ხათუნა ლაგაზიძე
"ეს არის რუსეთის არარეგულარული არმია, რომელიც უნდა დაძრულიყო უკრაინისკენ და დაიძრა საქართველოსკენ" - ხათუნა ლაგაზიძე

"ახლა ყველა ვსაუბრობთ სოხუმის დაცემის 29 წლის თავზე და ისე არ გავაკეთოთ, რომ 2-3 წელიწადში ვისაუბროთ თბილისის დაცემის 2-3 წლის თავზე. კატეგორიული განაცხადია, მაგრამ ამის რისკი საკმაოდ რეალური და მაღალია. რა კადრებსაც ყველა ერთად ვუყურებთ, ეს არის რუსეთის არარეგულარული არმია, რომელიც უნდა დაძრულიყო უკრაინისკენ და დაიძრა საქართველოსკენ." ხათუნა ლაგაზიძე, ანალიტიკოსისოციალური ქსელი ცნობისთვის, ზემო ლარსზე რუსეთის მოქალაქეების რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაცია გამოცხადდა. პარტია "დროას" ორგანიზებით, დღეს, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან საპროტესტო აქცია იმართება.

1664372028

ზაალ ანჯაფარიძე
"ბელარუსის ელჩი სასწრაფოდ უნდა დაიბარონ საგარეოში" - ზაალ ანჯაფარიძე

"ბელარუსის ელჩი სასწრაფოდ უნდა დაიბარონ საგარეოში და მე თუ მკითხავ, ჩვენი ელჩიც უნდა გამოვიწვიოთ კონსულტაციებისთვის.ასე მგონია, რომ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული პროცესების ფონზე, ლუკაშენკოს ვიზიტით მოსკოვი მათ "საჩუქარს" უმზადებს - ბელორუსის მიერ აფხაზეთის სახელმწიფოდ აღიარება." ზაალ ანჯაფარიძე, ანალიტიკოსი სოციალური ქსელი ცნობისათის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს.

1664371281

დინა მირცხულავა
"მინდა, რომ ეგ გზა დაიკეტოს და რუსები მაგ გზით კი არა, ჭუბერზე გადმოვიდნენ" - დინა მირცხულავა

“მიუხედავად იმისა, რომ ლარსთან ჩემი უახლოესი ადამიანები დგანან რიგში…მინდა, რომ ეგ გზა დაიკეტოს და რუსები მაგ გზით კი არა, ჭუბერზე გადმოვიდნენ და დიდი, დიდი თოვლი მოვიდეს, როგორც იმ წელს!მადლობა. დროებით…” დინა მირცხულავა, მწერალისოციალური ქსელი შეგახსენებთ, ზემო ლარსზე რუსეთის მოქალაქეების რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაცია გამოცხადდა.

1664364623

დავით ლორია
"ნინო ლომჯარიას დებატებში დავუჯდები და მთელი საქართველოს თანდასწრებით დავუმტკიცებ რომ უცოდინარია" - დავით ლორია

"სახალხო დამცველის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტს ჩემი კანდიდატურა უნდა შევთავაზო!მთელი ცხოვრება ადამიანების უფლებებს ვიცავ და სახალხო დამცველის უფლება-მოსილების მინიჭების შემთხვდვაში ამ მიმართულებით ბევრად მეტის გაკეთებას შეცძლებ.პ.ს. ნებისმიერ ტელევიზიაში ნინო ლომჯარიას დებატებში დავუჯდები და მთელი საქართველოს თანდასწრებით დავუმტკიცებ რომ უცოდინარია და 5 წელი არაკომპეტენტური სახალხო დამცველი ჰყავდა საქართველოს." დავით ლორია, უფლებადამცველისოციალური ქსელი ცნობისათვის, დღეს ომბუდსმენობის კანდიდატთა შემფასებელი 9 კაციანი კომისიის დაკომპლექტების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური პარტიების ნაწილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას "მოქალაქეების", "გირჩის", "ნაციონალური მოძრაობს" და პარტია "საქართველოსთვის" წევრები ესწრებოდნენ.

