1/07/2022
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფიბას 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უკრაინის ნაკრებთან 79:66 დამარცხდა.ლატვიის დედაქალაქ რიგაში, „რიგა არენაზე” გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი თად მაკფადენმა (22 ქულა, 4 მოხსნა, 1 გადაცემა) და თორნიკე შენგელიამ (21 ქულა, 5 მოხსნა) აჩვენეს.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე მოპოვებული აქვს მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება. საქართველოს ნაკრები მატჩის შემდეგ პირდაპირ სამშობლოში გამოემგზავრება და 4 ივლისს, ახალაშენებულ „თბილისი არენაზე” მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს უმასპინძლებს.

1656698690

ნათელა ძალამიძე
მოსკოველი ნათელა ძალამიძე რუსეთის მოქალაქეობას ტოვებს და უიმბლდონზე საქართველოს დროშით გამოვა

ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე, რომელიც მანამდე რუსეთს წარმოადგენდა, უიმბლდონის ტურნირზე საქართველოს დროშით გამოვა. ინფორმაციას დოიჩე ველე ავრცელებს.ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ვებ-გვერდზე წყვილებში მსოფლიოს 44-ე რეკეტი უკვე საქართველოს წარმომადგენლად მოხვდა.„სპორტსმენების ეროვნების განსაზღვრა, როგორც დროშა, რომლითაც ისინი ასპარეზობენ პროფესიულ შეჯიბრებაში, არის შეთანხმებული, რომელსაც არეგულირებს WTA და ITF (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია)“, - განაცხადეს ტურნირის ორგანიზატორებმა.დიდი სლემის ტურნირზე, რომელიც 27 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება, ძალამიძე სერბ ალექსანდრა კრუნიჩთან ერთად ითამაშებს.რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციებით სპორტსმენებს რუსეთიდან და ბელარუსიდან დიდ ბრიტანეთში ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალეს.

1655710211

სანდრო ბაზაძე
სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა

სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა. ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ გადამწყვეტი შეხვედრა იტალიელ ლუკა კურატოლის 15-11 მოუგო.მან კარიერაში პირველად ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.საქართველოს საუკეთესო მოფარიკავეს ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ სამი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული. 

1655534961

თეა წულუკიანი
"ვისზეც და რაზედაც უნდა ვისაუბრო, მას ჰყავს ოჯახი და არ მინდა, საჯაროდ ვთქვა, რა მიზეზიც არსებობს" - თეა წულუკიანმა კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება შეუჩერა

"კრივის ეროვნულ ფედერაციას ამჟამად დაფინანსება შეჩერებული აქვს იქამდე, ვიდრე არ შეირჩევა ახალი ხელმძღვანელობა" - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა და დასძინა რომ ეს სამინისტროს გადაწყვეტილებაა.მისივე თქმით, მოკრივეების, ეროვნული ნაკრები იმსახურებს უკეთეს ხელმძღვანელობას."საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას ამჟამად დაფინანსება შეჩერებული აქვს. ფედერაციას წელს ბიუჯეტიდან მიღებული აქვს დაახლოებით 800 ათასი ლარი და დანარჩენი თანხა, რაც არის დაახლოებით 400 ათას ლარამდე, შეიძლება, ცოტა მეტიც, ზუსტი ციფრები არ მაქვს, ამის ჩარიცხვა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები და არ შეირჩევა ახალი ხელმძღვანელობა. ეს არის სამინისტროს გადაწყვეტილება. ამას აქვს თავისი სერიოზული მიზეზები, ეს არ ხდება უმიზეზოდ.მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მოკრივეების მწვრთნელებს, მოკრივეებს და მათ ოჯახებს, მშობლებს, ვინც ისინი ამ სპორტის სახეობაში ჩართეს და ხელს უწყობდნენ, რომ ჩვენ ისტორიული გამარჯვება მოგვეპოვებინა რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ერთხელ მივულოცო. მე მქონდა სიხარული, შევხვედროდი სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან არიან და მართლაც ძალიან დიდი სიამაყე მოგვიტანეს. რა თქმა უნდა, სპორტის სამინისტროს ჩართულობით და ასევე მათი მწვრთნელების, მათივე შრომის შედეგად, მაგრამ ფედერაცია არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია და ვთვლით, რომ მოკრივეები და ეროვნული ნაკრები, თვითონ ქართული კრივი იმსახურებს უკეთეს ხელმძღვანელობას და ვიდრე ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ფედერაციაში, დაფინანსება არის შეჩერებული. მიზეზებზე რა თქმა უნდა, შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ ვისზეც უნდა ვისაუბრო და რაზედაც უნდა ვისაუბრო, კარგად მესმის, რომ მას ჰყავს მეგობრები, ოჯახი და არ მინდა, საჯაროდ ვთქვა, რა მიზეზიც არსებობს, მაგრამ შეიძლება, ამის დროც დადგეს სამწუხაროდ, ვნახოთ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

