"წვევამდელები ნატოს სტანდარტებით საბრძოლო მომზადებას, მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან" - გრიგოლ გიორგაძე 
"წვევამდელები ნატოს სტანდარტებით საბრძოლო მომზადებას, მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან" - გრიგოლ გიორგაძე 

"გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გადავდივართ საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც გულისხმობს, რომ წვევამდელები ნატოს სტანდარტებით საბრძოლო მომზადებას მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან," - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ."დღეს დადგენილი 12-თვიანი ვადა მცირდება, გვექნება სხვადასხვა, ახალგაზრდებისთვის უფრო მორგებული ოპციები, რაც გულისხმობს მათი შეხედულებისამებრ, 6, 8, 11- თვიან სამსახურს. 6-თვიანი სამსახური საბრძოლო დანაყოფებში მსახურს და ინტენსიურ წვრთნას მოიცავს; 8-თვიანი სამსახური როგორც დაცვის, ასევე უზრუნველყოფის სამსახურს გულისხმობს; 11-თვიანი სამსახური ახალგაზრდების უმცროსი სამეთაურო პოზიციებისთვის მომზადებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური ისე, რომ სწავლაში ხელი არ შეეშალოთ," - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, წვევამდელთა სისტემაში დაგეგმილი ცვლილებები სამხედრო სამსახურს თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დაცვის თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვან გარანტიებს უზრუნველყოფს.გრიგოლ გიორგაძემ ყოველწლიურად გასაწვევ პირთა საჭირო რაოდენობასა და იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რაც რაოდენობის განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს: "ყოველწლიურად დგინდება გასაწვევ პირთა ოდენობა მთავრობის აქტით და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები იმის მიხედვით, თუ როგორ არის შესავსები სხვადასხვა ქვედანაყოფი, ახდენს კონკრეტული ციფრის გამოყვანას. პირობითად ვამბობთ, რომ ყოველ წელიწადს 5000-7000 ახალგაზრდის გაწვრთნას შევძლებთ. ეს დაკავშირებულია შესაბამის რესურსთანაც; გაწვრთნას სჭირდება შესაბამისი ინსტრუქტორები, ოფიცრები, სერჟანტები და ბუნებრივია, ეს ციფრი სწორედ რეალობიდან გამოდის."

1677656218

თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო „tv პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო „tv პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.საქმე ეხება ნოდარ მელაძის „შაბათის გუნდის“ მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებს, რომლებიც ტელეკომპანიის მტკიცებით, ბიუჯეტის თანხებს არამიზნობრივად ხარჯვაზე მიანიშნებდა. რომელშიც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სიუჟეტი  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყებისა და მისი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ემსახურება.„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მორიგ მიკერძოებულ სიუჟეტს თავდაცვის სამინისტროს შესახებ, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და უწყებისა და მისი ხელმძღვანელი პირების დისკრედიტაციას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ პირადად თავდაცვის მინისტრმა უკვე ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ საზოგადოებისთვის, რომ სხვადასხვა პროდუქტის შეძენა ხორციელდებოდა ცალკეული საპროტოკოლო ღონისძიებების ფარგლებში დელეგაციების მასპინძლობის, საზღვარგარეთ ვიზიტებისას, საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე უცხოელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის თუ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საჩუქრების გადასაცემად და ასევე, ცხადია წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების წახალისების მიზნით, რაც ყველა შემთხვევაში ხორციელდებოდა კანონმდებლობის მიერ განსაზღვრული წესით.ტელეკომპანიას მარტივად შეეძლო მოეძებნა ინფორმაცია, მაგალითად საახალწლოდ ბავშვებისთვის სასაჩუქრე კალათების გადაცემის სრულიად საჯარო ღონისძიების შესახებ და ენახა ერთ-ერთი მაგალითი, თუ რაში იქნა წარმომადგენლობითი ხარჯები გაწეული, თუმცა სამწუხაროა, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი პარტიული დღის წესრიგისთვის შესაბამის ახალ ამბებს ავრცელებენ და საერთოდ არ ითვალისწინებენ უწყებაში მიმდინარე სხვადასხვა სიახლეებს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.. 

1677415656

ბურჭულაძე
ჯუანშერ ბურჭულაძეს აშშ-ის ეროვნული გვარდიის უფროსმა, გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროში ეროვნული გვარდიის უფროსმა, გენერალმა დანიელ ჰოკანსონმა უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.მხარეებმა აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, განხორციელებული მნიშვნელოვანი პროგრამები განიხილეს.ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა „პარტნიორობა ქვეყნებს შორის“ პროგრამის განხორციელებისთვის, რომელიც ათეულობით წლებია ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან წარმატებით მიმდინარეობს და სამაგალითო პარტნიორობის ნიმუშია.მხარეებმა მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს მათ განხორციელებაში ეროვნული გვარდიის განსაკუთრებული მხარდაჭერა და კონტრიბუცია.შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯო ჯერარდი, ეროვნული გვარდიის ბიუროს წარმომადგენლები და საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ.შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ვიზიტად იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძე პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა.

