ფესტივალი "Art-გენი 2022" იწყება

კულტურა 1657870377
festivali art geni

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 15-22 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი "Art-გენი 2022" გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს, პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება.

ფესტივალი დღეს ნაციონალური ბალეტის – "სუხიშვილების" კონცერტით გაიხსნება.

16 ივლისს დასკვნით კონცერტს GAGA FRANI, 17 ივლისს კი ჯგუფი REGGAEON გამართავს. 22 ივლისს, მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარდგება. 23 ივლისს "Art-გენი" პირველად, სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. 24 ივლისს ფესტივალის თბილისის ტურს "33ა"-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები მოეწყობა. ფოლკლორის ნაწილში სცენა ქართული ბრძოლის ამბავს, "ჰოროლს", ანსამბლ "გორდელას", სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს "აფხაზეთს", ლელა თათარაიძეს და ტრიო "კესანეს" დაეთმობა.

მაყურებლის წინაშე ასევე, წარდგებიან: ანსაბლი "მესხეთი", "ადილეი", "ქალილო",  "ძირიანი". "არტ-გენი 2022"-ის რეგიონული ტურნე 9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.

ფესტივალი "Art-გენი" 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, "Art-გენმა" მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა.

ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით, „არტ-გენს“ ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. „Art-გენმა“ ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.

ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, „Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.

ფესტივალის პროგრამა:

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში 18:00 საათიდან რეწვის გამოფენები და ქართული სამზარეულოს კუთხეები

15 ივლისი

19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „მესხეთი“ (ახალციხე)
22:30 საათი – „სუხიშვილები“

16 ივლისი

19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები სვანეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „გორდელა“
22:30 საათი – GAGA FRANI

17 ივლისი

19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „ადილეი“ , “ჰოროლი”
22:30 საათი – REGGAEON

22 ივლისი

19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „ქალილო“ (დუშეთი)
სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“
22:30 საათი – ნინო ქათამაძე & „ინსაითი“

23 ივლისი

19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები რაჭის და აჭარის რეგიონებიდან
21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსამბლი „ძირიანი“
22:30 საათი – სანდრო ნიკოლაძე & ბენდი

24 ივლისი

19:00-21:00 საათი – ფოლკლორი, სტუმრები თუშეთის და კახეთის რეგიონებიდან21:00-22:00 საათი – ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი„ბერიკაცები“ (საგარეჯო) • ლელა თათარაიძე და ტრიო „კესანე“22:30  საათი – „33ა“.

უახლესი
სფასფ
როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი - "შაბათის ფორმულა" ექსკლუზიურ ფოტოებს ავრცელებს

"შაბათის ფორმულა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს ექსკლუზიურად ავრცელებს.როგორც 10 დეკემბრის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ერთი თვის წინ კლინიკა "ვივამედშია გადაღებული. ასევე, გადაცემის ანონსის თანახმად, ახლა ექსპრეზიდენტი 10 კილოგრამით ნაკლებს იწონის.

საზოგადოება 1670616624

სფსფ
[ვიდეო] "ვფიქრობ, სააკაშვილს უფრო დარდი კლავს! - ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა" - ლაშა ამირეჯიბი

ანალიტიკოსი ლაშა ამირეჯიბი "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ არის."როგორც ამბობენ, საკვებს არ იღებს, ან თუ იღებს, ეს არ ხდება დროულად, მაგრამ საქმეც ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ის დროულად იკვებება თუ არა, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა. იმასაც ფიქრობს, რომ პრაქტიკულად გადააგდეს და სულ ტყუილად შემოუშვეს ამ ქვეყანაში. მას ეგონა, რომ მალე გაათავისუფლებდნენ, თუ იმ დავალებას შეასრულებდა, რაც დავალებული ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ვფიქრობ, რომ მას უფრო დარდი კლავს," - განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა. 

