ცირკუს-მირკუსი
(ვიდეო) ევროვიზია 2022-ზე საქართველოს ჯგუფი "ცირკუს მირკუსი" წარადგენს

 10 მაისს იტალიის ქალაქ ტურინში სტარტს აიღებს ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების მუსიკალური ფესტივალი ევროვიზია.ევროვიზიის 66-ე კონკურსზე, საქართველოს სახელით ჯგუფი „ცირკუს მირკუსი“ წარდგება.ჯგუფმა დაარსების დღიდან  ათი მუსიკალური ვიდეოკლიპი გამოუშვა. კლიპები ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ „ცირკუს-მირკუსი“ არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს იმისთვის, რომ „შექმნან აქამდე არნახული აუდიოვიზუალური გამოცდილება.”შეგახსენებთ, ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების მუსიკალური ფესტივალია, რომლისთვისაც ქვეყნის წარმომადგენელს საზოგადოებრივი მაუწყებლები სხვადასხვა შერჩევის გზით ავლენენ ან თავად ასახელებენ.ტურინი ევროვიზიის 66-ე კონცერტს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას 41 ქვეყანა მიიღებს.ევროვიზია 2022-ის ნახევარფინალები 10 და 12 მაისს ჩატარდება, ფინალი კი 14 მაისს გაიმართება.  

1651575826

თბილისის ცის ქვეშ
პროექტი "თბილისის ცის ქვეშ" აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება

პროექტი "თბილისის ცის ქვეშ", რომელიც პანდემიის გამო შეჩერებული იყო, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ განახლდება. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო ჩართვისას განაცხადა.მისივე თქმით, თბილისში შეირჩევა კონკრეტული ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება."ეს ღონისძიებები შეიძლება იყოს თბილისის სხვადასხვა რაიონში და სხვადასხვა სივრცეში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მასშტაბური იყოს. გარდა ამისა, დავეხმარებით ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიამ სერიოზულად დააზარალა. ხალხიც, რა თქმა უნდა, მონატრებულია ასეთ ღონისძიებებს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი შეზღუდვა არსებობდა. შესაბამისად, დღეს უკვე ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა დედაქალაქის მერმა.კახა კალაძემ პროექტის განხორციელება მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, რომლის განცხადებით, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება კონცერტების ჩატარების თარიღები და ადგილმდებარეობა.პროექტი "თბილისის ცის ქვეშ" დედაქალაქის მერიამ 2018 წელს დაიწყო და ის ღია სივრცეებსა და პარკებში მასობრივი კულტურული ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს.

1650361304

ეროვნულ გალერეას წლების წინ ქვეყნიდან გატანილი კიდევ 4 ნახატი დაუბრუნდა
ეროვნულ გალერეას წლების წინ ქვეყნიდან გატანილი კიდევ 4 ნახატი დაუბრუნდა

ეროვნულ გალერეას წლების წინ ქვეყნიდან გატანილი კიდევ 4 ნახატი დაუბრუნდა. - ექსპონატების საქართველოში დაბრუნების შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.მისივე თქმით, ნამუშევრები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში დროებით საექსპოზიციოდ იყო გატანილი."ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ეროვნული გალერეიდან 1995 წელს გატანილი 15 ექსპონატის შესახებ, არც საქართველოს ეროვნულ გალერეას და არც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რომელშიც ეროვნული გალერეა 2005 წელს გაერთიანდა, 2012 წლამდე არავისთვის მიუმართავთ. მოცემული ექსპონატების შეკრება პირველად განახორციელა ირანში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ 2012 წელს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შორის 2012 წლის ბოლოდან წარმოებული მიმოწერით დასტურდება, რომ 15 ექსპონატიდან 11 დაკარგულად მიიჩნევა." - განაცხადა თეა წულუკიანმა.დაბრუნებული ექსპონატებია: დიმიტრი ხახუტაშვილი - "იმერეთი"; შოთა ლეჟავა - "გრემი"; ზაურ დეისაძე - "აკაკი წერეთლის ცხოვრება"; გრიგოლ ჩირინაშვილი - "შოთა რუსთაველი."

