"პანდემიის პერიოდში სკოლების დახურვის გამო, 12-წლიანი სწავლება ხარისხით შესაძლოა 7,4- წლიან სწავლებას გაუტოლდეს" - სებასტიან მოლინეუსი

სებასტიან მოლინეუსი

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სკოლების დახურვის გამო, 12-წლიანი სწავლება საქართველოში ხარისხით შესაძლოა 7,4- წლიან სწავლებას გაუტოლდეს. მოლინეუსი ამბობს, რომ სკოლების დახურვა განსაკუთრებულად მძიმე ეკონომიკური გარემოს მქონე ბავშვებზე აისახება.

„მსოფლიო ბანკის" პროგნოზით, კოვიდისგან გამოწვეულმა სკოლების დახურვამ, შესაძლებელია, 12-წლიანი სწავლება ხარისხით 7,4- წლიან სწავლებას გაუტოლოს. განსაკუთრებით, სკოლების დახურვა იმოქმედებს იმ მოსწავლეებზე, რომლებიც არიან არასახარბიელო ეკონომიკური გარემოდან.

შესაძლოა, სკოლების დახურვამ ასევე გამოიწვიოს საქართველოს შედეგის 8 ქულით შემცირება PISA-ს საერთაშორისო შეფასებებში. ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც კოვიდმა და კოვიდით გამოწვეულმა სკოლების დახურვამ მძიმე და მწვავე გავლენა მოახდინა განათლების ხარისხზე,“- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელი იმ ზარალის სრული შეფასება, რაც საგანმანათლებლო სისტემას შექმნილმა გარემომ მიაყენა.

„რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის შეფასება, თუ რა ზარალი მიადგა საგანმანათლებლო სისტემას კოვიდის პირობებში და ამის შემდგომ, მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამები დროულად მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, კურიკულუმმა უნდა უპასუხოს იმ ჩავარდნას, რომელიც განათლების სისტემას ბოლო 2 წლის განმავლობაში ჰქონდა. რა თქმა უნდა, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პროგრამების მორგება საჭიროებებზე, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის," - განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე "პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე" და მასში განათლების სფეროს ექსპერტები მონაწილეობენ.

უახლესი
14/06/2022
"იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება" - მოძრაობა "სირცხვილია"

მოძრაობა "სირცხვილიას", ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კვირას ღამეს რუსთაველზე გაათენებენ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება. "ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება.პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა.საჭირო ინფრასტრუქტურისა და რესურსების მობილიზებისთვის აუცილებელია გავიგოთ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც 3 ივლისის ღამეს რუსთაველზე გაატარებს, ამიტომ, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზე.მოგიწოდებთ, მოიმარაგოთ წყალი, საკვები, ელექტრონული მოწყობილობის დამტენები და სხვა საჭირო ნივთები, - წერს "სირცხვილია". სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისის აქციაზე გააჟღერა - ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნა, რომელიც ევროკავშირის 12 დავალებას შეასრულებს.

საზოგადოება 1656759507

სტუდენტები
"დღეს, როგორც არასდროს ევროპული ფასეულობების გარშემო გაერთიანების დროა" - სტუდენტებმა ევროპული მომავლისთვის პეტიცია შეიმუშავეს

სტუდენტური თვითმმართველობები ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ერთიანდებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სტუდენტებმა ევროპული მომავლისთვის პეტიცია შეიმუშავეს. პეტიციას  საქართველოში აკრედიტებული ყველა უნივერსიტეტის სტუდენტობა შეუერთდა. ხელმოწერის ცერემონია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტუდენტები ქვეყნის ევროპულ კურსს უჭერენ მხარს და  კარგად აქვთ გააზრებული ის როლიც, რაც მათ ინტეგრაციის გზაზე აკისრიათ. სტუდენტებმა თანატოლებს მოუწოდეს, არ იქცნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების იარაღად და საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნისთვის ისტორიული პროცესის წარმატებით დასრულებას.„ამ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი, სტუდენტების როლი, რომ რეკომენდაციების შესრულების გზაზე ქვეყანაში არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება, ძალადობა, ან რაიმე სხვა ტიპის პროვოკაცია. ეს მტრული ძალებისთვის საჩუქარი, ხოლო ჩვენი, ევროპული პესპექტივისთვის დიდი დარტყმა იქნება. ჩვენ, სტუდენტები ვიზიარებთ საქართველოს ევროპულ კურსს და ვმონაწილეობთ მის განმტკიცებაში.სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს თანატოლებს, არ გახდნენ იარაღი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხელში, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ისტორიულ მომავალს. დღეს, როგორც არასდროს ევროპული ფასეულობების გარშემო გაერთიანების დროა. სტუდენტებისა და ახალგაზრდების ამოცანა დეპოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის პირველი პუნქტის შესრულება, პოლიტიკური კლასის შერიგება უნდა იყოს და არა დაპირისპირების გაღვივება. გვჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რითაც თაობების საუკუნოვანი ნატვრა ახდება,“ - აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.

საზოგადოება 1656759319

შსს
შსს ​პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს

შსს ​პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.ამასთან, შსს მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან.„პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.მიმდინარე წლის პირველ ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოება 1656755544

პოლიცია
უბედური შემთხვევა თბილისში - მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა თბილისში - მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე. სავარაუდოდ, 80 წლამდე მოხუცების გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიაკაცია გახდა.ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საზოგადოება 1656754788

მიწისძვრა
საქართველო - რუსეთის საზღვრიდან 1 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

საქართველო - რუსეთის საზღვრიდან 1 კმ-ში თბილისის დროით 12:24 საათზე მიწისძვრა მოხდა.მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

საზოგადოება 1656754431

კაცი წყალში
(ვიდეო) "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, შემდეგ კი შადრევანში ჩახტა

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლიც წაიკიდა.შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა.მისი თქმით, არ უნდა ცოდვილ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლგბტქ ადამიანებს იცავენ. ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.ცნობისათვის, დღეს გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის "ალტ-ინფოს" ლიდერები ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას - ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ.  

საზოგადოება 1656753759