ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო

სამხედრო 1669120253
ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო

"დღევანდელი დღე მინდა განსაკუთრებულად მივულოცო სპეციალური ოპერაციების ძალების თითოეულ მებრძოლს, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს თავისი პროფესიონალიზმით, თავდადებით, გმირობით ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულება და თავგანწირვა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპეციალური ოპერაციების ძალები წარმოადგენს თავდაცვის ძალების გამორჩეულ ქვედანაყოფს, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ასევე მსოფლიოში სამშვიდობო ოპერაციებში ღირსეული მონაწილეობა აქვს მიღებული.

მისივე თქმით, მუხროვანის ბაზაზე, დაპირებისამებრ, აშენდება ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი და სრულყოფილი ბაზა, რომელიც სრულად შესაბამისი იქნება ნატო-ს სტანდარტებთან.

"დღევანდელი დღე მინდა განსაკუთრებულად მივულოცო სპეციალური ოპერაციების ძალების თითოეულ მებრძოლს, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს თავისი პროფესიონალიზმით, თავდადებით, გმირობით ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულება და თავგანწირვა. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის, თქვენი თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის.

სპეციალური ოპერაციების ძალები წარმოადგენს თავდაცვის ძალების გამორჩეულ ქვედანაყოფს, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ასევე მიღებული აქვს მსოფლიოში სამშვიდობო ოპერაციებში ღირსეული მონაწილეობა. თქვენ ყოველთვის გმირულად და მამაცურად იცავდით და იცავთ ჩვენს სამშობლოსა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მინდა, აქვე ქედი მოვიხარო ბრძოლის ველზე დაცემული ჩვენი გმირი ჯარისკაცების, ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო სპეციალური ოპერაციების ძალების ყველა ვეტერანს, ვინც ერთგულად ემსახურა თქვენს ქვედანაყოფს, რომლებიც ღირსეულად ემსახურნენ თავდაცვის ძალებს და ჩვენს სამშობლოს. თქვენ, ყველას, ძვირფასო ოფიცრებო, დიდი როლი მიგიძღვით ჩვენი ჯარის გაძლიერების საქმეში. ამაზე ეროვნული, ამაზე საპატიო საქმე დღეს ჩვენ არა გვაქვს. ჩვენი ვალია მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი საამაყო ქართული ჯარი. სახელმწიფო ვალდებულია, რომ ყველაფერი გააკეთოს თქვენთვის, ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად, თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. ბოლო წლებში ჩვენ, ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ და დღესაც ჩვენ, ყველანი ერთად, აღვნიშნავთ მართლაც მასშტაბური პროექტის დაწყებას მუხროვანის ბაზაზე. ეს იყო ჩვენი დაპირება. აშენდება ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი და სრულყოფილი ბაზა, რომელიც სრულად შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. ესაა 70 მლნ-იანი პროექტი, რომლის მშენებლობაც დღეს, სიმბოლურად, ეგრეთ წოდებული კაფსულის ჩადებით დავიწყეთ და სულ რაღაც 2 წელიწადში დასრულდება სამუშაოები," - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო პარტნიორებს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.

"ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი თქვენი ქვედანაყოფის გაძლიერების საქმეში. მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ და სხვა ნატოს წევრი სახელმწიფოების ჯარები და მათი დახმარება, რომელიც წლების განმავლობაში იყო მართლაც ფასდაუდებელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი," - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის სამახსოვრო დაფა გადაეცა.

"სპეციალური ოპერაციების ძალები 23 წლისაა. სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მოწვეული სტუმრებისათვის საჩვენებელი სწავლება გამართეს, რომელიც საბრძოლო ფუნქციების ინტეგრირებით მართვისა და კონტროლის დახვეწას ისახავდა მიზნად. სწავლება რეიდს, ცეცხლის კოორდინაციას, ობიექტის წმენდას, მძევლის გათავისუფლებასა და ობიექტის აფეთქებას ითვალისწინებდა.

მათივე ცნობით, საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალები მუხროვანის ახალ ბაზაზე განთავსდება. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და მოხდება 3 ძველი შენობის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე აშენდება: შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. მეორე ეტაპი კი, ითვალისწინებს სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ასევე სიტყვით მიმართეს და 23 წლის იუბილე მიულოცეს ჯუანშერ ბურჭულაძემ და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა. მათ სპეციალური ოპერაციების ძალების ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს სამშობლოსთვის გაწეული ღირსეული და მაღალპროფესიონალური სამსახურისათვის მადლობა გადაუხადეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში სამხედრო შენაერთის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს.

ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას გადაეცათ: უწყებრივი მედლები - „გიორგი ანწუხელიძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, I, II და III ხარისხის მედლები „უმწიკვლო სამსახურისთვის“, საშტატო იარაღი და ფასიანი საჩუქრები. დაკისრებული მოვალეობების მაღალხარისხიანად შესრულებისთვის სამხედრო მოსამსახურეებს გამოეცხადათ მეთაურის მადლობა და გადაეცათ მადლობის სიგელები.

