"წულუკიანმა ჩემს მოსაშორებლად აამოქმედდა მექანიზმები - ის ჩემზე არ გაჩერდება"- კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წულუკიანის ბრალდებას აბსურდს უწოდებს

პოლიტიკა 1664432580
კრივის ფედერაციის პრეზიდენტი

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, დავით წიკლაური, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრალდებას სოციალური ქსელის საშუალებით პასუხობს და მინისტრის განცხადებებს აბსურდს უწოდებს. 

როგორც წიკლაური ამბობს, თეა წულუკიანს "მისი მოშორება სურს," ამიტომ მის წინააღმდეგ ცილისწამებლური კამპანია დაიწყო. 

ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ წულუკიანი მასზე არ გაჩერდება და სხვებსაც შეუქმნის პრობლემებს.

კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ წულუკიანი "მასზე არ გაჩერდება". წიკლაური იხსენებს სამინისტროში შეხვედრას და ამბობს, რომ არ სურს გაიმეოროს ის სიტყვები, რაც წულუკიანმა ფედერაციის წარმომადგენლებს აკადარა.

"მოვისმინე ქალბატონი თეა წულუკიანის დაუჯერებელი ბრალდება ჩემს მიმართ. კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო.

წინა პოსტში დავწერე, კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ სამინისტროში რომ დაგვიბარეს და ჩვენ ყველას გვეგონა, უნდოდათ მოელოცათ ეს გამარჯვება. სინამდვილეში კი რასაც ჰქვია გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან. მეტიც, არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა. და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, მერე სულ გაგვინულეს.

მოკლედ, მეგობრებო, წინა სტატუს თუ წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს, ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა.

ვინც მე მიცნობს, იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ.

უბრალოდ, ყველაფერი ნათელია, ის ფაქტი რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე. აი სწორედ ამ სტატუსით მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი, არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი. აკი შემომითვალეს, რომ ჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით, რომ ,,ჩემს უკან ოჯახი დგას'' ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა.

მოკლედ, როგორც ჩანს ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება. ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდება სპორტს, კულტურას და ახალგაზრდობას. ყველაფერს იმას რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი, ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ.

პ.ს. რაც შეეხება მის ნათქვამს, გამეორებაც არ მინდა, კაცისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს ქალზე რომ გაიწევს. და თან ამას დააბრალებენ. წინა სტატუსი რომ დავწერე, იქ ადამიანები თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ზოგი არც ისე კორექტულად და ჩემი კომენტარიც კი დევს, მოვუწოდე შეურაცხყოფის გარეშე ვაკრიტიკოთ და გენდერული ნიშნით საერთოდ არაფერ შუაშიათქო. თამარის ქვეყანაში ქალი მინისტრი ვის უკვირსთქო. მის არაკომპეტენტურობაზე ვისაუბროთ და პიროვნული ნიშნით არავინ შევურაცხყოთქო. ხოდა, აგერაა ის სტატუსიც და კომენტარიც. რას მოვიფიქრებდი, ამას რომ ვწერდი მის თავში შურისძიების მიზნით ასეთი ცილისწამება თუ ცხვებოდა... ამას მართლა ვერ მოვიფიქრებდი" - წერს წიკლაური სოციალურ ქსელში.

კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ადამიანი, ვინც მასზე "დასარტყმელად გაიწია," კრივის ფედერაციის ხელმძღვანელია.

უახლესი
სფასფ
როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი - "შაბათის ფორმულა" ექსკლუზიურ ფოტოებს ავრცელებს

"შაბათის ფორმულა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს ექსკლუზიურად ავრცელებს.როგორც 10 დეკემბრის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ერთი თვის წინ კლინიკა "ვივამედშია გადაღებული. ასევე, გადაცემის ანონსის თანახმად, ახლა ექსპრეზიდენტი 10 კილოგრამით ნაკლებს იწონის.

საზოგადოება 1670616624

სფსფ
[ვიდეო] "ვფიქრობ, სააკაშვილს უფრო დარდი კლავს! - ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა" - ლაშა ამირეჯიბი

ანალიტიკოსი ლაშა ამირეჯიბი "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ არის."როგორც ამბობენ, საკვებს არ იღებს, ან თუ იღებს, ეს არ ხდება დროულად, მაგრამ საქმეც ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ის დროულად იკვებება თუ არა, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა. იმასაც ფიქრობს, რომ პრაქტიკულად გადააგდეს და სულ ტყუილად შემოუშვეს ამ ქვეყანაში. მას ეგონა, რომ მალე გაათავისუფლებდნენ, თუ იმ დავალებას შეასრულებდა, რაც დავალებული ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ვფიქრობ, რომ მას უფრო დარდი კლავს," - განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა. 

