"თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი" - თენგიზ ცერცვაძე

ჯანდაცვა 1660927334
თენგიზ ცერცვაძე

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი," – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის წერილში.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძე წერილში ამბობს, რომ ბოლო თვეებში მატების შემდეგ მსოფლიოში შეინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილიზაცია.

„დღეში საშუალოდ ფიქსირდება ერთ მილიონამდე COVID-19-ის ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის.

საქართველოში ბოლო თვეებში COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების შემდეგ ადგილი აქვს სტაბილიზაციას კლების ტენდენციით ასე მაგალითად, ბოლო კვირაში ქვეყანაში დაფიქსირდა 12 338 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობა იყო 12 729. ეს კარგია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ ექვსი შემთხვევა, ხოლო წინა კვირაში – რვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 1 700-1 800 COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.06%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 არსად წასულა და სავარაუდოდ იგი კარგად ხანს შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, შესაბამისად ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-19-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვლავების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და ამით თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე.

სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, კერძოდ: ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი როგორიცაა გერმანია, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი – COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ 1%-ზე ნაკლებია (0.98%), რაც მსოფლიოს 110 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ და აღიზიანებთ ქვეყანაში COVID-19-ის სიტუაციის სტაბილურობა და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებელი. ისინი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აცხადებენ (ძირითადად სოციალურ ქსელებში), რომ თითქოს ქვეყანაში არ არის COVID-19-ის შემთხვევების ზუსტი აღრიცხვა?! მონაცემები არ ქვეყნდება?! გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები არ არის გამჭვირვალე?! არ შეესაბამება სინამდვილეს?! და ა.შ. ბოღმიან ადამიანებს რა გამოლევს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის ტყუილი, უფრო მეტიც დიდი ტყუილი.

საქართველოში პანდემიის პირველი დღეებიდან დღემდე COVID-19-ის შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვა ხდებოდა და ხდება ზედმიწევნით ზუსტად და გამოქვეყნებული შედეგები იყო და არის ზედმიწევნით გამჭვირვალე და სწორი. მართალია ბოლო პერიოდში მონაცემები ყოველდღე არ ქვეყნდება, მაგრამ რეგულარულად ქვეყნდება კვირაში ერთხელ (რაც სავსებით საკმარისია) და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინსტიტუციები (Institute for Health Metrics and Evaluation და სხვა), რომლებიც დეტალურად აკვირდებიან და სწავლობენ ქვეყნებში არსებულ COVID- სიტუაციას და გამოქვეყნებული მონაცემების სისწორეს, ცალსახად მიიჩნევენ, რომ საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სარწმუნოა, კერძოდ: სადღეისოდ საქართველოსთვის გამოქვეყნებული მონაცემების სარწმუნოობის ინდექსი შეადგენს 1.07-ს (1.0 ნიშნავს 100%-იან აბსოლუტურ სარწმუნოებას) და ამ მაჩვენებლით (მონაცემების სანდოობით) საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების პირველ ათეულშია.

კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას, რომ ომიკრონის შტამებით გამოწვეული COVID-19-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID-19-ზე ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-19-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

მინდა, დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი და/ან რემდესივირი ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

უახლესი
სფასფ
როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი - "შაბათის ფორმულა" ექსკლუზიურ ფოტოებს ავრცელებს

"შაბათის ფორმულა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს ექსკლუზიურად ავრცელებს.როგორც 10 დეკემბრის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ერთი თვის წინ კლინიკა "ვივამედშია გადაღებული. ასევე, გადაცემის ანონსის თანახმად, ახლა ექსპრეზიდენტი 10 კილოგრამით ნაკლებს იწონის.

საზოგადოება 1670616624

სფსფ
[ვიდეო] "ვფიქრობ, სააკაშვილს უფრო დარდი კლავს! - ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა" - ლაშა ამირეჯიბი

ანალიტიკოსი ლაშა ამირეჯიბი "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ არის."როგორც ამბობენ, საკვებს არ იღებს, ან თუ იღებს, ეს არ ხდება დროულად, მაგრამ საქმეც ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ის დროულად იკვებება თუ არა, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა. იმასაც ფიქრობს, რომ პრაქტიკულად გადააგდეს და სულ ტყუილად შემოუშვეს ამ ქვეყანაში. მას ეგონა, რომ მალე გაათავისუფლებდნენ, თუ იმ დავალებას შეასრულებდა, რაც დავალებული ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ვფიქრობ, რომ მას უფრო დარდი კლავს," - განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა. 

