"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ევროპული სტანდარტის შესაბამისად"- რატი ბრეგაძე

27/05/2022

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება  ევროპული სტანდარტის შესაბამისად",- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელთან დაკავშირებით.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ შემდგომშიც ხელისუფლების ნებისმიერ სხვა წარმომადგენლის მოქმედება იქნება ძალიან კორექტული და ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებები.

„მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების და ბუნებრივიცაა, საქართველო აგრძელებს კურსს, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა. ეს გადაწყვეტილებაც ნათლად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა ხორციელდება ძალიან მაღალ დონეზე, ევროპული სტანდარტის შესაბამისად.

დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციის, ისევე როგორც ხელისუფლების ნებისმიერ სხვა წარმომადგენლის მოქმედება შემდგომშიც იქნება ძალიან კორექტული და ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ადამიანის უფლებები და იქნება დაცული გონივრული ბალანსი ადამიანის ღირსებას, უფლებებსა და და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს შორის“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც გიგა მაქარაშვილისა და ზუკა ბერძენიშვილის სარჩელები სახელმწიფოს მხრიდან შეკრება-მანიფესტაციის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, 2019 წლის ნოემბერში, პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციისას მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის მიმართ შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა. სტრასბურგის სასამართლო ვერ განიხილავს, რომ მოსარჩელეების, მაქარაშვილისა და ბერძენიშვილის დაკავება იყო აშკარად თვითნებური და უსაფუძვლო. ამასთან, სასამართლო არ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ გამოიჩინა გარკვეული ტოლერანტობა შეკრებილების მიმართ. 

უახლესი
ჯოზეფ ბორელი
"კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა" - ჯოზეფ ბორელი

"კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა," - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „რეფერენდუმის“ ჩატარებას.მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა.„უკანონო რეფერენდუმებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა. უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და მასში როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები მოხვდებიან. საუბარია 1300-ზე მეტ პირზე, აღნიშნული სია ძირითადად მიმართულია, გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებზე, ოლიგარქების, სამხედრო მაღალჩინოსნების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში“, - განაცხადა ბორელმა.ცნობისათვის, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

მსოფლიო 1664437060

პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სახელმწიფო ჯილდო ნათია თოდუას პრეზიდენტმა პირადად გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.ნათია თოდუამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ უდიდესი ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის. "პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში!"- განაცხადა მომღერალმა.

საზოგადოება 1664436876

ვიოლა ფონ კრამონი
"ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს" - ვიოლა ფონ კრამონი

"ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს", - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას.მისი თქმით, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის საქართველოში, ვინც რუსეთის გულის მოლბობას ცდილობს, რომ ბოროტებისთვის გულის მოლბობა ყოველთვის უკან დაგიბრუნდებათ.„ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს. მისი ვიზიტი აფხაზეთში ან აფხაზეთის აღიარებს დიდს არაფერს ნიშნავს. მაგრამ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის საქართველოში, ვინც რუსეთის გულის მოლბობას ცდილობს, რომ ბოროტებისთვის გულის მოლბობა ყოველთვის უკან დაგიბრუნდებათ. ლუკაშენკო პუტინთან ერთად დასრულდება“, - წერს ფონ კრამონი.შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.  #Lukashenko is a terrorist, #Putin's puppet & illegitimate ruler not recognised by the #EU. His visit or recognition of #Abkhazia doesn't mean much. But it is a reminder 4 all 🇷🇺#Russia-appeasers in 🇬🇪#Georgia that appeasing evil always backfires.Lukashenko will end with Putin! pic.twitter.com/fy4UWosy5E — Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺 (@ViolavonCramon) September 29, 2022

კონფლიქტი 1664436482

ბაიდენი პუტინი
აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ - Politico

აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს დამღუპველ ეკონომიკურ და დიპლომატიური პასუხის, თუნდაც რუსეთის მეგობრების მხრიდან. ამის შესახებ Politico-ს მასალაში წყაროებთან კომუნიკაციაზე დაყრდნობით წერს European Truth.დასავლეთი ცდილობს გააერთიანოს მეტი ქვეყანა, რათა მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს რუსეთის პრეზიდენტს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას ექნება ძალიან მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი იმ ქვეყნებისგანაც კი, რომლებსაც რუსეთი მეგობრულად მიიჩნევს.ბაიდენის ადმინისტრაციაში და ექსპერტულ წრეებში  განსაკუთრებით მნიშვნელობას ინდოეთისა და ჩინეთის ჩართვას ანიჭებენ.როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი აცხადებს, ამერიკელი დიპლომატები უკვე მუშაობენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან და მოუწოდებენ მათ ზეწოლა მოახდინონ პუტინზე და დაარწმუნონ ის უარი თქვას ბირთვული იარაღის იდეაზე. თანამოსაუბრის თქმით, შედგა საუბრები რამდენიმე ქვეყანასთან, „როგორც მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და პირიქით“.აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის  პოზიცია პუტინისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება.თეთრი სახლი შეშფოთებულია რუსეთში ბირთვული რიტორიკით, მაგრამ ჯერჯერობით აშშ-ს არ უნახავს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ნამდვილად აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას.დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს არ შეიცვლება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგაც.

მსოფლიო 1664436220

ყირიმი
რუსეთი ყირიმელი თათრების მობილიზებას ახორციელებს და მათ ყველაზე ცხელ წერტილებში აგზავნის - უკრაინის გენშტაბი

გენერალური შტაბი იუწყება, რომ ოკუპანტებს დაევალათ ყირიმში ყირიმელი თათრების მობილიზება პირველ რიგში და მათი გაგზავნა ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებების ადგილებში - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.”ცნობილია 27 სექტემბერს სევასტოპოლიდან ხერსონის რეგიონში ყირიმიდან მობილიზებული ორი ათასი ადამიანის გაგზავნის შესახებ.გარდა ამისა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო კომისრებმა მიიღეს ბრძანება ყირიმელი თათრების პრიორიტეტად გაწვევა რუსეთის საოკუპაციო ძალების რიგებში, რომლებიც შეასრულებენ საომარ დავალებებს ყველაზე ინტენსიურ ადგილებში. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, მხოლოდ საქის რაიონში რუსეთმა ყირიმელი თათრებიდან 21 ადამიანის მობილიზაცია მოახდინა.

კონფლიქტი 1664435327

ცხინვალი
რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ოკუპირებული ცხინვალი მოქალაქეებს მოუწოდბს, ე.წ. საზღვრის კვეთისას დე ფაქტო პასპორტები გამოიყენონ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას გასცემს, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, "საზღვრის კვეთისას" ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი გამოიყენონ. ე.წ-მა თავდაცვის სამინისტრომ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო როკის ე.წ. გამშვებ პუნქტზე ცხინვალში დაბრუნების მსურველ ადგილობრივ მოქალაქეებს, რუსეთის წარმომადგენლებმა სამხედრო-სამობილიზაციო უწყებები გადასცეს."სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს დეპარტამენტის სამხედრო პერსონალს და სამოქალაქო პერსონალს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან გადაკვეთონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით. მათ შორის, თან გქონდეთ სამხედრო მოსამსახურის პირადობის მოწმობა, სამხედრო პირადობის მოწმობა და ცნობა სამუშაო ადგილიდან", - წერს ე.წ. სამინისტრო. 

კონფლიქტი 1664435220