სააპელაციო სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ოთხი ყოფილი მსჯავრდებული გაამართლა

ციხე

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ყოფილი მსჯავრდებულის: ვ.ვ.-ს, გ.ნ-ს  და გ.ნ-ს, ასევე მარინე მაზანაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, მსჯავრდებული პირები წინასწარი შეთანხმებით, შეიარაღებულები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელკეტებით, მარნეულში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ი.ბ-ს და ი.ქ-ს, რა დროსაც გ.ნ-მ ორი გასროლა განახორციელა ი.ქ-ს მიმართულებით. სროლის შედეგად ამ უკანასკნელმა წვივის არეში სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განაჩენით აღნიშნული პირები დაუსწრებლად გასამართლდნენ და სასჯელის სახედ და ზომად სხვადასხვა ვადით პატიმრობა განესაზღვრათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში  საქმეზე ჩატარდა ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება. დადგინდა სრულიად ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, კერძოდ: დადგინდა, რომ საქმის ერთადერთ მოწმეს ჯ.ნ-ს 2003 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული განყოფილების საგამოძიებო სამსახურში აიძულეს ხელი მოეწერა ფოტოსურათით ამოცნობის და დაკითხვის ოქმზე, რა დროსაც მან თითქოსდა ამოიცნო და ამხილა მსჯავრდებულები. სინამდვილეში, გამომძიებელს მასთან საპროცესო მოქმედებები რეალურად არ ჩაუტარებია, იგი არ ფლობს ქართულ ენას და არ შეეძლო გაცნობოდა დოკუმენტებს. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენების თანახმად, მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეში არსებულ დოკუმენტებზე მათი, როგორც დამსწრე პირების გასწვრივ დასმული ხელმოწერები მათ არ ეკუთვნით და მსგავსი შინაარსის საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ასევე დადასტურდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმზე არსებული ხელმოწერები, სავარაუდოდ არ არის შესრულებული დამსწრე პირების მიერ. ვ.ვ.-მ  უარყო მომხდარ დანაშაულში მონაწილების ფაქტი და მიუთითა, რომ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში განთავსებული არცერთი ფოტოსურათი მას არ ეკუთვნის, შესაბამისად ამოცნობა რეალურადაც რომ ჩატარებულიყო მოწმე მას ვერ ამოიცნობდა. აღსანიშნავია, რომ თავად დაზარალებულებთან ამოცნობები იმჟამინდელ ბრალდების საქმეში არ ჩატარებულა, ვინაიდან მათ განაცხადეს, რომ არ შეეძლოთ ვინმეს ამოცნობა, რადგან ვერ დაიმახსოვრეს თავდამსხმელთა ვიზუალური ნიშნები.

რაც შეეხება მარინე მაზანაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს, იგი 2006 წელს, გასამართლებული იქნა მამუკა ნოზაძესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

2006 წლის 29 მაისს, სასამართლოს საბოლოო განაჩენით, მარინე მაზანაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მარინე მაზანაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულის ოჯახის წევრებმა უარყვეს ადვოკატ მარინე მაზანაშვილისთვის ფულადი თანხის გადაცემის ფაქტი. ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სრულ წინააღმდეგობაში მოვიდა მარინე მაზანაშვილის ბრალდების დადგენილებაში და განაჩენში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან. შესაბამისად, ხელახალი გამოძიების შედეგად  მისი მხრიდან  რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი გამოირიცხა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილი მსჯავრდებულების: ვ.ვ.-ს, გ.ნ-ს და გ.ნ-ს, ასევე მარინე მაზანაშვილის მიმართ  პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილებები მსჯავრდებულების უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და პროკურატურამ მიმართა თბილისი სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენების გადასინჯვის შუამდგომლობით.

2023 წლის 16 იანვარს მარინე მაზანაშვილის, ხოლო 17 იავნარს ვ.ვ.-ს, გ.ნ-ს და გ.ნ-ს, მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 463 პირი, რომელთაგან 325 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 62 600 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 120 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 116 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 42 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.

