გიორგი ვაშაძე
"არ არის პათეთიკის და ურთიერთშეგონების დრო, ახლა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დროა" - გიორგი ვაშაძე

"არ არის პათეთიკის და ურთიერთშეგონების დრო, ახლა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის დროა," - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ამასთან, როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა დროა, საქართველომ აჩვენოს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას, რომელიც ჩვენს სამშობლოს ევროპულ მომავალს და კანდიდატის სტატუსის მოპოვებას შეაძლებინებს."დღეს მოვისმინე განცხადებები პრეზიდენტისგან, პრემიერისგან, პარლამენტის თავმჯდომარისგან - გულზე მჯიღს ყველანი ვირტყამთ, რომ სამშობლო გვიყვარს და ახლა სამშობლო გვიხმობს, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ, 15 ივნისამდე საქართველომ ერთიანობა აჩვენოს და გადადგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენს სამშობლოს ევროპულ მომავალს და კანდიდატის სტატუსის მოპოვებას შეაძლებინებს.როგორც ევროკავშირის ელჩმა თქვა, დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, ნაკლები პათეტიკა, ნაკლები მოწოდებები, ურთიერთ შეგონებები ერთმანეთისთვის და საერთო სამოქმედო გეგმის გაერთიანება, გადამწყვეტი ნაბიჯების გარშემო, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ეს არის ის შესაძლებლობა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს.მართლმსაჯულების რეფორმის კანონი რეგისტრირებულია - მივიღოთ პირველი მოსმენით. საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით მივიღოთ. ასევე, პრეზიდენტს შეუძლია ნიკა გვარამია შეიწყალოს. იუსტიციის სამინისტროს და პრემიერს შეუძლია, მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექიმები დაუშვას. ძალიან მარტივია იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლითაც დასავლეთი გზავნილს დაინახავს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

1653584972

ჯორჯ სოროსი
"ევროკავშირის წევრობის უფლებას არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ საქართველომაც უნდა მიიღოს" - ჯორჯ სოროსი

"ევროკავშირის წევრობის უფლებას არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ საქართველომაც უნდა მიიღოს", - ამის შესახებ წერს ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი წერილში, სახელად „ჩვენი ცხოვრების ბრძოლა“, რომელშიც ძირითადად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეა საუბარი."საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საკუთარი პროევროპული მიდგომის გაფართოებით, მხარი დაუჭირა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ გაფართოებასა და ევროკავშირის მიერ ამისთვის მზადების აუცილებლობას. არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. დეტალების დამუშავებას დრო დასჭირდება, თუმცა, როგორც ჩანს, ევროპა სწორი მიმართულებით მოძრაობს. უკრაინაში შეჭრას მან (ევროპამ) იმაზე დიდი სიჩქარით, ერთიანობითა და ენერგიით უპასუხა, ვიდრე აქამდე საკუთარ ისტორიაში. ყოყმანით დაწყების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც მტკიცე პროევროპული ხმა გამონახა," - წერს სოროსი.ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინეს. მანამდე, საქართველოს ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას 2024 წელს აპირებდა.გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირი ივნისის ბოლოს მიიღებს.

1653574401

დავით ბერძენიშვილი
"ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა" - დავით ბერძეიშვილი

"ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ნაკლი, ცუდ დროს დაემთხვა ეს ხალხი ხელისუფლებაში, ასეთი ცუდი ხელისუფლება, ასეთი არაადეკვატური დასავლეთის გადმოსახედიდანაც საქართველოს არ ჰყოლია", - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ტვ პირველის „დღის ამბებში" განაცხადა.მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობა არ ეკუთვნის.,,ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა. მე ვხუმრობ ხოლმე, რომ ალბანეთია ჩემი იმედი, ალბანეთი ნატოს წევრია უკვე, არა ვართ მათზე უკან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ნაკლი, ცუდ დროს დაემთხვა ეს ხალხი ხელისუფლებაში, ასეთი ცუდი ხელისუფლება, ასეთი არაადეკვატური დასავლეთის გადმოსახედიდანაც საქართველოს არ ჰყოლია. შექმნილ ვითარებაში როგორც იქცევა ჩვენი მთავრობა ეს ჩვენთვის ავანსად მოცემული იქნება“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინეს. მანამდე, საქართველოს ხელისუფლება წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას 2024 წელს აპირებდა. გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ევროკავშირი ივნისის ბოლოს მიიღებს.

