შსს
პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წაყვანის და დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით, სამი პირი დააკავა

პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების ბრალდებით, სამი პირი დააკავა.  „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ნ.ვ.-მ შექმნა ტურისტული კომპანია, რომელიც ორგანიზებას უწევდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ გამგზავრებას და იქ დარჩენას. ბრალდებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შესაბამის დოკუმენტაციას უმზადებდნენ, რის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის გავლით ახდენდნენ მათ ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ გადადიოდნენ ამერიკის შეერთებულშტატებში.დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ნ.ვ., 1991 წელს დაბადებული ნ.დ. და 1990 წელს დაბადებული ნ.ბ.დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ინფორმაციას შსს ავრცელებს.

1676713857

ასი
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე პასუხისგებაში მისცეს 3 პირი, რომელთაგანაც ერთი დაკავებულია. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულები სისტემატურად ამზადებდნენ 100 ლარიანი ნომინალის ყალბ კუპიურებს, რომელსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 11 800 ლარის ოდენობის 118-ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით”, - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ნინი ზედელაშვილმა.

1676615754

პოლიცია
სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს.მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

1676008636

პოლიცია
ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე დაჭრეს

ფონიჭალაში სკოლის მოსწავლე ქუჩაში დაჭრეს.შსს-ის ცნობით, მომხდარზე დაკავებულია 1 პირი, რომელიც ასევე არასრულწლოვანია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

1675863420

გომელაური და ესებუა
ბადრი ესებუა დააკავეს - შსს განცხადებას ავრცელებს

ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ  ოფიციალურად დაადასტურა. უწყებამ ამასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა."შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავა.სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს.დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში თავდამსხმელის შესვლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა. დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

1675839186

პოლიცია
სენაკში მეზობელმა 60 წლამდე მეზობელი დაჭრა

სენაკში, შხეფის დასახლებაში მეზობელმა 60 წლამდე მეზობელი დაჭრა.მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.კაცს ადგილობრივ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე მოხდა. დაშავებული კლინიკაში რჩება.მომხდარზე გამოძიება 177-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 

1675683120

პოლიცია
გორში კაცმა მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში კაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა.შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.ამ დროისთვის ჯერ უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი. ადგილზე ექსპერტტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

1675666140

პოლიცვია
კასპში ქალი დაჭრეს - ის კლინიკაშია გადაყვანილი

კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში ქალი დაჭრეს. ცნობილია, რომ დაჭრილი ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორია მისი მდგომარეობა, ამ დროისთვის უცნობია.ასევე, უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი.

1675629082

დაჭრა
რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა - ქალი პოლიციამ დააკავა

რუსთავში 40 წლამდე ქალმა ქმარი დანით დაჭრა, - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.დაჭრილი კაცი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.პოლიციამ ქალი ადგილზე დააკავა.დეტალებს Gtmedia შსს არკვევს.

1675585325

დაჭრა
სისხლიანი დაპირისპირება ლანჩხუთში - დაჭრილია სტიქაროსანი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთისმშობლის ეკლესიის სტიქაროსანს, მამუკა წიკლაურს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე (კვარაცხელია)  ამბობს, რომ დაპირისპირება სტიქაროსნებს შორის  სოფლის ცენტრში მოხდა.დაჭრილი საავადმყოფოში თვითდინებით შევიდა. მას ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული."თვითდინებით არის შემოსული პაციენტი, თავისი ფეხით. შემავალი რაც იყო კანში, მუცლის ღრუში, კანის მთლიანობა  დარღვეული იყო და იქიდან ჩანდა, რომ იყო სისხლდენა",- აცხადებს "ავერსის კლინიკის" ექიმი დავით დარახველიძე.განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.  მიმდინარეობს გამოძიება.

1675503394

დაკავება
საკუთარი ბებიის მკვლელობის შეკვეთის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრმლებმა ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისში 1997 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის - 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი.ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა.ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1674894862

პოლიცია
გურჯაანში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მამაკაცი შეღწევას ცდილობდა და ფულს ითხოვდა

გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მამაკაცი შეღწევას შეეცადა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბანკის ფილიალის მენეჯერს  ცივი იარაღით ემუქრებოდა და ფულს ითხოვდა. დაცვის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკის“ შენობიდან მამაკაცის გაყვანა მოახერხეს.ბანკის ფილიალის მენეჯერი გურამ ცქიტიშვილი გურჯაანის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. 

1674214023