კოვიდი
16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

16 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 586 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი. - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 605 პირი.ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 113 058 კვლევა ტესტით, მათ შორის 103 058 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 568 PCR ტესტი

1653375106

ზაზა წერეთელი
"ასეთი თავისებურებებით არის დახუნძლული ქართული ჯანდაცვის სისტემა" - ზაზა წერეთელი

 საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე წერს საკუთარ ფეისბუქ პოსტში ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის მრჩეველი ზაზა წერეთელი. წერეთელი ყურადღებას ქართული ჯანდაცვის რამდენიმე უცნაურობაზე ამახვილებს და კონკრეტულ მაგალითებს განიხილავს.„ქართული ჯანდაცვის თავისებურებები...თბილისური გაკვეთილები...1) ექიმი გეუბნება, რომ გამოგიწერა ელექტრონულად წამალი და აფთიაქში უნდა წარმოადგინო პირადობა, რომ წამალი მიიღო. აფთიაქში არავინ არაფერს გეკითხება, ისე გაძლევს წამალს...ელექტრონული რეცეპტი მუშაობს. 2) ტრანსპორტში და მეტროში ყოველ 5 წუთში გახსენებენ, რომ პირბადის გარეშე მგზავრობა არ შეიძლება. პირბადე არავის უკეთია და არც არავის ანაღვლებს ეს დარღვევა. პრევენცია და კრიტიკული სიტუაციის მართვა მუშაობს. 3) ყოფილი ჯანდაცვის მინისტრები და მოქმედი ინფექციონისტები იკრიბებიან, რათა მიეხმარონ თამბაქოს ინდუსტრიას უფრო მეტი ფული იშოვოს ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე. ასე უყურებენ ხალხის ჯანმრთელობას ეს წარმომადგენლები. ასეთი თავისებურებებით არის დახუნძლული ქართული ჯანდაცვის სისტემა,“- წერს ზაზა წერეთელი.

1653291174

მაიმუნის ჩუტყვავილა
სპეციალისტები მაიმუნის ჩუტყვავილას სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ

ჯანდაცვის ორგანოებისა და ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში „მაიმუნის ჩუტყვავილას“ სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.„მაიმუნის ჩუტყვავილას“ აშშ-ში, კანადაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაში დაფიქსირდა. აღნიშნული დაავადება ყველაზე მეტად გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის შორეულ ნაწილებში. დაავადების შემთხვევების რეგიონის გარეთ გავრცელება ხშირად დაკავშირებულია რეგიონში მოგზაურობასთან.დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, მაიმუნის ჩუტყვავილა იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ მსუბუქი ფორმისაა და რომლისგანაც ადამიანების უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება.ვირუსი ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის და ფართო საზოგადოებისთვის რისკი ძალიან დაბალია.

1653040439

ამირან გამყრელიძე
"ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპურ ჰეპატიტთან - საყურადღებოა, მაგრამ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ" - ამირან გამყრელიძე 

"ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპურ ჰეპატიტთან - საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ." - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.მისივე თქმით, ჰეპატიტთან დაკავშირებით საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში და ზედამხედველობის ქვეშ არის."თვალყურს ვადევნებთ და შესაბამისი საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში. მასალას დიაგნოსტიკისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამოგზავნიან. საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ.საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან. როგორც ამბობენ, მას იწვევს ადენოვირუსი. ეს არ არის არც "ა" და არც B ჰეპატიტი, "დელტა" და სხვა. სხვა გენეზის არის, ასევე არის შემთხვევა, როდესაც რთულად განვითარდა. ზედამხედველობას ვამყარებთ ამ ტიპის ჰეპატიტებზე."- აღნიშნავს გამყრელიძე.

1652791217

კორონა
9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

გასული ერთი კვირის (09.05-15.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 697 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 97 625 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 86 222, „პისიარ“ ტესტით – 11 403.7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.62%.წინა კვირის (02.05-08.05.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 984 პაციენტი, გარდაიცვალა რვა ადამიანი.