უახლესი
ბელგოროდი
ბელგოროდში ნავთობის საცავი იწვის

 რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის ქალაქ ბორისოვკაში, 4 თებერვალს ღამით, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა - იწვის ნავთობის საცავი.ამის შესახებ RBC-Ukraine ადგილობრივ Telegram არხებზე დაყრდნობით იუწყება.მედიის ინფორმაციით, ცეცხლის ალი 50 მეტრამდე ადის.ნავთობის საწყობიდან გაჩენილმა ხანძარმა სერიოზულად დააზიანა ბორისოვის ხიდის ლითონის კონსტრუქციების ქარხანა.  გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა ყირიმის ხიდის ასაგებად ლითონის კონსტრუქციებს აწარმოებდა. 

მსოფლიო 1675472350

ხანძარი
უბედური შემთხვევა რუსთავში - ხანძარს 70 წლის ქალი ემსხვერპლა

რუსთავში ხანძარს ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.უბედური შემთხვევა , მარის არხის დასახლებაში მოხდა. ცეცხლი ერთ-ერთ ფიცრულში გაჩნდა, სადაც 70 წლამდე ქალი იმყოფებოდა. ის ადგილზევე დაიღუპა.ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტრო გამათბობელი სახელდება.ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. დეტალებს გამოძიება დაადგენს.

საზოგადოება 1675471486

ფასფას
[ვიდეო] "ჩვენი უბედურება ვიღაცას უხარია, ამიტომ არ გავახაროთ არც ის, ვინც შენი შვილი მოკლა და არც ის, ვინც ჩვენი შვილები მოკლა" - ჯამბულ გამცემლიძე მალხაზ მაჩალიკაშვილს

"ჩვენი უბედურება ვიღაცას უხარია, ამიტომ არ გავახაროთ არც ის, ვინც შენი შვილი მოკლა და არც ის, ვინც ჩვენი შვილები მოკლა," - ასე მიმართა 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ ტელეკომპანია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" გამართული დიალოგის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილს."ჩემი შვილის სასამართლო პროცესზე მკვლელს "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ერთ-ერთი ლიდერი იცავდა., რომელიც სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ მკვლელი გაეთავისუფლებინათ და ამბობდა, რომ მას მკვლელობაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღიაო. ამიტომ, არ მინდა რომ თქვენთან რაიმე პოლემიკაში შემოვიდე. იმიტომ, რომ ჩვენი უბედურება ვიღაცას უხარია, არ გავახაროთ არც ის, ვინც შენი შვილი მოკლა და არც ის, ვინც ჩვენი შვილები მოკლა," - განაცხადა ჯუმბერ გამცემლიძემ.მანამდე კი, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემაში პირდაპირ ჩართვისას განაცხადა: "ჩვენ რა გვაქვს გასაყოფი. ჩვენ ერთ სიმწარეს და ტკივილს გავდივართ. ამიტომ, ჩვენ რა გვაქვს გასაყოფი, არც არაფერი," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა." 

საზოგადოება 1675456702

ყრტყრტ
[ვიდეო] "შეკრებითობით იჭერდა ხალხს და თვითონ ციხეში ათი თვე ვერ ძლებს" - სოსო რობაქიძე ექსპრეზიდენტზე

"შეკრებითობით იჭერდა ხალხს და თვითონ ათი თვე ციხეში ვერ ძლებს," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" საქართველოს ექსპრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გააკეთა."ჩემი დის სახლი სპეცრაზმი გამომიგზავნეს და გვითხრეს დაგხოცავთ სულ ყველასო! - ამას ალალად გეუბნებით და შემიძლია განახვოთ ჩემი დის სახლის შესასვლელი, თუ როგორ ამოჭრეს. ის "დასვარკური" კარები დღემდე არის და ამ ფაქტს 30 მოწმე ჰყავს. სტალინი სხვას კი არაფერს აკეთებდა... ის თავის ხელით კი არ ხვრეტდა ადამიანებს, არამედ მას რეპრესიული მანქანა ჰქონდა შექმნილი და ყველამ იცოდა თუ რა უნდა გაეკეთებინა. იმას ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეკრებითობით იჭერდა ხალხს და თვითონ ათი თვე ციხეში ვერ ძლებს. 3 ფიცარი რომ მოგეპარა, 1 ფიცარზე 3 წელი იყო ციხე," - განაცხადა სოსო რობაქიძემ. 

