„ზედაპირულობას და პოპულიზმს სანამ არ მოვრჩებით, არაფერი არ გვეშველება!" - გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

"სხვა დროსაც აღმინიშნავს, რომ ქართული ოპოზიციის პრობლემა ხელისუფლებასთან ოპონირების არასწორ სტრატეგიაში უფრო მდგომარეობს," - ასე ეხმაურება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე "ლელოს"ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ ფეისბუქ პოსტს, სადაც ხაზარაძე ირაკლი ღარიბაშვლის გამოსვლაში სიცრუეების აღმოჩენით იყო დაკავებული. 

ცუცქირიძე ამბობს, რომ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ სახელისუფლებო პოლიტიკასთან დაპირისპირებების უმეტესობა ციფრებით მანიპულირებაზეა დაფუძნებული და არა რეალურ ალტერნატიულ ხედვებზე.

"მათი დილემა რასწორ და წამგებიან პოზიციონირებასთან ერთად, ალტერნატიული ხედვის არქონაშიც მდგომარეობს. ერთადერთი რასაც ოპოზიცია სახელისუფლებო პოლიტიკას უპირისპირებს, ხშირად ცალკეული ციფრების მანიპულაციას უფრო წარმოადგენს. 

როგორც ჩანს ამ ტრადიციას არ ღალატობს ბატონი მამუკა ხაზარაძეც. გუშინ მან თავის კედელზე ერთი შეხედვით მეტად დამაინტრიგებელი პოსტი დადო, გამომწვევი სათაურით-ქართული ანდაზა - “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.” ამ საკითხზე კომენტარს არც ვაპირებდი, რომ არა თავად მისი შემოთავაზება აღნიშნულთან ქართველი ეკონომისტების შეფასება მაინტერესებსო და ვეცდები მის მიერ „ტყუილად „ წარმოსახული პასაჟები განვმარტო.

პირველი ტყუილი პრემიერის იმ განცხადებას ეხება, რომლის თანახმადაც 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე GDP $7,500 ვერ გახდება, რადგან 2021 წლის $ 5,015 დან ვერ გაიზრდება 2 წელიწადში 7500 აშშ დოლარამდეო ანუ რაც მარტივი გათვლებით 40 %-იანი ზრდის ტოლაფასიაო. აქვე განვმმარტავ, რომ უკვე მიმდინარე 2022 წლის ბოლოს მშპ მიაღწევს 72,2 მლრდ ლარს, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი საბიუჯეტო პარამეტრებითვე 6565 აშშ დოლარი იქნება, ანუ გაიზრდება 30 %-ით. რადგან ზრდის ეს მაჩვენებელი მისთვის არარეალისტურად მოჩანს, ავხსნი, რომ გარდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი აშშ დოლარში გაანგარიშებისას ასევე დამოკიდებულია წინა წელთან შედარებით ლარის აშშ დოლართან გაცვლით კურსზეც და არა მხოლოდ ეკონომიკის წლიური ზრდის პარამეტრზე ლარში. თუ ჩვენ ლარის გაცვლითი კურსის გამყარების დინამიკას მივიღებთ მხედველობაში, წლის ბოლოს ყველა პროგნოზით ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 2.70-2.72 ფარგლებში იქნება და წლის დასაწყისიდან 11 %-ით არის გამყარებული.

აქვე აღვნიშნავ, რომ მასაც იგივე შეცდომა მოდის რაც ფადი ასლის მოუვიდა, როდესაც პრემიერის ადრინდელ განცხადებაზე, რომ 2022 წლის ბოლოს თუ ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 5200 აშშ დოლარს ასცდებოდა რუსთაველზე ფეხშიშველა აპირებდა გავლას. ეს მომხიბვლელი პერსპექტივა ბატონ ასლის ჯერ კიდევ წინ ელოდება და იმედია სიტყვას უკან არ წაიღებს. აქვე შევახსენებ, რომ სავალუტო ფონდის საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზით, რომელიც როგორც წესი უფრო კონსერვატიულია, 2027 წელს ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 10 400 აშშ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2030 წლისათვის 15 000 აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც მაღალ შემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის შესაბამისია ანუ დღევანდელთან შედარებით გაორმაგდება! 