1650359423

08/04/2022
უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა

ამერიკელ მსახიობს უილ სმიტს ოსკარის დაჯილდოებაზე დასწრება 10 წლით აეკრძალა. - შესაბამის ინფორმაციას ამერიკის კინოაკადემია ავრცელებს."რთული გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ არის ფართო მიზანის ნაწილი, რომელიც ემსახურება ჩვენი სტუმრების უსაფრთხოებას", – ნათქვამია კინოაკადემიის განცხადებაში.შეგახსენებთ, 28 მარტს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მსახიობმა უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სცენაზე სილა გააწნა. ინციდენტის მიზეზი ხუმრობა გახდა, რომელიც როკმა სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ სმიტის მისამართით გააჟღერა.როკის ხუმრობის შემდეგ უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კომიკოსს სილა გააწნა. მოგვიანებით, როცა სმიტს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი გადასცეს, მან აკადემიასა და ნომინანტებს ბოდიში მოუხადა.

1649447904

სალომე ჯაში
"ელისო ბოლქვაძემ მხარე უნდა დაიჭიროს, სხვა შემთხვევაში იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსი ჩამოერთვას" - სალომე ჯაში 

"თეა წულუკიანმა მოახდინა კულტურის სფეროს უზურპაცია. კულტურის სამინისტროს ამოცანაა შექმნას სამუშაო პირობები და თავისუფალი გარემო, დღეს ეს თავისუფალი გარემო არ არსებობს," - ამის შესახებ კინორეჟისორმა სალომე ჯაშმა პარლამენტში კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, დღეს კულტურის სფეროს წარმომადგენლები ღირებულებათა ბრძოლაში არიან და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კონკრეტული მხარე უნდა დაიჭიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსი ჩამოერთვას."კულტურის სამინისტრო არის ცენტრალიზებული სტრუქტურა, სადაც არც ჩანს ვინ არის პასუხისმგებელი სფეროებზე, ინიშნებიან პასუხისმგებელი პირები, რომლებიც არ არიან კომპეტენტურები და არ გააჩნიათ საკუთარი სფეროების ცოდნა. დღეს ჩვენ ვართ ბრძოლაში, რომელიც არის ღირებულებათა ბრძოლა, ბრძოლა თავისუფლებასა და კონტროლს შორის. ვთხოვთ ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს დაიჭიროს მხარე ამ ბრძოლაში და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოერთვას მშვიდობის ელჩის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ადამიანები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ვღელავთ იმაზე, რომ საზოგადოება კარგავს სიმყარეს კრიტიკული აზროვნებისთვის, თავისუფლებისთვის და ჰუმანიზმისთვის," - აღნიშნა სალომე ჯაშმა.

1649331524

ქართული ფილმი
კინოსტუდია “ქართული ფილმი” "მოსფილმთან" და “ბელარუსფილმთან” ერთად კინოწარმოების ალიანსში ერთიანდება

დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წამყვანმა კინოსტუდია “ქართულმა ფილმმა” გადაწყვიტეს გააერთიანონ შემოქმედებითი და კინოწარმოების რესურსები და ერთობლივი კინოსწარმოების ალიანსი შექმნეს - ინფორმაციას უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.შემოქმედებითი ალიანსის შესახებ გადაწყვეტილება დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წარმომადგენლებმა დუშანბეში გამართული კინოსტუდიების დირექტორების საბჭოზე მიიღეს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ უზბეკეთის კინოცენტრი “უზბეკფილმი”, ბელარუსის კინოსტუდია “ბელარუსფილმი”, “ყაზახფილმი”, “სანკტ-პეტერბურგის დუკუმენტური ფილმების სტუდია, “ “მოლდოვის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი”, ასევე “მოსფილმი”, “ლენფილმი”, “თურქმენფილმი” და სხვები.ორგანიზაციის წევრები შეთანხმდნენ დსთ-ს ქვეყნებიდან და საქართველოდან ფილმების  ოქროს კოლექციის შექმნაზე, რომლებიც მსოფლიო ენებზე იქნება დუბლირებული. ასევე განიხილეს ალიანსის მონაწილე ქვეყნების კინოსტუდიების საუკეთესო ნიმუშების მსოფლიო კინოსივრცეში პოპულარიზაციისა და გავრცელების საკითხები.სხდომაზე ალიანსის ხელმძღვანელობა და გამგეობის წევრები აირჩიეს. კინოსტუდიების დირექტორებმა დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის თავმჯდომარედ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აირჩიეს უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს გენერალური დირექტორი ფირდავს აბდუხალიკოვი. ასოციაციის დირექტორის მოადგილედ შემოქმედებით საკითხებში აირჩიეს „ბელარუსფილმის“ გენერალური დირექტორი ვ. კარაჩევსკი, ხოლო ეკონომიკურ საკითხებში მოადგილედ „ტოჯიკფილმის“ გენერალური დირექტორი მ.შოჰიონი.  

