"წულუკიანს მყარად აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს საბჭოთა სისტემა კულტურის და სპორტის მართვის სფეროში" - სალომე სამადაშვილი 

პოლიტიკა 1664438561
სალომე სამადაშვილი თეა წულუკიანი

"წულუკიანს მყარად აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს საბჭოთა სისტემა კულტურის და სპორტის მართვის სფეროში - ის არის სისტემატური მატყუარა, ასევე ის არის სისტემატური მოძალადე," - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოხატავს თუ არა წულუკიანის მიმართ სოლიდარობას მას შემდეგ, რაც მინისტრმა გააჟღერა, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა მასზე დასარტყმელად გაიწია.

სამადაშვილის თქმითვე, ძალადობაა ის, როცა დამოუკიდებელ სპორტულ ფედერაციებს მინისტრი დაფინანსების შეწყვეტით აშანტაჟებს.

"რამდენადაც ჩემთვის არის გასაგები, ქალბატონი წულუკიანი ატერორებს დამოუკიდებელ სპორტულ ორგანიზაციებს, რომ თუ ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც ითხოვს წულუკიანი, მათ შეუწყდებათ დაფინანსება. მსგავსი მეთოდებით სპორტის და კულტურის სფეროს მართავდნენ საბჭოთა კავშირში, როგორც ჩანს ქალბატონ წულუკიანს მყარად აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს საბჭოთა სისტემა, რაც შეეხება ჩვენი კულტურის და სპორტის მართვის სფეროს. რაც შეეხება მის განცხადებებს, ქალბატონი წულუკიანი ბევრ განცხადებას აკეთებს, მაგრამ შემდეგ უჭირს შესაბამისი საბუთის წარმოდგენა. მე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდები ქალების წინააღმდეგ ძალადობას და თუ მსგავს ძალადობის მუქარას ჰქონდა ადგილი, საინტერესოა, ქალბატონმა წულუკიანმა რატომ არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, მე რომ ვინმე ძალადობით დამემუქროს, შემიძლია გითხრათ, რომ მყისიერად მივმართავ შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის. ქალბატონი წულუკიანი არის სისტემატური მატყუარა, ის არის ასევე სისტემატური მოძალადე თავად. ძალადობაა, როცა დამოუკიდებელ სპორტულ ორგანიზაციას ეუბნები - ან გადააყენე შენი თავმჯდომარე ან შეგიწყვეტ დაფინანსებას. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ეს დაფინანსება არ არის წულუკიანის პირადი სახსრები, ეს არის გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ამოღებული ფული, რომელიც გადაწყვიტა, რომ უნდა გამოიყენოს ტერორისთვის და თავდასხმისთვის. ამიტომ ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ის არის ზონდერ მინისტრი, რადგან სწორედ ასე იქცევიან ზონდერ ჯგუფები, როგორც იქცევა ქალბატონი წულუკიანი," - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისათვის, კულტურის და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა მასზე ხელით დასარტყმელად გაიწია. თავის მხრივ, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ "მექანიზმები ამოქმედდა მის მოსაშორებლად და ცილისწამებით დაგვირგვინდა".

უახლესი
სფასფ
როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი - "შაბათის ფორმულა" ექსკლუზიურ ფოტოებს ავრცელებს

"შაბათის ფორმულა" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს ექსკლუზიურად ავრცელებს.როგორც 10 დეკემბრის გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ერთი თვის წინ კლინიკა "ვივამედშია გადაღებული. ასევე, გადაცემის ანონსის თანახმად, ახლა ექსპრეზიდენტი 10 კილოგრამით ნაკლებს იწონის.

საზოგადოება 1670616624

სფსფ
[ვიდეო] "ვფიქრობ, სააკაშვილს უფრო დარდი კლავს! - ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა" - ლაშა ამირეჯიბი

ანალიტიკოსი ლაშა ამირეჯიბი "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ არის."როგორც ამბობენ, საკვებს არ იღებს, ან თუ იღებს, ეს არ ხდება დროულად, მაგრამ საქმეც ის არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა ის დროულად იკვებება თუ არა, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. ის აცნობიერებს, რომ მარტო დარჩა. იმასაც ფიქრობს, რომ პრაქტიკულად გადააგდეს და სულ ტყუილად შემოუშვეს ამ ქვეყანაში. მას ეგონა, რომ მალე გაათავისუფლებდნენ, თუ იმ დავალებას შეასრულებდა, რაც დავალებული ჰქონდა, მაგრამ საბედნიეროდ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ვფიქრობ, რომ მას უფრო დარდი კლავს," - განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა. 

