დავით გარეჯის საქმეზე დღეს სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხება

დავით გარეჯი

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დღეს სხდომა გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხება. 

როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება მოწმე, რომელიც 1996-1998 წლებში იყო სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის თავმჯდომარე.

პროკურორის თქმით, ამ მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ საქართველომ თავისი პოზიცია საზღვრის ხაზის გამავლობასთან დაკავშირებით შეადგინა დოკუმენტის სახით და გაცვალა მეორე სახელმწიფოსთან 1996 წელს და 2006 წელს.

"ეს დოკუმენტები უშუალოდ შეადგინეს ბრალდებულებმა 1996 წელს. ბრალდებულებმა 1996 წელს შედგენილ დოკუმენტში დაფიქსირებული პოზიცია 2005, 2006, 2007 წლებში უარყვეს, შეეწინააღმდეგნენ საკუთარ თავს და შეათანხმეს საქართველოს საზიანოდ. ყველა სხვა დოკუმენტს, რუკას და მასალას რომ თავი დავანებოთ, საკუთარ პოზიციებს შეეწინააღმდეგნენ, რაც ჰქონდათ დაფიქსირებული 1996 წელს. აქედან გამომდინარე, ამ მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანი იქნება, მათ შორის იმ კონტექსტში, თუ რა იყო საქართველოს პოზიციის ჩამოყალიბების საფუძველი დავით გარეჯის კონკრეტულ მონაკვეთებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე იქნება ბუნებრივია, რადგან დავით გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით დოკუმენტებშიც არის დაფიქსირებული, რომ ძეგლთა დაცვის სამმართველოსთან ანუ მარტივად, რომ ვთქვათ სხვა უწყებებისგან იღებდნენ კონკრეტულ ინფორმაციას, პოზიციებს და ამით ამყარებენ საკუთარ პოზიციას ხაზის გამავლობასთან დაკავშირებით. ამის საპირისპიროდ, უკვე 2006 წელს აბსოლუტურად სხვანაირად შეთანხმდა ეს ნაწილი, ანუ შეეწინააღმდეგენ როგორც საკუთარ პოზიციას, ასევე მთლიან სახელმწიფოს პოზიციას“, – განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. კერძოდ, მელაშვილს და ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს."

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

უახლესი
ბელგოროდი
ბელგოროდში ნავთობის საცავი იწვის

 რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის ქალაქ ბორისოვკაში, 4 თებერვალს ღამით, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა - იწვის ნავთობის საცავი.ამის შესახებ RBC-Ukraine ადგილობრივ Telegram არხებზე დაყრდნობით იუწყება.მედიის ინფორმაციით, ცეცხლის ალი 50 მეტრამდე ადის.ნავთობის საწყობიდან გაჩენილმა ხანძარმა სერიოზულად დააზიანა ბორისოვის ხიდის ლითონის კონსტრუქციების ქარხანა.  გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა ყირიმის ხიდის ასაგებად ლითონის კონსტრუქციებს აწარმოებდა. 

მსოფლიო 1675472350

ხანძარი
უბედური შემთხვევა რუსთავში - ხანძარს 70 წლის ქალი ემსხვერპლა

რუსთავში ხანძარს ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.უბედური შემთხვევა , მარის არხის დასახლებაში მოხდა. ცეცხლი ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, სადაც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა. ის ადგილზევე დაიღუპა.ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტრო გამათბობელი სახელდება.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. დეტალებს გამოძიება დაადგენს.

საზოგადოება 1675471486

ფასფას
[ვიდეო] "ჩვენი უბედურება ვიღაცას უხარია, ამიტომ არ გავახაროთ არც ის, ვინც შენი შვილი მოკლა და არც ის, ვინც ჩვენი შვილები მოკლა" - ჯამბულ გამცემლიძე მალხაზ მაჩალიკაშვილს

"ჩვენი უბედურება ვიღაცას უხარია, ამიტომ არ გავახაროთ არც ის, ვინც შენი შვილი მოკლა და არც ის, ვინც ჩვენი შვილები მოკლა," - ასე მიმართა 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" გამართული დიალოგის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილს."ჩემი შვილის სასამართლო პროცესზე მკვლელს "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ერთ-ერთი ლიდერი იცავდა., რომელიც სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ მკვლელი გაეთავისუფლებინათ და ამბობდა, რომ მას მკვლელობაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღიაო. ამიტომ, არ მინდა რომ თქვენთან რაიმე პოლემიკაში შემოვიდე. იმიტომ, რომ ჩვენი უბედურება ვიღაცას უხარია, არ გავახაროთ არც ის, ვინც შენი შვილი მოკლა და არც ის, ვინც ჩვენი შვილები მოკლა," - განაცხადა ჯუმბერ გამცემლიძემ.მანამდე კი, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემაში პირდაპირ ჩართვისას განაცხადა: "ჩვენ რა გვაქვს გასაყოფი. ჩვენ ერთ სიმწარეს და ტკივილს გავდივართ. ამიტომ, ჩვენ რა გვაქვს გასაყოფი, არც არაფერი," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა." 

