გვარამია
"მე გამოვალ ციხიდან და სააკაშვილი კვდება, აი, ამაზე რას ფიქრობენ, წამების ქეისებს შეუშვებენ ევროკავშირში?" - ნიკა გვარამია

"თანახმა ვარ, რომ ჩემი საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება," - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან "მთავარი არხთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა."მე, ნიკა გვარამია, თანახმა ვარ, რომ ჩემი საკანში ყოფნის პირობებშიც კი შევიდეთ ევროკავშირში და დაე, მე ვიყო ამ საკანში. უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ის კვდება. ნიკა გვარამია გამოვა და ის კვდება, აი, ამაზე რას ფიქრობენ, ამას შეუშვებენ ევროკავშირში? წამების ქეისებს შეუშვებენ ევროკავშირში? არარსებულ სასამართლოს შეუშვებენ ევროკავშირში? ეს ხომ ცივილიზაციაა, რომელიც გიღებს თავის ნაწილად, რადგან მიაჩნიხარ მათნაირად, ღარიბაშვილს ჩათვლის თავისნაირად გინდა პოლონეთის პრეზიდენტი, გინდა გერმანიის პრემიერი?" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

1653592460

კრემლი
"პუტინმა იტალიის პრემიერს განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, თუ დასავლეთი სანქციებს მოხსნის" - კრემლი განცხადებას ავრცელებს

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან, მარიო დრაგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მარცვლეულის ექსპორტისთვის, თუ დასავლეთი სანქციებს მოხსნის. ამასთან, კრემლის ინფორმაციითვე, ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარში საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინამ მოლაპარაკების პროცესი გაყინა.ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასურსათო კრიზისის დაძლევაში მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტით, დასავლეთის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვების მოხსნის პირობით“ – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1653588700

26/05/2022
"ლიეტუვა ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდით, რადგან ლიეტუველებს ასევე კარგად ესმით თავისუფლების ფასი და მნიშვნელობა" - ანდრიუს კალინდრა

საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.როგორც კალინდრა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც ერს ან პიროვნებას შეიძლება გააჩნდეს."თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც ერს ან პიროვნებას შეიძლება გააჩნდეს - შესაძლებლობა მისდიო საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს გარე შეზღუდვების გარეშე. სწორედ ეს ხდის ბედნიერებას და წარმატებას შესაძლებელს. ლიეტუვა ყოველთვის იდგება საქართველოს გვერდში მისი დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, რადგან ლიეტუველებს ასევე კარგად ესმით თავისუფლების ფასი და მნიშვნელობა. ჩემი აზრით ეს არის, რაც ყველაზე მეტად აკავშირებს ჩვენს ერებს“, - განაცხადა კალინდრამ ვიდეომიმართვაში.

1653587847

26/05/2022
[ვიდეო] "მარადიულად ვისაც ეგონა რომ იქნებოდა, ზის იქ სადაც ზის" - ლადო ბოჟაძე მიხეილ ქავთარაძეს

"მარადიულად ვისაც ეგონა რომ იქნებოდა, ზის იქ სადაც ზის," - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა ლადო ბოჟაძემ "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" გამართული დიალოგის დროს მოძრაობა "ტრიბუნას" წევრს, მიხეილ ქავთარაძეს.მანამდე კი, მიხეილ ქავთარაძემ გადაცემაში საუბრისას განაცხადა, რომ საჯარო მოხელეები თანამდებობაზე მარადიულად რჩებიან."ხალხი გარბის ქვეყნიდან, საჯარო მოხელეები კი რჩებით და მარადიულად იქნებით," - განაცხადა მიხეილ ქავთარაძემ.იხ: ვიდეო: 

1653586092

ლევან ხაბეიშვილი
"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს! - დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია" - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, საჭიროა ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად."ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია და ამბობს, რომ ავტორიტარიზმიაო, ქვეყანაში პრობლემები გვაქვსო და სასამართლოს მიმართულებით კატასტროფულ პირობებში ვართო. თუმცა, ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია. მაგალითად, სასამართლოს არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებთან დაკავშირებით, მას პირადად შეუძლია ამის მოგვარება.ასევე, როცა ავტორიტარიზმზე საუბრობს და იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მხრივ პრობლემებია, აგრეთვე აქვს კონკრეტული ბერკეტები, რომლებიც შეუძლია, რომ გამოიყენოს, მაგრამ ამას არ აკეთებს. ის გვიყვება, დაახლოებით რა პრობლემებშიც ვართ და ეს საქართველოს მოქალაქეებმაც იციან. შემოგვჩივლა ახლა, მე კი ყველაფერი ვიცი და ინსტრუმენტებიც მაქვს, მაგრამ ჩემი თავი გამჭირვებია და აბა სამართლიან ნაბიჯებს როგორ გადავდგამო," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საჭიროა ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად. 

1653585728

ილია მეორე
"გილოცავთ ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს" - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს."ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ და ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, - ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს. ღმერთმა გაგახაროთ და დალოცოს თითოეული თქვენგანი! ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო!" - ნათქვამია პატრიარქის მილოცვის წერილში.

