გია აბაშიძე
“კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!“ - გია აბაშიძე

"კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!" - ასე ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე გიორგი ჩალაძის და გიული ალასანიას მიერ განცხადებებზე, რომ თუ ხელიუფლება მიხეილ სააკაშვილის საკითხს დადებითად არ გადაწყვეტს, ქვეყანაში მიიღებენ ომს.აბაშიძის თქმით, სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს დაუპირისპირდეს ქართველ ხალხს.„რევანშისტების სექტა ახლა მზადაა ომი გამოუცხადოს ქართველ ხალხს, რათა დაიხსნას ბოროტი კლოუნი სააკაშვილი და სცადოს ამ გზით ხელისუფლებაში მობრუნება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ სახელმწიფოს მისამართით ამ დაუსრულებელ მუქარებს უნდა გაეცეს კანონიერი პასუხი! კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა: „თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.ჩალაძის მუქარა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შეაფასა და განაცხადა, რომ მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგსკ მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.     

1675594744

ფდსფს
"თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ" - რატი ბრეგაძე გიორგი ჩალაძეს პასუხობს

"თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ," - ასე ეხმიანება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ჩალაძის დღევანდელ განცხადებას."ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა: უსამართლობა სამართლიანობაა, უკანონობა- კანონიერება, სისხლის ღვრა, მშვიდობა და სამართალი არის ის რასაც ვიტყვით ჩვენ!თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!" - წერს რატი ბრეგაძე.ცნობისთვის, დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში ხელისუფლება ქუჩაში ომის მიიღებს."თუ არ უნდათ, რომ ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა. პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებენ ქუჩაში ომს. ეს იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. პრეზიდენტ სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერების ძალიან ძლიერი, დიდი არმია."ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან მონოლითური ჯგუფი, ძალიან მკაცრად გამოხატული ქმედებების სურვილით, იდეოლოგიით და მხარდაჭერის ერთგულებით. ისინი არიან პრეზიდენტ სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერები. სააკაშვილისთვის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, "ქართული ოცნება" ქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს. ეს იცის ჩვენმა ყველა უცხოელმა პარტნიორმა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ უნდა მივიდეთ საზოგადოების დაპირისპირებამდე“, – განაცხადა ჩალაძემ. 

1675530436

ბონდო მძინარაშვილი
"ეს რა ქნა ნინო ნადირაძემ?! თავზე გადაალეწა აწყობილი 9-თვიანი პიარი მანიაკის დედუნას და გონებაშეზღუდულ სექტანტებს!" - ბონდო მძინარაშვილი

"ეს რა ქნა ნინო ნადირაძემ?! თავზე გადაალეწა აწყობილი 9-თვიანი პიარი მანიაკის დედუნას და გონებაშეზღუდულ სექტანტებს!" - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი3 თებერვალს, კლინიკა "ვივამედის" ხელმძღვანელის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებას."ეს რა ქნა გუშინ ნინო ნადირაძემ?! თავზე გადაალეწა აწყობილი 9-თვიანი პიარი მანიაკის დედუნა ვალიდეს, მამას, ბიძას, ძმებს, ცოლებს, შვილებს, ადვოკატებს, ევროპარლამენტარებს, უკრაინის კორუმპირებულ ხელისუფლებას და გონებაშეზღუდულ სექტანტებს!", - წერს მძინარაშვილი.შეგახსენებთ, რომ 3 თებერვალს კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა.

1675512303

ეკა ხერხეულიძე ლევან ხაბეიშვილი
"წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება" - ეკა ხერხეულიძე

"პირადი წერილების გამოქვეყნებას მხოლოდ ერთი მხარე არ წყვეტს და ორივეს თანხმობაა საჭირო," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს."მეგობრებო, ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა,რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს. ორივეს თანხმობაა საჭირო.თუ მართლა ვწუხვართ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გავუფრთხილდეთ, პატივი ვცეთ. თორემ, წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან დარწმუნებული ვარ ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი. აბა, თქვენ იცით," - წერს ხერხეულიძე.ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი გამოაქვეყნა. ექსპრეზიდენტი აღნიშნულ წერილში ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს და ამბობს, რომ მას მხარს ყოველთვის დაუჭერს. 