1655456060

ჩხუბი სტადიონზე
(ვიდეო) ჩხუბი ხაშურში - ფეხბურთელს თავში ბოთლი მოარტყეს

საქართველოს რეგიონლიგის (მე-5 ლიგა) მატჩი ხაშურის "ივერიასა" და "გლდანს" შორის ხელჩართული ჩხუბით დასრულდა.როგორც სოციალურ ქსელში გვერდი "ხაშურის სპორტი" წერს, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ("გლდანის" ან "ივერიის") ისროლა მინის ბოთლი მოედანზე. შემდეგ "გლდანის" მეკარემ ეს ბოთლი აიღო და უკან სროლის დროს თავში მოარტყა "ივერიის" ფეხბურთელს, სანდრო ხაჩიძეს, რომელმაც დაზიანება მიიღო.ფეხბურთელს სახის არეში 2 "ნაკერი" დაადეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  

1655360790

დიდი ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის ტურნირი გაიმართა
ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის ტურნირი გაიმართა

საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 5 ივნისს, სპორტკომპლექს ''იმედის'' სტადიონზე, ავთანდილ (დავით) ჩიხლაძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. ფინალურ ორთაბრძოლაში, ერთმანეთს, თბილისის "თბილისი" და გორის "დილა" დაუპირისპირდნენ. მატჩი გორელების გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გამარჯვებულებს, ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის თასი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ და დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ გადასცეს.ავთანდილ ჩიხლაძის თასის გათამაშება მიმდინარე წლის 19 მარტს დაიწყო და მასში მონაწილეობას ქვეყნის 6 გუნდი _ ზუგდიდის "ოდიში", ბათუმის "ბათუმი", ზესტაფონის "მარგვეთი", გორის "დილა", გორის "ქართლი" და თბილისის ''თბილისი''იღებდა. ტურნირი გასულ წელს დაარსდა და წელს მეორედ ჩატარდა.აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვიცე-პოლკოვნიკი ავთანდილ (დავით) ჩიხლაძე, 2016 წლიდან საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ და წლების განმავლობაში ზრუნავდა სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე, ამპუტანტ ფეხბურთელებზე. მან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავსაყოფად, არა ერთ ტურნირს ჩაუყარა საფუძველი. ავთანდილ ჩიხლაძე, გასულ წელს, კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.როგორც ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი გვალიამ განაცხადა, ავთანდილ ჩიხლაძის თასის გათამაშება ყოველ წელს გაიმართება ამაგდარი ვეტერანის სახელის უკვდავსაყოფად.  R

1654514400

საქართველო ბულგარეთი
საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ ბულგარელთა მწვრთნელი შეიწირა

საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ ბულგარელთა მწვრთნელი შეიწირა.იასენ პეტროვი ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის. პეტროვი საქართველო-ბულგარეთის თამაშის ბოლოს, მსაჯის საფინალო სასტვენიდან რამდენიმე წამში მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.ერთა ლიგის მეორე ტურის საშინაო მატჩში ბულგარეთის ნაკრები საქართველოსთან 2:5 დამარცხდა.„მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ამ შეხვედრაზე ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდა. ისინი არ იმსახურებდნენ იმას, რაც დღეს ნახეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ბოლო მატჩია, როგორც ნაკრების მწვრთნელის,ცხადია, მორალური უფლება არ მაქვს, რომ პოსტზე დავრჩე. ვფიქრობ, დავშორდებით, რაც საკმაოდ ნორმალურია. ვიმედოვნებ, რომ სხვა ვინც მოვა, შეძლებს ბიჭების მოტივაცია მისცეს. კიდევ ერთხელ ვამბობ – მორალური უფლება არ მაქვს დავრჩე", – განაცხადა პეტროვმა.

