"ეს არის მარაზმი, რად უნდა ნაძვის ხეს სლოგანი, ახალი წელი ისე ვერ მოვა?" - ალეკო ელისაშვილი

პოლიტიკა 1669818424
ალეკო ელისაშვილი

"მშვიდობა იმიტომ გვაქვს, რომ ჯერ პუტინს არ გადაუწყვეტია, თავს დაგვესხას და არა იმის გამო, რომ კალაძეს იმისთანა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს დაყენებული, ჩვენს ნაძვის ხეზეც ვერ ბედავენ თავდასხმას. ეს არის მარაზმი," – ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საახალწლო სლოგანს, რომელიც ქალაქის მერმა გააჟღერა.

მისივე თქმით, ახლა უხერხულია იმაზე ლაპარაკი, თითის გაშვერა, რომ ქვეყანას მშვიდობა აქვს.

„საახალწლო ნაძვის ხეზე რატომ უნდა ეწეროს რაიმე სლოგანი? საარჩევნო ბანერი ხომ არ არის, რა შუაშია? ნაძვის ხე გაანათე, სათამაშოები ჩამოკიდე და მორჩა. კახი კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, იქ წლები ცხოვრობდა და ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს, სულ რომ არ ეცხოვრა იქ. კიევი დაბომბილია, შუქი არ აქვთ და გათბობა, ამ დროს შენ რაღაც ნიშნის მოგებით აწერ ნაძვის ხეს. თავის ნამდვილ საარჩევნო სლოგანს რატომ ვეღარ აწერს? უხერხულია, რომ ვაკის პარკის ამბის შემდეგ „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ დაარქვას? კალაძეს საახალწლო სლოგანი თუ უნდა, რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი დააწეროს, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან რუსი დეზერტირები. ეს არის სინამდვილე და უხერხულია ახლა იმაზე ლაპარაკი, თითის გაშვერა, რომ „ჩვენ მშვიდობა გვაქვს“. სულ კალაძის გამო გვაქვს მშვიდობა. მშვიდობა იმიტომ გვაქვს, რომ ჯერ პუტინს არ გადაუწყვეტია, თავს დაგვესხას და არა იმის გამო, რომ კალაძეს იმისთანა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს დაყენებული, ჩვენს ნაძვის ხეზეც ვერ ბედავენ თავდასხმას. ეს არის მარაზმი. რად უნდა ნაძვის ხეს სლოგანი, ახალი წელი ისე ვერ მოვა? აბა, დააწეროს კალაძემ "სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის მერმა, კალახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საახალწლო სლოგანებთან დაკავშირებით განაცხადა: „კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა, პოლიტიკოსებმა სცადეს, სლოგანი „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ ნიშნის მოგებად მეგობარი უკრაინელების მიმართ, რაც უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაციაა“.

უახლესი
ვოლტი
"ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

"ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით მათ აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ.„25%-ით შეგვიმცირდა შემოსავალი. იმის ფონზე, რაც ტარიფებმა დაიკლო იანვრის თვიდან  და პლუს ამას საკომისიო პროცენტი გაიზარდა, რამაც გამოიწვია მინიმუმ 25%-ით მაინც შემოსავლის შემცირება.ჩვენ გვქონდა მცდელობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის. მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებმა სამწუხაროდ, არ იკადრეს. ჩვენ პროტესტი იქნება პერმანენტული“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

საზოგადოება 1675599687

პუტინი ზელენსკი
“პუტინმა მითხრა, მე არ მოვკლავ ზელენსკის” - ნაფტალი ბენეტი პუტინთან საუბრის დეტალებს იხსენებს