1676101548

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც მისივე შეფასებით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის."შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და იმ ქმედებებზე, რაც ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.მინისტრის განცხადებით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ქართველი სამხედროების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა.ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება. მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს სამაგალითო პარტნიორობას და ხელს უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას როგორც ქვეყანაში, ასევე შავი ზღვის ფართო რეგიონში.აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროშიც," - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1676007570

"საქართველოს შეეძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს" - ლოიდ ოსტინი
"საქართველოს შეეძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს" - ლოიდ ოსტინი

საქართველოს შეეძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ეს განცხადება ასახავს იმ ღირებულებებს, რასაც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობასა და პარტნიორობას ვანიჭებთ,  - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.ოსტინის თქმით, საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა მისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.ამერიკის თავდაცვის მდივნის თქმით, ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში."საქართველო იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ნატოს მისიაში. ღრმად ვაფასებთ საქართველოს უდიდეს გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით. ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება.საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრძვის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ," - აღნიშნა ოსტინმა.ცნობისთვის, ლოიდ ოსტინმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა.

1676006659

თათბირი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, მის მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა.შეხვედრაზე განხილულ იქნა თავდაცვის უწყების მიერ 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების გაძლიერებასა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას.  საუბარი შეეხო "საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" განხორციელების დინამიკას.ყურადღება გამახვილდა 2023 წელს თავდაცვის გაზრდილ ბიუჯეტზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 260 მლნ ლარით გაიზარდა. ერთი მილიარდ 260 მლნ ლარი პროპორციულად გადანაწილდება ყველა მიმართულებაზე და  საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება. 2023 წლის პირველი იანვრიდან ყველა სამხედრო 20%-ით გაზრდილ ხელფასს იღებს.თავდაცვის მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომლებიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება:-გაგრძელდება ნატოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ასევე გაგრძელდება სამხედრო ავიაციის გაძლიერება და არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები;-კვლავ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქართული სამხედრო მრეწველობის გასაძლიერებლად, კერძოდ, მოხდება დელტას სხვადასხვა მოდიფიკაციის სატრანსპორტო საშუალებებით ქართული ჯარის მომარაგება;-აქტიურად გაგრძელდება მუშაობა გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენის, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების კუთხით. ამ ეტაპზე ქართულ-პოლონური საწარმო შპს „დელტა-ვებე" WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს. საწარმო შეძლებს წელიწადში ასეულობით დრონი აწარმოოს;-გაგრძელდება თანამედროვე სტანდარტებით სამხედრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და განახლება.სამუშაო თათბირზე ყურადღება დაეთმო ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს.ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შესყიდვის მიზნით გერმანიასთან და ესპანეთთან  გაფორმებულია ხელშეკრულებები.ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმდინარეობს ჯაველინების დამატებითი რაოდენობის შესყიდვის პროცესი.მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვედურ კომპანიასთან  Carl Gustaf-ის შესყიდვის მიზნით.არაერთი ხელშეკრულებაა მიმდინარე და დასრულების პროცესში საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიზნითაც:მოკლე მანძილზე მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენის პროცესი დასრულებულია;მიმდინარეობს მოლაპარაკებები საშუალო, მოკლე მანძილზე და ზემოკლე მანძილზე მოქმედი საჰაერო სარაკეტო სისტემების შეძენაზე;ხელით გადასატანი სარაკეტო სისტემის შეძენის მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.სხდომაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მახათას მთაზე მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის  - „ჯარის ქალაქი - Army City" -  ფარგლებში, 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას, რომლის შეძენაც მათ, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს.2023 წელს პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით იგეგმება თავდაცვის ახალი კოდექსის მიღება, რომელიც ფუნდამენტურად გააუმჯობესებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს, შექმნის შესაძლებლობებს ძლიერი რეზერვისთვის და გააუმჯობესებს სამხედროების სოციალურ პირობებს.სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.

