სააკაშვილი სასამართლო
პატიმრობა თუ სასჯელის გადავადება - გიორგი არველაძე მიხეილ სააკაშვილის განაჩენს 6 თებერვალს გამოუტანს

საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის განაჩენს 6 თებერვალს გამოაცხადებს.პატიმრობა თუ სასჯელის გადავადება - რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე გიორგი არველაძე  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.6 თებერვალს მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს.

1675500503

სააკაშვილის სასამართლო
მოსამართლე სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ექსპერტის, ეკა ჩავლეიშვილის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის, ეკა ჩავლეიშვილის აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა.შუამდგომლობის მიხედვით, სააკაშვილის ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი აცხადებდა, რომ მოწმე ობიექტური არ არის, ვინაიდან მან არასწორად შედგენილ დასკვნას მოაწერა ხელი. "ქალბატონი ეკა ჩავლეიშვილი 2014 წლის 1-ელ ოქტომბერს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შედგენაში მონაწილეობდა. ერთ-ერთმა შემდგენმა პირმა აპრილში დაწერა, რომ ნაკლებად მძიმე დაზიანება იყო, შემდეგ იმავე ექსპერტთან ერთად ქალბატონმა ჩავლეიშვილმა დაწერა, რომ მძიმე დაზიანება იყო...სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის მესამე მუხლის დარღვევით ჩატარებულ ექსპერტიზაში მიიღო მონაწილეობა. არასწორად შედგენილ დასკვნას მოაწერა ხელი იმ მხრივ, რომ არც თარგმანი არ იცოდა რომას რაიუდისმა, არც აქ არ იყო, არც ლიცენზია ჰქონდა. ეს მიგვითითებს, რომ ქალბატონი მოწმე არის არაობიექტური პირი. ამავე საქმეში ჩატარებულ ერთ-ერთ ექსპერტიზას უკვე აწერს ხელს, რითაც ბრალი დაუმძიმდა განსასჯელს. ის მანიპულაციები, რაც მოჰყვა ამ მეორე ექსპერტიზის ჩატარებას, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ამგვარ ექსპერტს არ ვენდოთ“, - აღნიშნა ადვოკატმა და დასძინა, რომ „დაინტერესებული, შეკვეთილი ექსპერტია, გამყალბებელი“.როგორც მოსამართლე გიორგი არევაძემ გადაწყვეტილების თაობაზე განმარტა, მოწმის აცილების საფუძველი ამ ეტაპზე, არ არსებობს."ის, რომ ქალბატონმა ეკამ მონაწილეობა მიიღო იმ ექსპერტიზის ჩატარებაში, რომელიც არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებად იყო გამოყენებული მსჯავრებულის მიმართ, არ არის აცილების საფუძველი. არგუმენტები, რაც ბრძანეთ, მოსაზრების დონეზე იყო“, - აღნიშნავს არევაძე.ამ წუთებში, სასამართლოში პენიტენციური დეპარტამენტის მოწმის, ექსპერტ ეკა ჩავლეიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს.

1675432140

 ნინო ნადირაძე
"სააკაშვილისთვის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის - ის ვერ ეგუება იმ გარემოს, არ შეუძლია“- ნინო ნადირაძე

"სააკაშვილისთვის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის - ის ვერ ეგუება იმ გარემოს, არ შეუძლია“- განაცხადა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ პროცესზე, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით მსჯელობენ. რაც შეეხება რეანიმაციაში გადაყვანას, როგორც ნადირაძე ამბობს, ეს თავად მიხეილ სააკაშვილის სურვილი იყო, თუმცა რაც შეიტყო რომ ამის მერე მნახველები აღარ ეყოლებოდა, უარი განაცხადა. „რეანიმაციაზე საუბარი არის მუდმივად. აი, როდესაც სასამართლო პროცესი იყო, გადამიყვანეთ რეანიმაციაშიო. აუხსნეს, რომ კი, ბატონო, მას მართალია რეანიმაციული პარამეტრები არ აქვს, მაგრამ თუ ასე დაჟინებით ითხოვს, არის VIP პაციენტი და რომ ავიცდინოთ დარტყმები და ლანძღვები, ძირითადად უხმოდ მორჩილებაში ვართ, ანუ ფაქტობრივად, ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. როცა ავუხსენით, რომ იქ ვერ შევა ადვოკატი, ვერ შევა დედა, ვერ შევა მნახველი და იქ მძიმე სურათია, უცებ გადაიფიქრა.როგორ გითხრათ არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად არის დამანგრეველი. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები, მე დღესაც ვაცხადებ და დღესაც მიმაჩნია, რომ მისთვის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის - ის ვერ ეგუება იმ გარემოს, არ შეუძლია“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ."სააკაშვილისთვის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის - ის ვერ ეგუება იმ გარემოს, არ შეუძლია“

