211 -ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

ომი უკრაინა  211

* რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ომში, რომელსაც თავად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, უკვე დაკარგა 55 510 ჯარისკაცი. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინულმა ძალებმა კიდევ 400 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს. 

 

* რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოსვლას უხამსი უწოდა. 

 

* „რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ უცხოელებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც დამპყრობლებმა სიკვდილი მიუსაჯეს“, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.

 

* ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლო ნაბიჯი მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ რაუნდს.

 

* ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი არ მისცემენ თავშესაფარს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ვლადიმერ პუტინის მიერ გუშინ სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გადაწყვიტეს ქვეყნის დატოვება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

* ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ შეთანხმდნენ. ინფორმაციას სააგენტო „Reuters“ ავრცელებს.

 

* თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის განზრახვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების გამართვის შესახებ, რადგან ეს გაართულებს დიპლომატიურ პროცესს და საფრთხეს უქმნის არასტაბილურობის გაღრმავებას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

 

* გერმანიაში, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ამოქმედებიდან, 4.8 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები დააყადაღეს, - ინფორმაციას Spiegel-ი გერმანიის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

* რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 1386-ს მიაღწია, - ინფორმაციას პორტალი ОВД-Инфо ავრცელებს.

 

* რუსებმა ზაპოროჟიესა და მის გარეუბნებში ცხრა რაკეტა გაუშვეს, მათ დაარტყეს ქალაქის ცენტრალურ პარკში მდებარე სასტუმროს, ელექტრო ქვესადგურსა და სატელევიზიო ანძას, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკომ „ტელეგრამზე“ დაწერა.

 

* უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, არმიის გენერალი, ნიკოლაი მალომუჟი უკრაინასთან ომში რუსეთის არმიის რეალურ დანაკარგებზე ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, „რუსეთს 55 ათასზე მეტი დაღუპული და 60 ათასზე მეტი დაჭრილი ჰყავს, მხოლოდ 10 პროცენტი შეძლებს სამსახურში დაბრუნებას, 90 პროცენტი ფეხებისა და ხელების გარეშეა, მძიმე დაზიანებებით“.

 

* რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების საიდუმლო მეშვიდე პუნქტი ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ საშუალებას აძლევს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის ომისთვის გამოიძახოს 1 მილიონი ადამიანი. ამის შესახებ Novaya Gazeta Europe წერს.

 

* „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესაბამისად აფხაზეთსაც შეეხება“, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ეროვნული კრების ყოფილმა დეპუტატმა ნატალი სმირმა განაცხადა.

 

* რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ დადგენილების საიდუმლო მეშვიდე პუნქტი თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს გაიწვიოს ერთი მილიონი ადამიანი. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა - ევროპას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წყარომ განუცხადა.

უახლესი
 ავსტრიის ელჩი, თომას მიულმანი
"ბევრი რუსი ცდილობს საქართველოში ჩამოსვლას და ეს არის დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის"- ავსტრიის ელჩი

საქართველოში ავსტრიის ელჩი, თომას მიულმანი აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლა ქვეყნისთვის გამოწვევაა. თომას მიულმანი  დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება შეძლებს ამ გამოწვევასთან გამკლავებას.„საქართველოს მთავრობისთვის რეკომენდაციების გაცემა ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მაგრამ ვხედავ, რომ ბევრი რუსი ცდილობს საქართველოში ჩამოსვლას და ვიცი, რომ ეს არის დიდი გამოწვევა საქართველოსთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება შეძლებს გამკლავებას“, - აღნიშნა დიპლომატმა.

პოლიტიკა 1664438232

დაავადებათა კონტროლის ცენტრი
დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაა შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა არის შესაძლებელი.დაწესებულების ჩამონათვალი: http://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=3e9d5d35-d6bd-481c-a55e-3659f9d365fd&fbclid=IwAR19FmBLOSbEuCzJSDrCZALmFHViDQhUEOylGEFlh-nEN9huSS20T5Mn51gდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლებელია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.როგორც გაბუნია განმარტავს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული."ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული. 21 სექტემბერს დაიწყო გრიპის საწინააღმდეგო ოთხ -კომპონენტიანი ვაქცინით აცრა. საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში. პირველ რიგში იცრებიან ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ასევე ხანდაზმულები. აცრის წერტილი ყველა იმ დაწესებულებაშია, სადაც მიეწოდება პირველადი ჯანდაცვის სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამ დაწესებულებებს გაგზავნილი აქვთ ვაქცინების მარაგი. უმჯობესია, პაციენტმა მიმართოს იმ დაწესებულებას, სადაც ის იმყოფება აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის სერვისისთვის. თუ პაციენტი მიდის სხვა დაწესებულებაში და არ აქვს ფორმა ასი, რთულია იდენტიფიცირება დიაბეტი აქვს, ქრონიკული დაავადება თუ სხვა, ასევე რამდენად ექვემდებარება აცრას კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად.უმჯობესია, თუ მივლენ იქ, სადაც მისი ოჯახის ექიმია და იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ვერ მოახერხებენ იქ მისვლას, მაშინ თან უნდა იქონიონ ფორმა ასი. აცრები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაწყებულა, უფრო მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყოს, კარგია აცრები, რომ დავიწყეთ, რადგან მომზადებული შეხვდება მოსახლეობა. პროცესი მიმდინარეობს და შეფერხებები არსად არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველდღე მიყვება პროცესს, საინფორმაციო კამპანიაც გაფართოვდება, მოსახლეობას ექნება აცრის შესაძლებლობა“, - აღნიშნავს გაბუნია.ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბერს დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, „სანოფი პასტერის“ წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ უფასოდ ჩაუტარდებათ. რისკის ჯგუფებს, შეუძლიათ, მიმართონ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს. სერვისის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული.

