"თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით" - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

„არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით,“ - განაცხადა „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ სასამართლო პროცესზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიმდინარეობდა.

გვარამიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, მან ოჯახის წევრებს, "მთავარ არხს", ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეს მიმართა.

"რადგან ბოლო სიტყვაა, რომელიც პროცესის ფარგლებში უნდა ვთქვა, ეს უფრო მიმართვა იქნება, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტაცია. არც ერთ ბრალში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ჩემ წინააღმდეგ ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებული.

მინდა მივმართო რამდენიმე ადამიანს, პირველ რიგში მინდა მივმართო ჩემ ოჯახს, აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან, მინდა მათ ვუთხრა, რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში ეს ნერვიულობად არ ღირს. სოფო, შენ კარგად იცი, ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ციხეში, არავის არაფერი არ სთხოვო, ჩემი მეგობრები ისედაც გვერდში დაგიდგებიან.

აქ არის ჩემი მეორე ოჯახი, ტელევიზია, რომელიც შევქმენი არა ნულიდან, არამედ მინუსებიდან, ყველას ყველაფერი თხოვეთ, მთავარია გახსოვდეთ, ამ ქვეყნის ბედი თქვენზეა მნიშვნელოვანწილად. მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, დაეხმარეთ ჩემ დიდ ოჯახს, ტელევიზიას, არანაირი სხვა თხოვნა არ მაქვს, ახლა ჩვენ ძალიან გვიჭირს, ჩემი ტელევიზიაში არ ყოფნა ამ პრობლემას გაამწვავებს, ყველას ვთხოვ, ყველა ბიზნესმენს, ყველა ქართველს, ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია. მინდა, ყველას მივმართო, არასდროს, არავის, ჩემთან დაკავშირებული არ სთხოვოთ პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილს, ეს იქნება ჩემი კატეგორიული მოთხოვნა. არათავისუფალი ადამიანი თავისუფლებისთვის მებრძოლს თავისუფლებას ვერ მიანიჭებს, ქართველ პატრიოტს თავისუფლება ვერ ექნება ადამიანისგან, რომელმაც თქვა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და მძინარე ცხინვალი დაბომბა. მისი მისამართით სიტყვა არ დაიძრას - არა და არასდროს, მისივე ციტირებით. კეთილსინდისიერება და წესიერება ჩემთვის მნიშვნელოვანია, უკვე მეორედ აღძრა ბიძინა ივანიშვილმა ჩემ წინააღმდეგ საქმე, რომელიც ფინანსურ არაკეთილსინდისიერებას ეხება. ახლა ვეუბნები, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ.

მინდა გთხოვოთ თქვენ, აქ სხედან სხვა ადამიანებიც ბრალდებულების სკამზე, ჩემთვის ბრალის წარდგენა მათ გარეშე არ გამოვიდა. ჩათვალეთ, რომ უცნაური რამის თქმა მომიწევს, არარსებულ დანაშაულებს ვიღებ საკუთარ თავზე, თუ ვინმე ციხეში უნდა გაუშვათ, მე გამიშვით. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ პატიმრობის არ მისჯის შემთხვევაში ჯარიმა შემამსუბუქებელი იქნება, ძალიან ცდება, აბსოლუტურად იდენტურად მივიღებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მკაფიო იყოს ჩემი უდანაშაულობა. თუ უდანაშაულო ნიკა გვარამიას გამართლებას არ აპირებთ, თქვენთვისვე ჯობს ნიკა გვარამია იყოს შიგნით, ამას პირველ რიგში ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს. მე ვიბრძვი თავისუფლებისთვის, მე ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. თქვენც მოგიწოდებთ, იყოთ სამართლიანი", - განაცხადა გვარამიამ.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა და განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

ცნობისათვის, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

უახლესი
ალექსეი არესტოვიჩი
"დასავლეთი ახლა ადეკვატურობის გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება" - ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, დასავლეთი ახლა ადეკვატურობის ძალიან მნიშვნელოვან გამოცდას აბარებს და ჯერჯერობით იჭრება.არესტოვიჩის განცხადებით, ჩააბარებს, თუ არა დასავლეთი გამოცდას, ამას მხოლოდ მომავალი აჩვენებს."ჩააბარებენ თუ არა ისინი ამ გამოცდას, მომავალი გვიჩვენებს. დასავლეთი არ აწვდის უკრაინას ამერიკულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს (MLRS). ამერიკული ჯარის შეიარაღებაში 2000 ასეთი სისტემაა და მათ თავისუფლად შეეძლოთ უკრაინისთვის ამ სისტემების მოწოდება. მით უმეტეს, რომ არის ჩეხეთის მაგალითი, რომელმაც გადმოგვცა ასეთი სისტემები - და არანაირი ესკალაცია ამას არ მოჰყოლია. მეტიც, ჩეხეთში არც ბირთვული ბომბები ცვივა და მათ არც ნეგატიურ კონტექსტში ახსენებენ რუსულ პრესაში. ბატონებო პენტაგონიდან და ვაშინგტონიდან, მინდა მოგაწვდინოთ ხმა: ჩეხეთს შეეხო „მიუღებელი ესკალაცია“? არა. თქვენ რისი გეშინიათ? მით უმეტეს, რომ „ბირთვული ქოლგა“ გაქვთ და რუსულ ჯარზე დაახლოებით 1500-ჯერ უფრო ძლიერები ხართ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

