"მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ მედიას დაველაპარაკო, როდესაც გამოფენაზე დაგსდევენ და გეუბნებიან, სააკაშვილს შია, რა გავაკეთო, ამ დროს ვიცით, რომ არ შია" - თეა წულუკიანი ხათუნა სამნიძეს

პოლიტიკა 1663872239
წულუკიანი

"მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ მედიას დაველაპარაკო, როდესაც გამოფენაზე დაგსდევენ და გეუბნებიან, სააკაშვილს შია, რა გავაკეთო, ამ დროს ვიცით, რომ არ შია," - ეს განცხადება კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფორმატში, ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

"ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით, მე მაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი სამინისტრო, რომელიც დღე ერთია და არაერთ ინფორმაციას აწვდის სოციალური ქსელებით. ეს არის ჩვენი ოფიციალური ფეისბუქგვერდი. თუ ვებგვერდია საჭირო, ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გვექნება. თუმცა თანამედროვე სამყაროში, „ფეისბუქი“ არცთუ ისე ცუდია, ინტერაქციის, ბევრი რამის მოსმენის და გაზიარების საშუალებას იძლევა. ჩვენს „ფეისბუქს“ თუ მოიწონებთ, იქ ნახავთ. ვებგვერდი აუცილებლად გვექნება, ეს არ არის მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი. სოციალურ ქსელებს ვანიჭებთ უპირატესობას, ინფორმაცია მიეწოდებათ.

მე, როგორც მინისტრს და ინდივიდს, ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ ტელევიზიას მივცემ ინტერვიუს, კომენტარს, და, რომელს – არა. როდესაც ვხსნი გამოფენას და გამოფენის გახსნისას, გამოფენის დათვალიერება არის შეუძლებელი, რადგან ვსაუბრობ, მაგალითისთვის, ცნობილ მხატვარზე ან ექსპონატზე, კრაწაშვილის გამოფენაა, დაგსდევენ და გეუბნებიან, სააკაშვილს შია, რა გავაკეთო ახლა მე კრაწაშვილის გამოფენაზე, თუ ბატონ მიშას შია. ამ დროს ვიცით, რომ არ შია. შესაბამისად, მე მაქვს უფლება ვთქვა, რომ არ ვაპირებ, ამ თემაზე თქვენთან საუბარს. ეს ჩემი უფლებაა. კანონში არ წერია, რომ არ მაქვს ამის უფლება. მედია აქ არის და მინდა, ძალიან კარგად გაიგონ, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომელ მედიასაშუალებას დაველაპარაკო, როგორც ერთი მინისტრი და რომელს – არა. მაგრამ სამინისტრო, ვალდებულია, ინფორმაცია გაავრცელოს," – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ჰკითხა: - "რატომ არ აწვდით მედიის ნაწილს ინფორმაციას იმ ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელიც თქვენი უწყების მიერ არის ორგანიზებული."

უახლესი
ლარსი
მობილიზაციის გამოცხადებიდან რუსეთი უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე თებერვლის ომში იყო ჩართული - ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ერთ კვირაში, უფრო მეტი ადამიანი გაიქცა რუსეთიდან მობილიზაციის გამოცხადების გამო, ვიდრე უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის დასაწყისში რუსული ჯარების დაჯგუფებაში იყო. „შვიდი დღის განმავლობაში, რაც პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა „ნაწილობრივი მობილიზაცია“, მოხდა რუსების საკმაოდ მასიური გასვლა ქვეყნიდან, რომლებსაც არ სურთ ობში ჩაბმა“, - აღნიშნავს სადაზვერვო სააგენტო.ამასთან, რამდენადაც ცნობილია, გაქცეულებს შორის ყველაზე მდიდარი და განათლებული ხალხი ჭარბობს .- ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.დაზვერვამ აღნიშნა, რომ რუსული ძალები, პოლიტიკური ზეწოლის გამო, აგრძელებენ თავდასხმის მცდელობას ბახმუტზე, ნაცვლად მათი ფლანგების გაძლიერებისა. 

მსოფლიო 1664434653

გია გეწაძე
"მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს 1000 ლარს ბიძინას ბიუჯეტში იმ ხალხისთვის ვინც ჩვენ გვკლავს" - გია გეწაძეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას რუსეთის მოქალაქეებისთვის 1000-ლარიანი „საოკუპაციო შენატანის“ დაწესებასტან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი, საქართველოსა და უკრაინის ყოფილი მთავრობების მაღალჩინოსანი გია გეწაძ გამოეხამურა.გეწაძე  საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შურცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს და შახსენებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მათი ინიციატივა უადგილოა.„მეგობრებო, აქ ომია უკრაინაში, ისე, რომ იცოდეთ ყოველი შემთხვევისთვის...როცა ომია და ოკუპანტი გკლავს და ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს 1000 ლარს ბიძინას ბიუჯეტში იმ ხალხისთვის ვინც ჩვენ გვკლავს...  დიდი ბოდიში ძმებო მაგრამ უკრაინაში არ დაგინახოთ ჩამოთრეულები,“ - წერს გია გეწაძე.ცნობისათვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთის მოქალაქეებისთვის 1000-ლარიანი „საოკუპაციო შენატანის“ დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.როგორც პარტიაში განმარტავენ, აღნიშნული კანონი პირებს დაავალდებულებს, რომ საოკუპაციო შენატანის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები წარადგინოს ნებისმიერ კერძო და საჯარო დაწესებულებებში, იმისათვის, რომ მიიღოს სასურველი მომსახურება.