ჯანდაცვა 1664437720

გოგა ხაინდრავა
„კიკუ ვაშაძემ რუსეთთან მშვიდობის 100 წლიანი გეგმა გაგვაცნო, გვეშველა მეგობრებო!" - გოგა ხაინდრავა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ხმაურიან განცხადებებთან დაკავშირებით სოციალური ქსელ „ტვიტერში“ წერს კინორეჟისორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა.„კიკუ ვაშაძემ რუსეთთან მშვიდობის 100 წლიანი გეგმა გაგვაცნო - თითო ჰაიმარსი, აბრაამსი და პატრიოტები კიკუებს. ავანგარდში - "გირჩი შარვალჩახდილები". ფლანგებზე - "ლიაკა რაზმითურთ" და "ელისაშვილ- ოქრუაშვილ-ქაცარავა" უკრაინული გამოცდილებით. რეზერვში - "ლელო". გვეშველა მეგობრებო! ურაა!ყურადღება! შეგონება კიკუ ვაშაძისგან! თუ რუსეთთან 100 წლიანი მშვიდობის გეგმა A-მ ვერ იმუშავა, სათადარიგო გეგმა B-ე: გაეკიდეთ NATO- ს სპეც.წარმომადგენლის ხ.კალომინას შემოთავაზებულ მატარებელს და შეახტით. ოღონ იქით აქეთ გაიხედ-გამოიხედეთ, ვაგონი არ შეგეშალოთ სხვას არაფერს შეახტეთ!“- წერს გოგა ხაინდრავა.ცნობისათვის, "საქართველოს სჭირდება სამი რამ, რასაც პრო-რუსული "ქართული ოცნება" არ აკეთებს - "ჰაიმარსები", "პატრიოტები" და "აბრამსის" ტანკები, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ვერასდროს გაბედავს აგრესიას საქართველოზე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის დაწყებამდე.

პოლიტიკა 1664437611

 ანდრიუს კალინდრა
"ლუკაშენკოს მიერ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად მოქმედებენ - ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე"- ლიეტუვის ელჩი

საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს გმობს და ფაქტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად აფასებს. ანდრიუს კალინდრას თქმით, ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში ადასტურებს, რომ ის და რუსეთი ერთობლივად მოქმედებებ. „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გუშინდელი უხეში დარღვევა ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ბელარუსი, რუსეთთან ერთად, ერთობლივად მოქმედებენ და არ იცავენ გაერო-ს წესდებას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის მიმართ.რას ნიშნავს ეს, ლიეტუვა არ აღიარებს, ჩვენ არ ვაღიარებთ. ლუკაშენკო არის ბელარუსის არალეგიტიმური პრეზიდენტი. ამიტომ, ჩვენი გაგებით ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც უდავოდ საქართველოს ეკუთვნის“, - აღნიშნა ელჩმა.ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.მოგვიანებით კი, საქართველოს საგარეო უწყებამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა, შემდეგ კი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს "ვიზიტი" უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

პოლიტიკა 1664437560

პენტაგონი
შეერთებული შტატები Nord Stream 1 და Nord Stream 2 გაზსადენებზე მომხდარ ავარიებში არ მონაწილეობს - პენტაგონი

შეერთებული შტატები Nord Stream 1 და Nord Stream 2 გაზსადენებზე მომხდარ ავარიებში არ მონაწილეობს - პენტაგონი, -  ეს განცხადება პენტაგონის წარმომადგენელმა გააკეთა, იუწყება Reuters.”ჩვენ აბსოლუტურად არანაირი ჩარევა არ გვაქვს”, - თქვა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.მან ასევე აღნიშნა, რომ მიზანმიმართული დივერსიის შესახებ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია."ნაფიც მსაჯულს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.შეგახსენებთ, Nord Stream-1 და Nord Stream-2 გაზსადენის ორივე სტრიქონში გამტარუნარიანობა დაეცა ნულამდე წნევის მკვეთრი ვარდნის გამო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში, დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გაზის გაჟონვა მოხდა. მომხდარს ორივე ქვეყანა იძიებს.აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტის მიზეზი დივერსიული აქტია.

მსოფლიო 1664437536

ჯოზეფ ბორელი
"კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა" - ჯოზეფ ბორელი

"კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა," - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „რეფერენდუმის“ ჩატარებას.მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა.„უკანონო რეფერენდუმებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა. უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და მასში როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები მოხვდებიან. საუბარია 1300-ზე მეტ პირზე, აღნიშნული სია ძირითადად მიმართულია, გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებზე, ოლიგარქების, სამხედრო მაღალჩინოსნების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში“, - განაცხადა ბორელმა.ცნობისათვის, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

მსოფლიო 1664437060