1675182923

ეკა ხერხეულიძე
“ათასი სიბინძურე რომ გავატარო, ამის მთქმელს ენას ამოგაძრობთ!“ - ეკა ხერხეულიძე მაია ორჯონიკიძეს პასუხობს

"სირცხვილისგან მიწა უნდა უსკდებოდეს, სინდისის ნატამალი რომ ჰქონდეს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე წერს.ხერხეულიძის გაღიზიანება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის მაია ორჯონიკიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც ორჯონიკიძემ ეკა ხერხეულიძის შესახებ განაცხადა, რომ არ უკვირს მიშას „უახლოესი თანამებრძოლი“ „კაგებეს“ სტაჟიანი თანამებრძოლი რომ იყოს“.„აი,რაზე მინდა დაგელაპარაკოთ..ამ ქვეყანას მლიქვნელი და ლაჩარი კი არ უკვირს, მაგრამ ის კი ნამდვილად მაკვირვებს, ასეთი რა უნდა დამემართოს, რომ სიმართლის თქმის შემეშინდეს.ამ ბინძური დედაკაცის ღვარძლის ნიაღვარს ვხედავდე ჩემი მეგობრის მისამართით და გვერდი ავუარო..ახლა გადავხედე საერთო მეგობრებს და მე შემრცხვა თქვეს ნაცვლად. საქმე ჩემში კი არაა, საქმე თქვენშია, თქვენ საცოდაობაშია. პირად ურთიერთობაში ჩემთან დამღლელ მლიქვნელობაში იხარჯებით და გამბედაობა არ გყოფნით სიცრუეს სიმართლე დაუპირისპიროთ.მე არ ვარ ადამიანი, რომელიც პრაგმატული მოსაზრებების გათვალისწინებით მორალურ კომპრომისზე წავა, არც ახლა ვაპირებ. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რომ თქვენზე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც თქვენი სიდედლე იმსახურებს.ახლა საქმე: როდესაც შუაში არ ყანყალებ და მკაფიო პოზიცია გაქვს, ცხადია, საწინააღმდეგო პოზიციის მქონე უკულტურო ადამიანები ისე გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს რა აღზრდაც აქვთ. ეს არ მიკვირს. არც ის მიკვირს პოზიციის დაფიქსირება რომ გევალება და პატრიარქის ფუნქციას ითავსებ, ნეიტრალურ შეფასებებს სიტყვებს უძებნი და სილაჩრე სასაცილოს გხდიდეს, მაგრამ ვერ წარმომიდგენია ვინმეს შვილს ცილს სწანებდნენ, ამას ვხედავდე და ამ შემთხვევაშიც ლაჩარი ვიყო.მე რომ ვინმეს არ მოვწონდე, რა გასაკვირია. ან, ჩემი აბსოლუტური სიყვარული რატო უნდა მეფობდეს, როდესაც ამბიცია მაქვს, რომ სინდისის კარნახით ვიცხოვრო, მაგრამ ყველა გაგებით და პარამეტრით ზნედაცემული მაია ორჯონიკიძის რამ შეგაშინათ? ცხვრებივით რომ აჰყევით მის სტაჟიან ბინძურ ექოს, შინაარსი რატომ არ გაინტერესებთ? თუ უნარი არ გაქვთ თავად იაზროვნოთ?როგორც დავით თარხან-მოურავი იტყოდა, დედის ხაზით სტაჟიანი მავნებელი, ჩემი ცხოვრების რევიზიას რომ ეწევა, ანტისახელმწიფოებრივი დამსახურებული მუშაკის ნაშიერი მე რომ მასწავლის როგორ უნდა მეცხოვრა და ვიცხოვრო, წარმოუდგენელ ბოდვებს რომ აზიარებს, თითქოს ვერ ხედავთ, თუ როგორაა თქვენი საქმე?