კონდოლიზა რაისი
"ჩვენ ვერ გამოვიყენებდით ამერიკულ ძალას რუსების წინააღმდეგ"- კონდოლიზა რაისი

„ჩვენ ვერ გამოვიყენებდით ამერიკულ ძალას რუსების წინააღმდეგ - საჭიროა იმ შეზღუდვების გააზრება რომლებიც არსებობს"- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. რაისის თქმით, რუსებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და ეს წარმატებაა. „ჩვენ ვერ გამოვიყენებდით ამერიკულ ძალას რუსების წინააღმდეგ, მე მახსოვს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, როდესაც ტესტოსტერონი ტრიალებდა ჰაერში და ჩემმა კოლეგას სტივ ჰედლიმ იკითხა „ვაპირებთ თუ არა რუსეთის წინააღმდეგ გამოვიყენოთ სამხედრო ძალა“. მოკლედ რომ ვთქვათ, საჭიროა იმ შეზღუდვების გააზრება რომლებიც არსებობს- განაცხადა რაისმა. კონდოლიზა რაისმა საქართველოში 2008 წლის ომის პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული ჯარები არ მდგარიყვნენ თბილისში. "საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი იყო რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეენარჩუნებინა, მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ყოფილიყო ხელუხლებელი და რუსული ჯარები არ მდგარიყვნენ თბილისში. ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ.მე საუბარი მქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ის შეეცადა რომ ჩემთან საიდუმლო შეთანხმება დაედო სააკაშვილის მოშორების თაობაზე. მე მას ვუთხარი ამერიკის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ ისაუბრებდნენ დემოკრატიულად არჩეული ლიდერის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შესახებ. საბოლოოდ მიზანს, რუსებმა ვერ მიაღწიეს და ვფიქრობ, ეს წარმატებაა“, - აცხადებს რაისი. 

1677662940

მელნიკი
"ვიმედოვნებთ, რომ მექსიკელი ხალხი და უპირველესად ამ ქვეყნის მთავრობა, ნელ-ნელა შეცვლის დისკურსს"- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

"ვიმედოვნებთ, რომ მექსიკის საზოგადოება, მექსიკელი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნის მთავრობა, ნელ-ნელა შეცვლის დისკურსს- განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.როგორც მელნიკმა აღნიშნა, მექსიკას შეუძლია უკრაინას ჰუმანიტარული, სამედიცინო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს.ის მექსიკას მოუწოდა, შეწყვიტოს ნეიტრალური პოზიციის დაკავება და რუსეთთან ომში მხარი უკრაინას დაუჭიროს. „გამოაგზავნეთ ექიმები უკრაინაში, გამოაგზავნეთ რამდენიმე მობილური საავადმყოფო, აჩვენეთ თქვენი დროშა... ეს დახმარება უკრაინელებს სამუდამოდ ემახსოვრებათ.ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მექსიკის საზოგადოება, მექსიკელი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნის მთავრობა, ნელ-ნელა შეცვლის დისკურსს. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა“, - დასძინა მელნიკმა.ცნობისთვის, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ადრე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მოწოდებით გამოვიდა, თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ოფიციალურ მეხიკოს ნეიტრალურად დარჩენა სურს და რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს.

1677658380

ნედ პრაისი
ნედ პრაისი ჩინეთს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს აფრთხილებს, რომ თუ ის რუსეთის ლეტალურ იარაღს მიაწვდის, ამას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის თქმით, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს მიაწვდის, ეს იქნება მკაფიო სიგნალი ქვეყნებისთვის, რომ პეკინის განცხადება, თითქოს არცერთ მხარეს არ იკავებს ამ ომში, ტყუილია.მისივე განცხადებით, ჩინეთს მოუწევს, გასცეს კითხვას პასუხი, რატომ აწვდის ლეტალურ იარაღს რუსეთს. ამასთან, კითხვები უკვე არსებობს რუსეთისთვის გაწეული სხვა ტიპის დახმარებებთან დაკავშირებით, მათ შორის ეკონომიკური, დიპლომატიური, პოლიტიკური თუ მოსკოვის რიტორიკის მხარდაჭერის მიმართ.„ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი უნდა გასცეს ქვეყანამ, რომელიც თავისი ნეიტრალიტეტის შესახებ აცხადებს ამ სასტიკ, აგრესიულ ომში“, – განაცხადა პრაისმა.