1653572521

კალაძე 26
"26 მაისი მართლაც მნიშვნელოვანია – ესაა დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება სჭირდება"- კახა კალაძე

"26 მაისი მართლაც მნიშვნელოვანია – დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით, ოფლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება, დაცვა სჭირდება",- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კახა კალაძემ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მიულოცა ჯარისკაცებს, რომლების, მისი თქმით, ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ. „ვულოცავ სრულიად საქართველოს ჩვენი ქვეყნის მთავარ დღესასწაულს. პირველ რიგში, ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც ღირსეულად, კეთილსინდისიერად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, აბსოლუტურად ყველა სფეროში.განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. მინდა, მივულოცო ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, დგანან ქვეყნის სადარაჯოზე.ეს დღე მართლაც მნიშვნელოვანია – დღე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით, ოფლით მოიპოვეს და მას გაფრთხილება, დაცვა სჭირდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიდება გმირებს, დიდება ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ესწრებოდა.

1653565723

ირაკლი ღარიბაშვილი
"ჩვენი მემკვიდრეობა და დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი"- ღარიბაშვილი

"ჩვენი მემკვიდრეობა და დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქართველი მამულიშვილების მოღვაწეობა სწორედ ევროპული ფასეულობებისა და ევროპული ინსტიტუციური მოწყობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული.„ევროპული ფასეულობებისა და ცხოვრების წესის, ევროპული ინსტიტუციური მოწყობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუძემდებელთა – ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილისა და სხვა დიდ მამულიშვილთა მოღვაწეობა. ამიტომ, თანამედროვე საქართველო სწორედ ასეთ დიდ მემკვიდრეობას ეფუძნება და მისი გაძლიერებისა და განვითარებისთვის ჩვენ, ხელისუფლება და ხალხი ერთად, თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ეს მემკვიდრეობა და დღევანდელი მიღწევები გვიძლიებრებს რწმენას, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე მდებარე ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი.კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობას, წინსვლასა და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

1653563837

კარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელის პროგნოზით, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისია დასკვნას ორ-სამ კვირაში წარადგენს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ვარაუდობს, რომ  ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისია დასკვნას ორ-სამ კვირაში წარადგენს.„ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით იმ მომენტს, როდესაც ევროკომისია წარადგენს დასკვნას, მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით.ჩემი პროგნოზით, ეს მომავალ ორ-სამ კვირაში მოხდება“, - აღნიშნა ელჩმა.

1653561079

შალვა პაპუაშვილი
"ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო, ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ამ ძალისხმევას სათანადოდ დააფასებს"- შალვა პაპუაშვილი

"ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო, ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.როგორც პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ისტორიული ნაბიჯები გადადგა, იშრომა და იბრძოლა ევროპული მომავლისთვის."მათ შორის, გადავდგით მთავარი ნაბიჯი - ჩვენ ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე და განუყოფელი ნაწილია.ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებას, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს ევროპულ ოჯახში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.შეგახსენებთ, დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 

1653560683

სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ აუცილებლად შესასრულებელ ოთხ მთავარ პრინციპს ასახელებს

ევროპის გზაზე ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა. ეს გზა ევროპისკენ არ გახსნილა უსისხლოდ და მსხვერპლის გარეშე. ჩვენმა წინაპრებმა ეს გზა გაკაფეს!"- ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავსუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პრეზიდენტმა ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ აუცილებლად შესასრულებელი ოთხი მთავარი პრინციპი დაასახელა.მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი „ძალაუფლების დაბალანსებაა ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად“.“ჩვენი საუკუნოვანი მისწრაფება ეფუძნებოდა იმ შეგნებას, რომ საერთო ფასეულობები გვაერთიანებდა და გვაკავშირებდა ევროპულ ცივილიზაციასთან და მაშინ, როცა ქართულ რწმენას, იდენტობას და ფასეულობებს ვიცავდით, რიგი დამპყრობელი იმპერიებისგან, ამ დროს ჩვენ ევროპასაც ვიცავდით. ეს საერთო ფასეულობები მოიცავდა ყველაფერს, რაც დღეს ჩვენი ევროპული მომავლის გასაღებს წარმოადგენს, ანუ 4 მთავარი ფასეულობა და პრინციპი:1) სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს: ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ.2) ქართული კულტურის ქვაკუთხედად მიიჩნეოდა, ის რაც ევროპისთვისაც განმსაზღვრელ ფასეულობას წარმოადგენდა - შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. დღესაც, ამ ტრადიციის გაგრძელება გვევალება ჩვენც და ევროპასაც.3) ევროპასა და საქართველოს ქრისტიანობა ერთნაირად გვკარნახობდა, ადამიანის სამყაროს ცენტრად აღიარებას და მაშასადამე, მისი ყველა უფლების პატივისცემას და დაცვას და ადამიანს რომ ვამბობ, ქალს ვამბობ. ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე, ესეც დღის წესრიგში დგას.4) დაბოლოს, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. თამარ მეფის XII საუკუნეს უკავშირდება პირველი მონახაზი აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების დაყოფა და დაბალანსება, „კარავი“-ს და „დარბაზი“-ს სახით, რაც ქართული პარლამენტარიზმის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