აქ შეგხვდებათ სქრინები, სადაც ადამიანები კი არა, ბრბო მსჯელობს არარსებულ ფაქტებზე და რაკი ყველა დაბრმავდით, თავად ვუპასუხებ:1- თითქოს, მე გამრიცხეს სტუდენტური მოძრაობიდან და არ ვყოფილვარ სამეგრელოში აქციებზე"პასუხი - ეგ სტუდენტური მოძრაობა ჩემი დაარსებული იყო, მე ვხელმძღვანელობდი და შესაბამისად, ვერავინ გამრიცხავდა. ზუგდიდში აქციებზე არ გამოვჩენილვარ კი არა, იქ ვცხოვრობდი, თავად ვატარებდი აქციებს, სადაც წესით, სხვები უნდა გამოჩენილიყვნენ. ან ტელევიზიაში როგორ უნდა მეცადა გამოვჩენილიყავი, სად იყო მაშინ ტელევიზია? ორჯერ გვქონდა ასეთი შემთხვევა და ორჯერვე დამაპატიმრეს.2- მაია ორჯონიკიძის დედა, იზა ორჯონიკიძე, დიქტატორი, გამსახურდიას გასამართლებას რომ ითხოვდა, მე მაშინ 6 პატიმრობა გამომატარა იმ სახელმწიფო საბჭომ, სადაც დედამისი შევარდნაძეს, ჯაბას და კიტოვანს ოსანას უმღეროდა. აქედან 6 თვე კგბ ს იზოლატორში გავატარე 19 წლის ასაკში.3- ხერხეულიძემ იცოდა მიშას ჩამოსვლის შესახებ და ზარს არ პასუხობდა -ყველა გარეწარის გასაგონად! - ვიცოდი კი არა, წარმოდგენა არ მქონდა ჩამოსვლის დროზე. ცალკე განსჯის საგანია ვინ იცოდა, რატო დატოვეს ადამიანი და რატო კვდება ახლა ტანჯვით ციხეში. პირიქით, ერთადერთი ვარ, ვინც მის ზარს უპასუხა მათ შორის, ვისაც დაუკავშირდა.4- რატო დადის ხერხეულიძე მიშასთან ყველაზე ხშირად, თუ რაღაცაში არაა საქმე?"მიხეილ სააკაშვილთან შესვლა არ შესვლას არ წყვეტს არავინ, თავად მიხეილ სააკაშვილის გარდა!5- ასლან აბაშიძის მეგობარი,ისე წარიმართოს მაია ორჯონიკიძის ზნედაცემული ცხოვრების ხანგრძლივობა, როგორც მე არამცთუ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავს ასლან აბაშიძე. ჰქონდა  სტუდენტური კავშირი, სადაც ვთანამშრომლობდით გიორგი თარგამაძის თბილისის ორგანიზაციასთან. 6- მთავარი, რამაც გადამაწყვეტინა ქუჩაში ამ სტატუსის დაწერა"ხერხეულიძის ნარკომანი შვილები"ხომ ვერ მიმითითებთ, ჩემი რომელი შვილია ნარკომანი? ათასი სიბინძურე რომ გავატარო, ამის მთქმელს ენას ამოგაძრობთ! კი, სწორად წაიკითხეთ, გემუქრებით! და ბოლოს ,სიცოცხლის ბოლომდე გამოუცნობი დარჩება ჩემთვის დაუნახავი, უმადური ადამიანების ქცევა. გაგიკვირდებათ და, ეს დედაკაცი, როგორც გაუბედურებული დედა, მე და გიგა ბოკერიას ძალისხმევით გათავისუფლდა ყველაზე დიდი დარდისგან.მეტს აღარაფერს დავწერ, სირცხვილისგან მიწა უნდა უსკდებოდეს, სინდისის ნატამალი რომ ჰქონდეს“, - წერს ეკა ხერხეულიძე.