საზოგადოება 1670615784

ტყრტ
[ვიდეო] "უკრაინაში მყოფი მებრძოლები გმირები არიან! - ჩვენ კი, საწყლები ვართ, ასეთ ხელისუფლებას, რომ ვიტანთ" - გოგი წულაია

პოლიტიკოსი გოგი წულაია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საწყალია ყველა ქართველი ვინც ამ ხელისუფლებას იტანს.""უღირსი საქციელია, როდესაც ასეთ რაღაცას ამბობს ხელისუფლება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიშას მხარდასაჭერად ვერ შეაგროვა ხალხი და ომისთვის შეაგროვებს?! - ან ასეთ უღირს განცხადებას, როგორ აკეთებენ ადამიანებზე, რომლებიც უკრაინაში თავს ტყვიას უშვერენ. მართლა, არ ვიცი, ასეთ მებრძოლებზე ცუდ სიტყვებს როგორ უნდა ამბობდეს ვინმე. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში მყოფი მებრძოლები გმირები არიან და ჩვენ ვართ საწყლები ასეთ ხელისუფლებას, რომ ვიტანთ. საწყალი ვარ მე, ამ ხელისუფლებას რომ ვიტან და საწყალია ყველა ქართველი ვინც ამ ხელისუფლებას იტანს," - განაცხადა გოგი წულაიამ. 

საზოგადოება 1670615093

სდჰაკგდუიქწ
[ვიდეო] "რა სლოგანიც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - გოგი წულაია

"რა სლოგანიც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - ეს განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების შესახებ საუბრისას გააკეთა."საერთოდ, ადამიანი ყოველთვის იმედიანად ხარ და როდესაც გამარჯვების იმედიც აქვს, იქ "ნაძვის ხის" ანთებაც ინება და რა თქმა უნდა, საზეიმო განწყობაც, მაგრამ ის სლოგანი, რაც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - განაცხადა გოგი წულაიამ. 

საზოგადოება 1670613469

45
[ვიდეო] "დღეს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები იყვნენ "ნაცმოძრაობა" გამქრალი იქნებოდა" - ბონდო მძინარაშვილი მამუკა გუგეშაშვილს

"ახლა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ პატიმრები, ეგრე ჰყავდა სააკაშვილს საქართველოში პატიმრები," - ასე მიმართა ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მომხდარი სიტყვიერი კამათის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, მამუკა გუგეშაშვილს."ხელისუფლებაში მანიაკები მოდიან და მთელ ქვეყანას მართლაც მანიაკები დასხდნენ. ამას ვამბობდი სწორედ მაშინ... შემდეგ კი, რასაც ვამბობდი ის ასრულდა და ხელისუფლებაში მართლაც მანიაკები მოვიდნენ. ახლა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ პატიმრები, ეგრე ჰყავდა სააკაშვილს საქართველოში პატიმრები. როგორ ფიქრობთ, დღეს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობა" გამქრალი იქნებოდა," - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.რაც შეეხება მამუკა გუგეშაშვილს, მან ბონდო მძინარაშვილის აღნიშნულ განცხადებას შემდეგ რეპლიკით უპასუხა: - "მანიაკებს არასდროს არ დავარქმევ, არც ამ და არც წინა ხელისუფლებას. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება პუტინის დაქვემდებარებაშია." 

საზოგადოება 1670611220

სდსად
[ვიდეო] "სააკაშვილის გარდა, მთელ მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში 1300 ვიზიტორი არ ღირსებია!" - ბონდო მძინარაშვილი

"სააკაშვილის გარდა, მთელ მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში არ ღირსებია 1300 ვიზიტორი," - ეს განცხადება ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა.როგორც ბონდო მძინარაშვილმა გადაცემაში განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს არაფერი აწუხებს. მისვე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ადაპტაციური აშლილობა აქვს, რომელზეც საუბარი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნაშია."სააკაშვილს 30 წელია ვიცნობ. ის მე არც გუშინ დამინახავს პირველად და არც ტელევიზორიდან ვიცი მხოლოდ. მის შესახებ ბევრი ვიცი და სწორედ ამ 30 წლის წინ დაიწყო მან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილი ადრე იყო შებერტყილი, დღეს არის შეფერთხილი. ის ისეთი შებერტყილი იყო, რომ შევარდნაძესთან ურთიერთობა და მისი ფაქტორი პოლიტიკური კარიერის ასაწყობად მაქსიმალურად გამოიყენა. ეს  ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სააკაშვილს აბსოლუტურად არაფერი აწუხებს. ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მას აქვს ადაპტაციური აშლილობა. ეს ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის ოფიციალური განცხადებაა. ანუ, ამ დასკვნის თანახმად, ის ვერ ეგუება ციხეს და მის გონებაზე ცუდად აისახება შეზღუდულ გარემოში ყოფნა. აქვე ვიტყვი, რომ სააკაშვილის გარდა მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში არ ღირსებია 1300 ვიზიტორი," - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა. 

საზოგადოება 1670610118