საზოგადოება 1675455927

რწერ
[ვიდეო] "არც ოპოზიციის და არც მეორე მხარეს არ დავდგებოდი, თქვენგან განსხვავებით, რომ მცოდნოდა, თუ ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ მხარეს არ დავდგებოდი, თქვენგან განსხვავებით, რომ მცოდნოდა, თუ ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი," - ასე მიმართა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" გამართული დიალოგის დროს გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს.გადაცემის სტუმრებს შორის დიალოგი "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მმართველობების დროს მომხდარ დანაშაულებზე საუბარს მოჰყვა."არც წინა და არც ამჟამინდელ ხელისუფლებას არ უნდა ჩაედინა ის სისასტიკეები, რაც ჩაიდინეს. ეს როგორც ორჯერ ორი - ოთხია, ისეა... მაგრამ რაც შეეხება საკითხს, თუ ვისთან მივედი და ვის დავუდექი გვერდით, როგორც უკვე აღვნიშნე, მე რომ მცოდნოდა ვინ იყო ჩემი შვილის მკვლელი, გვერდით არავის არ დავუდგებოდი, არც ოპოზიციას და არც მეორე მხარეს," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

საზოგადოება 1675455194

დგფ
[ვიდეო] "ქ-ნო ელისო, მე კი არ შევიცვალე პოზიცია, მევახშე ნათელაშვილმა შეიცვალა პოზიცია და სააკაშვილს შეეკრა" - სიტყვიერი დაპირისპირება "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში

"მერე რა მოხდა, ადამიანები პოზიციებს ხშირად იცვლიან. მასე თქვენც შეიცვალეთ პოზიცია და "ლეიბორისტული პარტია" დატოვეთ. ანუ, წლები გადის და ადამიანები პოზიციას იცვლიან, ისე როგორც თქვენ შეიცვალეთ," - ასე მიმართა "ქრონიკა +"-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს "მემარცხენე ალიანსის" ლიდერს, სოსო შატბერაშვილს.მანამდე სოსო შატბერაშვილმა გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი დღეს აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი ჩანერგილი აგენტი იყო და ნანობს, რომ თანამდებობიდან არ მოხსნა, რასაც ელისო კილაძის გაღიზიანება მოჰყვა.ელისო კილაძის აღნიშნული განცხადების საპასუხოდ სოსო შატბერაშვილმა განმარტა, რომ "ლეიბორისტული პარტიის" დატოვება შალვა ნათელაშვილის გამო გადაწყვიტა, რომელიც მისივე თქმით, თავის დროზე "მიხეილ სააკაშვილს შეეკრა""ქ-ნო ელისო, მე კი არ შევიცვალე პოზიცია, მევახშე ნათელაშვილმა შეიცვალა პოზიცია და სააკაშვილს შეეკრა. თქვენ წარმოიდგინეთ და გუბაზ სანიკიძესთანაც ვმეგობრობდი, მაგრამ იმანაც პოზიცია შეიცვალა. ასევე, შალვა ხაჭაპურიძესთან, რომელთანაც ერთად დღე და ღამე აქციებზე ვიდექი, პოზიცია შეიცვალა და... ან როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი სხვა ადვოკატს ვერ იშოვიდა?! - მაინც და მაინც ვალერი გელბახიანი უნდა აეყვანა, რომელსაც დედა გარდაეცვალა და საზღვარზე არ შემოუშვეს, რომ დედის დაკრძალვას დასწრებოდა?! - ეს შეიძლება, რომ ადამიანმა მორალი დაკარგო... კაცმა, რომელმაც მშობლის დაკრძალვისთვის ქვეყანაშია რ შემოუშვა, მისი ადვოკატი გახდე?!" - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა. 

საზოგადოება 1675454339