1652782580

ივანე ჩხაიძე
"ომიკრონი" თავისი მრავალრიცხოვანი ქვევარიანტებით წარმოადგენს რეალურ საფრთხეს ინფიცირების ახალი ტალღის დაწყებისთვის" - ივანე ჩხაიძე 

"როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, საუბარი იმაზე, რომ პანდემიის დასრულებას მოვახერხებთ, ძალიან ნაადრევია" - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.მისივე თქმით, პანდემიის დასრულების თაობაზე განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გლობალურად გაუმჯობესების ფონზე მიიღებს."პანდემიის მიმდინარეობა ქვეყანაში მკვეთრად შემცირებული და რაც მთავარია, სტაბილურია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში შემთხვევების მატება ახლა მიმდინარეობს. ასეთი ქვეყნებია როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. ჯამში, 60-დან 70-მდე ქვეყანაა, სადაც პანდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია. სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მაშინ, როდესაც არათანაბარი მდგომარეობა გვაქვს, საუბარი ერთ რომელიმე ქვეყანაში პანდემიის დასრულებაზე ნაადრევია. ალბათ, ეს არის დამოკიდებული გლობალურ შეფასებაზე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის პასუხისმგებელი, როგორც პანდემიის გამოცხადებაზე, ასევე პანდემიის დასრულებაზე. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გლობალურად გაუმჯობესების ფონზე, ამ განცხადების გაკეთება შეიძლება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს, რომელსაც არც გადატანილი აქვს კორონავირუსი და არც ვაქცინირებულია. ზუსტი ციფრის დასახელება რთულია, მაგრამ მათი რაოდენობა შესაძლებელია 500 ათასიდან 1 მილიონამდე იყოს, ამიტომ, როდესაც ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, საუბარი იმაზე, რომ პანდემიის დასრულებას მოვახერხებთ, ძალიან ნაადრევია." - განაცხადა ჩხაიძემ.რაც შეხება კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, ივანე ჩხაიძის თქმით, "არსებობს რისკი, რომ ეს ვარიანტები საქართველოშიც გამოჩნდეს.""ამ ჯგუფში რამდენიმე კვირის წინ 5 ვარიანტი იყო, მათ შორის საქართველოსთვის კარგად ცნობილი "ალფა", რომელმაც 20021 წლის მაისში ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღა გამოიწვია. „დელტა“ ვარიანტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მეოთხე და მეხუთე ტალღაზე და ყველაზე მძიმე ინფიცირების გამომწვევი "ომიკრონი". სულ რამდენიმე კვირის წინ ეს კლასიფიკაცია შეიცვალა, დარჩა მხოლოდ ორად ორი ვარიანტი- "დელტა", რომელიც ჯერ კიდევ ფიქსირდება რამდენიმე ქვეყანაში და "ომიკრონი", ოღონდ "ომიკრონის" ქვევარიანტები. სწორედ ეს არის ახლა მნიშვნელოვანი, "ომიკრონი" თავისი მრავალრიცხოვანი ქვევარიანტებით წარმოადგენს რეალურ საფრთხეს ინფიცირების ახალი ტალღის დაწყებისთვის." - განაცხადა ჩხაიძემ.მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინირებული გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 44%.

1652779986

შიდსი
"ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივ-თან ერთად" - 15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

"ჩვენ გვახსოვს, ჩვენ ვმოქმედებთ, ჩვენ ვცხოვრობთ აივ-თან ერთად" - 15 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნასთან დაკავშირებით  თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში აქცია გაიმართა.ექიმებმა სანთლები დაანთეს და ცაში ბუშტები გაუშვეს.  საქართველოში ეს დღე უკვე 26 წელია აღინიშნება.ამ დროისთვის, ამ ცენტრში რეგისტრირებულია 9 349 აივ ინფიცირებული. უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. 1 989 გარდაიცვალა.

