"მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღების, საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის" - ირაკლი ღარიბაშვილი

22/05/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო.

მთავრობის მეთაური ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მადლობას უხდის.

"მქონდა პატივი, დავსწრებოდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას, სადაც ლიდერები იკრიბებიან და მოსაზრებებს უცვლიან ერთმანეთს გლობალური გამოწვევების შესახებ. მადლობელი ვარ თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

უახლესი
ყირიმი
რუსეთი ყირიმელი თათრების მობილიზებას ახორციელებს და მათ ყველაზე ცხელ წერტილებში აგზავნის - უკრაინის გენშტაბი

გენერალური შტაბი იუწყება, რომ ოკუპანტებს დაევალათ ყირიმში ყირიმელი თათრების მობილიზება პირველ რიგში და მათი გაგზავნა ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებების ადგილებში - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.”ცნობილია 27 სექტემბერს სევასტოპოლიდან ხერსონის რეგიონში ყირიმიდან მობილიზებული ორი ათასი ადამიანის გაგზავნის შესახებ.გარდა ამისა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო კომისრებმა მიიღეს ბრძანება ყირიმელი თათრების პრიორიტეტად გაწვევა რუსეთის საოკუპაციო ძალების რიგებში, რომლებიც შეასრულებენ საომარ დავალებებს ყველაზე ინტენსიურ ადგილებში. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, მხოლოდ საქის რაიონში რუსეთმა ყირიმელი თათრებიდან 21 ადამიანის მობილიზაცია მოახდინა.

კონფლიქტი 1664435327

ცხინვალი
რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ოკუპირებული ცხინვალი მოქალაქეებს მოუწოდბს, ე.წ. საზღვრის კვეთისას დე ფაქტო პასპორტები გამოიყენონ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას გასცემს, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, "საზღვრის კვეთისას" ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი გამოიყენონ. ე.წ-მა თავდაცვის სამინისტრომ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო როკის ე.წ. გამშვებ პუნქტზე ცხინვალში დაბრუნების მსურველ ადგილობრივ მოქალაქეებს, რუსეთის წარმომადგენლებმა სამხედრო-სამობილიზაციო უწყებები გადასცეს."სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს დეპარტამენტის სამხედრო პერსონალს და სამოქალაქო პერსონალს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან გადაკვეთონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით. მათ შორის, თან გქონდეთ სამხედრო მოსამსახურის პირადობის მოწმობა, სამხედრო პირადობის მოწმობა და ცნობა სამუშაო ადგილიდან", - წერს ე.წ. სამინისტრო. 

კონფლიქტი 1664435220

218
218-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* ოკუპანტების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნიპროს დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამზე“ იუწყება. მისი თქმით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.* აშშ უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის HIMARS-ის დამატებით 18 ერთეულს გადასცემს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. * ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსების (ISW) თქმით, ლიმანთან რუსული ჯარები შესაძლოა, გარდაუვალი კოლაფსის წინაშე აღმოჩნდნენ. * „ვისაც მხოლოდ რუსული ესმის, თუ ცხოვრება გინდა, გაიქეცი, თუ გინდა იცოცხლო, დანებდი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. 

კონფლიქტი 1664434837

ლარსი
მობილიზაციის გამოცხადებიდან რუსეთი უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე თებერვლის ომში იყო ჩართული - ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, ერთ კვირაში, უფრო მეტი ადამიანი გაიქცა რუსეთიდან მობილიზაციის გამოცხადების გამო, ვიდრე უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის დასაწყისში რუსული ჯარების დაჯგუფებაში იყო. „შვიდი დღის განმავლობაში, რაც პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა „ნაწილობრივი მობილიზაცია“, მოხდა რუსების საკმაოდ მასიური გასვლა ქვეყნიდან, რომლებსაც არ სურთ ობში ჩაბმა“, - აღნიშნავს სადაზვერვო სააგენტო.ამასთან, რამდენადაც ცნობილია, გაქცეულებს შორის ყველაზე მდიდარი და განათლებული ხალხი ჭარბობს .- ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.დაზვერვამ აღნიშნა, რომ რუსული ძალები, პოლიტიკური ზეწოლის გამო, აგრძელებენ თავდასხმის მცდელობას ბახმუტზე, ნაცვლად მათი ფლანგების გაძლიერებისა. 