ახლა მეორე ტყუილად მიჩნეულ 100 000 ახალ სამუშაო ადგილზე, რასაც მისივე გათვლებით მინიმუმ 2 მილიარდი დოლარის რეალური ინვესტიციები დაჭირდებოდა ან 2000 საწარმო უნდა გახსნილიყო და თუ ეს ასეა მაშინ ქვეყანა 6 თვეში 100 000-მა ადამიანმა, რეალურმა სამუშაო ძალამ რატომ დატოვა, რიტორიკულ კითხვას სვამს ბატონი ხაზარაძე. სამუშაოდ უცხოეთში გასული ადამიანების რიცხვი ერთი შეხედვით კი მოჩანს შთამბეჭდავად ნეგატიურ კონტექსტში, თუმცა მსურს ავღნიშნო, რომ მათ შორის ტრადიციულად დიდია ე.წ სეზონურ სამუშაოზე გასული ადამიანების რიცხვი, ასევე სტუდენტები, რომლებიც აქ სწავლის პარალელურად მუშაობდენ და რომლებიც უცხოეთში მიდიან სწავლის გასაგრძელებლად. ამასთან, სამუშაოდ გასული ადამიანების დიდი ნაწილი ისევ უკანვე მალე ბრუნდება, რადგან ხშირად დაპირებული პირობები არ სრულდება და ცრუ მოლოდინების მსხვერპლი არიან! 

ეს რომ ასე არ იყოს, და დავუშვათ გადინების მყარი ვექტორი გვქონდეს, მაშინ საქსტატისვე მონაცემებით 2022 წლის მესამე კვარტალში არ გაგრძელდებოდა წლის დასაწყისში უმუშევრობის შემცირების დადებითი ტენდენცია და კიდევ უფრო თვალსაჩინო არ გახდებოდა, როდესაც ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15.6% შეადგინა!. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე არა მხოლოდ წინა წელთან შედარებით არის 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული, არამედ პანდემიამდელ მაჩვენებელთან მიმართებაში ანუ- 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა. რაოდენობრივად კი უმუშევართა რაოდენობა წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 60.1 ათასი კაცით შემცირდა და 250.7 ათასს გაუტოლდა.

ამასთან, როცა დავუშვათ უმუშევრობის შემცირება დაუსაქმებელი შრომის უნარიანი მოსახლეობის გადინების ხარჯზე, მაშინ დასაქმების ასეთი მაღალი ზრდა უბრალოდ ვერ იქნებოდა. დასაქმება მნიშვნელოვნად - 77.5 ათასით გაიზარდა და 1,358.6 ათასი შეადგინა, ხოლო პანდემიამდელ - 2019 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელს 47.4 ათასით გადააჭარბა. ამასთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრის-სამუშაო ძალა არა თუ გაიზრდებოდა, არამედ უფრო შემცირდებოდა. ჩვენ კი საპირისპიროს ვხედავთ, რომ ის ადამიანები ვინც ადრე ეკონომიკურ აქტივობაში არ მონაწილეობდნენ და არც სამსახურს ეძებდნენ, დღეს გადადიან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში და ამავე დროს საქმდებიან. მესამე კვარტალში სამუშაო ძალა 17.4 ათასით გაიზარდა და 1609.4 ათასი შეადგინა!. ესეც მიანიშნებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარამეტრზე, დასაქმება არ იზრდება მხოლოდ კერძო სექტორის ხარჯზე, სახელმწიფო პროგრამებმა განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ნაწილში და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი პირებისათვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის შემთხვევაში შეღავათების დაწესებამ, რომლებიც მანამდე სამუშაოს დაწყებისაგან თავს იკავებდნენ გაჭირვებული ოჯახებისათვის სოციალური დახმარების მოხსნის შიშით, თავისი პოზიტიური შედეგი უკვე აჩვენა. 

და ბოლოსთვის, ბატონი ხაზარაძე როცა წერს - ტყუილს სანამ არ მოვრჩებით, არაფერი გვეშველებაო, მეც პერიფრაზით დავასრულებ - ზედაპირულობას და პოპულიზმს სანამ არ მოვრჩებით, მართლა არაფერი არ გვეშველება!" - წერს გიორგი ცუცქირიძე. 