1675688222

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და სწავლებების მნიშვნელობაზე, რაც კიდევ უფრო აახლოებს სამივე ქვეყნის სამხედროებს და აძლიერებს ურთიერთთავსებადობას. აღინიშნა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა, რაც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურება.საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში მრავალეროვნული სწავლების "ზამთარი 2023" საპატიო სტუმართა დღეზე დასასწრებად არის მიწვეული.თურქეთი ფართომასშტაბიან ზამთრის სამხედრო სწავლებას ყარსის პროვინციაში მასპინძლობს. საერთაშორისო სწავლებაში 17 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სხვა. სწავლება მიზნად ისახავს ზამთრის პირობებში საბრძოლო უნარ-ჩვევების გაძლიერებას.

1675324355

თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს.სამინისტროს ინფორმაციით, ტერიტორიული, ანაზღაურებადი რეზერვი სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას წარმოადგენს და ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას უზრუნველყოფს. რეზერვში მიიღებიან საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-დან 51 წლამდე პირები, მათ შორის, სტუდენტები 18-დან 22 წლის ჩათვლით. მიღებისას რეზერვისტს ოთხწლიანი კონტაქტი უფორმდება. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ხელფასს სრულად იღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 4 218 ლარია.უწყების ცნობით, ტერიტორიულ რეზერვში გაწვევა/ჩარიცხვა ხდება ტერიტორიული (რეგისტრაციის ადგილის) პრინციპით რეზერვისტების საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება. შეკრებაზე გამოცხადების თარიღები წინასწარ არის ცნობილი. მომზადების კურსის მთავარი მიზანია, საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით, ასევე, ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით."რეზერვში მიღება რეგისტრაციისა და სამხედრო სამედიცინო შემოწმების გავლის საფუძველზე ხორციელდება. საბუთების მიღება მიმდინარეობს სამუშაო დღეების განმავლობაში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:ქ. თბილისი, ეროვნული გვარდია, გორგასლის ქ. #89; ტელ: 595 05 06 85; 595 06 03 44;ქ. ქუთაისი, ფ. ვარლამიშვილის ქ.#52; ტელ: 591 19 60 70;ქ. თელავი – ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა, თამარის ქ. N36; ტელ: 591 17 55 03;გარდაბნის რ-ნი სოფ. მთისძირი – წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ ტელ: (995) 577 19 82 83;ქ. სენაკი – დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადა, ცერცვაძის ქ.#1 ტელ: 595 80 49 42;ქ. ბათუმი – ეროვნული გვარდიის მე – 10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა, ადლიის ქ.#76, ტელ: 591 17 55 14; 577 19 73 05;ქ.ახალციხე, კოსტავას ქ.#1 ტელ: 591 55 05 68; 577 19 23 90.შესაძლებელია ონლაინ რეგისტრაციაც: onlinebct.mod.gov.ge“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

1675153012

ირაკლი ღარიბაშვილმა კრწანისში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
ირაკლი ღარიბაშვილმა კრწანისში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან გიორგი მათიაშვილთან ერთად, კრწანისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელი მიენიჭება.მთავრობის მეთაურმა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადო და მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.თავდაცვის სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა დაიწყო. ლიცეუმის ტერიტორიაზე აშენდება ახალი ფუნქციური შენობები, ხოლო იქ არსებულ ობიექტებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.42 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქცია. ასევე, აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი ავტოსადგომი, საწვავგასამართი სადგური, ავტოსამრეცხაო და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო უბანი. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში წლებია წარმატებით ფუნქციონირებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ახალი ლიცეუმი დასავლეთ საქართველოს ლიცეუმის ანალოგი იქნება და აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

1674725677

საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა პარტნიორი თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები.შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.

1674217659

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი იორდანიის სამეფოში
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს ეწვია. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს იორდანიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იუსეფ ა. ალ ჰნაითმა უმასპინძლა.მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მოქმედებს. დოკუმენტი 2021 წელს გენერალ-მაიორ იუსეფ ა. ალ ჰნაითის საქართველოში ვიზიტის დროს გაფორმდა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად. იორდანია საქართველოსთან ერთად ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს და ასევე, ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის ინიციატივის მონაწილე ქვეყანაა. შესაბამისად, მხარეებმა ნატოსთან თანამშრომლობის ძირითადი ასპექტებიც მიმოიხილეს.იორდანიაში ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად, მეფე აბდულა მეორის სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების მომზადების ცენტრი და იორდანიის დიზაინისა და განვითარების ბიურო მოინახულა.

1674043937

გვარდია
ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას 32 წელი შეუსრულდა. პროფესიული დღე გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა  გიორგი მათიაშვილმა და ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ მიულოცეს.თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებით, სიგელებითა და საშტატო იარაღებით დაჯილდოვდნენ.ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მედლით „თეთრი გიორგი“ დაჯილდოვდნენ: გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და პოლკოვნიკი კობა ბასარია.საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საფუძველზე შეიქმნა.

1671542775