1653462537 • კონფლიქტი

ხინკლის ჭამის პირველი ჩემპიონატი მოსკოვში. ხინკლის ქსელი რუსეთის დედაქალაქში ხინკლის ჭამის ოფიციალური რეკორდის დაფიქსირებას გეგმავს. "ხინკლის ჭექა-ქუხილის" ტიტულისთვის 130 მონაწილე იბრძოლებს. შესარჩევი ეტაპი 15 თებერვლიდან 6 მარტამდე გაიმართება, საიდანაც ფინალისთვის 10 მონაწილე შეირჩევა. წესები მარტივია: ერთ წუთში უნდა მიირთვათ რაც შეიძლება მეტი „ქართული პელმენი“. ყოველი საკონკურსო დღის გამარჯვებულები კი 13 მარტს ფინალში შეხვდებიან, სადაც იგივე მოუწევთ, მაგრამ უკვე 2 წუთში. პრიზები სოლიდურია. გამარჯვებული 500 ათას რუბლს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული iPhone 13 Pro Max-ით დაჯილდოვდება, მესამე ადგილის მფლობელს კი ხინკლის ქსელში 50 ათასი რუბლის დეპოზიტი გადაეცემა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
1644478908
პოპულარული სიახლეები
1653591549

1653562104
"სააკაშვილის გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი"- პენიტენციური სამსახურისპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც უწყებაში განმარტავენ, სააკაშვილის გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი.ამასთან, უწყების ცნობით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ჩაუტარდა გეგმური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა.„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 25 მაისს, კლინიკა ,,ვივამედში“ ღამის საათებში, მსჯავრდებულ მ.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.აღნიშნულთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი კლინიკას საკითხის მოკვლევის მიზნით დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს 01:31 სთ-ზე მ. სააკაშვილთან გამოძახებულ იყო მორიგე ექიმი, რომელსაც პატიმარმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ -„დაკარგა გონება“.მ.სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა ვიტალური პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები - ნორმის ფარგლებშია. დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ - მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა.ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში.მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა”,- აღნიშნავენ უწყებაში.შეგახსენებთ, 25 მაისს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბრალდებულმა კლინიკაში გონება დაკარგა.
1653485429
“სააკაშვილისთვის გონების დაკარგვა მოსალოდნელი იყო იმიტომ, რომ ადამიანი 14 დღეა ვერ ჭამს"- გიული ალასანიაყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გონების დაკარგვა მოსალოდნელი იყო, რადგანაც ის 14 დღეა საკვებს ვერ იღებს.როგორც გიული ალასანიამ კლინიკა “ვივა მედში” მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის ალტერნატიული კონსილიუმის დაშვებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია.“გონების დაკარგვა მოსალოდნელი იყო იმიტომ, რომ ადამიანი 14 დღეა ვერ ჭამს და როდემდე გაძლებს ბოლოს და ბოლოს. ძალიან მძიმეა მდგომარეობა.ალტერნატიული კონსილიუმი, რომ დაუშვეს კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, და ველი შემდეგ ნაბიჯებს. ადამიანი გასაყვანია, რაც შეიძლება სწრაფად, რომ გადავარჩინოთ.მდგომარეობის გაუარესება მოსალოდნელია, რადგანაც შიმშილობის დღეები ემატება”, - განაცხადა ალასანიამ.ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან გაავრცელა ინფორმაცია, რომ გვიან ღამით ყოფილ პრეზიდენტს გონება დაეკარგა.
1653484437
ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა გვიან ღამით გონება დაკარგა„საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე და მასთან საუბრისას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მან, გუშინ, გვიან ღამით გონი დაკარგა, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია."წარმოდგენა არ გვინდა თუ რა შეიძლება მომხდარიყო, თუკი ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნებოდა. ახლა მიხეილ სააკაშვილი ნორმალურად არის იმ თვალსაზრისით, რომ ის სერიოზული პრობლემები, რაც მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს, არსად არ გამქრალა. იგივე მდგომარეობაშია, უბრალოდ გონების დაკარგვის შემდეგ მისი გონზე მოყვანა მოხერხდა და არის ისე, როგორც ადრე”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.მისივე განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან მათ ისაუბრეს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ექსპერტები დაშვებულნი იქნებიან კლინიკაში.დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილის საქმის მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა პენიტენიცურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ "ემპათიას" ექსპერტების დაშვება.
1653482111
"საელჩო მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით - აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში"- აშშ-ის საელჩო"30 წელია აშშ მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით და ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში",- ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ-ის საელჩო არსებული სასამართლოს პროგრამები სასამართლოს პროგრამებით.„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1653480613
"სააკაშვილს თავისუფლების ჰაერის ჩასუნთქვა სჭირდება, რომლის მიღწევაც მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი"- იაგო ხვიჩია„სააკაშვილს თავისუფლების ჰაერის ჩასუნთქვა სჭირდება, რომლის მიღწევაც მხოლოდ საზღვარგარეთ არის შესაძლებელი - საქართველოში მიხეილ სააკაშვილისთვის ჰაერის თავისუფლებაა ჩაკეტილი"- ეს პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.ამასთან, ხვიჩია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შემდეგ გახდება რეალისტური."ამ ქვეყანაში მისთვის რაღაცნაირად ჰაერის თავისუფლებაა ჩაკეტილი და მიხეილ სააკაშვილი სპეციფიკური ადამიანია და იგი ტყვეობაში ვერ გამოჯანმრთელდება. თუ ჩვენ მას გავისტუმრებთ საზღვარგარეთ, უნდა წავიდეს იქ სამკურნალოდ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ მგონია ეს რეალისტური, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება. ფაქტობრივად ჩვენ ამ მოთხოვნით ვითხოვთ, სასჯელის შეცვლას პატიმრობიდან პარტიის დაშლამდე“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.