ცნობისათვის, მამუკა ხაზარაძემ მთავრობის მეთაურის გამოსვლა გააკრიტიკა და პრემიერ-მინისტრს ბრალი სიცრუეში დასდო. "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს" - ასეთ სათაურით გამოაქვეყნა მამუკა ხაზარაძემ პოსტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

უახლესი
ბელგოროდი
ბელგოროდში ნავთობის საცავი იწვის

 რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის ქალაქ ბორისოვკაში, 4 თებერვალს ღამით, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა - იწვის ნავთობის საცავი.ამის შესახებ RBC-Ukraine ადგილობრივ Telegram არხებზე დაყრდნობით იუწყება.მედიის ინფორმაციით, ცეცხლის ალი 50 მეტრამდე ადის.ნავთობის საწყობიდან გაჩენილმა ხანძარმა სერიოზულად დააზიანა ბორისოვის ხიდის ლითონის კონსტრუქციების ქარხანა.  გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა ყირიმის ხიდის ასაგებად ლითონის კონსტრუქციებს აწარმოებდა. 

მსოფლიო 1675472350

ხანძარი
უბედური შემთხვევა რუსთავში - ხანძარს 70 წლის ქალი ემსხვერპლა

რუსთავში ხანძარს ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.უბედური შემთხვევა , მარის არხის დასახლებაში მოხდა. ცეცხლი ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, სადაც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა. ის ადგილზევე დაიღუპა.ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტრო გამათბობელი სახელდება.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. დეტალებს გამოძიება დაადგენს.

საზოგადოება 1675471486

ფასფას
[ვიდეო] "ჩვენი უბედურება ვიღაცას უხარია, ამიტომ არ გავახაროთ არც ის, ვინც შენი შვილი მოკლა და არც ის, ვინც ჩვენი შვილები მოკლა" - ჯამბულ გამცემლიძე მალხაზ მაჩალიკაშვილს

"ჩვენი უბედურება ვიღაცას უხარია, ამიტომ არ გავახაროთ არც ის, ვინც შენი შვილი მოკლა და არც ის, ვინც ჩვენი შვილები მოკლა," - ასე მიმართა 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" გამართული დიალოგის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილს."ჩემი შვილის სასამართლო პროცესზე მკვლელს "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ერთ-ერთი ლიდერი იცავდა., რომელიც სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ მკვლელი გაეთავისუფლებინათ და ამბობდა, რომ მას მკვლელობაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღიაო. ამიტომ, არ მინდა რომ თქვენთან რაიმე პოლემიკაში შემოვიდე. იმიტომ, რომ ჩვენი უბედურება ვიღაცას უხარია, არ გავახაროთ არც ის, ვინც შენი შვილი მოკლა და არც ის, ვინც ჩვენი შვილები მოკლა," - განაცხადა ჯუმბერ გამცემლიძემ.მანამდე კი, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემაში პირდაპირ ჩართვისას განაცხადა: "ჩვენ რა გვაქვს გასაყოფი. ჩვენ ერთ სიმწარეს და ტკივილს გავდივართ. ამიტომ, ჩვენ რა გვაქვს გასაყოფი, არც არაფერი," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა." 

საზოგადოება 1675456702

ყრტყრტ
[ვიდეო] "შეკრებითობით იჭერდა ხალხს და თვითონ ციხეში ათი თვე ვერ ძლებს" - სოსო რობაქიძე ექსპრეზიდენტზე

"შეკრებითობით იჭერდა ხალხს და თვითონ ათი თვე ციხეში ვერ ძლებს," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" საქართველოს ექსპრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გააკეთა."ჩემი დის სახლი სპეცრაზმი გამომიგზავნეს და გვითხრეს დაგხოცავთ სულ ყველასო! - ამას ალალად გეუბნებით და შემიძლია განახვოთ ჩემი დის სახლის შესასვლელი, თუ როგორ ამოჭრეს. ის "დასვარკური" კარები დღემდე არის და ამ ფაქტს 30 მოწმე ჰყავს. სტალინი სხვას კი არაფერს აკეთებდა... ის თავის ხელით კი არ ხვრეტდა ადამიანებს, არამედ მას რეპრესიული მანქანა ჰქონდა შექმნილი და ყველამ იცოდა თუ რა უნდა გაეკეთებინა. იმას ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეკრებითობით იჭერდა ხალხს და თვითონ ათი თვე ციხეში ვერ ძლებს. 3 ფიცარი რომ მოგეპარა, 1 ფიცარზე 3 წელი იყო ციხე," - განაცხადა სოსო რობაქიძემ. 