საზოგადოება 1670615784

ტყრტ
[ვიდეო] "უკრაინაში მყოფი მებრძოლები გმირები არიან! - ჩვენ კი, საწყლები ვართ, ასეთ ხელისუფლებას, რომ ვიტანთ" - გოგი წულაია

პოლიტიკოსი გოგი წულაია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საწყალია ყველა ქართველი ვინც ამ ხელისუფლებას იტანს.""უღირსი საქციელია, როდესაც ასეთ რაღაცას ამბობს ხელისუფლება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიშას მხარდასაჭერად ვერ შეაგროვა ხალხი და ომისთვის შეაგროვებს?! - ან ასეთ უღირს განცხადებას, როგორ აკეთებენ ადამიანებზე, რომლებიც უკრაინაში თავს ტყვიას უშვერენ. მართლა, არ ვიცი, ასეთ მებრძოლებზე ცუდ სიტყვებს როგორ უნდა ამბობდეს ვინმე. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში მყოფი მებრძოლები გმირები არიან და ჩვენ ვართ საწყლები ასეთ ხელისუფლებას, რომ ვიტანთ. საწყალი ვარ მე, ამ ხელისუფლებას რომ ვიტან და საწყალია ყველა ქართველი ვინც ამ ხელისუფლებას იტანს," - განაცხადა გოგი წულაიამ. 

საზოგადოება 1670615093

სდჰაკგდუიქწ
[ვიდეო] "რა სლოგანიც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - გოგი წულაია

"რა სლოგანიც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - ეს განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების შესახებ საუბრისას გააკეთა."საერთოდ, ადამიანი ყოველთვის იმედიანად ხარ და როდესაც გამარჯვების იმედიც აქვს, იქ "ნაძვის ხის" ანთებაც ინება და რა თქმა უნდა, საზეიმო განწყობაც, მაგრამ ის სლოგანი, რაც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - განაცხადა გოგი წულაიამ. 

საზოგადოება 1670613469

45
[ვიდეო] "დღეს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები იყვნენ "ნაცმოძრაობა" გამქრალი იქნებოდა" - ბონდო მძინარაშვილი მამუკა გუგეშაშვილს

"ახლა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ პატიმრები, ეგრე ჰყავდა სააკაშვილს საქართველოში პატიმრები," - ასე მიმართა ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მომხდარი სიტყვიერი კამათის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, მამუკა გუგეშაშვილს."ხელისუფლებაში მანიაკები მოდიან და მთელ ქვეყანას მართლაც მანიაკები დასხდნენ. ამას ვამბობდი სწორედ მაშინ... შემდეგ კი, რასაც ვამბობდი ის ასრულდა და ხელისუფლებაში მართლაც მანიაკები მოვიდნენ. ახლა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ პატიმრები, ეგრე ჰყავდა სააკაშვილს საქართველოში პატიმრები. როგორ ფიქრობთ, დღეს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობა" გამქრალი იქნებოდა," - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.რაც შეეხება მამუკა გუგეშაშვილს, მან ბონდო მძინარაშვილის აღნიშნულ განცხადებას შემდეგ რეპლიკით უპასუხა: - "მანიაკებს არასდროს არ დავარქმევ, არც ამ და არც წინა ხელისუფლებას. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება პუტინის დაქვემდებარებაშია." 

საზოგადოება 1670611220

სდსად
[ვიდეო] "სააკაშვილის გარდა, მთელ მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში 1300 ვიზიტორი არ ღირსებია!" - ბონდო მძინარაშვილი

"სააკაშვილის გარდა, მთელ მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში არ ღირსებია 1300 ვიზიტორი," - ეს განცხადება ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა.როგორც ბონდო მძინარაშვილმა გადაცემაში განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს არაფერი აწუხებს. მისვე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ადაპტაციური აშლილობა აქვს, რომელზეც საუბარი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნაშია."სააკაშვილს 30 წელია ვიცნობ. ის მე არც გუშინ დამინახავს პირველად და არც ტელევიზორიდან ვიცი მხოლოდ. მის შესახებ ბევრი ვიცი და სწორედ ამ 30 წლის წინ დაიწყო მან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილი ადრე იყო შებერტყილი, დღეს არის შეფერთხილი. ის ისეთი შებერტყილი იყო, რომ შევარდნაძესთან ურთიერთობა და მისი ფაქტორი პოლიტიკური კარიერის ასაწყობად მაქსიმალურად გამოიყენა. ეს  ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სააკაშვილს აბსოლუტურად არაფერი აწუხებს. ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მას აქვს ადაპტაციური აშლილობა. ეს ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის ოფიციალური განცხადებაა. ანუ, ამ დასკვნის თანახმად, ის ვერ ეგუება ციხეს და მის გონებაზე ცუდად აისახება შეზღუდულ გარემოში ყოფნა. აქვე ვიტყვი, რომ სააკაშვილის გარდა მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში არ ღირსებია 1300 ვიზიტორი," - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა. 

საზოგადოება 1670610118