1652601269

თენგიზ ცერცვაძე
"პანდემიის მართვაში სერიოზული ხარვეზები იყო" - თენგიზ ცერცვაძე

პანდემიის მართვაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ინტერვიუში. ცერცვაძე ამბობს, რომ ხარვეზები არსებობდა და ამაში დამნაშავე ჯანდაცვის სექტორთან ერთად პოლიტიკური ვითარებაც იყო.„პანდემიის მართვაში კი სერიოზული ხარვეზები იყო.პირველი ეს არის პირბადეების ტარების ძალიან დაბალი მაჩვენებელი. თუ ჩრდილოეთ ევროპაში 80-95% იყენებდა, საქართველოში ეს მაჩვენებელი სხვადასხვა დროს 28-45%-მდე იყო. მთავრობას რაღაც უნდა ექნა, კერძოდ, ან კონტროლის მექანიზმები უნდა გაეძლიერებინა, ან მეტად დაერწმუნებინა მოსახლეობა, რომ პირბადე აუცილებელია.მეორე ძალიან სერიოზული ნაკლი იყო დაბალი ვაქცინაცია. დღეს, ვაქცინირებულია მოსახლეობის მესამედი. მე პირბადეების ტარებაში უფრო ვხედავ ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას, ვიდრე ვაქცინაციაში. ვიცი, რომ ვაქცინაციისთვის ყველაფერი გააკეთა მთავრობამ. საუკეთესო ვაქცინები გვქონდა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები იყო. პირველი სამწუხარო შემთხვევის შემდეგ არცერთი ფატალური შემთხვევა არ გვქონია. ფინანსურ წახალისებას აკეთებდა, ღარიბი ქვეყანა ვართ ამაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინა?!მესამე ხარვეზი ქართული ტრადიციებიდან და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობდა, რაც ხალხმრავალი შეკრებები იყო. ნუ მოვახდენთ პოლიტიზაციას, ორივე მხარე თანაბრად სცოდავდა, როდესაც პოლიტიკური შეკრებები იყო და პირბადის ტარება არ ხდებოდა.რაც შეეხება ტრადიციულ ნაწილს, ჩვენ „ლოკდაუნების“ დროს უარს არ ვამბობდით ქორწილებსა და ქელეხებზე. შეიძლებოდა თუ არა საქართველოში პანდემიის უკეთ მართვით გარდაცვალების ნაკლები რაოდენობა გვქონოდა? - რა თქმა უნდა, შეიძლებოდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ცნობისათვის, ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში ამჟამად სტაბილურია. შესამჩნევად იკლო დადასტურებული შემთხვევების, ასევე პაციენტთა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებმა.

1652347883

თენგიზ ცერცვაძე
როდის დაიწყებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა "პაქსლოვიდის" მასობრივ გამოყენებას?" - თენგიზ ცერცვაძის განმარტება 

"პაქსლოვიდი“ კოვიდპაციენტებში ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის რისკებს 89%-ით ამცირებს. ამ ეტაპზე, ქვეყანაში მედიკამენტის მასობრივი გამოყენება არ დაწყებულა." - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ პრეპარატის გამოყენების შესახებ პირველად სამედიცინო რგოლთან საფუძვლიანი ტრენინგები უნდა ჩაატაროს, რადგან "ზოგმა ექიმმა მისი სიკეთე არ იცის და ფრთხილობენ.""პაქსლოვიდი" ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის რისკებს 89%-ით ამცირებს. ამ ეტაპზე, ქვეყანაში მედიკამენტის მასობრივი გამოყენება არ დაწყებულა. ჯანდაცვის სამინისტრო შეუთანხმდა ჯანმოს და უახლოეს პერიოდში ჩავატარებთ საფუძვლიან ტრენინგებს ჯანდაცვის პირველად რგოლთან, რათა „პაქსლოვიდს“ გაუშინაურდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლექციები წავიკითხეთ, არ არიან მიჩვეულები „პაქსლოვიდის“ გამოყენებას, ჯერ კიდევ უცხოა. ზოგმა, მისი სიკეთე არ იცის და ფრთხილობენ. იმისთვის, რომ კარგი მაჩვენებლები გარანტირებული გვქონდეს, „პაქსოლივიდი“ ერთ-ერთი მთავარი გარანტია. უახლოეს პერიოდში, „პაქსლოვიდზე“ ფართომასშტაბიანი ტრენინგები ჩატარდება. მას ისე ფართოდ გამოვიყენებთ, როგორიც არის „რემდესივირი“, ბარიციტინიბი“, მონოკლონური ანტისხეულები და "ტოცილიზუმაბი". ამის შემდეგ უფრო დაცულები ვიქნებით. მინდა შევპირდე მოსახლეობას, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამ პანდემიის სრულ ლიკვიდაციას, ან უფრო მეტი ალბათობით, პანდემიის იმ დონეზე შენარჩუნებას, რომ ყველა მოქალაქემ იგრძნოს თავი დაცულად, კოვიდმა ცხოვრების ხარისხზე გავლენა არ მოახდინოს." - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.

