განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება- გამოყენების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, უკანონოდ მოპოვებულ ჯამში 640 763 ლარის ღირებულების ხის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი ლეგალიზაციის მიზნით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის თაობაზე.

„ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მათ უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის რეალიზაცია მოახდინეს ადგილობრივ ბაზარზე და მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი. ამასთანავე, ბრალდებულები, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 500 000 ლარის გადახდას.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210- ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უახლესი
პოლიცია
მდინარე იორში ორ ადამიანს ეძებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, მდინარე იორში ორ ადამიანს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ძმები არიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. მათივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

საზოგადოება 1660852140

18/08/2022
Reuters: რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობი იწვის

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობი იწვის. - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი ოლქის გუბერნატორის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც სააგენტო ოლქის გუბერნატორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, მსხვერპლი და დაზარალებულებები არ არიან.ასევე, სააგენტოს ცნობით, მომხდარის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.ასევე, reuters-ის ცნობით, ინციდენტი დასახლება ტიმონოვოსა და სოლიტისთან ახლოს მოხდა, რომლებიც უკრაინის საზღვრიდან 15 კილომეტრშია განლაგებული. ხანძრის გამო აღნიშნული დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

მსოფლიო 1660850820

18/08/2022
[ვიდეო] "დავით არახამია ისეთი ქართველია, როგორიც შენ ჩინელი" - ჯონდი ბაღათურია

დავით არახამია არის მასხარა და ეგ ისეთი ქართველია, როგორიც შენ ჩინელი ჯონდი ბაღათურია - პოლიტიკოსი"ჯორჯიან თაიმსი" - გადაცემა "რეალური პოლიტიკა" 

ციტატა 1660849500

18/08/2022
"რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსული ჯარი დატოვებს უკრაინას" - ზელენსკი

"რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსული ჯარი დატოვებს უკრაინას," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ამასთან, ზელენსკიმ რეჯეფ ერდოღანთან შეხვედრაზე აღნიშნა, უკრაინის მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიმართ ნდობა არ არსებობს."მე ვუთხარი ჩემი მოსაზრება თურქეთის პრეზიდენტს, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ნდობა არ არსებობს. მიმაჩნია, რომ შესაძლებლობის ამ ფანჯარაში რუსული იარაღია გამოყოფილი. ძალიან მიკვირს, რომ რუსეთი მზადაა რაიმე სახის მშვიდობისთვის. ადამიანებს, ვინც ყოველდღე კლავენ, აუპატიურებენ, ფრთოსან რაკეტებს უშენენ ჩვენს ქალაქებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, არ შეიძლება, მშვიდობა სურდეთ. ამიტომ ჩემი აზრით, ჯერ მათ უნდა გაათავისუფლონ ჩვენი ტერიტორიები და მერე. მერე იქნება მერე," – განაცხადა ზელენსკიმ.

მსოფლიო 1660847855

ტაივანი ამერიკა
"აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ" - აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის ოფისი

აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის განმარტებით, აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ. მათივე განმარტებით,  სავაჭრო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი შემოდგომის დასაწყისში გაიმართება. დისკუსიები შეეხება ვაჭრობის ხელშეწყობას, რეგულირების საკითხებს, ანტიკორუფციულ სტანდარტებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ვაჭრობის გაღრმავებასა და სხვა საკითხებს.რაც შეეხება, ტაივანის სავაჭრო მოლაპარაკებების ოფისის განმარტებით, მათი ინფორმაციით, ის მიზნად ისახავს კუნძულის ეკონომიკის გაძლიერებას სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობის გზითა და მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობით, რათა აშშ-ს ბაზრებზე მსხვილი ადგილი დაიკავონ."ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები გააღრმავებს ჩვენს სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს, ხელს შეუწყობს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სავაჭრო პრიორიტეტების განვითარებას, ინოვაციასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას", - წერია ოფისის განცხადებაში.

მსოფლიო 1660846603

21/04/2022
"ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება - საჭიროა ტერიტორიის დემილიტარიზაცია" - გაეროს გენერალური მდივანი

"ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება - საჭიროა ტერიტორიის დემილიტარიზაცია," - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თურქეთის პრეზიდენტთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის "დემილიტარიზაციას" მოითხოვა.“ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ელექტროსადგურის ობიექტები ან მისი შემოგარენი არ იყოს სამხედრო ოპერაციების სამიზნე. სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა გაყვანილ იქნას ელექტროსადგურიდან. ადგილზე ძალების ან აღჭურვილობის შემდგომი განლაგება თავიდან უნდა იქნას აცილებული. საჭიროა ტერიტორიის დემილიტარიზაცია”, - განაცხადა გაეროს გენმდივანმა.შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინის ქალაქ ლვოვში, უკრაინის პრეზიდენტის, თურქეთის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

მსოფლიო 1660845013