1677655680

370
370-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა მებრძოლებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს ხუთი მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. * უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის, გენერალ ალექსანდრე სირსკის განცხადებით, სიტუაცია ქალაქ ბახმუტის გარშემო უკიდურესად დაძაბულია. „მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკარგებისა, მტერმა იქ „ვაგნერის“ ყველაზე კარგად მომზადებული თავდასხმის ქვედანაყოფები გადაისროლა, რომლებიც ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი ჯარების თავდაცვა და ალყა შემოარტყან ჩვენს ქალაქს“, - აღნიშნა უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა.* უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებაზე სიტუაცია სულ უფრო რთული ხდება. მისი თქმით, იქ მტერი ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება თავდაცვისა და უკრაინული პოზიციების გამაგრებისთვის იქნეს გამოყენებული. * უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარ საფრთხეს ლუგანსკის რეგიონში მობილიზებული რუსების რაოდენობა წარმოადგენს, - ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. * „უკრაინულმა ჯარმა დნესტრისპირეთის საზღვართან მოიყარა თავი“, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.

1677571635

იაპონია დროშა
იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, სიაში მოხვდნენ „კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელი და „როსბანკი“

იაპონიის ხელისუფლებამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები დაუწესდა რუსეთის 39 მოქალაქეს, 73 ორგანიზაციას, რუსულ ბანკს და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ 9 პირს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული რუსეთის ანექსიის მცდელობაში.სანქცირებული რუსების სიაში მოხვდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი, კონცერნ „კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელი ალან ლუშნიკოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წევრები. სიაში ასევე არიან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები.გარდა ამისა, იაპონიის მთავრობამ სანქციები დაუწესა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, „როსბანკს“, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებსა და სხვა ორგანიზაციებს.იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ორგანიზაციების აქტივები, აღმოჩენის შემთხვევაში, გაიყინება.

1677565094

დმიტრი პესკოვი
"რუსეთი ვერ ხედავს წინაპირობას, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება მშვიდობიანი მიმართულებით მიდის" - დიმიტრი პესკოვი

რუსეთი ამჟამად ვერ ხედავს რაიმე წინაპირობებს, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება მშვიდობიანი მიმართულებით წავიდეს, რაც განაპირობებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. იტყობინება TASS.„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ამ მომენტისთვის ვერ ვხედავთ რაიმე წინაპირობებს, რომ ეს ამბავი მშვიდობიანი მიმართულებით მიდიოდეს. სპეცოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ ამ მიზანს არ მივაღწევთ," -  აცხადებს პესკოვი.

1677492956

369
369-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე, გუშინ ღამიდან დილამდე პერიოდში, Shahed-ის ტიპის 14 დრონი გამოიყენეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინელებმა ამ დრონებიდან 11 ჩამოაგდეს.* უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ედუარდ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა. „გათავისუფლდეს ედუარდ მიხაილოვიჩ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან“, - ნათქვამია ზელენსკის განკარგულებაში, რომელიც 26 თებერვლით თარიღდება.* უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯერ ჩერნიგოვის ოლქი "გაწითლდა", შემდეგ კი მას კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ხმელნიცკის ოლქები მოჰყვა.