ცნობისთვის, 1999 წლის 22 ნოემბერს, კოჯორში, მცირე ინტენსივობის კონფლიქტებში სამხედრო ოპერაციათა მოსამზადებელი ცენტრის ბაზაზე დაიწყო „სპეცდანიშნულების საბრძოლო კურსი“, რომელიც 12-მა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით დაასრულა და პირველი სპეცდანიშნულების ჯგუფი ჩამოყალიბდა. ამით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველი საარმიო სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის არსებობას. სპეციალური ოპერაციების ძალები, მისი შექმნის დღიდან, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად მონაწილეობდა. ასევე, აქტიურად იცავდა მსოფლიოში მშვიდობას სხვადასხვა დროს კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში.

უახლესი
ვოლტი
"ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

"ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით მათ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.„25%-ით შეგვიმცირდა შემოსავალი. იმის ფონზე, რაც ტარიფებმა დაიკლო იანვრის თვიდან  და პლუს ამას საკომისიო პროცენტი გაიზარდა, რამაც გამოიწვია მინიმუმ 25%-ით მაინც შემოსავლის შემცირება.ჩვენ გვქონდა მცდელობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის. მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებმა სამწუხაროდ, არ იკადრეს. ჩვენ პროტესტი იქნება პერმანენტული“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

საზოგადოება 1675599687

პუტინი ზელენსკი
“პუტინმა მითხრა, მე არ მოვკლავ ზელენსკის” - ნაფტალი ბენეტი პუტინთან საუბრის დეტალებს იხსენებს

“პუტინმა მითხრა, მე არ მოვკლავ  ზელენსკის” -  ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი პუტინთან საუბრის დეტალებს იხსენებს. ინტერვიუს ნაფტალი ბენეტთან ებრაული მედია ავრცელებს.ბენეტი ირწმუნება, რომ 2022 წლის მარტში, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით ცდილობდა ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებას, ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე პუტინი მას დაჰპირდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა.„ზელენსკის მოშორება. ეს ყველაზე ძვირფასია, ეს ლიდერის სიცოცხლეა. ვიცოდი, რომ ზელენსკის ემუქრებოდნენ თავშესაფარში და რომ მათ არ იცოდნენ მისი ადგილმდებარეობა. რაღაც მომენტში პუტინს ვუთხარი: „მისმინე, რა ხდება ამ ამბავთან დაკავშირებით? შენ აპირებ მის მოკვლას?“ მან მითხრა: „მე არ მოვკლავ ზელენსკის“, – განაცხადა ბენეტმა.ისრაელის ყოფილი პრემიერის თქმით, კრემლიდან გამოსვლის შემდეგ, აეროპორტის გზიდან მან დაურეკა ზელენსკის და პუტინის სიტყვები გადასცა. როგორც ბენეტი ამბობს, ამის შემდეგ ორ საათში უკრაინის პრეზიდენტი ავიდა თავის კაბინეტში და გადაიღო ვიდეო, სადაც თქვა: „მე არ მეშინია“.