1649063935

უილ სმიტი და გვახარია
"მთელი მსოფლიოს თვალწინ ძალადობენ - სიტყვით და მერე მუშტით" - გოგი გვახარია

 “როგორ უნდა მოვთხოვოთ ძალადობის მიმართ პროტესტი, როცა თვითონ ასე ღიად, მთელი მსოფლიოს თვალწინ ძალადობენ - სიტყვით და მერე მუშტით,”- ასე გამოეხმაურა კინომცოდნე გოგი გვახარია, გუშინ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე განვითარებულ ინციდენტს.„ახლა ამ ამბავსაც აქცევენ შოუდ და მთელი წელი ილაპარაკებენ. ეს ლაპარაკიც კარგად გაიყიდება. გთხოვთ, ამაზე ჩვენ მაინც ნუ დავხარჯავთ დროს. ძაღლი მიაკვდათ! თუმცა ძაღლებს რას ვერჩი. ძაღლი უკეთესად გრძნობს სხვის ტკივილს, ვიდრე ეს გამოშტერებული ვარსკვლავები. ამიტომაც ვერ ვიმახსოვრებ მაგათ სახელებს,“- წერს გოგი გვახარია სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მსახიობმა უილ სმიტმა კომიკოს კრის როკს სცენაზე სილა გააწნა. ინციდენტის მიზეზი ხუმრობა გახდა, რომელიც როკმა სმიტის ცოლის, ჯადა პინკეტ სმიტის მისამართით გააჟღერა.როკის ხუმრობის შემდეგ უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კომიკოსს სილა გააწნა. მოგვიანებით, როცა სმიტს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი გადასცეს, მან აკადემიასა და ნომინანტებს ბოდიში მოუხადა.

1648456320

დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად გამოცხადებულ კონკურსში კულტურის სამინისტრომ რეჟისორ ლევან კოღუაშვილის პროექტი შეარჩია

დავით აღმაშენებელზე ფილმის გადასაღებად გამოცხადებულ კონკურსში კულტურის სამინისტრომ რეჟისორ ლევან კოღუაშვილის პროექტი შეარჩია.„შერჩეული პროექტის ავტორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა დამატებითი სამუშაო უნდა გასწიონ საკონკურსო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა არჩევანი საბოლოოდ მათზე შეჩერდეს“, - აცხადებს სამინისტრო.მომდევნო ეტაპზე გადასული პროექტია: „დავით აღმაშენებელი“ (სამეფო გზა), განმახორციელებელი - შპს „კინო იბერიკა“. რეჟისორი და სცენარის ავტორია ლევან კოღუაშვილი, ხოლო სცენარის თანაავტორია ბორის ფრუმინი.პროექტში ჩართულნი არიან კონსულტანტები, ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე, მამუკა წურწუმია და ეკა კვაჭანტირაძე, ფოტოგრაფები - გიორგი მაღრაძე და დიმიტრი გომბერგი, მხატვრების ჯგუფი:დამდგმელი მხატვარი - კოტე ჯაფარიძე, კოსტიუმები - ნინო ჩუბინიშვილი, რეკვიზიტი - ვალო იმერლიშვილი, კინოოპერატორი - ფედონ პაპამიქაელი.ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსის პირველ ეტაპზე, კულტურის სამინისტროში შევიდა 10 განაცხადი. მეორე ეტაპზე გადასასვლელად შეირჩა 3 პროექტი. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული თითოეული კონკურსანტი დაფინანსდა 5000 აშშ დოლარით.შერჩეული პროექტი ავტორი, ლევან კოღუაშვილი აგრძელებს მუშაობას სცენარის დახვეწაზე.

