91-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

91 დღე

* რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით უკრაინის ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ. - ამის შესახებ BBC იუწყება.

 

* თუ რუსეთის არმია ბრძოლის ველზე მალე მნიშვნელოვან შედეგს არ მიაღწევს, ომი შესაძლოა ჩიხში მოექცეს, დონბასის ბრძოლა კი მათი ბოლო ძირითადი შეტევა იქნება. - ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

 

* რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში საზღვაო ნავსადგურის „დემილიტარიზაცია“ დასრულდა.

 

* შემდეგი კვირა გადამწყვეტი იქნება ლუგანსკის ოლქისთვის. რეგიონი გამუდმებით იბომბება სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, დამპყრობლები მარიუპოლიდან და დონეცკის ოლქიდანაც კი ლუგანსკის მიმართულებით გადაჰყავთ.- ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

 

* უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი სევეროდონეცკის ალყაში მოქცევასა და მთავარი მომარაგების გზის გადაკეტვას ცდილობს. - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

 

* შემდეგი კვირა გადამწყვეტი იქნება ლუგანსკის ოლქისთვის. რეგიონი გამუდმებით იბომბება სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, დამპყრობლები კი მარიუპოლიდან და დონეცკის ოლქიდანაც კი ლუგანსკის მიმართულებით გადაჰყავთ. - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

 

* რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში საზღვაო ნავსადგურის „დემილიტარიზაცია“ დასრულდა. კონაშენკოვის თქმით, მარიუპოლის პორტი ფუნქციონირებას "ჩვეულ რეჟიმში" აგრძელებს.

 

* "საომარი ნაწილის შემდეგ იქნება სამშვიდობო პროცესი და იქნება მოლაპარაკებების მაგიდა და აუცილებლად იქნება მშვიდობა. საკითხავია, ვისთან მოილაპარაკებს უკრაინა, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან. ეს, ასევე, დამოკიდებულია რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტზე." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

* "თუ ნატომ ომის ყველაზე ტრაგიკულ მომენტებში არ დახურა ცა უკრაინის თავზე, მაშინ რატომ უნდა განბლოკონ ზღვა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეუფერხებლად გადაიტანონ. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ მგონია, მსოფლიოს ამის გამბედაობა ჰქონდეს." - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხად.

 

* "უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ - მხარეთა სურვილზე, უკრაინის ფინანსურს სიძლიერესა და დასავლეთის ქვეყნების შიშის არ ქონაზე რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 

* რუსი ოკუპანტები ცდილობენ ნაწილობრივ აღადგინონ პორტი ოკუპირებულ მარიუპოლში, სადაც უკრაინული ლითონი და მარცვლეულია, რაც მიუთითებს აგრესორების განზრახვაზე, რომ მისი მოპარვა სურთ. - ამის შესახებ მარიუპოლის პორტის დირექტორმა იგორ ბარსკიმ EP-ს განუცხადა.

 

* "ევროპის მომავალი დღეს ყალიბდება არა ბრიუსელში ან დავოსში, არამედ სევეროდონეცკისა და ბახმუტის მახლობლად თხრილებში. ამ ომის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ენერგეტიკული სანქციების შემოღების სიჩქარეზე და იარაღის მიწოდებაზე. გინდათ ომი? მშვიდობის გასაღები თქვენს დედაქალაქებშია." - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

 

* აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ მეუღლესთან დარეკვა შეძლო. როგორც პროკოპენკოს მეუღლემ ეკატერინა პროკოპენკომ აღნიშნა „აზოველები“ დამაკმაყოფილებელ პირობებში იმყოფებიან და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ აქვს. - ინფორმაცია უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

 

* რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მარიუპოლიდან უცხოური გემების უსაფრთხო გასვლის ხელშეწყობის მიზნით, საზღვაო კორიდორს მოაწყობს. - ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-ში ვრცელდება.

 

* რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. - ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

* "რეალური მაჩვენებელი შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყოს. მარიუპოლი მოჩვენებების ქალაქად იქცა. ქალაქი აბსოლუტურად ჩაბნელებულია, ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია" - განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკომ CNN-თან საუბარში.

უახლესი
შსს
შსს ​პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს

შსს ​პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.ამასთან, შსს მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან.„პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.მიმდინარე წლის პირველ ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოება 1656755544

პოლიცია
უბედური შემთხვევა თბილისში - მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა თბილისში - მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე. სავარაუდოდ, 80 წლამდე მოხუცების გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიაკაცია გახდა.ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საზოგადოება 1656754788

მიწისძვრა
საქართველო - რუსეთის საზღვრიდან 1 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

საქართველო - რუსეთის საზღვრიდან 1 კმ-ში თბილისის დროით 12:24 საათზე მიწისძვრა მოხდა.მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

საზოგადოება 1656754431

კაცი წყალში
(ვიდეო) "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, შემდეგ კი შადრევანში ჩახტა

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლიც წაიკიდა.შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა.მისი თქმით, არ უნდა ცოდვილ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლგბტქ ადამიანებს იცავენ. ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.ცნობისათვის, დღეს გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის "ალტ-ინფოს" ლიდერები ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას - ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ.  

საზოგადოება 1656753759

აბასთუმანი
"ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და თქვა, ფული ჩემი, საქმე შენი, აბა წამოვწიოთ აქაურობა" - სოსო ტყემალაძე კურორტ აბასთუმნის განვითარებაზე

პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის, სოსო ტყემალაძის ინფორმაციით, კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე, რომლის ინიციატორი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება.მისი თქმით,  კურორტი 5,500 ადამიანზეა გათვლილი. კურორტის განვითარებისთვის 350 მილიონი ლარს სახელმწიფო ხარჯავს, რომელსაც გახსნისთანავე ამოიღებს.„ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და თქვა: ფული ჩემი, საქმე შენი, აბა წამოვწიოთ აქაურობა. სწრაფადვე შევუკვეთეთ განვითარების გეგმა, რომელიც ჯგუფმა „ჯეოგრაფიკმა“ გააკეთა. ყველაფერია გაწერილი. აბასთუმანში ახლა იდება 1.3 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით 350 მილიონი ლარი არის ის, რასაც სახელმწიფო ხარჯავს. ესა არის გზა, წყალი, გამწმენდი და ასე შემდეგ. დანარჩენ მილიარდს კერძო სექტორი ხარჯავს. ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის “პარაგრაფი”, ესა არის „რუმსი”, ესაა ხარებავების პროექტი, ასევე პაპაშვილების პროექტი, რომლებიც მძლავრ ინვესტიციას აკეთებენ, როგორც აბანოში, ასევე სასტუმროებში და ჯამში პატარა სასტუმროებიანად, კურორტი გათვლილია 5,500 ადამიანზე ერთდროულად. ის მილიარდი, რომელიც დაიხარჯება სახელმწიფო გახსნისთანავე გადასახადების სახით იბრუნებს. ასეთი ბიზნესპროექტი სახელმწიფოსთვის ბევრი არ არის“,- აღნიშნავს სოსო ტყემალაძე.

საზოგადოება 1656751771

რაკეტები
შეერთებული შტატები კიევს ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და რადარებს

შეერთებული შტატები კიევს ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და რადარებს, - ინფორმაციას  Deutche Welle ავრცელებს.დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 820 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და პირადად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. "ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ მარაგების მისაღებად", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებს და ბატარეის საწინააღმდეგო საომარ რადარებს რუსული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განეიტრალება შეუძლია.

კონფლიქტი 1656751221