვანებმა საკუთარი რჩეული კომპანიები დაასახელეს.

გადაცემა "კაპიტალის" ჯილდო, კომპანია "ავტობანს" - ბაკურ ხუნდაძეს გადაეცა, ხოლო გადაცემა  "ტელეგრამის"  რჩეული კომპანია კი, "კასს ლენდი" გახდა.

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ჟურნალისტების რჩეული "მისტერ შარმი" და მედიის რჩეული ბიზნესი "არემჯი" - ალექსანდრე დევიძე გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დაასახელა.

ასევე,  რადიო "ჯორჯიან თაიმსმა", რადიოსექტორის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, რადიოჰოლდინგი "ფორტუნა" დააჯილდოვა.

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, "ზარაფხანას" მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე ოქროს ლომებით დაჯილდოვდნენ.

1) ნომინაციაში - ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს ეკონომიკის მტკიცე საყრდენი  - "ავერსი" და პაატა კურტანიძე დასახელდა.

2) ნომინაციაში - უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი, მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, რეგიონში  უმსხვილესი დამსაქმებელი - "არემჯი"  და გიორგი ჩხეიძე დასახელდა.

3) ნომინაციაში - ძველი ტრადიციების თანამედროვე გაგრძელება, წარმატებული ქართული ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე - "ასკანელი ძმები" და ირაკლი უგლავა დასახელდა.

4) ნომინაციაში - ხარისხის გარანტი, დასავლური ტიპის მომსახურება, მსხვილი დამსაქმებელი - "გალფი" და ქრეიგ კრამერი დასახელდა.

5) ნომინაციაში - მომხმარებლის არჩევანი, მაღალტექნოლოგიური საწარმო, ქართული ნედლეულის უცხოური სტანდარტი - "დანქინი"  და სოსო ფხაკაძე დაჯილდოვდა.

6) ნომინაციაში - ქართული გემოს მრავალფეროვნება, მაღალტექნოლოგიური წარმოებ, საექსპორტო ბაზრის ლიდერი - "დუგლაძეების ღვინის კომპანია და  ბესო თევდორაშვილი დასახელდა.

7) ნომინაციაში - პროფესიონალთა გუნდი, თანამედროვე და ინოვაციური ვაგონების წარმოებაში შეტანილი წვლილისთვის - "ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი" და ბადრი წილოსანი დასახელდა.

8)  ნომინაციაში - მაღალტექნოლოგიური ლოჯისტიკური ჰაბი, წლის წარმატებული ინვესტიცია - "ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი" და მამუკა მურჯიკნელი დაჯილდოვდა.

9) ნომინაციაში - მდგრადი წარმოების პრინციპების დაცვა, ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის შერწყმა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენა და პოპულარიზაცია - "ზარაფხანა" და თორნიკე სამხარაძე დასახელდა.

10) ნომინაციაში - ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები, უალტერნატიო ლიდერი ავიაინდუსტრიაში - "თამ მენეჯმენტი" და კახაბერ ჟღენტი დაჯილდოვდა.

11) ნომინაციაში -მოდელების ფართო არჩევანი, მდგრადი საგარანტიო მომსახურება, ავტომობილების იმპორტში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, იმპორტი შუამავლის გარეშე - "კავკასიის ავტოიმპორტი" ალექსანდრე ვეკუა დასახელდა.

12) ნომინაციაში - ბრილიანტის ინვესტორი, ქვეყნის სავიზიტო ბარათი - "კასს ლენდი" და ეკატერინე თორდია დასახელდა.

13) ნომინაციაში - პროფესიონალთა გუნდი, მცირე ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - "ლიდერ კრედიტი" და მურმან მირცხულავა დაჯილდოვდა.

14) ნომინაციაში -მწვანე  პროექტებით ქვეყნის სამშენებლო ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის - "ლისი დეველოპმენტი" და ზურა ფიჩხაია დასახელდა.

15) ნომინაციაში - ძველი და ახალი ტრადიციების შერწყმა, ეროვნული წარმოება და მაღალი ეკოლოგიური ბიოსტანდარტი - "მარანი სევსამორა" და გიორგი გაგუა დასახელდა.

16) ნომინაციაში - მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვაში შეტანილი წვლილისთვის - "მედიქალ ვორლდი" და ლევან ქობალია დაჯილდოვდა.