“პუტინმა მითხრა, მე არ მოვკლავ  ზელენსკის” -  ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი პუტინთან საუბრის დეტალებს იხსენებს. ინტერვიუს ნაფტალი ბენეტთან ებრაული მედია ავრცელებს.ბენეტი ირწმუნება, რომ 2022 წლის მარტში, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით ცდილობდა ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებას, ის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე პუტინი მას დაჰპირდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა.„ზელენსკის მოშორება. ეს ყველაზე ძვირფასია, ეს ლიდერის სიცოცხლეა. ვიცოდი, რომ ზელენსკის ემუქრებოდნენ თავშესაფარში და რომ მათ არ იცოდნენ მისი ადგილმდებარეობა. რაღაც მომენტში პუტინს ვუთხარი: „მისმინე, რა ხდება ამ ამბავთან დაკავშირებით? შენ აპირებ მის მოკვლას?“ მან მითხრა: „მე არ მოვკლავ ზელენსკის“, – განაცხადა ბენეტმა.ისრაელის ყოფილი პრემიერის თქმით, კრემლიდან გამოსვლის შემდეგ, აეროპორტის გზიდან მან დაურეკა ზელენსკის და პუტინის სიტყვები გადასცა. როგორც ბენეტი ამბობს, ამის შემდეგ ორ საათში უკრაინის პრეზიდენტი ავიდა თავის კაბინეტში და გადაიღო ვიდეო, სადაც თქვა: „მე არ მეშინია“.

მსოფლიო 1675597938

ალელიშვილი
“წინააღმდეგი ვარ რუსეთთან ფრენის აღდგენის“ - დავით ალელიშვილი

პუბლიცისტი დავით ალელიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენას ეწინააღმდეგება და არგუმენტებსაც ასახელებს.მისი თქმით, ამ ფრენების აღდგენით საქართველო კარგავს ერთ მცირე ბერკეტს რუსეთზე ზემოქმედების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირების გამო."წინააღმდეგი ვარ რუსეთთან ფრენის აღდგენის.ეს რომ ემოციურ ფონზე ნათქვამად არ ჩათვალოთ, არგუმენტებს ჩამოვთვლი.1.პატივს ვცემ იმ ადამიანების მოსაზრებას, რომლებსაც რუსეთთან ფრენის აღდგენა სურთ, არგუმენტად კი რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე ზრუნვა მოჰყავთ. ამის საწინააღმდეგო არგუმენტად მოვიყვან - ფრენები შეწყდა 2019 წელს რუს გავრილოვთან დაკავშირებული ცნობილი კონფლიქტის გამო. ამ პერიოდში საქართველომ იგრძნო „დასჯის“ სიმძიმე? არა მგონია. რუსეთიდან საჰაერო გზით ჩამომავალ ქართველებს პირობითად 500 აშშ დოლარი თბილისის მაგივრად ერევნის რეისზე უნდა გადაეხადათ, ერევნიდან კი 50 დოლარად ჩამოდიოდნენ საქართველოში. აღარ ვლაპარაკობ სახმელეთო გზით შემომავალ რუსეთის მოქალაქეებზე.2.2019 წლის ზაფხულში რუსეთის ინიციატივით შეწყდა პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთმა არგუმენტად ერთადერთი - საკუთარი მოქალაქეებისთვის საქართველოში არსებული საფრთხეები დაასახელა. რუსეთის გასაგონად - შემცირდა თუ არა ეს საფრთხეები მისი მოქალაქეებისადმი? არა მგონია. თუ საფრთხის შემცველობაზეა ლაპარაკი, პირიქით - გაუარესდა კიდეც, რადგან უკრაინა-რუსეთის ომში საქართველო, ისევე როგორც მთელი თავისუფალი სამყაროს უდიდესი ნაწილი, უკრაინის გამარჯვებას ისურვებს, მიუხედავად იმისა რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებას აშკარად  დაუპირისპირდა და ამ დაპირისპირებას დიდი ხნის ისტორია აქვს, ორი წლის წინ არ დაწყებულა. ეს სხვა თემაა.3.რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენის აღდგენით საქართველო სავარაუდოდ მოხვდება იმ სანქციების სიაში, რომელიც თუ არ ვცდები მესამე პაკეტით დაუწესა რუსეთს ევროკავშირმა. ამ შემთხვევაში უნდა დავემშვიდობოთ პირდაპირ ფრენებს ათენში, მილანში, პარიზსა და ბერლინში. ამაზე გაგვაფრთხილეს.4. ამ ფრენების აღდგენით საქართველო კარგავს ერთ მცირე ბერკეტს რუსეთზე ზემოქმედების აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირების გამო. დიდი ბერკეტები იქნება ამ რეგიონებთან ეკონომიური კავშირების აღდგენა (ისევ ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვის გამო) და რუსეთთან დიპლომატიური კავშირის აღდგენა (ისევ ჩვენ თანამემამულეებზე ზრუნვის გამო). ამ კავშირებზე ოცნებობს რუსეთი. მერე შეგიძლია იძახო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაზე და რეზოლუციები მიაღებინო სხვადასხვა დონეზე, თუ დაგიჯერებენ, რა თქმა უნდა.5.მაშ უარი უნდა ვუთხრათ რუსეთს ამ ფრენების აღდგენის გამო? არა, რა თქმა უნდა. „განვიხილავთ“, „კომისიას შევქმნით “... ეს განხილვა შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ.  მე უნდა ვლაპარაკობდე დიპლომატიის ენასა და შესაძლებლობებზე, თუ ისინი, ვინც ხელისუფლების სათავეში არიან?რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩემი სუბიექტური მოსაზრებებია, რომელიც შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, შეგიძლიათ არ გაითვალისწინოთ." - წერს ალელიშვილი. 