1653560362

აღლუმი
"საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, პოლიტიკურად გამართლებულ და სამართლიან გადაწყვეტილებას" - ირაკლი ღარიბაშვილი 

"დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა."დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას." - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

1653558605

გიგი უგულავა
"ჩვენი ჯარი ფიცს სდებს ადამიანების წინაშე, ვისაც არა ქვეყნის დაცვა, არამედ მისი ღალატის გზა აქვთ არჩეული" - გიგი უგულავა

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საზოგადოებას თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ამ დღის აღნიშვნა საქართველოს, არსებული ხელისუფლებით უწევს. უგულავა ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას „რუსეთისაკენ მიაქანებს“, თავისუფლებისათვის მებრძოლ ყოფილი პრეზიდენტს კი „ციხეში ამწყვდევს.“„თავისუფლება დღეს ჩვენი ... თითქოს მიილია ეს ჩვენი თავისუფლება. რუსეთისგან დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ მთავრობით, რომელიც ღიად, ცხადად და ურცხვად რუსეთისკენ მიგვაქანებს.ჩვენი ჯარი ფიცს სდებს ადამიანების წინაშე, ვისაც არა ქვეყნის დაცვა, არამედ მისი ღალატის გზა აქვთ არჩეული დღეს ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც კოლაბორაციონისტები მდიდრდებიან, თავისუფლებისთვის მებრძოლებს კი ციხეში ამწყვდევენ. მესმის გარშემო წუხილი, გოდება, იმედგაცრუება. ეს დაუშვებელია,”- წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.მისი თქმით, ახლა, როცა ქვეყანა დიდი ცვლილებების ეპოქაში შედის, მტრის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლაა საჭირო.„დიდი ცვლილებების ეპოქაში შევდივართ. როგორც არასდროს მტრის მარცხის კონტურები გამოჩნდა. თავისუფლება ახალი ძალით ამობრწყინდება კავკასიაში და მთელ რეგიონში. საჭიროა მტკიცე ნება, შეუპოვარი ბრძოლა მტერთან, მადლიერება მოყვრისა და ეს "ვიშის მთავრობაც" ჩაბარდება ისტორიას გუშინწინდელი ქარივით. ამიტომ და მხოლოდ ამიტომ მომავალს ვუმღერთ დიდებას ... გილოცავთ დამოუკიდებლობას მტრისგან და თავისუფლებას როგორც ასეთს,“- წერს გიგი უგულავა.შეგახსენებთ, დღეს ქართული საზოგადოება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

1653558231

პრემიერი ~
"ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც" - პრემიერ-მინისტრი 

"დამოუკიდებლობის საბოლოოდ მოპოვების შემდეგ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ეს ჩვენი შინაგანი თავისუფლება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს, განვახორციელოთ ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ მოწყობაში. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენებას. ჩვენს ბუნებრივ გარემოში, საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ სწრაფვა არასოდეს განელებულა ჩვენს ხალხში." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც."წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტში ვხვდებით - 3 მარტს მე ხელი მოვაწერე საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ამით საქართველოს ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.ბუნებრივია, ამ დღეს მრავალი ადამიანის დიდი შრომა უძღოდა წინ. მე მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც."ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ, ძვირფასო მეგობრებო, კონკრეტული სახე შეიძინა. მოკლე ხანში ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად - გავატარეთ მასშტაბური რეფორმები სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებში, მმართველობის გასაუმჯობესებლად თუ დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ საქმეს ვაგრძელებთ. ჩვენ უზრუნველვყავით უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

1653557649

სალომე ზურაბიშვილი
"გთავაზობთ ახალ თანხმობას" - საქართველოს პრეზიდენტი აფხაზ და ოს მოქალაქეებს მიმართავს 

"ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს საქართველომ შეიძლება, "დრო იხელთოს" და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნებას – ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა." – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე, 26 მაისთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს მათ წინააღმდეგ."ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, მოსახლეობას დააჯერონ, თითქოს საქართველომ შეიძლება, "დრო იხელთოს" და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება – ეს აშკარა მორიგი რუსული დეზინფორმაციაა. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენ წინააღმდეგ. დღეს, ყველასთვის ნათელია, რომელი ქვეყანა ემუქრება მისი მეზობლების სუვერენობის, იდენტობას და სიცოცხლეს. ეს საქართველო არაა. გთავაზობთ რომ, როგორც წარსულში ერთად ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოს, ახლაც ერთად შევქმნათ თანასწორუფლებიანი მომავალი. გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას. ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს." - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

1653557049