1677488293

მარიუპოლი
"რუსეთი მარიუპოლში აფეთქებებით შეშფოთებულია" - ბრიტანული დაზვერვა

რუსეთი, სავარაუდოდ, შეშფოთებულია მარიუპოლში მომხდარი აფეთქებებით, რადგან იგი მიიჩნევს, რომ ტერიტორია მიუწვდომელია ჩვეულებრივი უკრაინული დამრტყმელი იარაღისთვის. ამის შესახებ ნათქვამია  ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაში.2023 წლის 21 თებერვლიდან მოყოლებული, პრორუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს სულ მცირე 14 აფეთქებაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლთან, - ნათქვამია მოხსენებაში.მარიუპოლი მდებარეობს ფრონტის ხაზიდან მინიმუმ 80 კილომეტრის დაშორებით. ინციდენტის ადგილებია აეროპორტის საბრძოლო მასალის საცავი, ორი საწვავის საცავი და დნობის ქარხანა, რომელსაც რუსეთი სამხედრო ბაზად იყენებს. ”რუსეთი სავარაუდოდ შეშფოთებულია იმით, რომ აუხსნელი აფეთქებები ხდება იმ ტერიტორიაზე, რომელიც მან ადრე შეაფასა, როგორც ჩვეულებრივი უკრაინის თავდასხმის საშუალებების მიღმა,” - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.ომის დაწყებისას მნიშვნელოვანი განადგურების მიუხედავად, მარიუპოლი მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან ის არის 2022 წელს რუსეთის მიერ დატყვევებული უდიდესი ქალაქი, რომელსაც ის ჯერ კიდევ აკონტროლებს და მდებარეობს საკვანძო ლოგისტიკურ მარშრუტზე.შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი თვლის, რომ შორი მოქმედების იარაღმა და უკრაინის მხარდაჭერის დაჩქარებამ შეიძლება დააჩქაროს უკრაინული ჯარების გადამწყვეტი უპირატესობა ბრძოლის ველზე.

1677488042

მობილიზებული
"მობილიზებული რუსები ჩივიან, რომ მათ „სასაკლაოზე“ აგზავნიან" - CNN

უკრაინის წინააღმდეგ ომში მობილიზებული რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ აგზავნიან „სასაკლაოზე“, როგორც სახარჯო მასალა. ამის შესახებ CNN იტყობინება.აღნიშნულია, რომ ირკუტსკში დისლოცირებული #1439 პოლკის სამხედრო მოსამსახურეები მსგავს პროტესტს უკვე მეორედ აწყობენ.შაბათს გამოქვეყნებულ უახლეს ვიდეო მესიჯში, სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანების ჯგუფი ამტკიცებს, რომ მათ მიიღეს "არაკანონიერი და დანაშაულებრივი ბრძანება" - ისინი გაგზავნეს "სასაკლაოზე" ავდიევის სამხედრო ოლქის შტურმისთვის, ყოველგვარი სურვილისა და წვრთნის გარეშე.„დნრ-ის სარდლობა ჩვენს მობილიზებულებს ესვრიან ავტომატებითა და ბმპ-ებით, რადგან ისინი უარს ამბობენ თავდასხმის ნაწილებში წასვლაზე... ამ დროს ეს ბატალიონი თითქმის მთლიანად განადგურებულია“, - ამბობს ერთ-ერთი ჯარისკაცი.მისი თქმით, დანაყოფი "სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია".ამავე პოლკის სამხედროების კიდევ ერთი ვიდეო იანვრის ბოლოს გავრცელდა. მასში ჯარისკაცთა ჯგუფი აღწერდა, რომ მათ მეთაურებმა ცეცხლი გაუხსნეს ფრონტზე წასვლაზე უარის თქმის გამო და აიძულებდნენ ებრძოლათ სათანადო მხარდაჭერის გარეშე.„ჩვენი ხელმძღვანელობა პირდაპირ გვეუბნება, რომ ჩვენ "დასაკლავი" ვართ, - ამბობდნენ ისინი.უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა უკვე გაანადგურეს დაახლოებით 148 ათას 130 რუსი ჯარისკაცი.

1677477332

პუტინი შოიგუ
"პუტინმა თავდაცვის სამინისტროს უფლება მისცა უკრაინაში მყოფ რუსულ ძალებზე კონტროლი დაებრუნებინა" - ISW