1675418700

დაკავება
სამართალდამცავებმა პოლიციელისა და ორი მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ბრალდებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი - 2003 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს.განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა ორ პირს."დ.დ.-მ ასევე დაჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი - 1985 წელს დაბადებული ზ.გ., რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდა და შემთხვევის ადგილზე მივიდა. ბრალდებულმა მიმალვა შეძლო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სამივე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ დ.დ., ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავა. სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 118-ე და 353 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1675413120

უკრაინა ომი
ომის დაწყების დღიდან, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით, 129 870 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა

ომის დაწყების დღიდან, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაახლოებით, 129 870 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინა, მათ შორის 840 ჯარისკაცი მხოლოდ ბოლო დღეს.ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი.გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს მტრის 3215 ტანკი, 6388 ჯავშანტექნიკა, 2215 საარტილერიო სისტემა, 460 MLRS, 222 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 294 თვითმფრინავი, 284 შვეულმფრენი, 1952 უპილოტო საფრენი აპარატი, 796 საკრუიზო რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5068 მანქანა და საწვავის სატვირთო მანქანა და 202 ცალი სპეცტექნიკა.

1675411500

საქალაქო სასამართლო
სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.სხდომას სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დისტანციურადაც არ ესწრება.დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედის" გენერალური დორექტორი ნინო ნადირაძე დაიკითხება. დღეს დაიწყო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარი მოწმეების დაკითხვა.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

1675411319

პროკურატურა
პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულებისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულებისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე ინფორმაციას ავრცელებს.როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ განიზრახეს ნ.კ.-ს მოკვლა, რისთვისაც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და იქირავეს ავტომობილი. 2021 წლის 15 სექტემბერს, მსჯავრდებულები ვ.ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე პირად საქმეზე მისულ ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნ.კ.-ს. სროლის დასრულების შემდეგ, ა.ჭ. და გ.კ., ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულებს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, უცვლელად ძალაში დარჩა და ა.ჭ.-ს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.კ.-ს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით, გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

1675340406

პოლიცია
კასპის მუნიციპალიტეტში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადამიანის ქვედა კიდურები იპოვეს. ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს. ლამისყანაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი სავარაუდოდ გარეულმა ცხოველმა შეჭამა. მერის წარმომადგენელი გიორგი ჭიხინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადამიანი გარეულმა ცხოველმა დაგლიჯა. ადგილობრივებმა ნანახის შესახებ პოლიციას აცნობეს.შსს-მ გამოძიება სსკ-ს 116 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

1675339860

კვარაცხელია  ჭელიძე
სააპელაციო სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები დამნაშავეებად ცნო - მათ 17 და 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო, რითაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.შესაბამისად, აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ორივე მსჯავრდებული.აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მსჯავრდებულებიდან ბრალს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს.ცნობისთვის, 2022 წლის 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17, გიორგი კავილაძეს კი, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

1675329981

68 წლის ქალი
თანასოფლელი მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული 68 წლის ქალი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ხმათა უმრავლესობით დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარეს და დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2022 წლის 10 ივლისს, სოფელ კარბში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ქვა ესროლა, რის შედეგადაც განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა.ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

1675329600

საქალაქო სასამართლო
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი დღესაც გადაიდო.სხდომა 18 თებერვალს, 11:00 საათზე ჩატარდება.სასამართლო პროცესზე მოსამართლემ დარბაზში შეკრებილებს პენიტენციური სამსახურიდან ოქმი, კლინიკა "ვივამედიდან" კი ცნობა გააცნო, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების ნებართვა არ ეძლეოდა, თავად სააკაშვილი კი სხდომაზე დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებდა.ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

1675326765

შსს
საქართველოში 2022 წელს ჩადენილი დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის ფაქტები

გასულ წელს საქართველოში 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავმა ორგანოებმა 3 3805 ფაქტი (62.1%) გახსნეს.კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი - 15 862 შემთხვევა (გაიხსნა 8477) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 4106 (გაიხსნა 3586) და მუქარის 3699 (გაიხსნა 3280) ფაქტი.ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 1470 შემთხვევა, საიდანაც 212 გაიხსნა. მათ შორისაა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, შესაბამისად, 42 და 32 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა ჯამში 68 გახსნეს. ამასთან, აღირიცხა მკვლელობის მცდელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, შესაბამისად, 74 და 47 შემთხვევა, საიდანაც ჯამში 117 დანაშაული გაიხსნა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 1070 შემთხვევა - გაიხსნა 21. გარდა ამისა, დაფიქსირდა 2417 სატრანსპორტო დანაშაული.რაც შეეხება სხვა სახის დანაშაულებს, სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:გაუპატიურება - 176, გაიხსნა 123; ნარკოტიკული დანაშაული - 5471, გაიხსნა 5170; სამოხელეო დანაშაული - 577, გაიხსნა 162; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა - 68, გაიხსნა 46.აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 3.39%-ით არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 2021 წლის იანვარ-ივლისში სამართალდამცავმა ორგანოებმა აღრიცხული 56343 დანაშაულიდან 49.82% გახსნეს.

1675321560