1653585406

26/05/2022
[ვიდეო] "რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, შანსი ევროკავშირში განცხადების წარსადგენად არ გაჩნდებოდა" - ლადო ბოჟაძე

"ქართული ოცნების" წევრი ლადო ბოჟაძე "ჯორჯიან თაიმსის" გადაცემაში "დროული კითხვები" ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წინა საარჩევნო დაპირება სწორედ კანდიდატის სტატუსის მოპოვებას უკავშირდებოდა."რომ არა რუსეთ-უკრაინის ომი, შანსი ევროკავშირში განცხადების წარსადგენად არ გაჩნდებოდა, თუმცა ჩვენი 2020 წლის დაპირებაც სწორედ ამით იწყებოდა რომ 2024 წელს მზად ვიქნებოდით კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად," - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.იხ: ვიდეო: 

1653584624

რუსი ჯარისკაცი
რუსმა სამხედროებმა ნიკოლაევში ორ ქალს, რომლებიც ძროხებს აძოვებდნენ, ცეცხლი გაუხსნეს

"რუსმა სამხედროებმა, ნიკოლაევის ოლქში, ბერეზნეჰუვატეს დასახლების გარეუბანში ორ ქალს, რომლებიც ძროხებს აძოვებდნენ, ცეცხლი გაუხსნეს," - ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის რეგიონალურმა საბჭო ავრცელებს.ამასთან, ნიკოლაევის რეგიონალურმა საბჭოს ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შედეგად ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. "ოკუპანტები ნიკოლაევის ოლქის დაბომბვას აგრძელებენ. ისინი აზიანებენ და ანადგურებენ სახლებსა და სხვა სამოქალაქო ობიექტებს. ბოლო 24 საათში ნიკოლაევში 14 ადამიანი დაშავდა. საბედნიეროდ, მათ შორის ბავშვები არ არიან. ყველას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, დიდი მადლობა ექიმებს", - წერს რეგიონალური საბჭო "ფეისბუკის" გვერდზე.

1653583575

ნონა გაფრინდაშვილი
"ეს შავი ფურცელია ჩვენი ისტორიისთვის, იქ უბრალოდ სასაკლაო გამართეს" - ნონა გაფრინდაშვილი 2011 წლის 26 მაისს იხსენებს

11 წლის წინ, 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში, ნონა გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE“.  ჩემპიონი 26 მაისი დარბევას საქართველოს ისტორიის შავ ფურცელს უწოდებს და ამბობს, რომ ეს დღე არასოდეს დაავიწყდება.„26 მაისი, როდესაც დარბევა მოხდა, იყო საშინელება. ეს შავი ფურცელია ჩვენი ისტორიისთვის, იმიტომ, რომ იქ უბრალოდ სასაკლაო გამართეს. მშვიდობიანი აქცია გვქონდა. არავინ არსად შეჭრას არ აპირებდა, არც ხმაურიანი სიტყვები ყოფილა გადატრიალებაზე. უბრალოდ ჩვენს აზრებს გამოვხატავდით.12 საათზე გვინდოდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და კინაღამ შეეწირა ამ ამბავს „უცნობი“, რომელიც ჩვენი თხოვნით მოვიდა და მზად იყო კონცერტის დასაწყებად. ამ დროს მოვიდნენ ჩვენთან და გვთხოვეს ტერიტორიის დატოვება. ჩვენ ვუთხარით, რომ გვინდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. ცუდს არაფერს ვაკეთებდით. ჩავატარებდით კონცერტს და დავიშლებოდით. მაგრამ თურმე ჩვენ ირგვლივ 3 კორდონი იყო შემორტყმული და გასასვლელი არ იყო. შეუძლებელია იმის აღწერა, რაც ხდებოდა“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.შეგახსენებთ, 2011 წლის საპროტესტო გამოსვლები თბილისსა და ბათუმში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით იმართებოდა. აქციებს ძირითადად მიტინგის სახე ჰქონდათ და 21 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. თბილისში სამართალდამცავი ორგანოების მიერ 26 მაისის აქციის დაშლისას 37 ადამიანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა.

1653555199

დროშა
"ყოველი 26 მაისი დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია" - აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. - როგორც საელჩოს მისალოც წერილშია აღნიშნული, ყოველი 26 მაისი თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია."საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის.სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის.ყოველი 26 მაისი ამ დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია.გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!" - ნათქვამია მისალოც წერილში.

1653549425

რადა
რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ქართველ კოლეგას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის წევრებს უკრაინის მხარდაჭერისა და ვიზიტისას გამოვლენილი სოლიდარობისთვის მადლობას უხდის."უკრაინის უმაღლესი რადასა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს.დიდ მადლობას ვუხდი ქართველ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრული მხარდაჭერისთვის მისი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში.ასევე დიდად ვაფასებ თქვენი ვიზიტის დროს გამოვლენილ სოლიდარობას უკრაინელ ხალხთან, რომელიც ცდილობს, აღადგინოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე. ძალიან გამიხარდა, რომ მომეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განმეხილა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთმომგებიანი სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას და ჩვენს წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.გისურვებთ, ბატონო თავმჯდომარევ, წარმატებებს საპასუხისმგებლო საქმიანობაში, ხოლო თქვენს თანამემამულეებს – სტაბილურობასა და კეთილდღეობას."  – ნათქვამია უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მისალოც წერილში.

1653547744

ბაიდენი
"საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას" - ჯოზეფ ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს."ატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით.საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში." - აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.

1653547379