ვლადიმერ პუტინმა უფლება მისცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაებრუნებინა კონტროლი უკრაინაში მყოფ რუსულ ჯარზე. ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში.„მას შემდეგ, რაც 300 000 მობილიზებული რეზერვისტის დიდი ნაწილი უკრაინაში ჩავიდა, პუტინმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს უფელბა მისცა უკრაინაში მყოფ რუსულ ძალებზე კონტროლი აღედგინა“. - ნათქვამია ანგარიშში.ISW-ის ანალიტიკოსებმა ჩამოთვალეს მთელი რიგი მოვლენები, რომლებიც, მათი აზრით, ვარაუდობენ, რომ პუტინი ცდილობს მთელი რუსული ძალების კონცენტრირებას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით:პუტინმა გერასიმოვი დანიშნა უკრაინაში რუსული ჯარების დაჯგუფების მეთაურად, მას დაუმორჩილა სუროვიკინი.თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო აქტიური ინტეგრაცია "DPR" და "LPR" 1-ლი და მე-2 არმიის კორპუსებში რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და, გავრცელებული ინფორმაციით, ათავისუფლებს მარიონეტ მეთაურებს, რაც იწვევს ულტრა ნაციონალისტური საზოგადოების რეაქციას.რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ასევე ცდილობს შეზღუდოს PMC „ვაგნერი“ საბრძოლო მასალის მიღებაში და დაბლოკა „ვაგნერის“ მიერ პატიმრების დაკომპლექტება.გერასიმოვმა გაათავისუფლა ვაგნერი ბახმუტზე პასუხისმგებლობისგან, დაიწყო რუსული რეგულარული გაძლიერების შემოყვანა რეგიონში და უბრძანა ოფიციალურ რუსულ არხებს გამოეყენებინათ ევფემიზმი ვაგნერის ძალებისთვის კომპანიის სახელის გამოყენების გარეშე.რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განიხილავს იდეებს ფრონტზე ბლოგერების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ და შემოაქვს ახალი წესები ოპერატიული უსაფრთხოებისა და დისციპლინის შესახებ. ეს საკამათო ზომები არის სამინისტროს აჩქარების ნაწილი, რათა გაუმკლავდეს 2022 წლის მაისში პუტინის იძულებით მობილიზაციაზე უარის თქმის შედეგებს.„პუტინის აშკარა მცდელობები, მოამზადოს რუსი ხალხი ხანგრძლივი და მტკივნეული ომისთვის, აჩვენებს, რომ მან გააცნობიერა, რომ მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეუძლია რეალურად შეინარჩუნოს დიდი მექანიზებული ძალები, რომლებიც მას ესაჭიროება უკრაინაში თავისი ამბიციების მისაღწევად“,  - შეაჯამა ISW.შეგახსენებთ: თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსმა დიქტატორმა უკრაინაში საოკუპაციო ძალების ახლად დანიშნულ მეთაურს, ვალერი გერასიმოვს უბრძანა დონბასი მარტამდე დაეპყრო.

1677476382

A-50
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის ცნობით, ბელარუსმა პარტიზანებმა მინსკის მახლობლად რუსული სამხედრო თვითმფრინავი A-50 ააფეთქეს

"ბელარუსმა პარტიზანებმა მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშჩის აეროდრომზე რუსული სამხედრო თვითმფრინავი A-50 ააფეთქეს" - ინფორმაციას ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩეველი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ოპოზიციის ლიდერი წერს, რუსული A-50-ის თვითმფრინავის აფეთქებას პარტიზანებიც ადასტურებენ."ეს არის ყველაზე წარმატებული დივერსია 2022 წლის დასაწყისიდან. რუსული A-50 თვითმფრინავი ააფეთქეს ორ ადგილას, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.ByPOL-ის ცნობით, დაზიანდა თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილები, განადგურდა ავიონიკა და სარადარო ანტენა.გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს მხოლოდ ცხრა ასეთი თვითმფრინავი ჰყავს", - წერს ფრანაკ ვიაჩორკა.

1677441480

ბორის პისტორიუსი
"დიახ, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ამიტომ ის უნდა დაბრუნდეს“-გერმანიის თავდაცვის მინისტრი

„მიდრეკილი ვარ იმის თქმისკენ, რომ დიახ, ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და ამიტომ ის უნდა დაბრუნდეს“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ კიევის გადასაწყვეტია, როდის და რა პირობებში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან. ”მაგრამ კიდევ ერთხელ: ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი”,- განაცხადა მან. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი ჯარები საბოლოოდ განდევნიან რუსეთს ყველა დაკავებული ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულიდან

1677435360