"მთავარ ოპოზიციურ პარტიაში აუცილებელია განახლება" - გიორგი კაპანაძე

ციტატა 1663844489
გიორგი კაპანაძე

"მთავარ ოპოზიციურ პარტიაში აუცილებელია განახლება, ცვლილებები და შიდა დემოკრატიის გაძლიერება…
კომპიუტერმა გაჭედა, რესტარტი და ვინდოუსის გადაყენებაა საჭირო.
თუ სიმართლე გვინდა ესაა, თუ არადა, კიდევ დაველოდოთ, როგორ დაზიანდება ისრების სხვაგან გადატანით, პარტიის რეიტინგი და ზოგადად, ერთობა."

 

გიორგი კაპანაძე, "ნაციონალური მოძრაობა"

სოციალური ქსელი

 

ცნობისათვის, ოპონენტებისა და თავად პარტიის წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირების შესახებ.

უახლესი
 მიქაელ ბოტკოველი
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოში ჩვენებას პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი აძლევს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ჩვენებას პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი აძლევს.ბოტკოველი ბრალდების მხარის მოწმეა.ცნობისთვის, დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. კერძოდ, მელაშვილს და ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ედავებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს."პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

სამართალი 1664441535

მაია ნიკოლეიშვილი
"ბიჯოს, იქნებ გმობამდე გაგვერკვია" - მაია ნიკოლეიშვილი ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტზე

ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშნკოს ვიზიტს სოხუმშ, სოცი₾ურ ქსელში სამედიცინო ქსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ეხმაურება.ნიკოლეიშვილის აზრით, გმობას, რომელიც ლუკაშნკოს ვიზიტს მოჰყვა, მასთან საუბარი და გარკვევა სჯობდა.„არ ვიცი, შეიძლება მე სხვანაირად ვფიქრობ… თუ ლუკაშენკო, რომელიც ამდენი წელია, არ აღიარებდა აფხაზეთს, დღეს იქ ჩავიდა. ის ლუკაშენკო, რომელიც დინჯი კაცია და გავლენების ქვეშ ნაკლებად ექცევა. ნახევარი ნაბიჯი გადადგა და ავიფოფრეთ, დავგმეთ, კიდევ კარგი, ელჩი არ დავნიშნეთო! ბიჯოს, იქნებ გმობამდე გაგვერკვია, სასწრაფოდ შევხვედროდით, გვესაუბრა?! ინალ არძინბას გმობასაც, არ ჯობია, ოდესმე დავიწყოთ დიალოგი, ჩვეულებრივი, ადამიანურ ენაზე საუბარი?!დავრჩით სულ მარტო ამ გმობა-გმობაში! არადა, "გმობა" - ეს ხომ ბოლო, უკიდურესი ზომაა, ხიდების დაწვაა?არ ვიცი, ნუთუ ასე სხვანაირად ვფიქრობ?!“ - წერს მაია ნიკოლეიშვილი. ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ „მეგობრობის ხიდის“ აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

პოლიტიკა 1664441519

ხალხის ძალა
"ჩვენი მიზანია აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი აუცილებელი პირობაა კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არ დაშვებაა" - "ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს

"ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება," - ნათქვამია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში."ჩვენი მიზანია აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართველებისა და აფხაზების კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არ დაშვებაა. სწორედ მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში. ​ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის," - ნათქვამია სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილი განცხადებაში.

პოლიტიკა 1664441178

ხავიერ კოლომინა
"რეფორმების განხორციელების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი და არსებობს შეშფოთება საქართველოს მზაობაზე, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე"- ხავიერ კოლომინა

"რეფორმების განხორციელების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი და არსებობს შეშფოთება საქართველოს მზაობის შესახებ, პროგრესი ჰქონდეს ევროატლანტიკურ გზაზე" - განცხადება ამის შესახებ, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში  ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ. "ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დაეტოვებინა აპრილის შეთანხმება. უნდა დაეწიოთ მატარებელს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მოემზადოთ და მოახდინოთ რეფორმების განხორციელება, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ.არ ვიცით რა მოხდება, თუ არ მოემზადებით და ვერ დაეწევით ამ მატარებელს. შესაძლებლობები ახლაა და თქვენ უნდა მიიღოთ სარგებელი" - ამბობს კოლომინა.ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შესაძლებლობა ახლა აქვს და ქვეყანამ ამ შესაძლებლობის გამოყენება უნდა შეძლოს.ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ მის ვიზიტს ორი მთავარი მიზანი აქვს, მათ შორის პირველი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაა.გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მისი ვიზიტის კიდევ ერთი მიზანი, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული შესაძლებლობის კიდევ ერთხელ გააზრებაა.

პოლიტიკა 1664441160

ირაკლი ალასანია
"არ ბრუნდება ალასანია, თქვენს საქმეს მიხედეთ" - ნათია ფანჯიკიძე

“მეგობარმა დამირეკა, "ოპოზიციურ" ტვ-ებში შეუგდიათ ჭორი, სავარაუდოდ სუსს, ალასანია აპირებს დაბრუნებასო და მოემზადე, ისეთი აფოფრილები არიან, არაფერი იხუმრო და არაფერი შეგეშალოს, მოგაჭამენ თავსო, ხოდა ჯერერთი რომ ამ ეტაპზე არ ვარ კაისაჭმელი, საკმაოდ გავხდი და მეორეც ერთი, არ ბრუნდება ალასანია, თქვენს საქმეს მიხედეთ, თუ გაქვთ საქმე, რა თქმა უნდა.პ.ს. რადგან სიტყვამ მოიტანა, დავამატებ ახალ ფოტოსაც. ხოდა კი არ ვამტყუნებ, რომ არ ავიწყდებათ.” ნათია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანიას მეუღლე სოციალური ქსელი ცნობისათვის, ირაკლი ალასანია საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2014 წლის 4 ნოემბრამდე იყო. 2014 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის მოხელე დააკავა სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისათვის. იმავე დღეს სამინისტრომ თავის განცხადებაში ეჭვქვეშ დააყენა პროკურატურის ბრალდებები.მოგვიანებით, გერმანიიდან დაბრუნებულმა ალასანიამ, განაცხადა რომ ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ შეტევას თავდაცვის სამინისტროს. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალასანია პოსტიდან გადააყენა.

ციტატა 1664441044

ერდოღანი
"ბირთვულ ომში შესვლა კატასტროფული იქნება, ამაზე არც უნდა ვიფიქროთ" - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბირთვულ ომში შესვლა "კატასტროფული" იქნება."ამაზე არც კი უნდა ვიფიქროთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ხმაზე. ამ საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება", - აღნიშნა ერდოღანმა.უმაღლესი ოფიციალური პირები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბოლო კომენტარებს, რომლის მიხედვითაც მოსკოვს აქვს „სხვადასხვა განადგურების იარაღი“ და მზად არის გამოიყენოს „ყველა საშუალება“ თავის დასაცავად.ვაშინგტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ომი "არ შეიძლება მოიგოს" და, შესაბამისად, "არასოდეს უნდა იბრძოლოს".

მსოფლიო 1664440245