"საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს" - ირაკლი ღარიბაშვილი

პოლიტიკა 1663871254
22/09/2022

რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა მოიაზრებოდეს დიალოგის ცენტრად, რათა საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს რეგიონში.

"მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში ვუმასპინძლეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ დისკუსიებს. მზად ვართ, მოვიაზრებოდეთ დიალოგის ცენტრად, რათა ესოდენ საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში.

ამ განზრახვით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს. ის არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს. სამაგიეროდ, საქართველო იმედოვნებს, რომ იქნება პატიოსანი შუამავალი, რომელიც დაეხმარება რეგიონალური ურთიერთობების ნორმალიზებას," - აღნიშნა პრემიერმა.

უახლესი
გოგა ხაინდრავა
„კიკუ ვაშაძემ რუსეთთან მშვიდობის 100 წლიანი გეგმა გაგვაცნო, გვეშველა მეგობრებო!" - გოგა ხაინდრავა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ხმაურიან განცხადებებთან დაკავშირებით სოციალური ქსელ „ტვიტერში“ წერს კინორეჟისორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა.„კიკუ ვაშაძემ რუსეთთან მშვიდობის 100 წლიანი გეგმა გაგვაცნო - თითო ჰაიმარსი, აბრაამსი და პატრიოტები კიკუებს. ავანგარდში - "გირჩი შარვალჩახდილები". ფლანგებზე - "ლიაკა რაზმითურთ" და "ელისაშვილ- ოქრუაშვილ-ქაცარავა" უკრაინული გამოცდილებით. რეზერვში - "ლელო". გვეშველა მეგობრებო! ურაა!ყურადღება! შეგონება კიკუ ვაშაძისგან! თუ რუსეთთან 100 წლიანი მშვიდობის გეგმა A-მ ვერ იმუშავა, სათადარიგო გეგმა B-ე: გაეკიდეთ NATO- ს სპეც.წარმომადგენლის ხ.კალომინას შემოთავაზებულ მატარებელს და შეახტით. ოღონ იქით აქეთ გაიხედ-გამოიხედეთ, ვაგონი არ შეგეშალოთ სხვას არაფერს შეახტეთ!“- წერს გოგა ხაინდრავა.ცნობისათვის, "საქართველოს სჭირდება სამი რამ, რასაც პრო-რუსული "ქართული ოცნება" არ აკეთებს - "ჰაიმარსები", "პატრიოტები" და "აბრამსის" ტანკები, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ვერასდროს გაბედავს აგრესიას საქართველოზე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის დაწყებამდე.

პოლიტიკა 1664437611

 ანდრიუს კალინდრა
"ლუკაშენკოს მიერ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ბელარუსი და რუსეთი ერთობლივად მოქმედებენ - ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე"- ლიეტუვის ელჩი

საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს გმობს და ფაქტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად აფასებს. ანდრიუს კალინდრას თქმით, ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში ადასტურებს, რომ ის და რუსეთი ერთობლივად მოქმედებებ. მისი თქმით, ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში დაგმეს საქართველოში, ლიეტუვასა და სხვა ქვეყნებში.„საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გუშინდელი უხეში დარღვევა ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ბელარუსი, რუსეთთან ერთად, ერთობლივად მოქმედებენ და არ იცავენ გაერო-ს წესდებას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის მიმართ.რას ნიშნავს ეს, ლიეტუვა არ აღიარებს, ჩვენ არ ვაღიარებთ. ლუკაშენკო არის ბელარუსის არალეგიტიმური პრეზიდენტი. ამიტომ, ჩვენი გაგებით ეს არის რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც უდავოდ საქართველოს ეკუთვნის“, - აღნიშნა ელჩმა.

პოლიტიკა 1664437560

პენტაგონი
შეერთებული შტატები Nord Stream 1 და Nord Stream 2 გაზსადენებზე მომხდარ ავარიებში არ მონაწილეობს - პენტაგონი

შეერთებული შტატები Nord Stream 1 და Nord Stream 2 გაზსადენებზე მომხდარ ავარიებში არ მონაწილეობს - პენტაგონი, -  ეს განცხადება პენტაგონის წარმომადგენელმა გააკეთა, იუწყება Reuters.”ჩვენ აბსოლუტურად არანაირი ჩარევა არ გვაქვს”, - თქვა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.მან ასევე აღნიშნა, რომ მიზანმიმართული დივერსიის შესახებ დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია."ნაფიც მსაჯულს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.შეგახსენებთ, Nord Stream-1 და Nord Stream-2 გაზსადენის ორივე სტრიქონში გამტარუნარიანობა დაეცა ნულამდე წნევის მკვეთრი ვარდნის გამო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში, დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გაზის გაჟონვა მოხდა. მომხდარს ორივე ქვეყანა იძიებს.აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტის მიზეზი დივერსიული აქტია.

მსოფლიო 1664437536

ჯოზეფ ბორელი
"კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა" - ჯოზეფ ბორელი

"კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა," - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „რეფერენდუმის“ ჩატარებას.მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა.„უკანონო რეფერენდუმებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ კრემლი კვლავ იმავე სქემით მოქმედებს, რომლითაც 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში მოქმედებდა. უკრაინის ტერიტორიაზე ყალბი რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს და მასში როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები მოხვდებიან. საუბარია 1300-ზე მეტ პირზე, აღნიშნული სია ძირითადად მიმართულია, გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებზე, ოლიგარქების, სამხედრო მაღალჩინოსნების და პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრაში“, - განაცხადა ბორელმა.ცნობისათვის, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.

მსოფლიო 1664437060

პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სახელმწიფო ჯილდო ნათია თოდუას პრეზიდენტმა პირადად გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.ნათია თოდუამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ უდიდესი ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის. "პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში!"- განაცხადა მომღერალმა.

საზოგადოება 1664436876

ვიოლა ფონ კრამონი
"ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს" - ვიოლა ფონ კრამონი

"ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს", - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას.მისი თქმით, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის საქართველოში, ვინც რუსეთის გულის მოლბობას ცდილობს, რომ ბოროტებისთვის გულის მოლბობა ყოველთვის უკან დაგიბრუნდებათ.„ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს. მისი ვიზიტი აფხაზეთში ან აფხაზეთის აღიარებს დიდს არაფერს ნიშნავს. მაგრამ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის საქართველოში, ვინც რუსეთის გულის მოლბობას ცდილობს, რომ ბოროტებისთვის გულის მოლბობა ყოველთვის უკან დაგიბრუნდებათ. ლუკაშენკო პუტინთან ერთად დასრულდება“, - წერს ფონ კრამონი.შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.  #Lukashenko is a terrorist, #Putin's puppet & illegitimate ruler not recognised by the #EU. His visit or recognition of #Abkhazia doesn't mean much. But it is a reminder 4 all 🇷🇺#Russia-appeasers in 🇬🇪#Georgia that appeasing evil always backfires.Lukashenko will end with Putin! pic.twitter.com/fy4UWosy5E — Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺 (@ViolavonCramon) September 29, 2022

კონფლიქტი 1664436482