მსოფლიო 1675597938

ალელიშვილი
“წინააღმდეგი ვარ რუსეთთან ფრენის აღდგენის“ - დავით ალელიშვილი

პუბლიცისტი დავით ალელიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენას ეწინააღმდეგება და არგუმენტებსაც ასახელებს.მისი თქმით, ამ ფრენების აღდგენით საქართველო კარგავს ერთ მცირე ბერკეტს რუსეთზე ზემოქმედების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირების გამო."წინააღმდეგი ვარ რუსეთთან ფრენის აღდგენის.ეს რომ ემოციურ ფონზე ნათქვამად არ ჩათვალოთ, არგუმენტებს ჩამოვთვლი.1.პატივს ვცემ იმ ადამიანების მოსაზრებას, რომლებსაც რუსეთთან ფრენის აღდგენა სურთ, არგუმენტად კი რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე ზრუნვა მოჰყავთ. ამის საწინააღმდეგო არგუმენტად მოვიყვან - ფრენები შეწყდა 2019 წელს რუს გავრილოვთან დაკავშირებული ცნობილი კონფლიქტის გამო. ამ პერიოდში საქართველომ იგრძნო „დასჯის“ სიმძიმე? არა მგონია. რუსეთიდან საჰაერო გზით ჩამომავალ ქართველებს პირობითად 500 აშშ დოლარი თბილისის მაგივრად ერევნის რეისზე უნდა გადაეხადათ, ერევნიდან კი 50 დოლარად ჩამოდიოდნენ საქართველოში. აღარ ვლაპარაკობ სახმელეთო გზით შემომავალ რუსეთის მოქალაქეებზე.2.2019 წლის ზაფხულში რუსეთის ინიციატივით შეწყდა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთმა არგუმენტად ერთადერთი - საკუთარი მოქალაქეებისთვის საქართველოში არსებული საფრთხეები დაასახელა. რუსეთის გასაგონად - შემცირდა თუ არა ეს საფრთხეები მისი მოქალაქეებისადმი? არა მგონია. თუ საფრთხის შემცველობაზეა ლაპარაკი, პირიქით - გაუარესდა კიდეც, რადგან უკრაინა-რუსეთის ომში საქართველო, ისევე როგორც მთელი თავისუფალი სამყაროს უდიდესი ნაწილი, უკრაინის გამარჯვებას ისურვებს, მიუხედავად იმისა რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას აშკარად  დაუპირისპირდა და ამ დაპირისპირებას დიდი ხნის ისტორია აქვს, ორი წლის წინ არ დაწყებულა. ეს სხვა თემაა.3.რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენის აღდგენით საქართველო სავარაუდოდ მოხვდება იმ სანქციების სიაში, რომელიც თუ არ ვცდები მესამე პაკეტით დაუწესა რუსეთს ევროკავშირმა. ამ შემთხვევაში უნდა დავემშვიდობოთ პირდაპირ ფრენებს ათენში, მილანში, პარიზსა და ბერლინში. ამაზე გაგვაფრთხილეს.4. ამ ფრენების აღდგენით საქართველო კარგავს ერთ მცირე ბერკეტს რუსეთზე ზემოქმედების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირების გამო. დიდი ბერკეტები იქნება ამ რეგიონებთან ეკონომიური კავშირების აღდგენა (ისევ ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვის გამო) და რუსეთთან დიპლომატიური კავშირის აღდგენა (ისევ ჩვენ თანამემამულეებზე ზრუნვის გამო). ამ კავშირებზე ოცნებობს რუსეთი. მერე შეგიძლია იძახო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაზე და რეზოლუციები მიაღებინო სხვადასხვა დონეზე, თუ დაგიჯერებენ, რა თქმა უნდა.5.მაშ უარი უნდა ვუთხრათ რუსეთს ამ ფრენების აღდგენის გამო? არა, რა თქმა უნდა. „განვიხილავთ“, „კომისიას შევქმნით “... ეს განხილვა შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ.  მე უნდა ვლაპარაკობდე დიპლომატიის ენასა და შესაძლებლობებზე, თუ ისინი, ვინც ხელისუფლების სათავეში არიან?რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემი სუბიექტური მოსაზრებებია, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ არ გაითვალისწინოთ." - წერს ალელიშვილი. 

საზოგადოება 1675596784

გია აბაშიძე
“კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!“ - გია აბაშიძე

"კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!" - ასე ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე გიორგი ჩალაძის და გიული ალასანიას მიერ განცხადებებზე, რომ თუ ხელიუფლება მიხეილ სააკაშვილის საკითხს დადებითად არ გადაწყვეტს, ქვეყანაში მიიღებენ ომს.აბაშიძის თქმით, სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს დაუპირისპირდეს ქართველ ხალხს.„რევანშისტების სექტა ახლა მზადაა ომი გამოუცხადოს ქართველ ხალხს, რათა დაიხსნას ბოროტი კლოუნი სააკაშვილი და სცადოს ამ გზით ხელისუფლებაში მობრუნება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ სახელმწიფოს მისამართით ამ დაუსრულებელ მუქარებს უნდა გაეცეს კანონიერი პასუხი! კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა: „თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.ჩალაძის მუქარა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შეაფასა და განაცხადა, რომ მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგსკ მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.     

სოცქსელი 1675594744

14/02/2022
“ყველაფერი უნდა მოისინჯოს” - გიული ალასანია ჩალაძის მუქარაზე

"ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით," - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მუქარას,  რომ თუ ხელისუფლებას არ უნდა ქუჩაში მიიღონ ომი, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად.გიული ალასანიას თქმით, მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს.„ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით. ყველაფერი უნდა მოისინჯოს“, - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.

საზოგადოება 1675593855

ალექსეი რეზნიკოვი
ალექსეი რეზნიკოვმა, შესაძლოა, მომავალ კვირას თანამდებობა დატოვოს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა, შესაძლოა, მომავალ კვირას თანამდებობა დატოვოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.მის ადგილზე კი თავდაცვის უწყების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მოქმედი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი მოიაზრება.როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, რეზნიკოვი სავარაუდოდ იუსტიციის მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო იუსტიციის მოქმედი მინისტრი დენის მალიუსკა, შესაძლოა, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ელჩად გაგზავნონ.ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ ბუდანოვს არ სურს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რადგან ესმის, რომ ეს არის „დიდი ბიუროკრატიული მანქანა“.

მსოფლიო 1675592330