საზოგადოება 1670615784

ტყრტ
[ვიდეო] "უკრაინაში მყოფი მებრძოლები გმირები არიან! - ჩვენ კი, საწყლები ვართ, ასეთ ხელისუფლებას, რომ ვიტანთ" - გოგი წულაია

პოლიტიკოსი გოგი წულაია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საწყალია ყველა ქართველი ვინც ამ ხელისუფლებას იტანს.""უღირსი საქციელია, როდესაც ასეთ რაღაცას ამბობს ხელისუფლება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიშას მხარდასაჭერად ვერ შეაგროვა ხალხი და ომისთვის შეაგროვებს?! - ან ასეთ უღირს განცხადებას, როგორ აკეთებენ ადამიანებზე, რომლებიც უკრაინაში თავს ტყვიას უშვერენ. მართლა, არ ვიცი, ასეთ მებრძოლებზე ცუდ სიტყვებს როგორ უნდა ამბობდეს ვინმე. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში მყოფი მებრძოლები გმირები არიან და ჩვენ ვართ საწყლები ასეთ ხელისუფლებას, რომ ვიტანთ. საწყალი ვარ მე, ამ ხელისუფლებას რომ ვიტან და საწყალია ყველა ქართველი ვინც ამ ხელისუფლებას იტანს," - განაცხადა გოგი წულაიამ. 

საზოგადოება 1670615093

სდჰაკგდუიქწ
[ვიდეო] "რა სლოგანიც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - გოგი წულაია

"რა სლოგანიც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - ეს განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების შესახებ საუბრისას გააკეთა."საერთოდ, ადამიანი ყოველთვის იმედიანად ხარ და როდესაც გამარჯვების იმედიც აქვს, იქ "ნაძვის ხის" ანთებაც ინება და რა თქმა უნდა, საზეიმო განწყობაც, მაგრამ ის სლოგანი, რაც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - განაცხადა გოგი წულაიამ. 

საზოგადოება 1670613469

45
[ვიდეო] "დღეს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები იყვნენ "ნაცმოძრაობა" გამქრალი იქნებოდა" - ბონდო მძინარაშვილი მამუკა გუგეშაშვილს

"ახლა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ პატიმრები, ეგრე ჰყავდა სააკაშვილს საქართველოში პატიმრები," - ასე მიმართა ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მომხდარი სიტყვიერი კამათის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, მამუკა გუგეშაშვილს."ხელისუფლებაში მანიაკები მოდიან და მთელ ქვეყანას მართლაც მანიაკები დასხდნენ. ამას ვამბობდი სწორედ მაშინ... შემდეგ კი, რასაც ვამბობდი ის ასრულდა და ხელისუფლებაში მართლაც მანიაკები მოვიდნენ. ახლა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ პატიმრები, ეგრე ჰყავდა სააკაშვილს საქართველოში პატიმრები. როგორ ფიქრობთ, დღეს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობა" გამქრალი იქნებოდა," - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.რაც შეეხება მამუკა გუგეშაშვილს, მან ბონდო მძინარაშვილის აღნიშნულ განცხადებას შემდეგ რეპლიკით უპასუხა: - "მანიაკებს არასდროს არ დავარქმევ, არც ამ და არც წინა ხელისუფლებას. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება პუტინის დაქვემდებარებაშია." 

საზოგადოება 1670611220

სდსად
[ვიდეო] "სააკაშვილის გარდა, მთელ მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში 1300 ვიზიტორი არ ღირსებია!" - ბონდო მძინარაშვილი

"სააკაშვილის გარდა, მთელ მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში არ ღირსებია 1300 ვიზიტორი," - ეს განცხადება ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა.როგორც ბონდო მძინარაშვილმა გადაცემაში განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს არაფერი აწუხებს. მისვე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ადაპტაციური აშლილობა აქვს, რომელზეც საუბარი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნაშია."სააკაშვილს 30 წელია ვიცნობ. ის მე არც გუშინ დამინახავს პირველად და არც ტელევიზორიდან ვიცი მხოლოდ. მის შესახებ ბევრი ვიცი და სწორედ ამ 30 წლის წინ დაიწყო მან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილი ადრე იყო შებერტყილი, დღეს არის შეფერთხილი. ის ისეთი შებერტყილი იყო, რომ შევარდნაძესთან ურთიერთობა და მისი ფაქტორი პოლიტიკური კარიერის ასაწყობად მაქსიმალურად გამოიყენა. ეს  ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სააკაშვილს აბსოლუტურად არაფერი აწუხებს. ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მას აქვს ადაპტაციური აშლილობა. ეს ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის ოფიციალური განცხადებაა. ანუ, ამ დასკვნის თანახმად, ის ვერ ეგუება ციხეს და მის გონებაზე ცუდად აისახება შეზღუდულ გარემოში ყოფნა. აქვე ვიტყვი, რომ სააკაშვილის გარდა მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში არ ღირსებია 1300 ვიზიტორი," - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა. 

საზოგადოება 1670610118