მსოფლიო 1664434653

გია გეწაძე
"მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს 1000 ლარს ბიძინას ბიუჯეტში იმ ხალხისთვის ვინც ჩვენ გვკლავს" - გია გეწაძეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას რუსეთის მოქალაქეებისთვის 1000-ლარიანი „საოკუპაციო შენატანის“ დაწესებასტან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი, საქართველოსა და უკრაინის ყოფილი მთავრობების მაღალჩინოსანი გია გეწაძ გამოეხამურა.გეწაძე  საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შურცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს და შახსენებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მათი ინიციატივა უადგილოა.„მეგობრებო, აქ ომია უკრაინაში, ისე, რომ იცოდეთ ყოველი შემთხვევისთვის...როცა ომია და ოკუპანტი გკლავს და ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტია ითხოვს 1000 ლარს ბიძინას ბიუჯეტში იმ ხალხისთვის ვინც ჩვენ გვკლავს...  დიდი ბოდიში ძმებო მაგრამ უკრაინაში არ დაგინახოთ ჩამოთრეულები,“ - წერს გია გეწაძე.ცნობისათვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთის მოქალაქეებისთვის 1000-ლარიანი „საოკუპაციო შენატანის“ დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.როგორც პარტიაში განმარტავენ, აღნიშნული კანონი პირებს დაავალდებულებს, რომ საოკუპაციო შენატანის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები წარადგინოს ნებისმიერ კერძო და საჯარო დაწესებულებებში, იმისათვის, რომ მიიღოს სასურველი მომსახურება.

პოლიტიკა 1664434416

ივანიშვილი
"სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, ივანიშვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად იქნება სანქცირებული"- სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი

უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის წარმომადგენელი სვეტლანა მუსიიაკა, რომელიც უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრია, იმ ქართველი მოქალაქეების ვინაობას ასახელებს, რომლებიც საანქციო სიაში არიან შეყვანილები. სვეტლანა მუსიიაკა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ აღნიშნულ სიაში არიან ბიძინა  ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ადამიანი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად დასანქცირდებიან."ახლა ჩვენ გვაქვს სანქციების სიის შედგენის საწყისი ეტაპი - ეს არის ე.წ. სანქციების სია კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ. სწორედ მათ შეადგინეს პიროვნებებისა და იურიდიული პირების სია, რომლებიც შეიძლება გახდნენ სანქციების სამიზნეები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მიერ სიაში შეყვანილი ყველა ადამიანი დასანქცირდება. ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც დაფუძნებულია ანალიზზე, შესწავლილ დოკუმენტაციაზე,"- აცხადებს მუსიიაკა.მუსიიაკა აღნიშნვას, რომ სანქციების დაწესებამდე ბევრი ეტაპია გასავლელი, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, თუ ვის დაუწესდება სანქცია, ქვეყნის პრეზიდენტი იღებს. "ამის შემდეგ გადავდივართ იურიდიულ ეტაპზე. სანქციების შესახებ უკრაინის კანონის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტმა და სხვა სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურმა, ეროვნული ბანკმა წინადადებით უნდა მიმართონ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, რათა მან გაავრცელოს სანქციები ადამიანებსა და იურიდიულ პირებზე. ეს საბჭო განიხილავს ამ წინადადებას და ეთანხმება ან არ ეთანხმება მას იმის მიხედვით, რამდენად მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს ამას. შემდეგ ეტაპზე უკვე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო თავის გადაწყვეტილებას წარუდგენს პრეზიდენტს და მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია სანქციების სიასთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.რაც შეეხება იმ ადამიანების სიას, რომლებიც შესაძლოა დაექვემდებარონ სანქციებს, აქ არის, დაახლოებით, 19 ათასი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან და სხვა ქვეყნებიდან“, - განაცხადა ინტერვიუში სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელმა.რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებს, სვეტლანა მუსიიაკას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანქციები საქართველოს არც ერთ მოქალაქესთან მიმართებაში არ არის დაწესებული.„მე შევხედე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებებს სანქციებთან დაკავშირებით და ისინი არ ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ანუ სანქციები არ არის დაწესებული საქართველოს მოქალაქეებზე და შეიძლება არც დაწესდეს, თუმცა კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ფართო სიაში არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, არის ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა ადამიანი, მაგრამ, კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ან მისი ახლო გარემოცვა აუცილებლად იქნება სანქცირებული. ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია“, - აღნიშნა სვეტლანა მუსიიაკამ.

პოლიტიკა 1664434255