"არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა" - დავით კეზერაშვილი

პოლიტიკა 1664439860
დავით კეზერაშვილი

სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება მისი პიროვნების გარშემო არსებულ ხმაურსა და დაპირისპირებას  საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.

კეზერაშვილი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაციების დიდი ნაწილი სიცრუეა და სინამდვილეში ქართული პოლიტიკა მისი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოში, ჩავთვალე, რომ ვალდებული ვარ, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო და საზოგადოებამდე ჩემი სათქმელი მივიტანო.

დღეს მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისკენ. ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ ცივილიზებული სამყაროს თავისუფლებას, მათ შორის საქართველოს თავისუფლებას იცავენ. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის მოვალეობაა მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ მათ. დღეს ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია, უკრაინელებმა იგრძნონ, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორ იქცევა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ქართველი ხალხი მათ გვერდითაა. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჩემ მოვალეობად მიმაჩნია სწორედ ამიტომ ჩემი და ჩემი მეგობრების დროისა და ძალისხმევის დიდი ნაწილი, ბუნებრივია, აქეთაა მიმართული.

შესაძლოა ამან კიდევ დამატებითი მიზეზი გაუჩინა საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას, თავიდან და ახალი შემართებით აწარმოონ ჩემი დისკრედიტაციის კამპანია. ეს კამპანია არ მიკვირს და სიახლეს არ წარმოადგენს. უკვე მრავალი წელია, სახელისუფლებო მედია, რუსული პროპაგანდის სტილში, არ ერიდება ჩემ მიმართ ტყუილსა და ცილისწამებას. გულდასაწყვეტი სიახლე ისაა, რომ ამდაგვარ კამპანიაში ცალკეული ოპოზიციური ლიდერებიც ჩაერთნენ,“- წერს დავით კეზერაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად ცილისწამებების სერიისა, არ აპირებს კამათში შესვლას და საკუთარი სიმართლის მტკიცებას, თუმცა აგრძელებს ბრძოლას საქართველოს გამარჯვებისათვის, მათ შორის მეგობრების - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას თავისუფლებისა და თავისუფალი მედიის, კერძოდ ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერესების დასაცავად.

„ჩემი გააზრებული არჩევანია, არ შევიდე ამ გაუგებარ კინკლაობაში. ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურის და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი - ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება - ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი. ქვეყნის ბედით დაინტერესებულ ძალებს დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, ვიდრე ეს ვიწროპარტიული გარჩევები.

ჩემი ღრმა რწმენით, დღეს წყდება - საქართველო იქნება დამოუკიდებელი, სამართლებრივი, ევროპული სახელმწიფო, თუ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი გუბერნია. ამ ვითარებაში, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება პირადი მიზნების, ემოციების, განწყობების მიხედვით იმოქმედოს. ყველა ვალდებული ვართ დავინახოთ დიდი სურათი და ქვეყნის ინტერესებისთვის ვიმოქმედოთ - დროულად და ეფექტურად.

დღეს ოპოზიციურ სპექტრში არეულობის შეტანა,დამატებითი დაძაბულობის კერების გაჩენა, გამოგონილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლა უპასუხისმგებლობაა და ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ეს გააძლიერებს ივანიშვილს, რუსულ გავლენებს და გაახანგრძლივებს სახელმწიფოს მიტაცების პროცესს.

მე არასდროს არავისთვის მომიხვევია თავს არც მეგობრობა, არც პარტნიორობა. ერთადერთი, რასაც ვთვლიდი და ვთვლი ჩემ მოვალეობად, გვერდში დავუდგე ყველას, ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა. გვერდში დავუდგე მხოლოდ მათი სურვილისა და პარტნიორობისთვის მზადყოფნის შემთხვევაში.

მკაფიოდ ვამბობ - მე არასოდეს ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არა მაქვს. ამასთან, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე.

ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც ესმის მომენტის მნიშვნელობა, წარმატებას ვუსურვებ ბრძოლის იმ გზაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას - დეოლიგარქიზაცია, საქართველოს - დასავლურ ორბიტაზე დაბრუნება, ქართველ ხალხს კი - კეთილდღეობა და ცხოვრების უკეთესი პირობები უნდა მოუტანოს.

მტერმაც და მოყვარემაც მინდა იცოდეს, რომ არ გამაჩნია არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში. ამასთანავე, არ ვაპირებ მშვიდად ვიყო და შორიდან ვუყურო ჩემი მეგობრების, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემ ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის. ასევე არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას, მის აქტიურობას. რა თქმა უნდა ვაგრძელებ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას - მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა ტელეკომპანია ფორმულასა და ზოგადად კრიტიკული ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ, უკან არ დავიხევთ.

ტელეკომპანია ფორმულა თავისი არაჩვეულებრივი გუნდით, სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობებში, უპირობოდ იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ცილისწამება და თავდასხმები შედეგს ვერ გამოიღებს - ბრძოლა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის მუდმივი პროცესია და სანამ ამ ბრძოლაში ერთი აგურის დადება შემეძლება, ამას ყოველთვის გავაკეთებ!“ - წერს დავით კეზერაშვილი.

ცნობისათვის, კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2006-2008 წლებში იკავებდა, შემდეგ კი საქართველო დატოვა. 2019 წლიდან ის ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის მფლობელია.

უახლესი
სფასფ
როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი - "შაბათის ფორმულა" ექსკლუზიურ ფოტოებს ავრცელებს

"შაბათის ფორმულა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს ექსკლუზიურად ავრცელებს.როგორც 10 დეკემბრის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ერთი თვის წინ კლინიკა "ვივამედშია გადაღებული. ასევე, გადაცემის ანონსის თანახმად, ახლა ექსპრეზიდენტი 10 კილოგრამით ნაკლებს იწონის.

საზოგადოება 1670616624

სფსფ
[ვიდეო] "ვფიქრობ, სააკაშვილს უფრო დარდი კლავს! - ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა" - ლაშა ამირეჯიბი

ანალიტიკოსი ლაშა ამირეჯიბი "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ არის."როგორც ამბობენ, საკვებს არ იღებს, ან თუ იღებს, ეს არ ხდება დროულად, მაგრამ საქმეც ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ის დროულად იკვებება თუ არა, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა. იმასაც ფიქრობს, რომ პრაქტიკულად გადააგდეს და სულ ტყუილად შემოუშვეს ამ ქვეყანაში. მას ეგონა, რომ მალე გაათავისუფლებდნენ, თუ იმ დავალებას შეასრულებდა, რაც დავალებული ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ვფიქრობ, რომ მას უფრო დარდი კლავს," - განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა. 

საზოგადოება 1670615784

ტყრტ
[ვიდეო] "უკრაინაში მყოფი მებრძოლები გმირები არიან! - ჩვენ კი, საწყლები ვართ, ასეთ ხელისუფლებას, რომ ვიტანთ" - გოგი წულაია

პოლიტიკოსი გოგი წულაია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საწყალია ყველა ქართველი ვინც ამ ხელისუფლებას იტანს.""უღირსი საქციელია, როდესაც ასეთ რაღაცას ამბობს ხელისუფლება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიშას მხარდასაჭერად ვერ შეაგროვა ხალხი და ომისთვის შეაგროვებს?! - ან ასეთ უღირს განცხადებას, როგორ აკეთებენ ადამიანებზე, რომლებიც უკრაინაში თავს ტყვიას უშვერენ. მართლა, არ ვიცი, ასეთ მებრძოლებზე ცუდ სიტყვებს როგორ უნდა ამბობდეს ვინმე. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში მყოფი მებრძოლები გმირები არიან და ჩვენ ვართ საწყლები ასეთ ხელისუფლებას, რომ ვიტანთ. საწყალი ვარ მე, ამ ხელისუფლებას რომ ვიტან და საწყალია ყველა ქართველი ვინც ამ ხელისუფლებას იტანს," - განაცხადა გოგი წულაიამ. 