საზოგადოება 1675455927

რწერ
[ვიდეო] "არც ოპოზიციის და არც მეორე მხარეს არ დავდგებოდი, თქვენგან განსხვავებით, რომ მცოდნოდა, თუ ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ მხარეს არ დავდგებოდი, თქვენგან განსხვავებით, რომ მცოდნოდა, თუ ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი," - ასე მიმართა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" გამართული დიალოგის დროს გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს.გადაცემის სტუმრებს შორის დიალოგი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მმართველობების დროს მომხდარ დანაშაულებზე საუბარს მოჰყვა."არც წინა და არც ამჟამინდელ ხელისუფლებას არ უნდა ჩაედინა ის სისასტიკეები, რაც ჩაიდინეს. ეს როგორც ორჯერ ორი - ოთხია, ისეა... მაგრამ რაც შეეხება საკითხს, თუ ვისთან მივედი და ვის დავუდექი გვერდით, როგორც უკვე აღვნიშნე, მე რომ მცოდნოდა ვინ იყო ჩემი შვილის მკვლელი, გვერდით არავის არ დავუდგებოდი, არც ოპოზიციას და არც მეორე მხარეს," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

საზოგადოება 1675455194

დგფ
[ვიდეო] "ქ-ნო ელისო, მე კი არ შევიცვალე პოზიცია, მევახშე ნათელაშვილმა შეიცვალა პოზიცია და სააკაშვილს შეეკრა" - სიტყვიერი დაპირისპირება "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში

"მერე რა მოხდა, ადამიანები პოზიციებს ხშირად იცვლიან. მასე თქვენც შეიცვალეთ პოზიცია და "ლეიბორისტული პარტია" დატოვეთ. ანუ, წლები გადის და ადამიანები პოზიციას იცვლიან, ისე როგორც თქვენ შეიცვალეთ," - ასე მიმართა "ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს "მემარცხენე ალიანსის" ლიდერს, სოსო შატბერაშვილს.მანამდე სოსო შატბერაშვილმა გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი დღეს აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი ჩანერგილი აგენტი იყო და ნანობს, რომ თანამდებობიდან არ მოხსნა, რასაც ელისო კილაძის გაღიზიანება მოჰყვა.ელისო კილაძის აღნიშნული განცხადების საპასუხოდ სოსო შატბერაშვილმა განმარტა, რომ "ლეიბორისტული პარტიის" დატოვება შალვა ნათელაშვილის გამო გადაწყვიტა, რომელიც მისივე თქმით, თავის დროზე "მიხეილ სააკაშვილს შეეკრა""ქ-ნო ელისო, მე კი არ შევიცვალე პოზიცია, მევახშე ნათელაშვილმა შეიცვალა პოზიცია და სააკაშვილს შეეკრა. თქვენ წარმოიდგინეთ და გუბაზ სანიკიძესთანაც ვმეგობრობდი, მაგრამ იმანაც პოზიცია შეიცვალა. ასევე, შალვა ხაჭაპურიძესთან, რომელთანაც ერთად დღე და ღამე აქციებზე ვიდექი, პოზიცია შეიცვალა და... ან როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი სხვა ადვოკატს ვერ იშოვიდა?! - მაინც და მაინც ვალერი გელბახიანი უნდა აეყვანა, რომელსაც დედა გარდაეცვალა და საზღვარზე არ შემოუშვეს, რომ დედის დაკრძალვას დასწრებოდა?! - ეს შეიძლება, რომ ადამიანმა მორალი დაკარგო... კაცმა, რომელმაც მშობლის დაკრძალვისთვის ქვეყანაშია რ შემოუშვა, მისი ადვოკატი გახდე?!" - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა. 

საზოგადოება 1675454339