1664286861

ილია მეორე
"დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა" - ილია მეორე

ჯვარი უძლეველია, ჯვარი გამარჯვებულია. ამიტომ ჯვრის ძალით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები და გამარჯვებული იქნება ადამიანი. დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. ვინც ზეიმობს დაცემას, ის ზეიმობს თავის დაცემას.ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად. აი, ახლა მრავალი მწუხარე ადამიანია, მრავალი უცხო ადამიანია ჩამოსული საქართველოში, მაგრამ იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს. ილია მეორე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგება ცნობისათვის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობს.

1664274860

ჯონი გიგანი
"რა ისტორიულ შანსს ვკარგავთ, აფხაზეთის დაბრუნების" - ჯონი გიგანი

"რა ისტორიულ შანსს ვკარგავთ, აფხაზეთის დაბრუნების, თანაც უსისხლოდ... არასდროს არ აპატიებს ხალხი ივანიშვილს, ამ შეგნებულ უუნარო პოლიტიკას... რად გინდა ასეთი ფული, ან სიცოცხლე!!!" ჯონი გიგანი, ბიზნესმენისოცილური ქსელი ცნობისათვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქვეყნის იურისდიქციის დაბრუნების იდეა არაერთ პოლიტიკოსს გაუჩნდა. უცვლელია ხელისუფლების პოზიცია     ამ საკითხთან დაკავშირებით. ქვეყნის ხელისუფლება აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მხოლოდ მშვიდობიან ურთიერთობას განიხილავს.

1664273391

რომან გოცირიძე
"ყველა არის ფრთიანი ანგელოზი, მხოლოდ პეტრე ცისკარიშვილი არის ფრთამოტეხილი დემონი" - რომან გოცირიძე

"მინდა გამოვეხმაურო ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ გაუგებრობებს. ღიად მინდა ვთქვა, რაც აქამდე იყო დაფარული: ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობაში ყველა არის ფრთიანი ანგელოზი, მხოლოდ ერთი, პეტრე ცისკარიშვილი არის ფრთამოტეხილი დემონი." რომან გოცირიძე, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატისოციალური ქსელი ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება, უკანასკნელ დღეების განმავლობაში, განხილვის მთავარ თემად რჩება, პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება „ნაციონალურმა მოძრობამ“ ოფიციალური განცხადებით დაადასტურა.პარტიის მხარდამჭერთა კრიტიკის ობიექტი სხვა ლიდერებთან ერთად პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილიც გახდა.

1664266540

ვოლოდიმერ ზელენსკი
"ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ვლადიმირ პუტინის მუქარა შესაძლოა რეალური იყოს" - ზელენსკი

შესაძლოა, გუშინ ბლეფი იყო. ახლა, შეიძლება რეალობა იყოს. არ მგონია, პუტინის ნათქვამი ბლეფი იყოს ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის პრეზიდენტიესე გამოეხმაურა ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას.ცნობისთვის, 22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.

1664210760

შოთა უტიაშვილი
"ვინმეს რომ ეთქვა, ნახევარ რუსეთს გასაქცევად ექნება საქმე და საქართველოს დაუწყებენ ხვეწნას, შემოგვიშვითო, ხომ იტყოდით, გიჟია, დააბითო?" - შოთა უტიაშვილი

"1 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, პუტინი ისე გაგიჟდება, ნახევარ რუსეთს გასაქცევად ექნება საქმე, არსად არ შეუშვებენ და საქართველოს დაუწყებენ ხვეწნას, შემოგვიშვითო, ხომ იტყოდით, გიჟია, დააბითო? შოთა უტიაშვილი, შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი სოციალური ქსელი ცნობისათვის, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ნაწილობრივ მობილიზაციის შესახებ. 24 სექტემბერს კი ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედრო სამსახურს ეხება. ახალი კანონის თანახმად, დეზერტირობა ან სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 5-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.ამასთან დაკავშირებით იმატა რუსეთის დატოვების მსურველთა რიცხვმა. ზემო ლარსის საგუშაგოზე რუსმა მესაზღვრეებმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის ქვეყნის დატოვებაზე უარის თქმა დაიწყეს.