17) ნომინაციაში - საქართველოს დესპანი მსოფლიოში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის - "მეღვინეობა ბადაგონი" და მარი გიორგაძე დასახელდა.

18) ნომინაციაში - უმსხვილესი დამსაქმებელი, მომხმარებლის არჩევანი, მომსახურების ევროპული სტანდარტი - "პე ეს პე" და ვაჟა ოქრიაშვილი დასახელდა.

19) ნომინაციაში - უმსხვილესი ნავთობგასამართი სადგურების ქსელი, მსოფლიოს წამყვანი ავიახაზების რჩეული, ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის - "პეტროკას ენერჯი ჯგუფი" და დავით ნაკაიძე დაჯილდოვდა.

20) ნომინაციაში - ლიდერი რეპროდუქციულ მედიცინაში, პროფესიონალ ექიმთა გუნდი - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“ - ჯენარო ქრისტესაშვილი დასახელდა.

21) ნომინაციაში - საერთაშორისო სტანდარტების ინიციატორი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობი საიმედო და სტაბილური პარტნიორი - საინჟინრო კომპანია "იმპოსტი მეპ" და ვაკო კუვშინოვი დასახელდა.

22) ნომინაციაში - ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და სახელმწიფო  ბიუჯეტში შეტანილი წვლილისთვის - "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" და ოლექსი ვილხოვოი დაჯილდოვდა.

23) ნომინაციაში - უმსხვილესი დამსაქმებელი, ქვეყნის ენერგორესურსების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - "სოკარი" და ირაკლი ზუბიტაშვილი დასახელდა.

24) ნომინაციაში - ეროვნული წარმოება, დარგის ლიდერი და ხარისხის გარანტი - "ქალაქური" და მურად ღოღაძე დაჯილდოვდა.

25) ნომინაციაში - პროფესიონალიზმზე ორიენტირებული განათლება, განათლების საერთაშორისო სტანდარტები - "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" და ექრემ დინდაროლი დასახელდა.

26) ნომინაციაში - საერთაშორისო ბაზრის ლიდერი, ინოვაციური პროდუქტები, პროფესიონალთა გუნდი - "ჯორჯიან პროდაქტს" და დავით ბარდაველიძე დაჯილდოვდა.

ცნობისათვის, პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.

უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.

„ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს - დაჯილდოების ლოზუნგი უცვლელია: „ვაკეთოთ ის, რაც ვიცით და ვიცხოვროთ მდიდარ სახელმწიფოში“.

უახლესი
სფასფ
როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი - "შაბათის ფორმულა" ექსკლუზიურ ფოტოებს ავრცელებს

"შაბათის ფორმულა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს ექსკლუზიურად ავრცელებს.როგორც 10 დეკემბრის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ერთი თვის წინ კლინიკა "ვივამედშია გადაღებული. ასევე, გადაცემის ანონსის თანახმად, ახლა ექსპრეზიდენტი 10 კილოგრამით ნაკლებს იწონის.

საზოგადოება 1670616624

სფსფ
[ვიდეო] "ვფიქრობ, სააკაშვილს უფრო დარდი კლავს! - ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა" - ლაშა ამირეჯიბი

ანალიტიკოსი ლაშა ამირეჯიბი "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ არის."როგორც ამბობენ, საკვებს არ იღებს, ან თუ იღებს, ეს არ ხდება დროულად, მაგრამ საქმეც ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ის დროულად იკვებება თუ არა, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა. იმასაც ფიქრობს, რომ პრაქტიკულად გადააგდეს და სულ ტყუილად შემოუშვეს ამ ქვეყანაში. მას ეგონა, რომ მალე გაათავისუფლებდნენ, თუ იმ დავალებას შეასრულებდა, რაც დავალებული ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ვფიქრობ, რომ მას უფრო დარდი კლავს," - განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა. 