საზოგადოება 1675596784

გია აბაშიძე
“კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!“ - გია აბაშიძე

"კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!" - ასე ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე გიორგი ჩალაძის და გიული ალასანიას მიერ განცხადებებზე, რომ თუ ხელიუფლება მიხეილ სააკაშვილის საკითხს დადებითად არ გადაწყვეტს, ქვეყანაში მიიღებენ ომს.აბაშიძის თქმით, სააკაშვილი-ალასანიების ომის პარტია აღარ მალავს თავის ვერაგულ ზრახვებს დაუპირისპირდეს ქართველ ხალხს.„რევანშისტების სექტა ახლა მზადაა ომი გამოუცხადოს ქართველ ხალხს, რათა დაიხსნას ბოროტი კლოუნი სააკაშვილი და სცადოს ამ გზით ხელისუფლებაში მობრუნება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვს, რომ სახელმწიფოს მისამართით ამ დაუსრულებელ მუქარებს უნდა გაეცეს კანონიერი პასუხი! კმარა ავაზაკი „ლუზერების“ შანტაჟი!“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა: „თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.ჩალაძის მუქარა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ შეაფასა და განაცხადა, რომ მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგსკ მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.     

სოცქსელი 1675594744

14/02/2022
“ყველაფერი უნდა მოისინჯოს” - გიული ალასანია ჩალაძის მუქარაზე

"ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით," - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის მუქარას,  რომ თუ ხელისუფლებას არ უნდა ქუჩაში მიიღონ ომი, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად.გიული ალასანიას თქმით, მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს.„ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით. ყველაფერი უნდა მოისინჯოს“, - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს.

საზოგადოება 1675593855

ალექსეი რეზნიკოვი
ალექსეი რეზნიკოვმა, შესაძლოა, მომავალ კვირას თანამდებობა დატოვოს

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა, შესაძლოა, მომავალ კვირას თანამდებობა დატოვოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.მის ადგილზე კი თავდაცვის უწყების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მოქმედი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი მოიაზრება.როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, რეზნიკოვი სავარაუდოდ იუსტიციის მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო იუსტიციის მოქმედი მინისტრი დენის მალიუსკა, შესაძლოა, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ელჩად გაგზავნონ.ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ ბუდანოვს არ სურს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რადგან ესმის, რომ ეს არის „დიდი ბიუროკრატიული მანქანა“.

მსოფლიო 1675592330