მსოფლიო 1653593615

გვარამია
"მე გამოვალ ციხიდან და სააკაშვილი კვდება, აი, ამაზე რას ფიქრობენ, წამების ქეისებს შეუშვებენ ევროკავშირში?" - ნიკა გვარამია

"თანახმა ვარ, რომ ჩემი საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება," - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან "მთავარი არხთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა."მე, ნიკა გვარამია, თანახმა ვარ, რომ ჩემი საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე, მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება. ნიკა გვარამია გამოვა და ის კვდება, აი, ამაზე რას ფიქრობენ, ამას შეუშვებენ ევროკავშირში? წამების ქეისებს შეუშვებენ ევროკავშირში? არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში? ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად, რადგან მიაჩნიხარ მათნაირად, ღარიბაშვილს ჩათვლის თავისნაირად გინდა პოლონეთის პრეზიდენტი, გინდა გერმანიის პრემიერი?" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საზოგადოება 1653592460

26/05/2022
[ვიდეო] "მოვიდა მანიაკი და ებღაუჭება იმას, რაც არ არის!" - აკაკი ასათიანი ვლადიმერ პუტინზე

მოვიდა მანიაკი და ებღაუჭება იმას, რაც არ არის, ამიტომაა საშიში, თორემ რისი გამკეთებელია, ვხედავთ რას დაემსგავსა შიშისგან აკაკი ასათიანი - საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე "ჯორჯიან თაიმსი" - გადაცემა "ჩაი"ეს განცხადება მან გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტზე ვლადიმერ პუტინზე საუბრისას გააკეთა.იხ: ვიდეო: 

ციტატა 1653591549

შოლცი
"რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო" - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას  უკრაინაში რუსეთის ომს ჩავარდნა უწოდა.ამასთან, როგორც გერმანიის კანცლერმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობა ახლა იმაზე უფრო ნაკლებად რეალურია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო."ჩვენი მიზანი აბსოლუტურად ნათელია - არ უნდა დავუშვათ, რომ პუტინმა ომი მოიგოს, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ომს ვერ მოიგებს. მნიშვნელოვანია, ნათლად ვაჩვენოთ პუტინს, რომ დიქტატის პირობებში მშვიდობა არ იქნება - ამას არც უკრაინა მიიღებს და არც ჩვენ," - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მსოფლიო 1653591245

06/03/2022
"გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი" - ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი. "ჩინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს განზრახვა, ისევე როგორც ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო და დიპლომატიური საშუალებები, განავითაროს საერთაშორისო წესრიგის განსხვავებული ხედვა. საერთაშორისო წესრიგის საფუძვლები სერიოზული და მდგრადი საფრთხის ქვეშაა.მაშინ, როდესაც რუსეთი აშკარად მობილიზებული იყო უკრაინაში შეჭრისთვის, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის მეგობრობა იყო, ვციტირებ, „საზღვრების გარეშე“.ჩვენი ამოცანაა, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიას შეუძლია გადაუდებელი გამოწვევების დაძლევა, შესაძლებლობების შექმნა, ადამიანის ღირსების წინსვლა, რომ მომავალი ეკუთვნის მათ, ვისაც სჯერა თავისუფლების და რომ ყველა ქვეყანა თავისუფალი იქნება, იძულების გარეშე გაარკვიოს საკუთარი გზები. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს ან ახალ ცივ ომს.პირიქით, ჩვენ გვსურს თავიდან ავიცილოთ ორივე. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინის ომი გრძელდება, ჩვენ ვიქნებით ორიენტირებულნი საერთაშორისო წესრიგის ყველაზე სერიოზულ გრძელვადიან გამოწვევაზე – და ეს არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ შექმნილი," – თქვა ენტონი ბლინკენმა.

მსოფლიო 1653590284

კრემლი
"პუტინმა იტალიის პრემიერს განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, თუ დასავლეთი სანქციებს მოხსნის" - კრემლი განცხადებას ავრცელებს

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან, მარიო დრაგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, თუ დასავლეთი სანქციებს მოხსნის. ამასთან, კრემლის ინფორმაციითვე, ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინამ მოლაპარაკების პროცესი გაყინა.ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის დაძლევაში მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტით, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვების მოხსნის პირობით“ – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოება 1653588700