საზოგადოება 1670615784

ტყრტ
[ვიდეო] "უკრაინაში მყოფი მებრძოლები გმირები არიან! - ჩვენ კი, საწყლები ვართ, ასეთ ხელისუფლებას, რომ ვიტანთ" - გოგი წულაია

პოლიტიკოსი გოგი წულაია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საწყალია ყველა ქართველი ვინც ამ ხელისუფლებას იტანს.""უღირსი საქციელია, როდესაც ასეთ რაღაცას ამბობს ხელისუფლება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიშას მხარდასაჭერად ვერ შეაგროვა ხალხი და ომისთვის შეაგროვებს?! - ან ასეთ უღირს განცხადებას, როგორ აკეთებენ ადამიანებზე, რომლებიც უკრაინაში თავს ტყვიას უშვერენ. მართლა, არ ვიცი, ასეთ მებრძოლებზე ცუდ სიტყვებს როგორ უნდა ამბობდეს ვინმე. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში მყოფი მებრძოლები გმირები არიან და ჩვენ ვართ საწყლები ასეთ ხელისუფლებას, რომ ვიტანთ. საწყალი ვარ მე, ამ ხელისუფლებას რომ ვიტან და საწყალია ყველა ქართველი ვინც ამ ხელისუფლებას იტანს," - განაცხადა გოგი წულაიამ. 

საზოგადოება 1670615093

სდჰაკგდუიქწ
[ვიდეო] "რა სლოგანიც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - გოგი წულაია

"რა სლოგანიც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - ეს განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების შესახებ საუბრისას გააკეთა."საერთოდ, ადამიანი ყოველთვის იმედიანად ხარ და როდესაც გამარჯვების იმედიც აქვს, იქ "ნაძვის ხის" ანთებაც ინება და რა თქმა უნდა, საზეიმო განწყობაც, მაგრამ ის სლოგანი, რაც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - განაცხადა გოგი წულაიამ. 

საზოგადოება 1670613469

45
[ვიდეო] "დღეს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები იყვნენ "ნაცმოძრაობა" გამქრალი იქნებოდა" - ბონდო მძინარაშვილი მამუკა გუგეშაშვილს

"ახლა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ პატიმრები, ეგრე ჰყავდა სააკაშვილს საქართველოში პატიმრები," - ასე მიმართა ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მომხდარი სიტყვიერი კამათის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, მამუკა გუგეშაშვილს."ხელისუფლებაში მანიაკები მოდიან და მთელ ქვეყანას მართლაც მანიაკები დასხდნენ. ამას ვამბობდი სწორედ მაშინ... შემდეგ კი, რასაც ვამბობდი ის ასრულდა და ხელისუფლებაში მართლაც მანიაკები მოვიდნენ. ახლა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ პატიმრები, ეგრე ჰყავდა სააკაშვილს საქართველოში პატიმრები. როგორ ფიქრობთ, დღეს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობა" გამქრალი იქნებოდა," - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.რაც შეეხება მამუკა გუგეშაშვილს, მან ბონდო მძინარაშვილის აღნიშნულ განცხადებას შემდეგ რეპლიკით უპასუხა: - "მანიაკებს არასდროს არ დავარქმევ, არც ამ და არც წინა ხელისუფლებას. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება პუტინის დაქვემდებარებაშია." 

საზოგადოება 1670611220

სდსად
[ვიდეო] "სააკაშვილის გარდა, მთელ მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში 1300 ვიზიტორი არ ღირსებია!" - ბონდო მძინარაშვილი

"სააკაშვილის გარდა, მთელ მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში არ ღირსებია 1300 ვიზიტორი," - ეს განცხადება ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა.როგორც ბონდო მძინარაშვილმა გადაცემაში განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს არაფერი აწუხებს. მისვე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ადაპტაციური აშლილობა აქვს, რომელზეც საუბარი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნაშია."სააკაშვილს 30 წელია ვიცნობ. ის მე არც გუშინ დამინახავს პირველად და არც ტელევიზორიდან ვიცი მხოლოდ. მის შესახებ ბევრი ვიცი და სწორედ ამ 30 წლის წინ დაიწყო მან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილი ადრე იყო შებერტყილი, დღეს არის შეფერთხილი. ის ისეთი შებერტყილი იყო, რომ შევარდნაძესთან ურთიერთობა და მისი ფაქტორი პოლიტიკური კარიერის ასაწყობად მაქსიმალურად გამოიყენა. ეს  ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სააკაშვილს აბსოლუტურად არაფერი აწუხებს. ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მას აქვს ადაპტაციური აშლილობა. ეს ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის ოფიციალური განცხადებაა. ანუ, ამ დასკვნის თანახმად, ის ვერ ეგუება ციხეს და მის გონებაზე ცუდად აისახება შეზღუდულ გარემოში ყოფნა. აქვე ვიტყვი, რომ სააკაშვილის გარდა მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში არ ღირსებია 1300 ვიზიტორი," - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა. 

საზოგადოება 1670610118