"ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი 

პოლიტიკა 1655989206
ირაკლი ღარიბაშვილი

"საქართველო მეტს იმსახურებდა და თუ ვინმე ასოცირებულ "ტრიოში" კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა, ეს ჩვენი ქვეყანა იყო, თუმცა, გასაგებია ისიც, რომ დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, რასაც ქვეყანა მშვიდად უნდა შეხვდეს და წინსვლა განაგრძოს." - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე.

"თქვენ წინაშე ქედს კიდევ ერთხელ ვიხრი. ჩვენ თქვენთან ვალში ვართ და ამ ვალს ვერასოდეს გადავიხდით.  ეს არ არის შემთხვევითი სიტყვები, ეს ჩვენი ვალდებულებაა. ეს დღეები ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ემოციური დღეებია და მე მინდა ჩემი ხედვა კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ. ამის თაობაზე საჯაროდაც ვისაუბრე და საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი.

ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსი, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, სწორედ ის ფაქტებია, რომელიც მე ჩამოვთვალე - ჩვენ მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ომი. ჩვენ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ სამჯერ ვიომეთ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, 2008 წელს, თქვენ, ჩვენმა ჯარმა სამაგალითო გმირობა აჩვენა. ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით - ეს არის ჩვენი რწმენა და ჩვენი ჯარი, ხალხი, ჩვენი მეომარი სული.

დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასი, მაგრამ საქართველო მეტს იმსახურებდა და თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ. გასაგებია, მეგობრებო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი მთავარი ოცნება, რომ ყველამ ერთ დღეს, და ეს დღე რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს, გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში შევხვდეთ. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის მთავარი გამაერთიანებელი იდეა.

უახლესი
14/06/2022
"იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება" - მოძრაობა "სირცხვილია"

მოძრაობა "სირცხვილიას", ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კვირას ღამეს რუსთაველზე გაათენებენ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, აქციები პერმანენტულად გაგრძელდება. "ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება.პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება, რისთვისაც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა.საჭირო ინფრასტრუქტურისა და რესურსების მობილიზებისთვის აუცილებელია გავიგოთ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც 3 ივლისის ღამეს რუსთაველზე გაატარებს, ამიტომ, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზე.მოგიწოდებთ, მოიმარაგოთ წყალი, საკვები, ელექტრონული მოწყობილობის დამტენები და სხვა საჭირო ნივთები, - წერს "სირცხვილია". სამოქალაქო მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" მოთხოვნები 24 ივნისის აქციაზე გააჟღერა - ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით მთავრობის შექმნა, რომელიც ევროკავშირის 12 დავალებას შეასრულებს.

საზოგადოება 1656759507

სტუდენტები
"დღეს, როგორც არასდროს ევროპული ფასეულობების გარშემო გაერთიანების დროა" - სტუდენტებმა ევროპული მომავლისთვის პეტიცია შეიმუშავეს

სტუდენტური თვითმმართველობები ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ერთიანდებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სტუდენტებმა ევროპული მომავლისთვის პეტიცია შეიმუშავეს. პეტიციას  საქართველოში აკრედიტებული ყველა უნივერსიტეტის სტუდენტობა შეუერთდა. ხელმოწერის ცერემონია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტუდენტები ქვეყნის ევროპულ კურსს უჭერენ მხარს და  კარგად აქვთ გააზრებული ის როლიც, რაც მათ ინტეგრაციის გზაზე აკისრიათ. სტუდენტებმა თანატოლებს მოუწოდეს, არ იქცნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების იარაღად და საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნისთვის ისტორიული პროცესის წარმატებით დასრულებას.„ამ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი, სტუდენტების როლი, რომ რეკომენდაციების შესრულების გზაზე ქვეყანაში არ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება, ძალადობა, ან რაიმე სხვა ტიპის პროვოკაცია. ეს მტრული ძალებისთვის საჩუქარი, ხოლო ჩვენი, ევროპული პესპექტივისთვის დიდი დარტყმა იქნება. ჩვენ, სტუდენტები ვიზიარებთ საქართველოს ევროპულ კურსს და ვმონაწილეობთ მის განმტკიცებაში.სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს თანატოლებს, არ გახდნენ იარაღი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხელში, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ისტორიულ მომავალს. დღეს, როგორც არასდროს ევროპული ფასეულობების გარშემო გაერთიანების დროა. სტუდენტებისა და ახალგაზრდების ამოცანა დეპოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის პირველი პუნქტის შესრულება, პოლიტიკური კლასის შერიგება უნდა იყოს და არა დაპირისპირების გაღვივება. გვჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რითაც თაობების საუკუნოვანი ნატვრა ახდება,“ - აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.

საზოგადოება 1656759319

შსს
შსს ​პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს

შსს ​პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.ამასთან, შსს მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან.„პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდკვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.მიმდინარე წლის პირველ ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საზოგადოება 1656755544

პოლიცია
უბედური შემთხვევა თბილისში - მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა თბილისში - მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე. სავარაუდოდ, 80 წლამდე მოხუცების გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიაკაცია გახდა.ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საზოგადოება 1656754788

მიწისძვრა
საქართველო - რუსეთის საზღვრიდან 1 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

საქართველო - რუსეთის საზღვრიდან 1 კმ-ში თბილისის დროით 12:24 საათზე მიწისძვრა მოხდა.მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

საზოგადოება 1656754431

კაცი წყალში
(ვიდეო) "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, შემდეგ კი შადრევანში ჩახტა

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლიც წაიკიდა.შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ მდებარე შადრევანში, წყალში ჩავიდა.მისი თქმით, არ უნდა ცოდვილ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ლგბტქ ადამიანებს იცავენ. ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.ცნობისათვის, დღეს გამთენიისას მთაწმინდაზე შსს-მ ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის 26 წევრი დააკავა. მათ შორის "ალტ-ინფოს" ლიდერები ზურა მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ირაკლი მარტინენკო და მამა-შვილი ფალავანდიშვილები.ისინი Tbilisi Pride-ის დახურულ ღონისძიებას - ფესტივალს ეწინააღმდეგებიან და მისი ჩაშლა სურთ.  

საზოგადოება 1656753759