თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებას აგრძელებს

სამხედრო 1650351995
თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებას აგრძელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღებას აგრძელებს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ტერიტორიიდან პირადი შემადგენლობა ქვეყნის რეგიონებში, ქალაქებსა და სოფლებში რეკრუტირების მობილური მანქანებით გაემგზავრა. სამხედროები ადგილობრივებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს გააცნობენ.

დღეს თბილისის მეტროსადგურებთან მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრები გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეებს კონტრაქტის, ასევე პროფესიით ჯარში სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სამხედრო საქმის მიმართ მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიკვეთა. მოქალაქეების კითხვებს სამხედროებმა ამომწურავად უპასუხეს.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ 4-წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები. სამხედროები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. ჯარისკაცებმა აღნიშნეს, რომ უწყებაში მოტივაციის ამაღლებისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი, უმჯობესდება განათლების შესაძლებლობები და იხვეწება კარიერული წინსვლის სისტემა, იზრდება ხელფასები და ვითარდება სოციალური დაცვის გარანტიები.

კარიერული განვითარების შესახებ საუბრისას სამხედროებმა განმარტეს, რომ ჯარისკაცებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ უცხოეთში სხვადასხვა კურსებზე. უწყება ორიენტირებულია სამხედრო პირი თავდაცვის ძალებში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით სამსახურის დასრულების შემდეგაც იყოს კონკურენტული.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ 18-დან 40 წლის ჩათვლით მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში დასაქმება საკუთარი პროფესიითაც შეუძლიათ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია.

რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Onlinebct.mod.gov.ge;
ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

უახლესი
შსს
შსს ​პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს

შსს ​პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.ამასთან, შსს მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან.„პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.მიმდინარე წლის პირველ ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოება 1656755544

პოლიცია
უბედური შემთხვევა თბილისში - მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა თბილისში - მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე. სავარაუდოდ, 80 წლამდე მოხუცების გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიაკაცია გახდა.ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საზოგადოება 1656754788

მიწისძვრა
საქართველო - რუსეთის საზღვრიდან 1 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

საქართველო - რუსეთის საზღვრიდან 1 კმ-ში თბილისის დროით 12:24 საათზე მიწისძვრა მოხდა.მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

საზოგადოება 1656754431

კაცი წყალში
(ვიდეო) "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, შემდეგ კი შადრევანში ჩახტა

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლიც წაიკიდა.შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა.მისი თქმით, არ უნდა ცოდვილ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლგბტქ ადამიანებს იცავენ. ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.ცნობისათვის, დღეს გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის "ალტ-ინფოს" ლიდერები ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას - ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ.  

საზოგადოება 1656753759

აბასთუმანი
"ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და თქვა, ფული ჩემი, საქმე შენი, აბა წამოვწიოთ აქაურობა" - სოსო ტყემალაძე კურორტ აბასთუმნის განვითარებაზე

პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის, სოსო ტყემალაძის ინფორმაციით, კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე, რომლის ინიციატორი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება.მისი თქმით,  კურორტი 5,500 ადამიანზეა გათვლილი. კურორტის განვითარებისთვის 350 მილიონი ლარს სახელმწიფო ხარჯავს, რომელსაც გახსნისთანავე ამოიღებს.„ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და თქვა: ფული ჩემი, საქმე შენი, აბა წამოვწიოთ აქაურობა. სწრაფადვე შევუკვეთეთ განვითარების გეგმა, რომელიც ჯგუფმა „ჯეოგრაფიკმა“ გააკეთა. ყველაფერია გაწერილი. აბასთუმანში ახლა იდება 1.3 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით 350 მილიონი ლარი არის ის, რასაც სახელმწიფო ხარჯავს. ესა არის გზა, წყალი, გამწმენდი და ასე შემდეგ. დანარჩენ მილიარდს კერძო სექტორი ხარჯავს. ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის “პარაგრაფი”, ესა არის „რუმსი”, ესაა ხარებავების პროექტი, ასევე პაპაშვილების პროექტი, რომლებიც მძლავრ ინვესტიციას აკეთებენ, როგორც აბანოში, ასევე სასტუმროებში და ჯამში პატარა სასტუმროებიანად, კურორტი გათვლილია 5,500 ადამიანზე ერთდროულად. ის მილიარდი, რომელიც დაიხარჯება სახელმწიფო გახსნისთანავე გადასახადების სახით იბრუნებს. ასეთი ბიზნესპროექტი სახელმწიფოსთვის ბევრი არ არის“,- აღნიშნავს სოსო ტყემალაძე.

საზოგადოება 1656751771

რაკეტები
შეერთებული შტატები კიევს ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და რადარებს

შეერთებული შტატები კიევს ახალ სამხედრო დახმარებას გაუწევს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და რადარებს, - ინფორმაციას  Deutche Welle ავრცელებს.დახმარების ახალი პაკეტის ღირებულება 820 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და პირადად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერის ახალი პაკეტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. "ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ მარაგების მისაღებად", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებს და ბატარეის საწინააღმდეგო საომარ რადარებს რუსული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განეიტრალება შეუძლია.

კონფლიქტი 1656751221