"ტყვეთა გაცვლა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთის შუამავლობით განხორციელდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასრულებისკენ" - ერდოღანი

მსოფლიო 1663864968
ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ტყვეთა გაცვლა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთის შუამავლობით განხორციელდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ომის დასრულებისკენ.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთი სამომავლოდ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად ძალისხმევას გააძლიერებს.

"თურქეთმა ახლა მიიღო დიალოგისა და დიპლომატიის ძალის რწმენის შედეგი. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას სამომავლოდ მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. მაგალითად, როგორც კი დავბრუნდებით, ისევ დავურეკავთ ლიდერებს და მათთან გავაგრძელებთ სატელეფონო დიპლომატიას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

უახლესი
მიხეილ სარჯველაძე
"საქართველოს დამოკიდებულება იქნება უკომპრომისო და ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივუდგებით შემწყნარებლურად" - მიხეილ სარჯველაძე ლუკაშენკოს "ვიზიტზე" 

"საქართველოს დამოკიდებულება იქნება უკომპრომისო და ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივუდგებით შემწყნარებლურად," - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, ეს ის პროცესია, სადაც ვერც ერთ შემთხვევაში, საქართველო პრინციპული პოზიციიდან უკან ვერ დაიხევს."საქართველოს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, იქნება უკომპრომისო და ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივუდგებით შემწყნარებლურად. კონკრეტულად რა ნაბიჯი რის შემდეგ იქნება, რა თქმა უნდა, წინასწარ თქმა გამიჭირდება, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ის პროცესი, სადაც ვერც ერთ შემთხვევაში, ამ პრინციპული პოზიციიდან საქართველო უკან ვერ დაიხევს და რასაკვირველია, ვერავის მივცემთ საშუალებას უკან დაიხიოს სხვამაც, როდესაც საკითხი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება", - განაცხადა სარჯველაძემ.როგორც მან აღნიშნა, მას არ ჰგონია საქმე ლუკაშენკოს მხრიდან აფხაზეთის აღიარებამდე მივიდეს."ნებისმიერი მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე აბსოლუტურად მიუღებელია,"- განაცხადა სარჯველაძემ.ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ "მეგობრობის ხიდის" აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

პოლიტიკა 1664439242

პაატა მანჯგალაძე
"ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, კუდის ქიცინით, ენის მოჩლექით და თავზე ვაზელინის წასმით რუსეთთან უპირატესობას ვერ მივაღწევდით" - პაატა მანჯგალაძე 

"ლუკაშენკო რასაც აკეთებს, რუსული პოლიტიკის გაგრძელებაა - ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ კუდის ქიცინით, ენის მოჩლექით და თავზე ვაზელინის წასმით რუსეთთან ვერანაირ უპირატესობას ვერ მივაღწევდით," - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას გამოეხმაურა.დეპუტატი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ირჩევს პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს აშორებს და დაუცველს ტოვებს ოკუპანტთან."ლუკაშენკო არის პუტინის ლაქია, მისი ჯამბაზი და რასაც ის აკეთებს, ეს არის რუსული პოლიტიკის გაგრძელება საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ კუდის ქიცინით, ენის მოჩლექით და თავზე ვაზელინის წასმით რუსეთთან ვერანაირ უპირატესობას ვერ მივაღწევდით საქართველოს ინტერესებისთვის, ვერ განვახორციელებდით სტრატეგიულ ამოცანებს. ერთიანი საქართველოს იდეა შეიძლება მიიწეს ევროპელ პარტნიორებთან, ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით და არა ყოველ დღე ევროპის და ამერიკის თავდამსხმელი განცხადებებით. სად არის დღეს ის ოთხეული?! ვინმემ ნახა განცხადება, სადაც ლუკაშენკოს ამ ვიზიტს გმობენ? რატომ არ გააკეთეს გუშინვე ამაზე განცხადება. შვეიცარიის სასამართლო და მათი დემოკრატია რომ არ მოსწონდათ, ლუკაშენკოს დემოკრატია მოსწონთ?! რატომ არ ითხოვენ ბელარუსის ელჩთან შეხვედრას, იქნებ ბელარუსი გვაძალებს ომს?! ამ ოთხეულის, ივანიშვილის მარცხენა ხელი რომ არის, განცხადება ნახეთ ამაზე?!"- განაცხადა მანჯგალაძემ.ცნობისთვის, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ 2 დღის წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს. მისი თქმით, აფხაზეთთან არა მხოლოდ "მეგობრობის ხიდის" აშენება, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები სურთ.