1647694591

კულტურის სამინისტრო
თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) და ეთნოგრაფიული მუზეუმი მუზეუმთა ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდა

კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი მუზეუმთა ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდა. ცვლილება მიზნად ისახავს მუზეუმების საქმიანობის უფრო მაღალ სტანდარტზე გადასვლას. ცვლილების თანახმად, მუზეუმთა ჯგუფს გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის დირექტორი უხელმძღვანელებს. შესაბამისად, ამ პოზიციაზე ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა.

1646721815

ვალერი მელაძე ვერა ბრეჟნევა
ვალერი მელაძეს და ვერა ბრეჟნევას უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გამო კონტრაქტი გაუწყვიტეს

 მუსიკალურმა არხმა RU.TV-მ გადაწყვიტა შეწყვიტოს თანამშრომლობა იმ მომღერლებთან, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ. სიაში ვერა ბრეჟნევა, ვალერი მელაძე, ივან დორნი, მაქს ბარსკი, პოტაპი და სხვა მომღერლები მოხვდნენ. აკრძალვა შეეხება რუსულ ჯგუფ Aquarium-ს. როგორც RU.TV საკუთარი ინსტაგრამ გვერდის საშუალებით იუწყება, ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მუსიკოსების მიერ რუსეთისა და რუსი კოლეგების მიმართ მკაცრი განცხადებების გაკეთება გახდა. “RU.TV წინა პლანზე აყენებს მსმენელთა პატივისცემას. ამ მუსიკოსების ქედმაღალმა, ზიზღისშემცველმა დამოკიდებულებამ რუსი მსმენელების მიმართ, საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვისას, სხვა გზა არ დაგვიტოვა, გადაწყდა ზემოხსენებულ მუსიკოსებთან არსებული კონტრაქტების შეწყვეტა,” – ვკითხულობთ RU.TV-ის განცხადებაში.

1646640536

ვალერი მელაძე
"გევედრებით, შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედება" - ვალერი მელაძე

 უკრაინაში შექმნილ საომარ მდგომარეობას წარმოშობით ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. მან რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა. „დღეს მოხდა ის, რაც არასდროს უნდა მომხდარიყო. ისტორია ოდესმე განსჯის და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. მინდა გთხოვოთ, გევედრებით, შეწყვიტეთ საბრძოლო მოქმედება. დასხედით მოლაპარაკებების მაგიდასთან. ადამიანებმა უნდა შეძლონ მოლაპარაკება... ადამიანები არ უნდა დაიღუპონ. ეს უნდა შეწყდეს,“- განაცხადა ვალერი მელაძემ. ცნობისათვის, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

1645702824

სუხიშვილები
ანსამბლი „სუხიშვილები“ უკრაინიდან საქართველოში ბრუნდება

ანსამბლი „სუხიშვილები“ უკრაინიდან საქართველოში ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ავრცელებს. „ამ წამს ვესაუბრე ნინო სუხიშვილს. როგორც იცით, დღეს იწყებოდა სუხიშვილების დიდი საკონცერტო ტური უკრაინაში. შექმნილი სიტუაციის გამო ანსამბლი იძულებულია დაბრუნდეს სამშობლოში,“- წერს ოქიტაშვილი და ნინო სუხიშვილთან სატელეფონო საუბრის შინაარსს აქვეყნებს. „უახლოეს ორ საათში დავიძვრებით პოლონეთის საზღვრამდე, რადგან ჩვენი ავტობუსები პოლონურია. ახლა ცდილობენ მწვანე დერეფნის გაკეთებას ჩვენთვის, უკვე პოლონეთის ტერიტორიაზე და ველოდებით საიდან და როდის შევძლებთ გამოფრენას" - ამბობს ნინო სუხიშვილი. ცნობისათვის ანსამბლ „სუხიშვილების“ 43 კონცერტისგან შემდგარი ტურნე ქალაქ ლვოვიდან უნდა დაწყებულიყო.  3 მარტს მათ გამოსვლა უკრაინის დედაქალაქ კიევში იგეგმებოდა.

1645701925