1674991353

გოგა ხაინდრავა
“ეს ავაზაკები თავის გადასარჩენად კერპშეწირვის რიტუალს მართავენ საკუთარ ბელადს წვავენ!” - გოგა ხაინდრავა “ნაციონალურ მოძრაობაზე”

"დღეს ეს ჯალათები თავის გადასარჩენად კერპშეწირვის რიტუალს მართავენ, საკუთარ ბელადს წვავენ! ის კი მათ ამხელს ჯაშუშობაში!“,  - ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.„2006 წელს 28 იანვარს ღამე, სააკაშვილის ჯალათებმა ახალაიას მეთაურობით რეჟიმის ხერხემლის ვანო მერაბიშვილის ცოლს, სანდრო გირგვლიანი მსხვერპლად შესწირეს წამებით! დღეს ეს ავაზაკები თავის გადასარჩენად კერპშეწირვის რიტუალს მართავენ საკუთარ ბელადს წვავენ! ის კი მათ ამხელს ჯაშუშობაში!“, - წერს ხაინდრავა.შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "ადამიანები, რომლებმაც მისი ჩამოსვლა დაგეგმეს, შესაძლოა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ". ცნობისათვის გუშინ და დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნები მომდინარეობს. ვინ გახდება მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ხვალ გახდება ცნობილი.

1674988881

თამარ ჩერგოლეიშვილი
“ყველა უპასუხისმგებლო იდიოტია, ვინც დღესაც „ნაცებთან“ ერთიანობით ცდილობს ტივტივს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ყველა უპასუხისმგებლო იდიოტია, ვინც დღესაც „ნაცებთან“ ერთიანობით ცდილობს ტივტივს", - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" "გაფარჩაკება", ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს და ამაში დამნაშავედ ყველა ოპოზიციურ პარტიას მიიჩნევს. „დღეს ძალიან ნათელია, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ მიცემულმა თითოეულმა ხმამ გააძლიერა ბიძინა ივანიშვილი. როდესაც ამომრჩევლის მიერ მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხილი პარტია და მისი ბელადი ასე ფარჩაკდება, ეს უღირსობა მთელ ოპოზიციაზე აისახება და ივანიშვილის რეჟიმი ძლიერდება.პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, დანარჩენ პარტიებს ვაკისრებ (ჩვენი ჩათვლით), რომ ამ სიბინძურის ალტერნატივა ვერ შევქმენით.ყველა უპასუხისმგებლო იდიოტია, ვინც დღესაც „ნაცებთან“ ერთიანობით ცდილობს ტივტივს და დღესაც ვერ შეიგნო, რომ სანიტარული კორდონიამათთან საჭირო და მაშინ, როცა ალტერნატიული დღის წესრიგი არ შუქდება, დისტანცია მხოლოდ მათზე თავდასხმით მიიღწევა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

1674987757

ზურაბ ჭიაბერაშვილი მიხეილ სააკაშვილი
"სააკაშვილი ან მოიპოვებს პოლიტიკური თავისუფლებას, ან მოკვდება" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"სააკაშვილი ან მოიპოვებს პოლიტიკური თავისუფლებას, ან მოკვდება," - ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ამბობს."პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლის დღიდან ვამბობ და გავიმეორებ: იგი ან მოიპოვებს პოლიტიკურ თავისუფლებას თავისთვის და თავისი ქვეყნისთვის, ან მოკვდება.ფიზიკურად ის თავისუფალი იყო, მაგრამ მას, როგორც ისტორიულ ფიგურას- ფიზიკური თავისუფლება არად უღირს, თუ მას არ აქვს პოლიტიკური თავისუფლება, და- სიცოცხლე არად უღირს, თუ მისი ქვეყანა რუსეთის ჭაობის ნაწილად რჩება.პრეზიდენტმა სააკაშვილმა იცის, რომ მისი ბრძოლის ეს ყველაზე დრამატული ფაზა სიკვდილითაც რომ დასრულდეს, ის ქვეყნისა და ისტორიის წინაშე პირნათელია. ამიტომ ის თამამად ეთამაშება სიკვდილს.შეიძლება ვინმეს აღიზიანებს, სააკაშვილმა ქვეყნისა და საკუთარი ბედი ასე გადააჯაჭვა, მაგრამ არავის აქვს უფლება, განსაჯოს იგი: ბოლო 30 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია იმდენი ჩვენი ქვეყნისათვის, რაც მას. და ამ წამებით კიდევ ერთხელ ადასტურებს ამას.ქოცები ვერ გაიგებენ, სადამდე წასვლა შეუძლია სააკაშვილს. მაგრამ ეს შეიძლება გაიგონ: ქოცებო, თქვენ უკვე ხართ სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები. შანსი გაქვთ, გიგლა ბერბიჭაშვილებიც იყოთ," - წერს ჭიაბერაშვილი. 