პოლიტიკა 1664438860

სალომე სამადაშვილი თეა წულუკიანი
"წულუკიანს მყარად აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს საბჭოთა სისტემა კულტურის და სპორტის მართვის სფეროში" - სალომე სამადაშვილი 

"წულუკიანს მყარად აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს საბჭოთა სისტემა კულტურის და სპორტის მართვის სფეროში - ის არის სისტემატური მატყუარა, ასევე ის არის სისტემატური მოძალადე," - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოხატავს თუ არა წულუკიანის მიმართ სოლიდარობას მას შემდეგ, რაც მინისტრმა გააჟღერა, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა მასზე დასარტყმელად გაიწია.სამადაშვილის თქმითვე, ძალადობაა ის, როცა დამოუკიდებელ სპორტულ ფედერაციებს მინისტრი დაფინანსების შეწყვეტით აშანტაჟებს."რამდენადაც ჩემთვის არის გასაგები, ქალბატონი წულუკიანი ატერორებს დამოუკიდებელ სპორტულ ორგანიზაციებს, რომ თუ ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც ითხოვს წულუკიანი, მათ შეუწყდებათ დაფინანსება. მსგავსი მეთოდებით სპორტის და კულტურის სფეროს მართავდნენ საბჭოთა კავშირში, როგორც ჩანს ქალბატონ წულუკიანს მყარად აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს საბჭოთა სისტემა, რაც შეეხება ჩვენი კულტურის და სპორტის მართვის სფეროს. რაც შეეხება მის განცხადებებს, ქალბატონი წულუკიანი ბევრ განცხადებას აკეთებს, მაგრამ შემდეგ უჭირს შესაბამისი საბუთის წარმოდგენა. მე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდები ქალების წინააღმდეგ ძალადობას და თუ მსგავს ძალადობის მუქარას ჰქონდა ადგილი, საინტერესოა, ქალბატონმა წულუკიანმა რატომ არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, მე რომ ვინმე ძალადობით დამემუქროს, შემიძლია გითხრათ, რომ მყისიერად მივმართავ შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის. ქალბატონი წულუკიანი არის სისტემატური მატყუარა, ის არის ასევე სისტემატური მოძალადე თავად. ძალადობაა, როცა დამოუკიდებელ სპორტულ ორგანიზაციას ეუბნები - ან გადააყენე შენი თავმჯდომარე ან შეგიწყვეტ დაფინანსებას. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ეს დაფინანსება არ არის წულუკიანის პირადი სახსრები, ეს არის გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან ამოღებული ფული, რომელიც გადაწყვიტა, რომ უნდა გამოიყენოს ტერორისთვის და თავდასხმისთვის. ამიტომ ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ის არის ზონდერ მინისტრი, რადგან სწორედ ასე იქცევიან ზონდერ ჯგუფები, როგორც იქცევა ქალბატონი წულუკიანი," - განაცხადა სამადაშვილმა.ცნობისათვის, კულტურის და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა მასზე ხელით დასარტყმელად გაიწია. თავის მხრივ, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ "მექანიზმები ამოქმედდა მის მოსაშორებლად და ცილისწამებით დაგვირგვინდა".