1652343735

20/02/2022
"დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა" - ზურაბ აზარაშვილი 

"ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა." - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში მოხდება გავრცელებული ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებისთვის, დიფერენცირებული - გაზრდილი კაპიტაციური დაფინანსების ამოქმედება, ტელემედიცინის შესაძლებლობების ფართოდ გამოყენება და დაფინანსების მექანიზმების იმგვარი მოდიფიცირება, რომ გარანტირებული იყოს პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა.„წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, სოფლის ექიმის პროგრამის მართვა გადავიდა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის პასუხისმგებლობაში და ამავდროულად გაიზარდა სოფლის ექიმების შრომის ანაზღაურება. სამედიცინო ჰოლდინგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას სოფლის ექიმების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ დრომდე მოხდა, 200-მდე სოფლის ამბულატორიისთვის, განახლებული სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

1652272300

მარიამ ჯიშკარიანი
"რატომ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა?" - მარიამ ჯიშკარიანის განმარტება

 ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა აუცილებელია.ჯიშკარიანი ეჭვის ქვეშ აყენებს ციხის სამკურნალო დაწესებულების მიერ დანიშნული მკურნალობის ეფექტურობას და ამბობს, რომ მკურნალობა არასწორად მიმდინარეობს."რატომ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა?1. იმიტომ რომ, აუცილებელია ინტენსიური მკურნალობა, კვებითი აღდგენითი თერაპია, ნეიროპათიის, ვერნიკე - კორსაკოვის მკურნალობა.2. დისტრესული სიტუაციის შეცვლა, ვინაიდან 7 თვე არ არის მკურნალობა ადეკვატური.რაც შეეხება ანორექსიას - ეს სისულელეა, როცა კვებითი აღდგენითი თერაპია მცდარად წარიმართა. შფოთვას და დეპრესიას მიაწერო რომ არ იკვებება - სიშტერეა უზარმაზარი,“- წერს „ემპათიას“ ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე მეშვიდე თვეა პატიმრობაში იმყოფება. პროკურატურა სააკაშვილს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ედავება. ექსპრეზიდენტის ოჯახი და მხარდამჭერები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და მის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ. 

1652096231

დიალიზი
მესტიაში დიალიზის თერაპია უკვე ხელმისაწვდომია - ბენეფიციარებს ზუგდიდში ჩასვლა აღარ მოუწევთ

მესტიაში დიალიზის თერაპია უკვე ხელმისაწვდომია - ბენეფიციარები, რომლებსაც  ამ სერვისის მისაღებად, ზუგდიდში ჩასვლა, ან თბილისში საცხოვრებლად გადასვლა უწევდათ, მომსახურებას ადგილზე მიიღებენ. დიალიზის თერაპიისთვის,  მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო აღიჭურვა.ბენეფიციარებს, პირველ ეტაპზე, რუხის კლინიკის ექიმები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი, მათ სამინისტროს მიერ, სპეციალურად გადამზადებული კადრები ჩაანაცვლებენ.  სერვისის დანერგვასთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი.ზურაბ აზარაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, დიალიზის თერაპია თიანეთში, ყაზბეგში, ამბროლაურსა და სხვა მუნიციპალიტეტებშიც იქნება ხელმისაწვდომი.  ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1651912235