საზოგადოება 1670615784

ტყრტ
[ვიდეო] "უკრაინაში მყოფი მებრძოლები გმირები არიან! - ჩვენ კი, საწყლები ვართ, ასეთ ხელისუფლებას, რომ ვიტანთ" - გოგი წულაია

პოლიტიკოსი გოგი წულაია "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "საწყალია ყველა ქართველი ვინც ამ ხელისუფლებას იტანს.""უღირსი საქციელია, როდესაც ასეთ რაღაცას ამბობს ხელისუფლება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიშას მხარდასაჭერად ვერ შეაგროვა ხალხი და ომისთვის შეაგროვებს?! - ან ასეთ უღირს განცხადებას, როგორ აკეთებენ ადამიანებზე, რომლებიც უკრაინაში თავს ტყვიას უშვერენ. მართლა, არ ვიცი, ასეთ მებრძოლებზე ცუდ სიტყვებს როგორ უნდა ამბობდეს ვინმე. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინაში მყოფი მებრძოლები გმირები არიან და ჩვენ ვართ საწყლები ასეთ ხელისუფლებას, რომ ვიტანთ. საწყალი ვარ მე, ამ ხელისუფლებას რომ ვიტან და საწყალია ყველა ქართველი ვინც ამ ხელისუფლებას იტანს," - განაცხადა გოგი წულაიამ. 

საზოგადოება 1670615093

სდჰაკგდუიქწ
[ვიდეო] "რა სლოგანიც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - გოგი წულაია

"რა სლოგანიც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - ეს განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გოგი წულაიამ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "ჩაი" დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების შესახებ საუბრისას გააკეთა."საერთოდ, ადამიანი ყოველთვის იმედიანად ხარ და როდესაც გამარჯვების იმედიც აქვს, იქ "ნაძვის ხის" ანთებაც ინება და რა თქმა უნდა, საზეიმო განწყობაც, მაგრამ ის სლოგანი, რაც კალაძემ შეარჩია, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, რა მშვიდობაზე მელაპარაკებით!" - განაცხადა გოგი წულაიამ. 

საზოგადოება 1670613469

45
[ვიდეო] "დღეს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები იყვნენ "ნაცმოძრაობა" გამქრალი იქნებოდა" - ბონდო მძინარაშვილი მამუკა გუგეშაშვილს

"ახლა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ პატიმრები, ეგრე ჰყავდა სააკაშვილს საქართველოში პატიმრები," - ასე მიმართა ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" მომხდარი სიტყვიერი კამათის დროს "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, მამუკა გუგეშაშვილს."ხელისუფლებაში მანიაკები მოდიან და მთელ ქვეყანას მართლაც მანიაკები დასხდნენ. ამას ვამბობდი სწორედ მაშინ... შემდეგ კი, რასაც ვამბობდი ის ასრულდა და ხელისუფლებაში მართლაც მანიაკები მოვიდნენ. ახლა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ჰყავთ პატიმრები, ეგრე ჰყავდა სააკაშვილს საქართველოში პატიმრები. როგორ ფიქრობთ, დღეს, რომ ხელისუფლებაში მანიაკები იყვნენ "ნაციონალური მოძრაობა" გამქრალი იქნებოდა," - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.რაც შეეხება მამუკა გუგეშაშვილს, მან ბონდო მძინარაშვილის აღნიშნულ განცხადებას შემდეგ რეპლიკით უპასუხა: - "მანიაკებს არასდროს არ დავარქმევ, არც ამ და არც წინა ხელისუფლებას. პირდაპირ ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება პუტინის დაქვემდებარებაშია." 

საზოგადოება 1670611220

სდსად
[ვიდეო] "სააკაშვილის გარდა, მთელ მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში 1300 ვიზიტორი არ ღირსებია!" - ბონდო მძინარაშვილი

"სააკაშვილის გარდა, მთელ მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში არ ღირსებია 1300 ვიზიტორი," - ეს განცხადება ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა.როგორც ბონდო მძინარაშვილმა გადაცემაში განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს არაფერი აწუხებს. მისვე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ადაპტაციური აშლილობა აქვს, რომელზეც საუბარი სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნაშია."სააკაშვილს 30 წელია ვიცნობ. ის მე არც გუშინ დამინახავს პირველად და არც ტელევიზორიდან ვიცი მხოლოდ. მის შესახებ ბევრი ვიცი და სწორედ ამ 30 წლის წინ დაიწყო მან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილი ადრე იყო შებერტყილი, დღეს არის შეფერთხილი. ის ისეთი შებერტყილი იყო, რომ შევარდნაძესთან ურთიერთობა და მისი ფაქტორი პოლიტიკური კარიერის ასაწყობად მაქსიმალურად გამოიყენა. ეს  ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. რაც შეეხება, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სააკაშვილს აბსოლუტურად არაფერი აწუხებს. ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მას აქვს ადაპტაციური აშლილობა. ეს ლომჯარიას მიერ შექმნილი კონსილიუმის ოფიციალური განცხადებაა. ანუ, ამ დასკვნის თანახმად, ის ვერ ეგუება ციხეს და მის გონებაზე ცუდად აისახება შეზღუდულ გარემოში ყოფნა. აქვე ვიტყვი, რომ სააკაშვილის გარდა მსოფლიოში არცერთ პატიმარს 9 თვის განმავლობაში არ ღირსებია 1300 ვიზიტორი," - განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა. 

საზოგადოება 1670610118