პოლიტიკა 1664438561

რუსი სამხედროები
"სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელ პირებს რუსეთიდან გასვლა ეკრძალებათ" - ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სამხედროებში, ეკრძალებათ ქვეყნის გარეთ გამგზავრება.ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა Telegram-ზე დაწერა.ვოლოდინმა მოიშველია ფედერალური კანონი „რუსეთის ფედერაციაში სამობილიზაციო მომზადებისა და მობილიზაციის შესახებ“, რომელიც კრძალავს სამხედრო კომისარიატების ნებართვის გარეშე გასვლას."კანონის ასეთი ნორმა არსებობს და ამით ყველა სამხედრო ვალდებულება უნდა იხელმძღვანელოს“, - წერს იგი.მანამდე არაერთმა რუსულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მობილიზაციის ასაკის მამაკაცებს "რეფერენდის" შემდეგ რუსეთიდან გასვლა აეკრძალებათ და საზღვრის გადაკვეთისთვის მამაკაცებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისგან ნებართვის აღება მოუწევთ.შეგახსენებთ, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ნაწილობრივ მობილიზაციის შესახებ.24 სექტემბერს კი ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედრო სამსახურს ეხება. ახალი კანონის თანახმად, დეზერტირობა ან სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 5-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.რუსეთის მოქალაქეების ნაწილი პუტინის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან და აქციებს მართავენ.

მსოფლიო 1664438516

 ავსტრიის ელჩი, თომას მიულმანი
"ბევრი რუსი ცდილობს საქართველოში ჩამოსვლას და ეს არის დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის"- ავსტრიის ელჩი

საქართველოში ავსტრიის ელჩი, თომას მიულმანი აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლა ქვეყნისთვის გამოწვევაა. თომას მიულმანი  დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება შეძლებს ამ გამოწვევასთან გამკლავებას.„საქართველოს მთავრობისთვის რეკომენდაციების გაცემა ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მაგრამ ვხედავ, რომ ბევრი რუსი ცდილობს საქართველოში ჩამოსვლას და ვიცი, რომ ეს არის დიდი გამოწვევა საქართველოსთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება შეძლებს გამკლავებას“, - აღნიშნა დიპლომატმა.

პოლიტიკა 1664438232

დაავადებათა კონტროლის ცენტრი
დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაა შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა არის შესაძლებელი.დაწესებულების ჩამონათვალი: http://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=3e9d5d35-d6bd-481c-a55e-3659f9d365fd&fbclid=IwAR19FmBLOSbEuCzJSDrCZALmFHViDQhUEOylGEFlh-nEN9huSS20T5Mn51gდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლებელია როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.როგორც გაბუნია განმარტავს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული."ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული. 21 სექტემბერს დაიწყო გრიპის საწინააღმდეგო ოთხ -კომპონენტიანი ვაქცინით აცრა. საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რეგიონებში. პირველ რიგში იცრებიან ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ასევე ხანდაზმულები. აცრის წერტილი ყველა იმ დაწესებულებაშია, სადაც მიეწოდება პირველადი ჯანდაცვის სერვისი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამ დაწესებულებებს გაგზავნილი აქვთ ვაქცინების მარაგი. უმჯობესია, პაციენტმა მიმართოს იმ დაწესებულებას, სადაც ის იმყოფება აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის სერვისისთვის. თუ პაციენტი მიდის სხვა დაწესებულებაში და არ აქვს ფორმა ასი, რთულია იდენტიფიცირება დიაბეტი აქვს, ქრონიკული დაავადება თუ სხვა, ასევე რამდენად ექვემდებარება აცრას კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისად.უმჯობესია, თუ მივლენ იქ, სადაც მისი ოჯახის ექიმია და იცის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუ ვერ მოახერხებენ იქ მისვლას, მაშინ თან უნდა იქონიონ ფორმა ასი. აცრები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს, ჯერ გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაწყებულა, უფრო მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყოს, კარგია აცრები, რომ დავიწყეთ, რადგან მომზადებული შეხვდება მოსახლეობა. პროცესი მიმდინარეობს და შეფერხებები არსად არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველდღე მიყვება პროცესს, საინფორმაციო კამპანიაც გაფართოვდება, მოსახლეობას ექნება აცრის შესაძლებლობა“, - აღნიშნავს გაბუნია.ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 სექტემბერს დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, „სანოფი პასტერის“ წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ უფასოდ ჩაუტარდებათ. რისკის ჯგუფებს, შეუძლიათ, მიმართონ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს. სერვისის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით, 400-მდე სამედიცინო დაწესებულება არის ჩართული.

ჯანდაცვა 1664437720