1654498659

ტალახაძე ლაშა
ლაშა ტალახაძე ექვსგზის ევროპის ჩემპიონია

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ექვსგზის ევროპის ჩემპიონი გახდა.ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს +109 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძემ ატაცში 208/212/217 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ძალოსანმა აკვრაში მან დაძლეული 245 კილოგრამითაც ოქროს მედალი მოიპოვა.ასევე, საუკეთესო იყო ორჭიდში მოგროვილი 462 კილოგრამითაც.ამგვარად, ლაშა ტალახაძე 6-გზის ევროპის ჩემპიონია.

1654446303

ლაშა შავდათუაშვილი
ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

ლაშა შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია, გიორგი ტერაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე დღეს 73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი ტურნირის ოქროს მედლის მფლობელია.ქართველი ფინალში იაპონელ კენ ოიოშის შეხვდა და დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრზე  ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელ ლომბარდოსთან იჭიდავა 19 წლის გიორგი ტერაშვილმა, რომელმაც მეტოქე ლამაზი გდებით დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.თბილისის გრანდ სლემის ფინალში ტატო გრიგალაშვილ კორეელ ლის დაუპირისპირდება.შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე პრესტიჟული გათამაშების პირველი დღის შემდეგ  ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე  ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი იყო.

1654351144

ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის მიერ გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად 2021 წლის საუკეთესო ძალოსნად ლაშა ტალახაძე აღიარეს.ლაშა ტალახაძე ისტორიაში პირველია, ვინც ამ ფორმატით ჩატარებული გამოკითხვის გამარჯვებულია.ევროპის ძალოსნობის ფედერციამ გულშემატკივართა შორის პირველი გამოკითხვა ფედერაციის საუკუნოვან იუბილეს მიუძღვნა.ტირანაში ჩასვლის შემდეგ, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებმა ლაშა ტალახაძეს კუთვნილი ჯილდო გადასცეს.29 მაისიდან ტირანა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ფიცარნაგზე 5 ივნისს გამოვა.

1653719583

ზინჩენკო
(ვიდეო) უკრაინელი ფეხბურთელის ოლექსანდრ ზინჩენკოს ემოციური გამოსვლა "მანჩესტერ სიტის" და "ასტონ ვილას" მატჩზე

ალექსანდრ ზინჩენკო "არასდროს დაივიწყებს" მანჩესტერ სიტის მხარდაჭერას უკრაინაში შეჭრის დროს. - უკრაინელი ფეხბურთელის ოლექსანდრე ზინჩენკოს ემოციური გამოსვლა "მანჩესტერ სიტის" და "ასტონ ვილას" მატჩზე.ზინჩენკოს ცრემლები წამოუვიდა მას შემდეგ, რაც სიტიმ მოიპოვა პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტული, რომელიც მისთვის მეოთხე იყო კლუბთან ერთად, ასტონ ვილასთან 3-2 გამარჯვების შემდეგ. პეპ გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მეორედ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

1653280617

უეფა
უეფა-მ ევრო 2024-ის განრიგი დაამტკიცა - გახსნის მატჩი მიუნხენში გაიმართება

უეფა-მ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე დაამტკიცა ევრო 2024-ის განრიგი.ტურნირი გერმანიის 10 ქალაქში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.გახსნის მატჩს უმასპინძლებს მიუნხენის „ალიანც-არენა“, ფინალს – ბერლინის ოლიმპიური სტადიონი.ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების სრული ჩამონათვალი ასეთია: ბერლინი, ჰამბურგი, ლაიპციგი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანქფურტი, გელზენკირხენი, კიოლნი, მიუნხენი და შტუტგარტი.

1652261647