"უკრაინელები მტრებად არ უნდა მივიჩნიოთ" - რუსეთის პატრიარქი

მსოფლიო 1663853645
კირილი

პატრიარქმა კირილემ ზაჩატიევსკის დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა, რომ უკრაინელები მტრებად არ უნდა მივიჩნიოთ. ამის შესახებ წერს"meduza" .

პატრიარქის თქმით, უკრაინელ ხალხს „საფრთხე ემუქრება“ - ისინი „ცდილობენ რეფორმირებას“, რათა „რუსეთის საწინააღმდეგოდ, რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფო შექმნან წმინდა ერთიანი რუსეთის ნაწილისგან“.

პატრიარქმა დასძინა, რომ ახლა „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გულში არ იყოს გრძნობა, რომ მტერი არსებობს“. მან მოუწოდა ვილოცოთ „წმინდა რუსეთის ხალხთა ძმური გრძნობების“ განმტკიცებისთვის, რათა „ეკლესიის ერთიანობა, რომელიც რუსეთის უკიდეგანო მშვიდობის გარანტია, კიდევ უფრო გაძლიერდეს“.

პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ მართლმადიდებლები უკრაინაში აგრძელებენ ლოცვას „ისტორიულ რუსეთში დაპირისპირების დასასრულებლად და მშვიდობის დამყარებისთვის“.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, პატრიარქმა კირილმა თქვა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, რომ კონფლიქტი გარე ძალების მიერ იყო პროვოცირებული რუსეთის დასუსტების მიზნით და რომ დონბასში „ხალხის ჩახშობა და განადგურება“ ხდება.

პატრიარქ კირილის პოზიციიდან გამომდინარე, უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან დამოუკიდებლობა მაისის ბოლოს გამოაცხადა. სექტემბერში ლატვიის საეიმმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივას ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ.

უახლესი
პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა მომღერალი ნათია თოდუა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მომღერალი ნათია თოდუა თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა.დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.სახელმწიფო ჯილდო ნათია თოდუას პრეზიდენტმა პირადად გადასცა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა.ნათია თოდუამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ უდიდესი ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს მსოფლიო ასპარეზზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის. "პირობას ვდებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩვენ ყველა ერთად დავბრუნდებით აფხაზეთში!"- განაცხადა მომღერალმა.

საზოგადოება 1664436876

ვიოლა ფონ კრამონი
"ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს" - ვიოლა ფონ კრამონი

"ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს", - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას.მისი თქმით, ეს კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის საქართველოში, ვინც რუსეთის გულის მოლბობას ცდილობს, რომ ბოროტებისთვის გულის მოლბობა ყოველთვის უკან დაგიბრუნდებათ.„ლუკაშენკო ტერორისტია, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც ევროკავშირი არ აღიარებს. მისი ვიზიტი აფხაზეთში ან აფხაზეთის აღიარებს დიდს არაფერს ნიშნავს. მაგრამ ეს კიდევ ერთი შეხსენებაა მათთვის საქართველოში, ვინც რუსეთის გულის მოლბობას ცდილობს, რომ ბოროტებისთვის გულის მოლბობა ყოველთვის უკან დაგიბრუნდებათ. ლუკაშენკო პუტინთან ერთად დასრულდება“, - წერს ფონ კრამონი.შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გუშინ ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.  #Lukashenko is a terrorist, #Putin's puppet & illegitimate ruler not recognised by the #EU. His visit or recognition of #Abkhazia doesn't mean much. But it is a reminder 4 all 🇷🇺#Russia-appeasers in 🇬🇪#Georgia that appeasing evil always backfires.Lukashenko will end with Putin! pic.twitter.com/fy4UWosy5E — Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺 (@ViolavonCramon) September 29, 2022

კონფლიქტი 1664436482

ბაიდენი პუტინი
აშშ და დასავლეთი ცდილობენ პუტინზე ზეწოლაში ინდოეთი და ჩინეთი ჩართონ - Politico

აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ გააერთიანებენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა გაუგზავნონ უტყუარი გზავნილი ვლადიმერ პუტინს: ბირთვული იარაღის გამოყენება გამოიწვევს დამღუპველ ეკონომიკურ და დიპლომატიური პასუხის, თუნდაც რუსეთის მეგობრების მხრიდან. ამის შესახებ Politico-ს მასალაში წყაროებთან კომუნიკაციაზე დაყრდნობით წერს European Truth.დასავლეთი ცდილობს გააერთიანოს მეტი ქვეყანა, რათა მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს რუსეთის პრეზიდენტს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას ექნება ძალიან მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი იმ ქვეყნებისგანაც კი, რომლებსაც რუსეთი მეგობრულად მიიჩნევს.ბაიდენის ადმინისტრაციაში და ექსპერტულ წრეებში  განსაკუთრებით მნიშვნელობას ინდოეთისა და ჩინეთის ჩართვას ანიჭებენ.როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი აცხადებს, ამერიკელი დიპლომატები უკვე მუშაობენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან და მოუწოდებენ მათ ზეწოლა მოახდინონ პუტინზე და დაარწმუნონ ის უარი თქვას ბირთვული იარაღის იდეაზე. თანამოსაუბრის თქმით, შედგა საუბრები რამდენიმე ქვეყანასთან, „როგორც მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და პირიქით“.აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის  პოზიცია პუტინისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება.თეთრი სახლი შეშფოთებულია რუსეთში ბირთვული რიტორიკით, მაგრამ ჯერჯერობით აშშ-ს არ უნახავს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ნამდვილად აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას.დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს არ შეიცვლება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგაც.

მსოფლიო 1664436220

ყირიმი
რუსეთი ყირიმელი თათრების მობილიზებას ახორციელებს და მათ ყველაზე ცხელ წერტილებში აგზავნის - უკრაინის გენშტაბი

გენერალური შტაბი იუწყება, რომ ოკუპანტებს დაევალათ ყირიმში ყირიმელი თათრების მობილიზება პირველ რიგში და მათი გაგზავნა ყველაზე ინტენსიური საომარი მოქმედებების ადგილებში - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.”ცნობილია 27 სექტემბერს სევასტოპოლიდან ხერსონის რეგიონში ყირიმიდან მობილიზებული ორი ათასი ადამიანის გაგზავნის შესახებ.გარდა ამისა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო კომისრებმა მიიღეს ბრძანება ყირიმელი თათრების პრიორიტეტად გაწვევა რუსეთის საოკუპაციო ძალების რიგებში, რომლებიც შეასრულებენ საომარ დავალებებს ყველაზე ინტენსიურ ადგილებში. გენერალური შტაბის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, მხოლოდ საქის რაიონში რუსეთმა ყირიმელი თათრებიდან 21 ადამიანის მობილიზაცია მოახდინა.

კონფლიქტი 1664435327

ცხინვალი
რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, ოკუპირებული ცხინვალი მოქალაქეებს მოუწოდბს, ე.წ. საზღვრის კვეთისას დე ფაქტო პასპორტები გამოიყენონ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას გასცემს, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, "საზღვრის კვეთისას" ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი გამოიყენონ. ე.წ-მა თავდაცვის სამინისტრომ ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ზემო როკის ე.წ. გამშვებ პუნქტზე ცხინვალში დაბრუნების მსურველ ადგილობრივ მოქალაქეებს, რუსეთის წარმომადგენლებმა სამხედრო-სამობილიზაციო უწყებები გადასცეს."სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს დეპარტამენტის სამხედრო პერსონალს და სამოქალაქო პერსონალს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან გადაკვეთონ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტით. მათ შორის, თან გქონდეთ სამხედრო მოსამსახურის პირადობის მოწმობა, სამხედრო პირადობის მოწმობა და ცნობა სამუშაო ადგილიდან", - წერს ე.წ. სამინისტრო. 

კონფლიქტი 1664435220

218
218-ე დღე: ომი უკრაინაში - დღის სტენოგრამა

* ოკუპანტების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნიპროს დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამზე“ იუწყება. მისი თქმით, დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია.* აშშ უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის HIMARS-ის დამატებით 18 ერთეულს გადასცემს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. * ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსების (ISW) თქმით, ლიმანთან რუსული ჯარები შესაძლოა, გარდაუვალი კოლაფსის წინაშე აღმოჩნდნენ. * „ვისაც მხოლოდ რუსული ესმის, თუ ცხოვრება გინდა, გაიქეცი, თუ გინდა იცოცხლო, დანებდი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. 

კონფლიქტი 1664434837