პოლიტიკა 1664434416

ივანიშვილი
"სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ივანიშვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად იქნება სანქცირებული"- სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი

უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის წარმომადგენელი სვეტლანა მუსიიაკა, რომელიც უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრია, იმ ქართველი მოქალაქეების ვინაობას ასახელებს, რომლებიც საანქციო სიაში არიან შეყვანილები. სვეტლანა მუსიიაკა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნულ სიაში არიან ბიძინა  ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ადამიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად დასანქცირდებიან."ახლა ჩვენ გვაქვს სანქციების სიის შედგენის საწყისი ეტაპი - ეს არის ე.წ. სანქციების სია კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ. სწორედ მათ შეადგინეს პიროვნებებისა და იურიდიული პირების სია, რომლებიც შეიძლება გახდნენ სანქციების სამიზნეები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მიერ სიაში შეყვანილი ყველა ადამიანი დასანქცირდება. ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც დაფუძნებულია ანალიზზე, შესწავლილ დოკუმენტაციაზე,"- აცხადებს მუსიიაკა.მუსიიაკა აღნიშნვას, რომ სანქციების დაწესებამდე ბევრი ეტაპია გასავლელი, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, თუ ვის დაუწესდება სანქცია, ქვეყნის პრეზიდენტი იღებს. "ამის შემდეგ გადავდივართ იურიდიულ ეტაპზე. სანქციების შესახებ უკრაინის კანონის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტმა და სხვა სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურმა, ეროვნული ბანკმა წინადადებით უნდა მიმართონ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, რათა მან გაავრცელოს სანქციები ადამიანებსა და იურიდიულ პირებზე. ეს საბჭო განიხილავს ამ წინადადებას და ეთანხმება ან არ ეთანხმება მას იმის მიხედვით, რამდენად მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს ამას. შემდეგ ეტაპზე უკვე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო თავის გადაწყვეტილებას წარუდგენს პრეზიდენტს და მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია სანქციების სიასთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.რაც შეეხება იმ ადამიანების სიას, რომლებიც შესაძლოა დაექვემდებარონ სანქციებს, აქ არის, დაახლოებით, 19 ათასი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან და სხვა ქვეყნებიდან“, - განაცხადა ინტერვიუში სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელმა.რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებს, სვეტლანა მუსიიაკას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანქციები საქართველოს არც ერთ მოქალაქესთან მიმართებაში არ არის დაწესებული.„მე შევხედე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით და ისინი არ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ანუ სანქციები არ არის დაწესებული საქართველოს მოქალაქეებზე და შეიძლება არც დაწესდეს, თუმცა კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფართო სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, არის ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ადამიანი, მაგრამ, კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული. ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია“, - აღნიშნა სვეტლანა მუსიიაკამ.

პოლიტიკა 1664434255

სვეტლანა ციხანოვსკაია
"ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია, ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელორუს ხალხს" - ბელორუსის ოპოზიციის ლიდერი

ლუკაშენკო წარმოადგენს პუტინს და არა ბელორუს ხალხს, – ასე ეხმაურება ბელარუსის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სვეტლანა ციხანოვსკაია ალექსანდრე ლუკაშენკოს "ვიზიტს" დე ფაქტო აფხაზეთშისვეტლანა ციხანოვსკაია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას.„ბელარუსის გაერთიანებული გარდამავალი კაბინეტი გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ის წარმოადგენს პუტინს და არა ბელორუს ხალხს. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით და ვცდილობთ უფრო ღრმა თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – აცხადებს სვეტლანა ციხანოვსკაია.შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.  United Transitional Cabinet of Belarus expresses full support for the territorial integrity of Georgia. Lukashenka’s visit to Abkhazia is outrageous & unacceptable. He represents Putin, not the Belarusian people. We stand by 🇬🇪 & seek deeper collaboration between our countries. — Sviatlana Tsikhanouskaya (@Tsihanouskaya) September 28, 2022

კონფლიქტი 1664433759

დავით ზარდიაშვილი
"ლუკაშენკომ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს" - დავით ზარდიაშვილი

ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშნკოს სოხუმში ვიზიტს ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.ზარდიაშვილი ამბობს, რომ  „ოკუპირებლი ტერიტორიების შესახებ“ მოქმედი კანონის მიხედვით, ლუკაშნკოს თბილისშ ჩამოსვლის შემთხვევაში პასუხისგება მოუწევს.„თუ ლუკაშენკო თბილისში ჩამოვა, მას მოუწევს პასუხისგება სოხუმში კანონგარეშე ვიზიტის გამო - ამას მოითხოვს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონი. თუ ლოგიკას გავყვებით, ლუკაშენკომ გადადგა ნაბიჯი, რის შედეგადაც ის თბილისში ვერ ჩამოვა, სანამ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი ძალაშია, ხოლო ეს კანონი დეოკუპაციამდე, ე.ი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აუცილებლად ძალაში იქნება. დასკვნა კი ესაა - თუ ლუკაშენკოს ოდესმე თბილისში ჩამოსვლა სურს, მან ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი გაუქმდეს,“- წერს დავით ზარდიაშვილი.ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

პოლიტიკა 1664433231

ქულიო
ამერიკელი რეპერი ქულიო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი რეპერი ქულიო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები მის მენეჯერზე დაყრდნობით ავრცელებენ.მუსიკოსი მეგობრის სახლში, ლოს ანჯელესში, სააბაზანოში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი ცნობით, გულის შეტევა სახელდება.ქულიო 1990-იან წლებში, ჰიპ-ჰოპის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებს შორის სახელდებოდა.მან Gangsta's Paradise-ის საუკეთესო, სოლო რეპ შესრულებისთვის „გრემიც“ მოიპოვა

მსოფლიო 1664433091