გიორგი გაბუნია
"ამერიკა ამ რეგიონში რუსეთთან ომს აგებს, უნდა იმოქმედონ" - გიორგი გაბუნია 

"ამერიკა ამ რეგიონში რუსეთთან ომს აგებს და ეს არის არის მხოლოდ ჩვენი სისუსტის ბრალი, თუ მათ უნდათ, რომ საქართველო და ეს რეგიონი ამერიკის პარტნიორი იყოს, უნდა იმოქმედონ." - განაცხადა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ ამერიკის ელჩთან შეხვედრის დაწყებამდე."პირველ რიგში, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა ამ ეტაპზე ნიკას თავისუფლება. ნიკა ჩვენი გენერალური დირექტორია, ჩვენი მეგობარია, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი სინამდვილეში, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ნიკა ერთ-ერთი მაგალითია ამ უსამართლობის, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, ჩვენ გვიწევს მუდმივად ამ რეჟიმში ცხოვრება, ეტაპობრივად ვიღაცას იჭერენ - უშვებენ, იჭერენ - უშვებენ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ჯაჭვი, თითქოს, ჩვეულებრივ ამბად რომ იქცა!ჩვენ გვინდა ამერიკის ელჩს ვთხოვოთ, ვიტყვი, მოვთხოვოთ კიდევაც, რომ ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ეს უსამართლობის ჯაჭვი შეწყდეს, ნიკა გვარამია იყოს ბოლო რგოლი ამ ჯაჭვში, ის გათავისუფლდეს აუცილებლად. არ ვიცი რა ბერკეტებით მოახერხებს ამას ელჩი მაგრამ მათ აქვთ ბერკეტები.კარგია აშშ-ის დეპარტამენტის  მკაცრი განცხადებები, თუმცა მას შედეგი არ აქვს და არაფერი მოგვიტანა. მინდა რომ ეს ომი მოიგოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.ამერიკა ამ რეგიონში რუსეთთან ომს აგებს და  ეს არის არის მხოლოდ ჩვენი სისუსტის ბრალი, თუ მათ უნდათ, რომ საქართველო და ეს რეგიონი ამერიკის პარტნიორი იყოს, უნდა იმოქმედონ. თუ უნდა ამერიკასაც, მაშინ ეს გააკეთოს გაიმარჯვოს, როგორც ცდილობს რომ  გაიმარჯვოს უკრაინაში, მოიგოს ეს ომი საქართველოში და ნიკა გვარამიას თავისუფლება იქნება ერთ-ერთი პირველი დიდი ნაბიჯი ამ გამარჯვებისკენ." - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

1652862734

ირაკლი ღარიბაშვილი
"ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტულ მედიაგარემოს" - ირაკლი ღარიბაშვილი 

პრემიერ-მინისტრი ყველა ჟურნალისტს, ტელე, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის თითოეულ წარმომადგენელს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.მთავრობის მეთაურის თქმით, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული, მაღალი პასუხისმგებლობისა და პროფესიული სტანდარტების დამოუკიდებელი მედია არსებითია დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის."ჩვენი ხელისუფლება გარანტად უდგას თავისუფალ, პლურალისტულ მედიაგარემოს. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგად მედიის თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ მხრივ საქართველო დღეს რეგიონში უდავო ლიდერია. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ქართული მედია-სივრცის განვითარებისთვის," - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

1647844730

მარინა ოვსიანიკოვა
(ვიდეო) სად არის "პირველი არხის" რედაქტორი? - რუსული მხარე ინფორმაციას მკაცრად ასაიდუმლოებს

რუსული "პირველი არხის" რედაქტორს მარინა ოვსიანიკოვის ასავალ-დასავალი ამ დროისათვის გაურკვეველია. რუსული მხარე მკაცრად ასაიდუმლოებს მასთან დაკავშირებულ ყველანაირ ინფორმაციას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გალაშქრებისათვის მას მკაცრი სასჯელი ელის. საუბარია ჯარიმიდან 15-წლიან სასჯელზეც კი. ამის შესახებ ინფორმაციას "ტელეგრამის" სხვადასხვა არხები ავრცელებენ.შეგახსენებთ, გუშინ რუსული პირველი არხის რედაქტორმა მარინა ოვსიანიკოვამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ გაილაშქრა. მან პირდაპირ ეთერში ტრანსფარანტი გამოფინა წარწერით "არა ომს, შეაჩერეთ ომი უკრაინაში. აქ თქვენ გატყუებენ, ნუ დაუჯერებთ პროპაგანდას", რასაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ოვსიანნიკოვა დაკავებულია. 

1647338464

გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკის ტელევიზიას ჟურნალისტები ტოვებენ - მსოფლიო ჩემპიონმა ტელეკომპანიაში დასაქმებულებს უკრაინის მხარდაჭერა აუკრძალა

მსოფლიო ჩემპიონი და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი თავის რეგიონულ ტელეკომპანიაში ჟურნალისტებს უკრაინის მხარდასაჭერი პოსტების გამოქვეყნებას უკრძალავს. ამასთან, კანდელაკი ტელევიზიაში რუსეთის მხარდასაჭერი სარედაქციო პოლიტიკის გატარებას ცდილობს, რის გამოც ჟურნალისტების ნახევარზე მეტმა კომპანია დატოვა.კანდელაკმა ტელევიზიის მმართველად პრორუსი რადიკალი "ალტ-ინფოს" იურისტი დანიშნა.თავად გიორგი კანდელაკიც არ მალავს რუსეთის მიმართ თავის განწყობას. რამდენიმე დღის წინ მან ვარიანში სტალინის ძეგლიც დადგა.ინფორმაციას newposts - ი ავრცელებს.

1647075082