1674925510

გია ხუხაშვილი
"სიბრიყვე, რასაც მძიმე შედეგები მოყვება, პოლიტიკაში პრაქტიკულად იგივე სიმძიმის დანაშაულია, როგორიც ღალატი" - გია ხუხაშვილი

ექსპერტის გია ხუხაშვილის განცხადებით, ვინც პირდაპირ, ან ირიბად მონაწილეობდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში ყველა დამნაშავეა. ამის შესახებ ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა."ვინც პირდაპირ, ან ირიბად მონაწილეობდა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში, მათ შორის, არწმუნებდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ყველა დამნაშავეა, მიუხედავად იმისა, ამას შეგნებულად აკეთებდა, თუ სიბრიყვით.სიბრიყვე, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება, პოლიტიკაში პრაქტიკულად იგივე სიმძიმის დანაშაულია, როგორიც ღალატი…" - წერს გია ხუხაშვილი. 

1674900186

სდფსდ
"ეს მართლაც ეკოლოგიურ კატასტროფას გადარჩენილი!" - თეა წულუკიანი გიორგი ვაშაძეზე

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს "ეკოლოგიურ კატასტროფას უწოდებს."gtmedia კულტურის მინისტრის "ფეისბუკ" პოსტს უცვლელად გთავაზობთ."გვითხარი რა. გაგვახსენე, უფრო სწორად - ვერავითარ წარსულს ვერ წაშლი. ეს მართლაც ეკოლოგიურ კატასტროფას გადარჩენილი.გარდა 24 თებერვალს დაგეგმილი აქციისა, გიორგი ვაშაძემ გადაცემაში წლების წინ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების მიზეზზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ არაფრის გახსენება არ სურს, რადგან "კარგი არაფერი მანდ არ არის.""მე ეს ფურცელი უკვე გადავშალე, ყველა ადამიანს ვეუბნები, რომ ჩემს გვარს ნუ ახსენებთ და ჩემს ნაცვლად ნუ ლაპარაკობთ, რა მოტივაციები იყო. აღარ მინდა გავიხსენო საერთოდ ეს, გადავშალე ეს ფურცელი, აღარ არსებობს ჩემთვის ეს წარსული, წავშალე. არ მინდა არაფერი გავიხსენო, კარგი არაფერი მანდ არ არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ." - წერს წულუკიანი. 

1674672672

ხზცზ
"გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისთვის ბრძოლაში, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება!" - ზურაბიშვილი ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს.სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის "დაუღალავ ბრძოლაში" სიძლიერეს უსურვებს. მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება."ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ!გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში!თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!" - წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 45 წლის გახდა.  З Днем народження @ZelenskyyUa May you celebrate your next birthday in a free and united Ukraine.I wish you strength and resilience in this relentless fight for freedom and sovereignty!Your victory will be our victory!#SlavaUkraini pic.twitter.com/FHUM4lKQPe — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 25, 2023

1674662400

ჯაბაური
"ეს ის ხალხია, რომლის ოჯახმაც საკუთარ სახლში შეიფარა ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი” - ანა ჯაბაური

"ეს ის ხალხია, რომლის ოჯახმაც საკუთარ სახლში შეიფარა ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი,“ - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას რძალი, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.„სანდრო და გიორგი ჭელიძეები. ცოტნეს ბიძაშვილები (ბებიის – ზინა არჩვაძის მხრიდან). ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, რომელთა ნახვა ცოტნეს განსაკუთრებით უხარია.ეს ის ხალხია, რომლის ოჯახმაც კარი გაუღო და საკუთარ სახლში შეიფარა ზვიად გამსახურდიას დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნებული ოჯახი და თითქმის ერთი წელი თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა მას.პ.ს. გიორგი ჭელიძეა სწორედ ის ადამიანი, რომელიც ცოტნემ ნათესავთაგან პირველი გამაცნო,“ – წერს ანა ჯაბაური.

1674394532