1664198982

მაკა მინდიაშვილი
"ჯერ პარტიაშია ყველა გასაწმენდი, ყველაფერი თავიდან დასალაგებელი და დასაკომპლექტებელი" - მაკა მინდიაშვილი

“რა დროს ივანიშვილი და მის ხროვასთან ბრძოლაა. აგერ ჯერ პარტიაშია ყველა გასაწმენდი, ყველაფერი თავიდან დასალაგებელი და დასაკომპლექტებელი ახალი პატრიოტი ხალხით.საკრებულოების სიები და საპარლამენტო სია მთლიანად შესაცვლელია. არც ერთი არ უნდა იყოს ახალ მთავრობაში!” მაკა მინდიაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი "მოძრაობა საქართველოსთვის"სოციალური ქსელი ცნობისათვის, სოციალურ ქსელებსა და მასმედიის საშუალებებში აქტიურად ვრცელდება ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ამ ფაქტის შესახებ განცხადება დაპირისპირების ერთ-ერთმა მონაწილემ „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემაც გააკეთა. მოგვიანებით, გიორგი მუმლაძეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოფიციალური განცხადებით უპასუხა და ის პროვოკატორად მოიხსენია.

1664198064

ალექსანდრე რაქვიაშვილი
"თუ "ქართულ ოცნებაში" არ უნდათ, გაანადგურონ ოპოზიციური ფლანგი არ მგონია, სხვა ვინმე სერიოზულად განიხილავდეს ვადამდელ არჩევნებს" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" არათუ ვადამდელ არჩევნებზე, ისიც კი არ ვიცი, 2024 წლის არჩევნებზე რას გააკეთებს. დღეს ხომ უკვე ცხადია, რომ არავინ სერიოზულად არ ლაპარაკობდა და იყო ყურადღების გადატანის მცდელობა შიდა პარტიულო კრიზისის წინ. ამ მდგომარეობაში, როდესაც პარტიის წევრები ერთმანეთს სცემენ და აგინებენ, არ მგონია, ვინმე სერიოზულად განიხილავდეს ვადამდელ არჩევნებს, თუ "ქართულ ოცნებაში" არ უნდათ, მთლიანად გაანადგურონ ოპოზიციური ფლანგი და მართლა დანიშნონ ვადამდელი არჩევნები."  ალექსანდრე რაქვიაშვილი, "გირჩის" წევრი, პარლამენტის დეპუტატისაქართველოს პირველ არხი ცნობისათვის, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს აქტიურად ითხოვდა, მათ შორის იყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელიაც. 

1664184205

გია ხუხაშვილი
"ოკუპაცია "ოპელვექტრათი" მოხდება თუ T-72-ით რა მნიშვნელობა აქვს!" - გია ხუხაშვილი

"ოკუპაცია "ოპელვექტრათი" მოხდება თუ T-72-ით რა მნიშვნელობა აქვს! ოკუპაციის რეჟიმში ვართ, პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ოკუპაცია, რბილი ძალა. წაიკითხონ წიგნები სუს-ში თუ არ წაუკითხავთ, მაგრამ წიგნებისთვის სად სცალიათ ბიზნესებს აწყობენ ამ მიგრანტებზე და შემდეგ საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ. მათ ქვეყანა არ უყვართ ოკუპაციას უწყობენ ხელს და მზად არიან გადაჭამონ საერთოდ, ოღონდ თავისი ჯიბე შეივსონ."   გია ხუხაშვილი, ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში"პალიტრანიუსის" ეთერშიცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.აგრეთვე, 24 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედრო სამსახურს ეხება. ახალი კანონის თანახმად, დეზერტირობა ან სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 5-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა.

1664181161