საზოგადოება 1675456702

ყრტყრტ
[ვიდეო] "შეკრებითობით იჭერდა ხალხს და თვითონ ციხეში ათი თვე ვერ ძლებს" - სოსო რობაქიძე ექსპრეზიდენტზე

"შეკრებითობით იჭერდა ხალხს და თვითონ ათი თვე ციხეში ვერ ძლებს," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" საქართველოს ექსპრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გააკეთა."ჩემი დის სახლი სპეცრაზმი გამომიგზავნეს და გვითხრეს დაგხოცავთ სულ ყველასო! - ამას ალალად გეუბნებით და შემიძლია განახვოთ ჩემი დის სახლის შესასვლელი, თუ როგორ ამოჭრეს. ის "დასვარკური" კარები დღემდე არის და ამ ფაქტს 30 მოწმე ჰყავს. სტალინი სხვას კი არაფერს აკეთებდა... ის თავის ხელით კი არ ხვრეტდა ადამიანებს, არამედ მას რეპრესიული მანქანა ჰქონდა შექმნილი და ყველამ იცოდა თუ რა უნდა გაეკეთებინა. იმას ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეკრებითობით იჭერდა ხალხს და თვითონ ათი თვე ციხეში ვერ ძლებს. 3 ფიცარი რომ მოგეპარა, 1 ფიცარზე 3 წელი იყო ციხე," - განაცხადა სოსო რობაქიძემ. 

საზოგადოება 1675455927

რწერ
[ვიდეო] "არც ოპოზიციის და არც მეორე მხარეს არ დავდგებოდი, თქვენგან განსხვავებით, რომ მცოდნოდა, თუ ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ მხარეს არ დავდგებოდი, თქვენგან განსხვავებით, რომ მცოდნოდა, თუ ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი," - ასე მიმართა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" გამართული დიალოგის დროს გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს.გადაცემის სტუმრებს შორის დიალოგი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მმართველობების დროს მომხდარ დანაშაულებზე საუბარს მოჰყვა."არც წინა და არც ამჟამინდელ ხელისუფლებას არ უნდა ჩაედინა ის სისასტიკეები, რაც ჩაიდინეს. ეს როგორც ორჯერ ორი - ოთხია, ისეა... მაგრამ რაც შეეხება საკითხს, თუ ვისთან მივედი და ვის დავუდექი გვერდით, როგორც უკვე აღვნიშნე, მე რომ მცოდნოდა ვინ იყო ჩემი შვილის მკვლელი, გვერდით არავის არ დავუდგებოდი, არც ოპოზიციას და არც მეორე მხარეს," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

საზოგადოება 1675455194

დგფ
[ვიდეო] "ქ-ნო ელისო, მე კი არ შევიცვალე პოზიცია, მევახშე ნათელაშვილმა შეიცვალა პოზიცია და სააკაშვილს შეეკრა" - სიტყვიერი დაპირისპირება "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში

"მერე რა მოხდა, ადამიანები პოზიციებს ხშირად იცვლიან. მასე თქვენც შეიცვალეთ პოზიცია და "ლეიბორისტული პარტია" დატოვეთ. ანუ, წლები გადის და ადამიანები პოზიციას იცვლიან, ისე როგორც თქვენ შეიცვალეთ," - ასე მიმართა "ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს "მემარცხენე ალიანსის" ლიდერს, სოსო შატბერაშვილს.მანამდე სოსო შატბერაშვილმა გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი დღეს აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი ჩანერგილი აგენტი იყო და ნანობს, რომ თანამდებობიდან არ მოხსნა, რასაც ელისო კილაძის გაღიზიანება მოჰყვა.ელისო კილაძის აღნიშნული განცხადების საპასუხოდ სოსო შატბერაშვილმა განმარტა, რომ "ლეიბორისტული პარტიის" დატოვება შალვა ნათელაშვილის გამო გადაწყვიტა, რომელიც მისივე თქმით, თავის დროზე "მიხეილ სააკაშვილს შეეკრა""ქ-ნო ელისო, მე კი არ შევიცვალე პოზიცია, მევახშე ნათელაშვილმა შეიცვალა პოზიცია და სააკაშვილს შეეკრა. თქვენ წარმოიდგინეთ და გუბაზ სანიკიძესთანაც ვმეგობრობდი, მაგრამ იმანაც პოზიცია შეიცვალა. ასევე, შალვა ხაჭაპურიძესთან, რომელთანაც ერთად დღე და ღამე აქციებზე ვიდექი, პოზიცია შეიცვალა და... ან როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი სხვა ადვოკატს ვერ იშოვიდა?! - მაინც და მაინც ვალერი გელბახიანი უნდა აეყვანა, რომელსაც დედა გარდაეცვალა და საზღვარზე არ შემოუშვეს, რომ დედის დაკრძალვას დასწრებოდა?! - ეს შეიძლება, რომ ადამიანმა მორალი დაკარგო... კაცმა, რომელმაც მშობლის დაკრძალვისთვის ქვეყანაშია რ შემოუშვა, მისი ადვოკატი გახდე?!" - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა. 

საზოგადოება 1675454339