საზოგადოება 1670615093

სდჰაკგდუიქწ
[ვიდეო] "რა სლოგანიც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - გოგი წულაია

"რა სლოგანიც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - ეს განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების შესახებ საუბრისას გააკეთა."საერთოდ, ადამიანი ყოველთვის იმედიანად ხარ და როდესაც გამარჯვების იმედიც აქვს, იქ "ნაძვის ხის" ანთებაც ინება და რა თქმა უნდა, საზეიმო განწყობაც, მაგრამ ის სლოგანი, რაც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - განაცხადა გოგი წულაიამ. 

საზოგადოება 1670613469

45
[ვიდეო] "დღეს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები იყვნენ "ნაცმოძრაობა" გამქრალი იქნებოდა" - ბონდო მძინარაშვილი მამუკა გუგეშაშვილს

"ახლა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ პატიმრები, ეგრე ჰყავდა სააკაშვილს საქართველოში პატიმრები," - ასე მიმართა ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მომხდარი სიტყვიერი კამათის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, მამუკა გუგეშაშვილს."ხელისუფლებაში მანიაკები მოდიან და მთელ ქვეყანას მართლაც მანიაკები დასხდნენ. ამას ვამბობდი სწორედ მაშინ... შემდეგ კი, რასაც ვამბობდი ის ასრულდა და ხელისუფლებაში მართლაც მანიაკები მოვიდნენ. ახლა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ პატიმრები, ეგრე ჰყავდა სააკაშვილს საქართველოში პატიმრები. როგორ ფიქრობთ, დღეს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობა" გამქრალი იქნებოდა," - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.რაც შეეხება მამუკა გუგეშაშვილს, მან ბონდო მძინარაშვილის აღნიშნულ განცხადებას შემდეგ რეპლიკით უპასუხა: - "მანიაკებს არასდროს არ დავარქმევ, არც ამ და არც წინა ხელისუფლებას. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება პუტინის დაქვემდებარებაშია." 

საზოგადოება 1670611220

სდსად
[ვიდეო] "სააკაშვილის გარდა, მთელ მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში 1300 ვიზიტორი არ ღირსებია!" - ბონდო მძინარაშვილი

"სააკაშვილის გარდა, მთელ მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში არ ღირსებია 1300 ვიზიტორი," - ეს განცხადება ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა.როგორც ბონდო მძინარაშვილმა გადაცემაში განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს არაფერი აწუხებს. მისვე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ადაპტაციური აშლილობა აქვს, რომელზეც საუბარი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნაშია."სააკაშვილს 30 წელია ვიცნობ. ის მე არც გუშინ დამინახავს პირველად და არც ტელევიზორიდან ვიცი მხოლოდ. მის შესახებ ბევრი ვიცი და სწორედ ამ 30 წლის წინ დაიწყო მან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილი ადრე იყო შებერტყილი, დღეს არის შეფერთხილი. ის ისეთი შებერტყილი იყო, რომ შევარდნაძესთან ურთიერთობა და მისი ფაქტორი პოლიტიკური კარიერის ასაწყობად მაქსიმალურად გამოიყენა. ეს  ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სააკაშვილს აბსოლუტურად არაფერი აწუხებს. ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მას აქვს ადაპტაციური აშლილობა. ეს ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის ოფიციალური განცხადებაა. ანუ, ამ დასკვნის თანახმად, ის ვერ ეგუება ციხეს და მის გონებაზე ცუდად აისახება შეზღუდულ გარემოში ყოფნა. აქვე ვიტყვი, რომ სააკაშვილის გარდა მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში არ ღირსებია 1300 ვიზიტორი," - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა. 

საზოგადოება 1670610118